13. დასასრული-გაცილება
მას შემდეგ რაც ჩონმა ფრთები მიიღო ერთი კვირაა გასული. ვთხოვე დარჩენილიყო სანამ ამას დავწერდი.
მან შემომთავაზა იდეა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გვემოგზაურა. მე უარი ვუთხარი, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა? მომკიდებდა ხელს და ტელეპორტაციის ძალით მამოგზაურებდა. ერთ კვირაში ევროპა, აზია და ამერიკა მთლიანად მოვიარე მგონი.... უი ჰო... ავსტრალიაც....
ჩონი ცდილობდა, რომ ტკივილი ასე შეემსუბუქებინა ჩემთვის... მერე სახლში ვბრუნდებოდი და ახალ-ახალ თავებს ვწერდი. ამ ერთმა კვირამაც ბევრი რამ შეცვალა. მე და ჩონი დაგვაახლოვა, თუ მეგობარი მეყოლება, აუცილებლად ისევ მისნაირი..
ეეჰ.. როგორც ჩანს დასასრულს მივახლოვდით. მიხარია, რომ ჩონი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მან მე გადამარჩინა, მიხარია რომ ეს ამბავი მოგიყევით... და ვტირი... რადგან დღეს საღამოს ჩონი მიფრინავს....
----
- მოდიხარ? უკვე ყველაფერი მზად არის.
- კი.
----
ჩონს მე, სანმა და სეჰუნმა გაცილება მოვუწყვეთ. ისევ კოსტუმირებული წვეულება. დროს მშვენივრად ვატარებდით სანამ მასთან გამომშვიდობების დრო არ მოვიდა.
ეს კიდევ ერთი მტკივნეული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ისევ მარტო ვრჩებოდი...
- თუ ჯონჰიონს ნახავ მოკითხვა გადაეცი... - დააბარეს ბიჭებმა და გამოემშვიდობნენ, შემდეგ კი გაქრნენ.
მე და ჩონი მარტო დავრჩით. მაგრად ვეხუტებოდი და მისი გაშვება არ მინდოდა.
- პირობა მომეცი, რომ თვითმკვლელობას აღარ ეცდები..
- გპირდები, ჩონ...
-... რომ კარგად შეჭამ და გამოიძინებ ხოლმე, ბევრს არ დალევ და სისულელეებს აღარ იზამ, უცნობ გოგოებსაც აღარ მოიყვან სახლში....
- გპირდები...- ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი....
- მკითხველსაც იგივე გადაეცი...
- გადავცემ.
ჩონი ცაში აიჭრა, ფრთებს იქნევდა და სულ უფრო ზემოთ მიიწევდა.
- თუ როუზს და დედაშენს ვნახავ მოვიკითხავ... შენ არ იდარდო მათზე... მთავარია სულით არ დაეცე... პირობები შეასრულე და....
კიდევ მეძახდა რაღაცებს მაგრამ უკვე საკმაოდ შორს იყო და მისი ხმა აღარ მესმოდა... მე ჩავიკეცე და ბავშვივით ავტირდი. სულ მარტო დარჩენილი, ეული, გზააბნეული. ეხლა ვხვდები რას გრძნობენ თვითმკვლელი სულები... სულ მარტო დარჩენილები... ეულები... გზააბნეულები... დიდ ტკივილს და რაიმე ნათელი წერტილის მოლოდინს..
მადლობა ჩონ, რომ არ მომეცი უფლება ამ ტკივილსა და ლოდინში საუკუნეები გამეტარებინა.
მეც და ალბათ თქვენც დიდხანს გვემახსოვრებათ ჩონი... ადამიანის მეგობარი სული.
------
დასასრული.
