5 страница6 сентября 2020, 14:25

5. ამინ

  მოკლედ იმის მერე რაც მის ძალებში დავრწმუნდი ჩონმა ამიშვა. ამიშვა თუ არა ჯერ ნელა შევახე ხელი. ჩვეულებრივ ადამიანს გავდა.
   მე ეგრევე დედაჩემთან მოვკურცხლე. უნდა გადამემოწმებინა, რომ ნამდვილად კარგად იყო.

  -დედააა....
- რა იყო თე, რა შეშინებული სახე გაქვს? კოშმარი ნახე?
   - კი საშინელი კოშმარი.
-------
  - დე, სულები არსებობენ?
   - არ ვიცი მე არ მინახავს.
" მე ვნახე, მაგრამ როგორ გითხრა??"
------
მთელი მეორე დღის განმავლობაში ჩონი უკან დამყვებოდა. ვცდილობდი მასთან არ მელაპარაკა, რომ ხალხს გიჟი არ ვგონებოდი.
  
   იმ დღეს ეგრევე ეკლესიაში წავედი და მღვდელს ჩემი სახლის ზიარებაზე მოვლაპარაკებოდი. მე და მღვდელი სერიოზულად ვლაპარაკობდით, ჩონი კი ხარხარებდა.

-----
- თე, ისევ ჩვენ ამბავს ყვები?
-ჰო
- რას წერ?
- მღვდლის ამბავს.
- ჰაჰა . კიდე მოიყვანე რა, მაგარი ვიღაც იყო.
----
მოკლედ მოვიყვანე მღვდელი.
  როცა სახლში შემოვიდა სანთლის ანთება სცადა. აანთებდა თუ არა ეს მასხარა ჩონი სულს შეუბერავდა და სანთელიც ქვრებოდა. ისევ აანთებდა მღვდელი, ჩონი ისევ უქრობდა. ხუთჯერ განმეორდა ასე. მე ამ ყველაფერს სერიოზული სახით ვუყურებდი და გულში მეცინებოდა.

   ბოლოს მღვდელი დანებდა, სახლის შემოვლა დაიწყო ლოცვებით.
   რამდენჯერაც  მღვდელი ამინს იტყოდა, იმდენჯერ მის ფეხებთან რაღაც ნივთი ვარდებოდა. წაკრავდა ჩონი ხელს, დაეცემოდა მღვდლის ფეხებთან. ჩონი იცინოდა, მე უკვე ნევრები მეშლებოდა.
 
   მღვდელი ხატების კუთხესთან მივიდა. ლოცვა დაიწყო. მისი თვალები უნდა გენახათ მის წინ ხატი, რომ აფრინდა ოდნავ, ჩონმა ხატი  ამოატრიალა და და უკუღმა დადო. მღვდელს ერთი სული ჰქონდა რიტუალი დაესრულებინა და კედელზე ჯვრის ფორმის  ზეთი საჩქაროდ წაუსვა.
   ჩონმა ზეთს ხელი გადაუსვა და წაშალა. ასე განმეორდა სამჯერ.

  - სახლში დემონი სუფევს. აქ დიდი უწმინდურება ტრიალებს. - თქვა მღვდელმა, ჩემოდანს ხელი დასტაცა და კარისკენ გაიქცა, თან გარბოდა თან პირჯვარს იწერდა.
   მისი გაჩერება ვერაფრით შევძელი.
  
  ჩონი უკვე სიცილისგან ძირს იყო გაწოლილი.
  -----
  -მიყვარს ეგ მღვდელი. არ მნებდებოდა.
-არაადამიანი ხარ. . 
-ჰო...სული...
-ადამიანს გული გაუხეთქე.
-კარგი ერთი, პირველი იყო თუ ბოლო?

5 страница6 сентября 2020, 14:25

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!