11 страница12 сентября 2020, 22:45

11. რა არის სიყვარული?


     თეჰიონი და როუზი ერთმანეთს სამი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. მათი სიყვარული ჩემსას გავდა... შეხედავდი და მიხვდებოდი, რომ მათი გონება, გულები, სხეულები, თვალები, ყველაფერი ერთმანეთით იყო შეპყრობილი. 

     მიუხედავად იმისა, რომ კიმმა მე გამაგდო, მაინც ყოველთვის მასთან ახლოს ვტრიალებდი. ვუყრებდი როგორი ბედნიერი იყო როუზის გვერდით  და ეს მეც მაბედნიერებდა. ჩემი ადამიანი შეყვარებული იყო. და ეს არ იყო ცალმხრივი სიყვარული, როგორც ჩემს შემთხვევაში. 

 კიმს აღარ უწევდა მარტოს ბარებში  სიარული და თრობა. უკვე ყავდა ის ადამიანი ვისთან ერთადაც წავიდოდა კარაოკეში, სასეირნოდ ან გასართობად და ამ მარტოსული ადამიანის სევდით სავსე სახლს დატოვებდა. 

    მაგრამ ბედნიერება სამწუხაროდ არასდროსაა ხანგრძლივი და ის კიმისთვის ყველაზე დიდი სევდით შეიცვალა, რაც კი შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს, გული ნაწილებად დაუშალოს და ვეღარასდროს შეძლოს მისი გამთელება. 

   თეჰიონის დედა უკვე კარგად იცნობდა როუზს. 

 ერთ საღამოს როდესაც როუზიმ მუშაობა დაამთავრა და სამსახურიდან გამოვიდა ის კიმის დედამ შენიშნა და თავისთან დაპატიჟა. გოგო ქალის მანქანაში ჩაჯდა. მათ ავარია შეემთხვათ. გოგო ადგილზევე, დედა კი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 

თეჰიონი მათ დაკრძალვაზე თავად გავდა მიცვალებულს. მინდოდა მივსულიყავი, გულში მაგრად ჩამეკრა და მასთან ერთად მეტირა. ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვა ერთ დღეს თეჰიონისთვის ....

------ 

- მეტი აღარ შემიძლია....

-ჩონ ნუთუ შენ ტირი? 

11 страница12 сентября 2020, 22:45

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!