9. ჩონი - გარყვნილი სული
ათ ოქტომბერს დედაჩემი საავადმყოფოში ღამის ცვლაში მუშაობდა... ასეტ შემთხვევას ხელიდან რომელი ახალგაზრდა ბიჭი უშვებს?
სამსახურიდან პირდაპირ ბარში წავედი დასალევად. ვიღას ახსოვდა, რომ უკვე თვეზე მეტია სახლში სულთან ერთად ვცხოვრობ?
მე და ვიღაც გოგო, რომელიც სულ რარაც ორი საათის გაცნობილი მყავდა ერთად დავბრუნდით შინ. კარი პირდაპირ კოცნით გავაღეთ, მისი მაისური და ლიფი შემოსასვლელშივე მოვისროლე იატაკზე.
პირდაპირ ჩემს ოთახში ავვარდით და ლოგინზე დავენარცხეთ, ისე რომ კოცნა არ შეგვიწყვიტავს. მაშინვე ჩონის ჩახველება შემომესმა, თავზე გვედგა და გაღიმებული დაგვყურებდა.
- ფუ, გარყვნილო! გაეთრიე აქედან. - დავუყვირე მას.
- მე მეუბნები? - მომიტრიალდა გაბრაზებული გოგო.
- არა, არ ვიცი რა დამემართა. მოდი გავაგრძელოთ.
გოგოს ხელი მოვკიდე და მისი კოცნა გავაგრძელე, მეორე ხელით კი ჩონს ვანიშნებდი ოთახიდან გასულიყო.
ჩონი მართლაც გაქრა, გამიხარდა მოვიშორეთქო, ორ წამში უკან დაბრუნდა და გოგოს ტავზე ლიფი დაადო.
- ეს რა არის? კიმ თავზე ლიფი რატომ დამადე?
- უცნაური გემოვნება მაქვს, რა ვიცი... - გოგოს ლიფი მოვაშორე და პირდაპირ ჩონს ვესროლე, ჩონი ისევ გაქრა.
გოგო გადმოვატრიალე და მე მოვექეცი ზემოდან. ალერსს და კოცნას ვაგრძელებდით... უცებ გოგომ კოცნა შეწყვიტა :
- შშშეეე...შენს უკან... - თითი ჩემს უკან გაიშვირა.
უკან გავიხედე და... არ ვიცი ჩონს საიდან, მაგრამ კატა მოეყვანა, ხელში ათამაშებდა. მე კი ვხედავდი, რომ ჩონი ეთამაშებოდა კატას მაგრამ... გოგო ხდავდა, რომ კატა ჰაერში დაფრინავდა და ისე თამაშობდა.
გოგომ ისე, რომ არაფრის ახსნა არ მაცადა ხელი მკრა, წამოხტა, ტავის ლიფს ხელი დაავლო და გაიქცა.
-------
- რატომ არ შეგეძლო ბრალოდ გასულიყავი?
- ეგრე არ იქნებოდა საინტერესო. სახელი მაინც გახსოვს იმ გოგოსი?
- ლა მისა თუ ლა ლისა.... რავიცი.
--------
ამ ამბის შემდეგ ჩონს ვეჩხუბე და სახლიდან გავაგდე.
- სულ ფეხებზე მკიდია შენი ფრთებიც და შენი მისიაც. ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი. საერთოდ ვინ მიგდიხარ. ნეტავ არასდროს გეღირსოს ფრთები....
-------
- მაპატიე, მაშინ ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა...
- არაუშავს. არც მწყენია. მესმის შენი.
