4. ჯადოქარი
დავბრუნდი როგორც იქნა.
ჩონი სადღაც გავიდა. იმედია სანამ მოვა დაწერას მოვასწრებ.
----
ჩონმა დამიჭირა და ოთახიდან არ მიშვებდა. მეტიც - სკამზე მიმაბა.
- აქედან ვერ გაგიშვებ სანამ ყველაფერს არ გაიგებ.
მე პირში ისევ მაისური მქონდა ჩაჩრილი. რა დამავიწყებს მის გემოს. გარეცხილი მაინც ყოფილიყო...
- მე, როგორც გუშინ ბარში გითხარი სული ვარ.
" ვინ ვარო? სული არა ფერიას უფრო გავს. "
-თუ ჩემს მისიას არ შევასრულებ ფრთებს ვერ დავიბრუნებ და ვერ მოვხვდები სამოთხეში.
"ვინმემ მიშველეთ.."
-შენ შემპირდი რომ მისიის შესრულებაში დამეხმარებოდი. ჰოდა მეც აქ ვარ.
მე რა თქმა უნდა მისი არცერთი სიტყვის არ მჯეროდა. ვცდილობდი როგორმე თავი დამეხსნა და ეს წყეული მაისური გადმომეგდო პირიდან.
არ მჯეროდა მანამ სანამ ამ დარეტიანებულმა საოცრებები არ გააკეთა და ჩემი ორივე თვალით არ დავინახე.
სანამ დაბმული ვიყავი ჩონი უბრალოდ აივანზე გავიდა და გადახტა, მერე კედლიდან შემოვიდა და ისევ აივნიდან გადახტა. შემდეგ დაბლიდან ზემოთ ამოფრინდა და ფანჯრიდან მიქნევდა ხელს, თან იკრიჭებოდა.
"ამის ჯადოქარი დედაც.... "
იმის შემდეგ რაც მაჩვენა რა ძალები ჰქონდა და ჩემი დარწმუნება შეძლო, ისევ თავის ადგილას დაბრუნდა.
- დედაშენისთვის არაფერი დამიშვებია. ის ვერც კი მხედავს. მხოლოდ ის შეძლებს ჩემს დანახვას ვინც ჩემს ჰალსტუჰს შეეხება.. საუკუნეების მანძილზე პირველი ხარ ვინც ეს შეძლო. თვითონაც არ ვიცი ეს როგორ მოახერხე და მეც ისევე შოკირებული ვარ შენი გამოჩენით როგორც შენ ჩემით..
----
ჩონი მობრძანდა. . მერე გავაგრძელებ.
