19 სექტემბერი, კარს მომდგარი უცნობი...
იმ ღამეს გვიანობამდე ვერ დაიძინეს, ამიტომ დილით საუზმობისას ყველანი გულდამძიმებული დუმდნენ. თითოეული მათგანი მომავალ განსაცდელზე ფიქრს მისცემოდა.
შუადღისთვის უმეტესობა სადღაც მიმოიფანტა, ხოლო შინ მხოლოდ გუკი და ჯონგინი დარჩნენ. უეცრად კარზე დააკაკუნეს. ზღურბლთან, შემოდგომის წვიმისგან თავდასაცავად მოსასხამმოცმული მაღალი მამაკაცი ატუზულიყო.
" - ამანათი მოგიტანეთ _ თქვა მან ჰოსოკის მაგვარი აქცენტით.
"- ამანათი? _ ჰკითხა გუკმა. _ არ ვიცოდი, თუ ამანათს ველოდით.
"- წიგნებია პროფესორისთვის, _ მიუგო კაცმა, რომელსაც ქუდის ქვეშ ქერა თმა მოუჩანდა. _ ამსტერდამიდანაა.
ჰოსოკისგან სულაც არ არის გასაკვირი, პირადი ბიბლიოთეკის გადმოტანის სურვილი, _ გაიფიქრა გუკმა და ამანათის გამოსართმევად ხელი გაიშვირა.
"- ამანათი მძიმეა, ბატონო, _ თქვა კურიერმა, _ სად შევიტანო?"
გუკმა ყუთი შეათვალიერა და დარწმუნდა, რომ მართლაც საკმაოდ დიდი იყო. ამიტომ კურიერს კაბინეტისკენ გაუძღვა და იმ მაგიდაზე დაადებინა, რომლითაც ჰოსოკი სარგებლობდა. კაცმა თავისი მისია შეასრულა, მერე ოთახიდან გავიდა და გასასვლელთან მისული, დამშვიდობების ნიშნად, ხელი ქუდთან მიიტანა.
შინ დაბრუნებული ჰოსოკი მოუსვენრად იყო. " სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს ქალაქი ეშმაკების ბუდედ ქცეულა: ჩვენთვის საკმარისი ნაკურთხი წყლის შოვნას საათები მოვანდომე, _ ბუზღუნებდა იგი. _ შეშა ხომ გაქვთ, ბატონო მინ?" იუნგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
"- ნიორი, ექიმო ჩანიოლ?"
"- იმდენი, რომ მთელი ჩინეთის დასუფთავებასაც კი ეყოფა", _ ღიმილით უპასუხა ჩანიოლმა. ჰოსოკი თავისი ოთახისკენ მანამდე გაეშურა, ვიდრე ჯონგუკი მისთვის წიგნების თაობაზე რაიმეს თქმას მოასწრედა, მერე კი ოთახში ჩაიკეტა და მთელი საღამო ასე გაატარა, ვიდრე აკლდამაში წასვლის დრო მოახლოვდებოდა.
"- ბატონებო, _ ბრძანა მან, _ ორ ჯგუფად უნდა გავიყოთ. იარაღი ხომ დატენილია?"
ყველამ საკუთარი რევოლვერი შეამოწმა, ხოლო ჯონგინმა_ გრძელი მოსასხამის ქვეშ დამალული შაშხანა.
"- მაშ, მომყევით!" _ თქვა გარეთ გასვლისას ჰოსოკმა, რომელიც თავისი ჯარის წინ მიმავალ, მკაცრ, გენერალს ჰგავდა; რაღაც თვალსაზრისით, გაიფიქრა გუკმა.
სასაფლაო, რომლის ტერიტორიაზეც კიმების საძვალე იყო მოწყობილი, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობდა, და სანამ იქამდე მიაღწევდნენ, თერთმეტი საათი შესრულდა. აკლდამას გარს რომ უვლიდნენ, ნამჯუნი უსიამოვნო გრძნობამ შეიბყრო. ჰოსოკი და ჯონგინი პირველები ჩავიდნენ აკლდამაში, ჯონგინს შაშხანა მხარზე შემოედო და სასროლად მოემარჯვა. უკან მომავალ სამეულს ჰოსოკი ბუზღუნი ესმოდა და კისერს ჭიმავდნენ რათა გზა გაერჩიათ.
"- ტყუილად არ ვშიშობდი, რომ დრო ფუჭად დავკარგე. აშკარად დაგვაგვიანდა და ბიჭი უკვე სხვაგან დაიარება". ასე გაბრაზებული პროფესორი მათ აქამდე არ ენახათ.
"- ახლა რა ვქნათ?"- ეს საჭირო შეკითხვა ჩანიოლმა დასვა.
"- უნდა დავიცადოთ, _ გაისმა პასუხი. _ მხოლოდ უკვდავთა შორის უძლიერესს შეუძლია დღის სინათლის გაძლება, ჯინივით ახალბედა კი გათენებამდე უნდა დაბრუნდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩემს დაგვიანებას უდანაშაულო მსხვერპლი არ მოჰყვება."
ასე და ამგვარად, ლონდინისთვის მოემზადნენ. სასაფლაოზე ციოდა და უხაროდათ, რომ თბილი ტანსაცმელი და ფეხააცმელი ჩაეცვათ.
