8. როუზის აღიარება
მეორე დღეს სამსახურში უკვე მენეჯერის პოზიციაზე გამოვცხადდი. ვერ აგიხსნით, როგორ მიხაროდა დაწინაურება მაგრამ ... იმის გამო რომ სულებთან ერთად ავღნიშნე ნაბახუსევზე თავი ძალიან მტკიოდა.
როგორც კი პროდუქცია მივიღე ჩემს კაბინეტში როუზი შემოვიდა.
"ხასიათზე ისედაც არ ვარ, ეხლა კიდევ ეს. "
მუხლზე სანტავიკი ჰქონდა აკრული.
"როგორც ჩანს გუშინ მწარედ დაეცა."
რაღაცნაირად მაინც შემეცოდა.
-თეჰი...უი... ბატონო თეჰიონ...
- კარგი რა , როუზ, ჩვეულებრივ მომმართე. - ნაძალადევად გავუღიმე.
- თეჰი... გუშინ სად გაქრი? შენთვის საბუთების მოცემას ვაპირებდი, მერე დავეცი და რომ ამოვიხედე იქ აღარ იყავი.
- რა საბუთების როუზ? - ყურადღება ჩემს უეცარ გაუჩინარებაზე რა თქმა უნდა არ გამიმახვილებია, როგორ უნდა ამეხსნა სული მყავს რომელიც მიმათრევს სადაც უნდათქო?
- ბატონმა ბან ჩანმა რომ ჩაგაბარა მივლინებამდე, მე შევინახე რომ არ დაკარგულიყო. გუშინ დაბრუნებას ვაპირებდი და... - გოგომ ხელი ჩანთისკენ წაიღო.
"შევინახეო.... კი არ მოიპარა- შეინახა..."
მე სავარძელიდან წამოვხტი, მივედი და ჩავეხუტე. გოგო გაოგნებული მიყურებდა, მე კი მიხაროდა... მიხაროდა, რომ მას არ მოუპარავს, ვიცოდი რომ ის სანდო, კეთილი, მშრომელი და სათნო იყო. საკუთარი თავი დავადანაშაულე იმაში, რომ მასში ეჭვი შემეპარა. ჩონზეც გავბრაზდი...
" ოჰ, ჩონ, მაცადე მოვიდე სახლში... მეორედ მოგკლავ!"
- ძალიან გტკივა? - ვანიშნე მუხლზე.
- არც ისე, გამივლის.
როუზს ხელი მოვკიდე და ჩემს სავარძელზე დავსვი. უჯრა გამოვაღე. იოდი და ბინტი ამოვიღე.
- თეჰი არ არის საჭირო.
- უნდა დავამუშაოთ. მხოლოდ სანტავიკის დაკვრა როგორ შეიძლება?
სანტავიკი ფრთილად მოვხსენი, ჭრილობა იოდით დავუმუშავე.
- მეწვის... თეჰი, მეწვიიის...
სული შევუბერე, რომ აღარ ასწვოდა.
-----------
-ასე დეტალურად გახსოვს?
- იმაზე დეტალურად ვიდრე წარმოგიდგენია...
------
თან ბინტით ვუხვევდი თან ჭკუას ვარიგებდი:
- მუხლი მაშინვე უნდა დაგემუშავებინა, გუშინდელი მტვერი ეხლაც ზედ გქონდა.. სხვებზე ზრუნვის პარალელურად საკუთარ თავზეც უნდა იზრუნო.
როუზი სამსახურიდან სახლამდე ყოველთვის ფეხით დადიოდა... იმ დღეს სამსახურის შემდეგ მანქანით მივაცილე. თავს მის წინაშე ვალდებლად ვთვლიდი....
სახლში მოსული კი ჩონს ვეჩხუბე. ავუხსენი რომ როუზი არ არის ისეთი ადამიანი, როგორიც მას ეგონა . რომ მას არაფერი დაუშავებია და ერთადერთი დამნაშავე მხოლოდ ის იყო.
