12 страница12 сентября 2020, 23:15

12. მისია

   იმ დღის შემდეგ რაც დედაჩემი და როუზი დავკარგე, გასაკვირი არცაა რომ... სიკვდილი მინდოდა. 

  მაგრამ ლაჩარი ვიყავი. წამლები დავლიე და ორ წუთში სასწრაფოს გამოვუძახე, თან ჩემს თავზე ვბრაზობდი :

 " რაღა გაჩერებს ამ წყეულ დედამიწაზე? ვისი ან რისი იმედი გაქვს? ვინღა დაგრჩენია აქ?"

  მერე ვენების გადაჭრა ვცადე, მაგრამ ესეც ვერ შევძელი. 

მაშინ " გენიალური იდეა" მომივიდა. თუ სახურავზე ავიდოდი და იქიდან გადმოვხტებოდი... უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დამრჩებოდა. 

  სახურავზე ავედი , წინ კანკალით მივიწევდი, სხეული მთლიანად მიხურდა და ცივმა ოფლმა დამასხა. 

" მთავარია დაბლა არ ჩაიხედო. " 

 სამი ნაბიჯი... ორი... ერთი... ნოლი... 

ნაბიჯი ჰაერში გადავდგი, მეორე ფეხიც მივაყოლე და გადავხტი....


"რატომ არ მივფრინავ?" 

   მე ჰაერში ვიყავი გაჩერებული. ჩონმა დრო გააჩერა და უკან დამაბრნა. ერთი ხელის მოძრაობით ისევ სახურავზე დამაგდო. 

-რა ჩაიდინე? 

- შენ იდიოტი ხარ? ამდენი ხანი ვერაფერი ისწავლე? 

- გამიშვი. - ფეხზე წამოვიჭერი, და ისევ გადასახტომად გავიქეცი. ჩონი მომვარდა, ხელი დამავლო. ჩვენ გავქრით და ისევ ჩემს ოთახში ამოვყავით თავი. 

- ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ მაჩერებ? - ვუყვიროდი ჩონს და გარშემო ყველაფერს ვლეწავდი. - შენ რატომ წყვეტ ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს? 

  ჩონმა, რომ ნახა კონტროლო ვიყავი დამიჭირა და სკამზე მიმაბა. 

- გამიშვი ავადმყოფო. 

- მოკეტე. ერთადერთი ავადმყოფი ამ ოთახში შენ ხარ. გგონია თავს მოიკლავ და ამით ყველაფერი დასრლდება? არა პირიქით სწორედ მაშინ დაიწყება ყველაფერი. შემომხედე... თავი მოვიკალი და ამდენი ხანია უმისამართოდ დავიარები. იცი რა მოხდა თავი რომ მოვიკალი? ვუყურებდი როგორი ბედნიერი იყო სხვის გვერდით ის ვის გამოც ეს ჩავიდინე და ვინც მე მიყვარდა. ვუყურებდი როგორ უღიმოდა სხვას იმ ღიმილით რომელიც მე არ მეკუთვნოდა. ის ჩემს დასაფლავებაზეც კი არ მოსულა.  შენ? შენ კი ის მაინც გყავდა ვისაც მთელი გულით უყვარდი. გგონია ენდომებოდათ თავი რომ მოგეკლა? გგონია მათ ამით დაეხმარები? ან შენს თავს? გამოგეცხადება ანგელოზი, მოგცემს მისიას, იმიტომ რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებ და მერე ღმერთმა იცის რამდენი დრო დაგჭირდება შენი ადამიანის მოსაძებნად და ამ წყეული მისიის შესასრულებლად. და სანამ შენ ივლი შენი ადამიანის მოსაძებნად სულ როუზზე და დედაშენზე ფიქრი გექნება გონებაში. დამიჯერე ეს ყველაზე უსიამოვნო რამ არის ამ ქვეყნად. 

- ჩონ შენ.... 

- არა, კიმ. ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ, არსებობს ის ვის გამოც ღირს იცოცხლო...ეს შენ ხარ. შენ თუ შენი თავი არ გიყვარს მაშინ რა უფლება გაქვს სხვა შეიყვარო, მაგას როგორ ბედავ? შენ თუ შენი თავი არ გიყვარს და ვერ ხედავ შენს პლუსებს მაშინ სხვა როგორღა დაინახავს? ნუთუ შენი თავი არ იმსახურებს იმას რომ იცოცხლოს? აქვს თუ არა მას სიცოცხლის უფლება? მიპასუხე.... ცხოვრება დაბადებიდან ბუნებრივ სიკვდილამდე ტკივილითაა სავსე, მაგრამ ის უფრო მტკივნეულია, როცა თავს მოიკლავ და არ იცი რა გააკეთო, სად წახვიდე და ვის ეძებ. არ იცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გაუგებრობა და ტანჯვა...

- ფრთები, ჩონ... შენი ფრთები... 

 სანამ ჩონი ლექციას მიკითხავდა, მას ფრთები ამოუვიდა... 

- რა? მე ფრთები მაქვს? 

   მე დაბმული ვიყავი სკამზე, ამიტომ სკამიანად დავხტოდი სიხარულისგან... ჩემს მეგობარს ფრთები აქვს... მან ფრთები მიიღო... როგორც ჩანს ეს იმიტომ მოხდა, რომ მან მე თვითმკვლელობა გადამაფიქრებინა. 

   ის სიხარულისგან ტიროდა. უკვე შეეძლო მშვიდად დაეტოვებინა დედამიწა. 

12 страница12 сентября 2020, 23:15

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!