3. მანიაკი .
კიმს ეგონა უჩემოდ დაიწყებდა რამის მოყოლას?
მე ჩონი ვარ. გამარჯობა. ჩემი ისტორია ჯობია მე მოვყვე ვიდრე ამ შერეკილმა.
სხვადაშორის მე ექვსი თვე კი არ გავუმწარე, გავულამაზე... უბრალოდ თვალებში მინუსი აქვს და ვერ ხედავს.
...
-ჩონ მაცადე წერა !
-ჩონ მაცადე წერა ბლა ბლა ბლა... აჰა და წერე.უჟმურო.
...
ჰოდა ჩონმა მიამბო რომ:
- გუშინ ერთად დავლიეთ. მე ჩემი პრობლემა გითხარი, შენ შენი არ გითქვამს.. მაგრამ ის თქვი, რომ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარებოდი და ის ხარ ვისაც 794 წელია ვეძებ.
- უკაცრავად რამდენი?
-794წელი 2თვე და 6 დღე ზუსტად, რომ ვთქვათ.
"გასაგებია. სახლში ვიღაც გიჟი შემოვიყვანე. "
- დედააა.
მისაღებში დედა შემოვიდა.
- დედა სასწრაფოში დარეკე სახლში გიჟი გვყავს.
- კი. შენ ხარ გიჟი. მაგრამ რომ ვრეკავ არ მიჯერებენ არაა გიჟიო.
- დედა მართლა გეუბნები ეს ვიღაც გიჟია. -თითი გავიშვირე ჩონისკენ.
-ვინ?
-აი ეს ტიპი აქ რომ ზის.
-რატომ მეხუმრები? მანდ ხომ არავინ ზის. გეუბნები შენ გაგიჟდი და მაინც არავინ მიჯერებს.
დედა მისაღებიდან გავიდა. მალე ჭიქა წყლით ხელში დაბრუნდა.
-აჰა დალიე. გუშინ იმდენი სოჯუ არ უნდა დაგელია.
- აქ მართლა არავინ ზის დედა?
- გეყოფა ხუმრობა. წადი ოთახში დაიძინე.
დედამ ხელი ჩამავლო და ოთახისკენ წამათრია. ჩონიც გამოგვყვა. ჩონს ოთახის კარი ცხვირწინ მოვუხურე, წამოვწექი და დამეძინა.
როცა გავიღვიძე....
- როგორ გეძინა?
ჩონი ჩემს ოთახში იჯდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? როგორ შემოხვედი?
- კარიდან. ოღონდ ისევ დედას არ დაუძახო აზრი არ აქვს.
-რას ნიშნავს აზრი არ აქვს? რა უქენი დედაჩემს მანიაკო?
საწოლიდან წამოვფრინდი და კარს ვეცი. წამის მეასედებში ჩონი ჩემთან გაჩნდა გამაკავა და დედაჩემის დასაძახებლად გაღებულ პირში ჩემი მაისური ჩამტენა.
....
-ნეტა შენი სახე გენახა მაგ მომენტში ეგ რომ ვქენი...
-მოკეტე რა. ნუ მიშლი წერაში ხელს.
....
მერე გავაგრძელოთ ... ჩონი ხელს მიშლის.
