22 страница1 мая 2026, 20:01

მინჰოს შეხვედრა მის მასწავლებელთან...

   კლინიკას შებინდებისას ვესტუმრე და ვითხოვე შეხვედრა  რენფილდთან - ერთ შერყეულ კაცთან, რომლის მდგომარეობასაც გარკვეული გარკვეული ხნის განმავლობაში ვიკვლევდი. მანამდე ბოლოს რომ ვნახე, ის რაღაცას ბოდავდა თავისი " მასწავლებლის" მოახლოებული ჩამოსვლის შესახებ და ახლა, რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი მის ნათქვამს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს  " მასწავლებელი" მხოლოდ კლინიკის მეზობელი სახლის ახალი პატრონი - გრაფი დრაკულა შეიძლებოდა ყოფილიყო.
   ნება დამრთეს, რენფილდის პალატაში შევსულიყავი, სადაც მცველიც შემომყვა - რენფილდი პოტენციურად საშიში კაცია, ამიტომაც ყველა მოსულს დაცვა ახლავს. იგი კუთხეში მიკუნჭული დამხვდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და გაშმაგებით მიშტერებოდა რაღაც ნივთს, რომელიც ხელში ეჭირა. მასთან მიახლოებისას დავინახე, რომ ეს ასანთის კოლოფი იყო. მინჰოს წინ ჩავიცუცქე. მან ასანთის კოლოფი გახსნა , იქედან მკვდარი ბუზი ამოიყვანა და ხელში შეათამაშა.
   -"რაც ცელქი ვიჭებისთვის ბუზები არიან, იგივენი ვართ ჩვენ - ღმერთისთვის", _ წაიმღერა მან.
   -" ძალიან კარგი, მინჰო, _ ვუპასუხე მე. _ "მეფე ლირიდან" არის, არა?"
   მინჰომ ბრაზიანი მზერა მტყორცნა. " მხოლოდ ერთი ნამდვილი მეფე არსებობს! _ გამოცრა კბილებში. _ ჩემი მასწავლებელი! მეფე ბნელეთის, მეფე ნადირთა, სისხლის მეფე. ჩვენ მისი მოსწავლეები ვართ და თქვენ საკუთარი სიკვდილით შეგვიცნობთ!" ამ ყველაფერს, როგორც მანტრას, წამღერებით იმეორებდა, მერე გამომწვევად თავი დამიკრა და მკვდარ ბუზს პირში გადაუძახა.
   " შენი მასწავლებელი ახლოს არის, მინჰო?" _ ჩავეკითხე._ აქ არის?"
   მინჰომ თვალები აზიდა და სადღაც, ჩემი მარჯვენა მხრის ზემოთ სივრცეს ჩააშტერდა. მის მზერას თვალი გავაყოლე, მაგრამ იქ ვერაფერი დავინახე.
   " მასწავლებელი, - გაისმა მისი ჩურჩული. მერე მინჰომ უცნაური, ბუყბუყის მაგვარი ხმების გამოცემა დაიწყო და წინ და უკან აქანავდა, ხელები კი მიხლებს შემოაჭდო. ნახევარ წუთში კი კვნესა აღმოხდა და ჭერს მიაშტერდა. " მაპატიე, მასწავლებელო", _ წამოიძახა მან და ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა, თითოეულ ჯერზე _ მეტი სასოწარკვეთით , თითქოს ვიღაცას  ამაოდ პატიებას სთხოვდა.
   ხმას ავუწიე, რათა მისი გოდების ხმა გადამეფარა. " მინჰო, შენს მასწავლებელს სახელი არა აქვს? _ და შემდეგ დავძინე: _ შენი მასწავლებელი გრაფი დრაკულა ხომ არ არის?"
   ამ სახელის ხსენებაზე მინჰო გაცოფდა, სახე განრისხებისგან დაემანჭა და უცნაურად შემომიღრინა.
   ინსტიქტურად უკან დავიხიე _ სწორადც მოვქცეულვარ, რადგან დავინახე, რომ გაშმაგებულს ხელში დანა ეჭირა. უცენ ჰაერი გაჰკვეთა. ხელი ავღმართე, რათა თავი დამეცვა, თან უკან გადავიხარე.ზურგით მცველს დავეჯახე, რომელმაც კარგად დაინახა ყველაფერი, რაც მოხდა. სახეზე სისხლის შხეფები ვიგრძენი, მაგრამ უმალ მივხვდი, რომ ეს ჩემი სისხლი არ იყო. ხელი დავუშვი, რომელიც ცხელი წითელი სითხით დასვრილიყო, და დავინახე, როგორ მიენარცხა მინჰო კედელს; ყელგამოჭრილი, ის კვლავაც იკრუნჩხებოდა, ღია ჭრილობიდან კი სისხლი მოთქრიალებდა.

   ექიმმა თხრობა დაასრულა, თვალები გაახილა და მსმენელებს გადახედა - რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არავის ამოუღია.
   " საბრალო ექიმო" _ თქვა გუკმა.
   " და საბრალო მინჰო,"_ დასძინა იუნგიმ, რომელსაც აჟრიალებდა იმის წარმოდგენისას, თუ თავად რარიგ მიახლოებოდა მსგავს, დამონებულ მდგომარეობას.

22 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!