2. კაკ კუკ. ვინ არის?
ხუთ აგვისტოს ვისვენებდი. რა დამავიწყებს მაგ დღეს.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა, დედამ გააღო არავინაა.... კიდე დააკაკუნა - ისევ არავინაა...
"ეხლა მაგას ვუჩვენებ სეირსთქო". გავაღე კარი გაბრაზებულმა და ეს ვაჟბატონი შემრჩა ხელში...
ყურებამდე გაღიმებული...
- სალამი.
- გამარჯობა... თქვენ აკაკუნებდით?
- დიახ... არ გახსოვართ?
- არა...
- გუშინ საღამოს ბარში ერთად დავლიეთ... მე ჩონი ვარ.
" როდის შევეშვები იქამდე სმას სანამ ერთი ადგილის გასაღებს არ დავკარგავ? "
- უკაცრავად მაგრამ საერთოდ არ მახსოვხართ.
- შეიძლება შემოვიდე?
წარმოდგენა არ მაქვს რატომ დავთანხმდი და შემოვიპატიჟე.
-ჩემთან არიან დეე... - გავძახე დედაჩემს და სტუმარი მისაღებში გავიყვანე.
- იცით მე თქვენ დიდი ხანია გეძებთ.
- სახლს ვერ მოაგენით?
- არა მე სხვა რამ ვიგულისხმე. ყველაფერს მოგიყვებით ეხლავე. თქვენ გუშინ შემპირდით რომ დამეხმარებოდით დავბრუნებულიყვი მაღლა...
- სად მაღლა?- ჭერში ავიხედე ინსტიქტურად.
"ამის ზემოთ ჩემი ოთახია... ჩემს ოთახში აპირებს დაბრუნებას? იქ როდისღა მოვასწარით ყოფნა?"
- ცაში.
- უკაცრავად ცა...საად?
-ცაში, სამოთხეში,ედემში....
"ჯანდაბაში."
და აქ დაიწყო მისი ისტორიის რაღაც ნაწილის მოყოლა.
