10 страница12 сентября 2020, 22:29

10. ჯონჰიონი

    ჩონი იმის მერე ორი თვე არ მინახავს. სრულიად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს არც არასდროს არსებულა. 

   ორი თვის შემდეგ სახლის კარზე კაკუნი გაისმა. როგორც კი დედამ თქვა არავინ არისო მაშინვე ჩონი გამახსენდა. კიდევ, რომ დააკაკუნეს ეგრევე კარს ვეცი და გამოვაღე. 

- ხომ გითხარი აქ აღარასდრ.... - სიტყვა შუა გზაში გამიწყდა. კარში ჯონჰიონი იდგა, მაგრამ ახლა უკვე ფრთებით. 

  ეგრევე ჩემს ოთახში ავიყვანე. 

- ჯონჰიონ, ფრთები... შენ ფრთები გაქვს... 

- ვიცი, თე... - სულს ლამის სიხარულისგან ეტირა. 

- როგორ? რანაირად?- მასთან ერთად მეც მიხაროდა. 

- ჩემი ადამიანი ვიპოვე და მისია შევასრულე..

  ჯონჰიონმა მითხრა, რომ გამოსამშვიდობებელ საღამოს აწყობდნენ, ის სამოთხეში მიდიოდა... საღამოზე მეც დამპატიჟა. რათქმაუნდა წავედი. 

  აღმოჩნდა, რომ სლებს ტრადიცია აქვთ. თუ რომელიმე სული სამოთხეში მიდის ისინი კოსტუმირებულ წვეულებას მართავენ. იქ მისული ამ ფაქტმა ძლიერ გამაკვირვა. დამიჯერეთ სულები ნამდვილად არ არიან ისეთი მოსაწყენები როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ ყველაზე მეტად გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ ჯონჰიონის ადამიანი - როუზი აღმოჩნდა. რატომ არ მითხრა ჩონმა? მასზე კიდევ უფრო გავბრაზდი და მთელი საღამო მისკენ არც კი გამიხედავს. 

----------

- რატომ არ მითხარი? 

- შენ თვითონ ამიკრძალე შენთან საუბარი და როგორ მეთქვა? 

-----------

    ჯონჰიონს საოცარი წვეულება გავუმართეთ. ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ცოტა დავლიეთ. როუზიმ მასთან გამომშვიდობებისას იტირა. სული მიფრინავდა, გოგო კი მთელი ხმით უყვიროდა ყოველთვის მემახსოვრებიო ... ცოტა ხანში სულები წავიდნენ , მე და როუზი კი მარტო დავრჩით. ის ტიროდა, მე ვამშვიდებდი... სწორედ მაშინ ვაკოცეთ ერთმანეთს პირველად. მაშინ მითხრა, რომ მას შემდეგ ვუყვარვარ, რაც ფეხი დავმუშავე იოდით და ბინტით. მე სულელი კი ვერაფერს ვამჩნევდი. საოცარ გოგოს ვყვარებივარ მე კიდევ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. 

   იმან რომ სულების შესახებ ორივემ ვიცოდით ერთმანეთთან ძალიან დაგვაახლოვა. გრძნობები მის მიმართ რათქმაუნდა მეც გამიჩნდა და არ არსებობდა ჩემს წარმოდგენაში გოგო რომელიც მასზე სრულყოფილი იქნებოდა. 

 ჩვენ ერთმანეთს სამი თვე ვხვდებოდით, ეს იყო სამი უბედნიერესი თვე ჩემს ცხოვრებაში... მანამ... სანამ.... 

------

- არ ხარ ვალდებული ყველაფერი მოყვე. 

- ვიცი, ჩონ, მაგრამ.... 

- გინდა მე დავწერ შენს მაგივრად? 



10 страница12 сентября 2020, 22:29

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!