7 страница8 сентября 2020, 10:52

7. სამსახური

ჩემი შვებულება ცხრა აგვისტოს დასრულდა. ჩონი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდიდან არ მშორდებოდა. სულ თან დამყვებოდა ამიტომაც სახლიდან გასვლის სურვილი დიდად არც მქონია. მეგობრებიც არ მყავდა, ასე რომ რა აზრი ჰქონდა გარეთ გასვლას.

ათ აგვისტოს სამსახურში მიწევდა გასვლა. ბევრი ვეხვეწე ჩონს არ გამომყვეთქო, მაგრამ ვერ მოვიშორე. სამსახურში ერთად წავედით.
როგორც უკვე გითხარით სუპერმარკეტში კონსულტანტი ვარ.
მე მთელი დღე კლიენტებს ვემსახურებოდი, ჩონი თავიდან აქეთ-იქეთ დადიოდა და თავს პროდუქტების შემადგენლობის კითხვით ირთობდა. მერე იმაზე გადავიდა, რომ მე მიშლიდა ხელს კლიენტების მომსახურებაში.

- უკაცრავად ეს რძე მაღალკალორიულია?
- იმაზე მაღალი ვიდრე თქვენი აიქიუ. - ყურში ჩაჰყვიროდა კლიენტს, მას კი რათქმაუნდა არ ესმოდა.

- ეს პური დღევანდელია?
- არა ხვალინდელი.

ბოლოს მართლა გავბრაზდი და ჩონის "ავუკრძალე" ჩემს სამსახურში მოსვლა.
მან მართლა გაითვალისწინა ჩემი თხოვნა თუ ბრძანება და აღარ მოდიოდა. მთელ დღეებს წიგნის კითხვაში, ან გარეთ ხეტიალში ატარებდა.

პირველ სექტემბერს ჩონი ჩვეულებრივად სახლში დავტოვე და სამსახურში წავედი. მისვლიდან ნახევარ საათში დირექტორმა თავის კაბინეტში დამიბარა და მისთვის იმ საბუთების მოტანა მთხოვა მე, რომ ჩამაბარა მივლინებამდე.
- თეჰიონ, დღის ბოლოს საბუთები შემომიტანე. თუ აქ არ დაგხვდი არსად წახვიდე, შენს დაწინაურებას ვგეგმავ მენეჯერის პოზიციაზე.

უკვე 4 წელია აქ ვმუშაობ და მგონი დავიმსახურე.

გამოვედი თუ არა კაბინეტიდან წინ ჩონი შემეფეთა. ეგრევე ხელი დავავლე და საპირფარეშოში შევიყვანე:
- აქ რას აკეთებ? ხომ გთხოვე არ მოსულიყავი?
ჩონმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რომელიც მე მივეცი , რომ ჩემთან დაკავშირება შეძლებოდა საჭიროების შემთხვევაში.
-ყველაფერი გავიგე მაგრამ, შენი ნომერი რომელია?
ჩონმა ტელეფონი გამომიწოდა. მე დარეკვუს ისტორიებში შევედი. 137 უცხო ადამიანთან ჰქონდა დარეკილი.
თავში ხელი შემოვირტყი. ჩემი ნომერი ჩავუწერე და ვასწავლე როგორ დაერეკა.

საპირფარეშოდან გამოსული არ ვიყავი, რომ ჩონისგან მესიჯი მომივიდა:
"GTRNMA"
-ჩოოონ?
ჩონისკენ გავიხედე მაგრამ ის იქ უკვე აღარ იდგა.
მთელი დღე მისგან გაუგებარი მესიჯები მომდიოდა, დღის ბოლოს კი :
"MGONI WERA VISWAVLE"
"KOCHAG"- მივწერე პასუხი და იმ საბუთების ძებნას შევუდექი დირექტორმა, რომ დამაბარა , მაგრამ უჯრაში რომელშიც შევინახე არ დამხვდა.
ყველგან ვეძებე, მაგრამ ვერსად ვპოულობდი. დირექტორი გასული იყო , მაგრამ დრო მაინც ცოტა მქონდა, არ ვიცოდი როდის დაბრუნდებოდა. თუ საბუთებს ვერ ვიპოვიდი დაწინაურებას კი არა გამოპანღურებას მივიღებდი.
ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ ჩონს დავურეკე რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი დახმარება შეეძლო. ის კი არ მპასუხობდა. მაშინვე მესიჯი გავგზავნე :
"CHON CHEMTAN MODI"
მესიჯი გაგზავნილი არ მქონდა ის უკვე ჩემ წინ გაჩნდა. შეშინებული შევხტი, ხალხი გაოცებული მიყურებდა.

ჩონი ისევ საპირფარეშოში გავიყვანე და სიტუაცია ავუხსენი. სანაცვლოდ კი დავპირდი, რომ კარაოკეში წავიყვანდი.
- ვიცი ეგ რაც არის მანდ ხალხი მღერის. . ნანახი მაქვს.- ეს თქვა და ისევ გაქრა. ხუთ წამში ისევ ჩემს წინ გაჩნდა. ხელი ჰაერში ამაწევინა და ჰაერში ჰორიზონტალურად გაიქნია. ჩემს წინ კიდევ სამი სული გაჩნდა:
- ეს სეჰუნია, ეს სანი, ეს კი ჯონჰიონი. ისინიც ჩემსავით უფრთო სულები არიან.
- ეს კი ჩემი ადამიანია - გააცნო მათ ჩემი თავი.
- თეჰიონი. - თავი მსუბუქად დავუკარი მათ. - ხომ დამეხმარებით?
მათ პასუხი არ გაუციათ, ისევ გაქრნენ.

მე საპირფარეშოში ვიდექი და მათ ველოდი. არ ვიცი ასე ძალიან რატომ მქონდა მათი იმედი და რატომ მჯეროდა, რომ დამეხმარებოდნენ.
12 წუთის შემდეგ ისინი ისევ ჩემ წინ გაჩდნენ, ეხლა უკვე საბუთებით ხელში. შვებით ამოვისუნთქე და მადლობა დაგავუხადე.
- მადლობა ბიჭებო, კარაოკეში შევხვდებით.
სულები გაქრნენ და მხოლოდ ჩონი დარჩა.
- ესენიც მოდიან?
- რატომაც არა? მათაც აინტერესებთ.

მე საპირფარეშოდან გამოვედი და დირექტორის კაბინეტისკენ ავიღე გეზი. ჩონი უკან მომყვებოდა.
- შენ სადღა მოდიხარ?
- მინდა დავესწრო, გპირდები ხელს არ შეგიშლით.
მე და ჩონი დირექტორის კაბინეტში შევედით. ბატონი ბან ჩანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.
- როგორც ჩანს შენს დირექტორს მოგზაურობა უყვარს. - თქვა ჩონმა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირების და უძველესი ნივთების კოლექცია შენიშნა.
მე ყველა ნივთის ისტორია ზეპირად ვიცოდი. დირექტორს შეეძლო საათობით ელაპარაკა მათზე.

- ეს რა არის? - თქვა ჩონმა და საქართლოდან ჩამოტანილ კანწს თუ ყანწს დაავლო ხელი.
- მაგით სასმელს სვამენ საქართველოში.
აღფრთოვანებული ჩონი ყანწს აკვირდებოდა.
- რა ლამაზია.

მე საბუთების დასადებად მაგიდას მივუახლოვდი თუ არა ზურგ უკან მსხვრევის ხმა გაისმა.
- ჩონ რა ჩაიდინე? - შემოვტრიალდი მაგრამ ჩონი იქ აღარ იდგა, ძირს კი ყანწის ნამსხვრევები ეყარა.
- მორჩა ნამდვილად გამაგდებენ სამსახ....
ჩონმა ლაპარაკი შემაწყვეტინა:
- რატომ?- ის ჩემს უკან იდგა.
ყანწის ადგილას ზუსტად ისეთივე ყანწი დადო როგორიც წეღან გაუტყდა.
- რა? საიდან მოიტანე ასე მალე?
- საქართველოდან.
მე ნამსხვრევების მოხვეტვა და ნაგავში გადაყრა დავაპირე ჩონმა კი ისე რომ არც კი განძრეულა ადგილიდან, ერთი ხელის მოძრაობით ნამსხვრევები ჰაერში აწია და გააქრო.
- ნაგავში თუ გადავყრით დირექტორი ნამსხვრევებს ნახავს.

ამ დროს კაბინეტში დირექტორი შემოვიდა. სანამ მე ბატონ ბან ჩანს ვესაუბრებოდი ჩონი მართლაც გაუნძრევლად და ჩუმად იდგა კუთხეში.
დირექტორმა დამაწინაურა.

როგორც კი შენობიდან გამოვედით ჩონი მთელი ძალით ჩამეხუტა:
- გილოცავ მეგობარო, გილოცაავ.
ისე გულწრფელად მილოცავდა.... მოლოცვა ჩემმა თანამშრომელმა შეაწყვეტინა, რომელიც გვიახლოვდებოდა:
- თეეჰიი, გავიგე მენეჯერი გახდი, გილოცავ. შენთვის რაღ..... - როუზს დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა , რომ ჩონმა ფეხი გამოუდო და გოგო ძირს გაიშხლართა. მე მის დასახმარებლად გავიწიე, მაგრამ ჩონმა ხელი ჩამკიდა და წამის მეასედში სახლში გავჩნდით.
- რატომ მოიქეცი ასე?
- ეგ ის გოგოა ვისაც შენი საბუთები ჰქონდა, მაგან მოგპარა და ჩანთაში ჩაიდო, რომ თვითონ დაწინაურებულიყო.

ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები გახდა.

საღამოს მე და სულები ერთად წავედით კარაოკეში.
ცხოვრებაში ეგეთი ეკონომია არ მინახავს. ხუთი ადამიანი შევედით ერთის ფასად. მთელი საღამო შესანიშნავი იყო და ნამდვილად ვერ აღვიქვამდი, რომ ისინი ადამიანები კი არა წლების წინ გარდაცლილი სულები იყვნენ. თქვენ მათი ხმა უნდა მოგესმინათ, განსაკუთრებით ჩემი ჩონის. ანგელოზის ხმა ჰქონდათ და ნამდვილად იმსახურებდნენ ფრთებს.
მაშინ მივხვდი რა კარგია როცა მეგობრები გყავს. თუნდაც ასეთი.
-------
- როდიდან გავხდი "შენი ჩონი?"
- მოკეტე, მკითხველისთვის ასეა საჭირო.
" ჩემი სული... ჩემი ჩონი... "

-----

7 страница8 сентября 2020, 10:52

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!