6 страница7 сентября 2020, 14:55

6. მე ბოროტი არ ვარ

  აბა როგორ ბრძანდებით? სანამ კიმს მშვიდად სძინავს, გადავწყვიტე ჩემი თავი უკეთ გამეცნო თქვენთვის, თორემ თე ისე წერს შეიძლება ვინმე ბოროტი დემონი გეგონოთ.
 
   დავიბადე 1226 წელს სეულში. გარდავიცვალე 21 წლის ასაკში. ჩემი გარდაცვალება დიდი შემთხვევითობის ბრალია.
   შეყვარებულს დავშორდი და ვენები გადავისერე კატანით..... შემთხვევით...
  
   როგორც აღმოჩნდა ვინც თავს იკლავს მათ ფრთები არ ეკუთვნით, მანამ სანამ მისიას არ შასრულებენ. თუ ფრთები არ გაქვს  სამოთხეშიც ვერ მოხვდები.
   იმის შემდეგ დავიარებოდი და ვეძებდი მას ვინც დამეხმარებოდა მისიის შესრულებაში. ბოლოს, როგორც ხედავთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ და უსაყვარლეს კიმს გადავეყარე.
  
    რამდენი რამ ვნახე ამ საუკუნეების განმავლობაში ვერ წარმოიდგენთ.
 
   იმისთვის რომ დაგარწმუნოთ, რომ მე ბოროტი სული არ ვარ გეტყვით:

  ერთხელ ქურდი ძარცვავდა ვიღაცის სახლს. მე უჩინარი ვარ მხოლოდ, თორემ ნივთების კონტროლი, ტელეპოსტაცია და დროის გაჩერება შემიძლია.
ამ ქურდს თავს დავესხი, გავკოჭე და კარის ზღურბლზე მივაგდე ნაქურდალითურთ.
 
   ერთხელ სამმა ბიჭმა გოგო მოიმწყვდია ჩიხში. მისი გაუპატიურება სურდათ. არც მათ დაადგათ კარგი დღე. გოგომ მსუბუქი შოკი მიიღო, მაგრამ ყველაფერს გადაურჩა.
  
   როდესაც ვიღაც რაიმე ნივთს ვერ პოულობს მე ვპოულობ და ცხვირწინ ვუდებ.

    ერთხელ 1 ქალი და 2 ბავშვი გამოვიყვანე ცეცხლწაკიდებული სახლიდან შეუმჩნევლად.
   
   მოკლედ, თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა.... არ მინდა  ავი სული  ან დემონი გეგონოთ. მე უბრალოდ სული ვარ.
-----.
- ჩემს ტელეფონში რატომ იქექები? - გაიღვიძა კიმმა.
- ახალ თავს ვწერდი...
კიმი ტელეფონს ეცა....

- ეს  ყველაფერი მართლა ქენი? მე რატომ არ ვიცოდი?
---
  
 

6 страница7 сентября 2020, 14:55

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!