თავი 33
-მოკლედ არ ვიცი ღირს თუ არა ამის თქმა
-რას წელავ ჰაა!
-შენ არ ხარ მისი პირველი სიყვარული.
-რაა??თვითონ მითხრა, შენც მითხარი, რომ მისი პირველი სიყვარული ვარ!
-კი გითხარი მაგრამ ასე არაა უბრალოდ მე და სანამ ის საშინელი წელი ამოვშალეთ ცხოვრებიდან.
-ჰააა ამიხსნი რას ბოდავვ?!
-მოკლედ ხომ გაინტერესებდა იუნგი ვინაა, ჩემი ძმაკაცია და სანას უყვარდა...
-და მერე?
-ამ იუნგის მოსწონდა სხვა ანუ ეხა თავიდან ბოლომდე მოგიყვები და მაცადე.
*flashbacks*
სანას პოვ
ჩვეულებრივი სკოლის დღე მე, ბემი, ჯიმინი და იუნგი კორიდორში ვდგავართ და იუნგი რაღაც სასაცილო ამბავს ყვება და ყველანი ვიცინით. რაღაც მომენთში უბრალოდ ვშეშდები და პირველად 4 წლის განმავლობაში ვამჩნევ მის ტკბილ ღიმილს

ჯიმინის ხელი მაფხიზლებს რომელმაც კეფაში წამომცხო.
-ოეე ორი წუთია ასე დგახარ!
-ჰა?რააა?აქ ვარ კი!
-რა იყო რამ გამოგაშტერა?
-არა ისე უბრალოდ ჩავფიქრდი...
ამ დღის შემდეგ იუნგის ყოფნა სულ ყოველთვის მძაბავდა, გული საშინლად მიცემდა, სანამ რამეს ვიტყოდი ვცდილობდი რომ იდიოტობა არ დამებრეხვებინა და ყველა სიტყვას ვიაზრებდი და ხომ შემიყვარდა!
ვცდილობდი რომ სულ მის გვერდით ვყოფილიყავი, ზოგჯერ იუნგი კომპლიმენტებსაც მეუბნებოდა და ვფიქრობდი რომ ეს სიყვარული ორ მხრივი იყო. ერთ დღეს როდესაც ჯიმინი და ბემი საყიდლებზე იყვნენ ჩვენ კი მისაღებში დივანზე ვიჯექით იუნგის თავი ჩემს ფეხებზე ედო და ფილმს უყურებდა ნებისმიერი იფიქრებდა რომ წყვილი ვართ მაგრამ ეჰჰ, ძალა მოვიკრიბე ტელევიზორი გავთიშე ვიფიქრე რომ რადგან ჯიმინის და ვარ იგი თქმას ვერ მიბედავს და ჯობია პირველი ნაბიჯი მე გადავდგა თქო.
-სანა ჩართ..
-იუნ სალაპარაკო მაქვს!
-აუ ვიწვები რა ესე და ისე მითხარი.
-მიყვარხარ!
-მეც
-და-ძმური სიყვარულით არაა!!
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა
-სანა მე შენ როგორც პატარა დას ისე გიყურებ თანაც სხვა მიყვარს...
-ვინ სხვა?
-რა მნიშვნელო აქვს?
-გასაგებია.
იუნგი წამოდგა და სახლიდან წავიდა მე კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი 10 წუთი კედელს ვუყურებდი, გარედან ბემის სიცილის ხმა გავიგე ოთახში ავირბინე ეს დიდი და მტკივნეული საიდუმლო საკუთარ თავში შევინახე დრო გადიოდა იუნგი ისე იქცეოდა გეგონება არაფრი არ მომხდარა.
ერთ დღეს ტელეფონი დარჩა ჩვენთან და ცნობისმოყვარეობამ მძლია, ტელეფონს საბედნიეროდ ბლოკი არ ედო და ჯობდა საერთოდ არაფერი არ მენახა გალერია ბემის ფოტოებით ჰქონდა სავსე ცრემლები მომადგა ნათელი გახდა თუ ვინ იყო "ის ვიღაც" იუნგი დამიკავშირდა და მის შესახვედრად წავედი გარეთ სუსხიანი ამინდი იყო იუნგი ჩაფუთნული იდგა მე კი სეზონის გიჟივით ქურთუკ შეხსნილი უშარფოთ და უქუდოდ მასთან მივედი და ტელეფონი გავუწოდე.
-გასაგებია ვინც მოგწონს!
-შენ რა ჩემს ტელეში დაძვრებოდი?!
-კი!
-და ამას ესე ღიად მეუბნები?
-რა აზრი აქვს მეტი უხერხულობა რა უნდა იყოს?!
-ეგაც მართალია, მაგრამ სხვის პირადში ერევი.
-ნახვამდის!
-მოიცა!
იუნგი მომიახლოვდა ქუდი მოიხსნა და დამაფარა
-არ მცივა და არ მინდა!
-გაცივდები, მაპატიე რომ ყველაფერი ესე გამოვიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს შორის ყველანაირი ურთიერთობ უნდა გაწყდეს, ვიყოთ ისევ ის კარგი მეგობრები ოღონდ ჩვენი საიდუმლოებით...ეს უბრალოდ ბავშვური გატაცებაა სანა და მალე იპოვი იმას ვინც ჩემს სახელსაც კი დაგავიწყებს.
ის უბრალოდ ჩამეხუტა უმოძრაოდ ვიდექი მალევე დავიშალეთ სახლში მივედი გამოვიცვალე და მისაღებში ჩავიმუხლე ცხარე ცრემლებიც მივაყოლე და დრო ვერ გავთვალე ჯიმინი სახლში დაბრუნდა.......
