24 страница1 мая 2026, 20:01

სიზმრები...

   გუკს თითქმის მთელი ღამე არ სძინებია. ლოგინში არ ჩაწოლილა, ბუხრის წინ სავარძელში მოკალათდა და იუნგისა და დანარჩენების დაბრუნებას ელოდა. ჩასთვლემდა თუ არა , რაღაც  ესიზმრებოდა, მაგრამ ეს ხილვები იყო და არა სიზმრები, და ამ ხილვებში თითქოს ვიღაცა იხრჩობოდა. ყველაფერი, რასაც ხედავდა, თითქოს ნისლის საბურველში იყო გახვეული.
   ის ლონდონის ქუჩებში დაიარებოდა, უამინდობის მიუხედავად, უმოსასხამოდ იყო და ფეხზე ფლოსტები ეცვა. მან ჯინი დაინახა - ნამდვილად ჯინი იყო, რომელიც  გვერდით ქუჩაზე გაუჩინარდა; თან ლამაზი პატარა ბიჭუნა ახლდა, რომელსაც ხელში თოჯინა ეჭირა. როცა ის-ის იყო, ბურუსში უნდა გაუჩინარებულიყვნენ, ქმ დროს თოჯინა ძირს დავარდა და მის კისერზე საიდანღაც გაჩენილი ჭრილობიდან სისხლმა გამოჟონა.
   მერე ჯონგუკმა მინჰოს განგმირული სხეული დაინახა, რომელიც სისხლის გუბეში ცურავდა. მას აუარება ბუზი ეხვეოდა, პირსა და ჭრილობაში ხან შეფრინდებოდნენ, ხან უკან გამოფრინდებოდნენ.
   ის ხედავდა, როგორ ხსნიდა პროფესორი ამანათს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიტანეს. პროფესორმა ყუთს თავსახური ახადა და შიგ ჩაიხედა. იქ ჩაწყობილ უძველეს წიგნებში აღწერილი იყო მოვლენები, რომელთა ამოცნობასაც ჰოსოკი ესოდენ ესწრაფვოდა. რა წამსაც ის ამა თუ იმ წიგნს ხელში აიღებდა, იმწამსვე ის იფერფლებოდა და პროფესორის ფერხთით ცვიოდა.
  გუკი უეცრად გამოერკვა, დაფეთებული. სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ ამასთანავე, უცნაური მხიარულებაც დაუფლებოდა. მერე წიგნები გაახსენდა _ რატომ არ ანახვა ჰოსოკს? ვინ იცის _ იქნებ ამ წიგნებს შეეძლო, დახმარება გაეწია მისთვის?! გუკი კაბინეტში შევიდა და ყუთი გახსნა _ ის მიწით სავსე აღმოჩნდა.
ზემოდან ერთადერთი  ვარდი იდო, შავი და დამჭკნარი. ყვავილის ქვეშ ბარათი აღმოაჩინა. "ჯონგუკს", - ეწერა მასზე.
დაჩლუნგებულივით იდგა, სისუსტე მოეძალა, თითქოს ძარღვებში სისხლის მიმოქცევაც მიუნელდა. სარკესთან მივიდა, თმა ოდნავ გვერდით გადაიწია და კისერს დააკვირდა. დაფრთხა თუმცა არ გაჰკვირვებია, როცა თავის კრიალა კანზე ორი წერტილი აღმოაჩინა.

24 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!