25 страница1 мая 2026, 20:01

კოშმარები...

   გათენებამდე ერთი საათი რჩებოდა, როცა სასაფლაოს კიდეზე რაღაც თეთრი წერტილი გაკრთა. ნამჯუნმა მსუბუქი მოძრაობა გააკეთა, მაგრამ ჰოსოკმა ყველას ანიშნა, არ განძრეულიყვნენ. როცა ფიგურა მათ  მოუახლოვდა, მასში ჯინი ამოიცნეს, რომელიც ისე გამოწყობილიყო, როგორც საკუთარ ქორწილში და არა ისე, როგორც დაკრძალვის დღეს ჩააცვეს. ჯონგინმა მოახერხა , რომ შეეჩერებინა ნამჯუნი, რომელმაც წამოიყვირა და ჯინისკენ გაქცევა დააპირა
   ჰოსოკი ჯინის გვერდით მდგარ პატარა არსებას უყურებდა, რომელიც ბიჭის ხელს ჩასჭიდებოდა. ბავშვი შეშინებული ჩანდა, მაგრამ ჯინი ტკბილი სიტყვებითა და დაპირებებით მის დამშვიდებას ცდილობდა. როცა აკლდამას მიუახლოვდა, ბავშვი ხელში აიყვანა და იქითკენ წაიყვანა. ჰოსოკის ნიშანზე , ხუთივე მამაკაცი ფეხზე წამოხტა და შესასვლელი გადაკეტა. ახლა ბავშვი კვლავ ფეხზე იდგა და შიშისაგან თრთოდა, როცა ჯინი მისკენ დაიხარა, ქერა თმა უკან გადაუწია და თეთრი კისერი გამოუჩინა.
   "- ამას ვერ დავუშვებ!"- წამოიძახა ჰოსოკმა.
   ჯინი მათკენ მიბრუნდა, რათა დაენახა, ვინ იყვნენ, და ჩაისისინა. მამაკაცებმა რევოლვერები მოიმარჯვეს, მაგრამ ნამჯუნი მათსა და ჯინს შორის ჩადგა.
  "- მოიცადეთ!" _ შეიყვირა მან მავედრებელი ხმით. _ იქნებ ეს გოგონა გადაარჩინა, იქნებ..."
   არსება, რომელიც მანამდე კიმ სოკჯინი იყო, ამ შემთხვევას ჩებღაუჭა.
   "- დიახ, ასეა, საყვარელო, _ ეს ჯინის ხმა იყო, ოღონდ შეცვლილი, უცნაური ავხორცობით დაღდასმული, რაც ჯინს არასოდეს სჩვეოდა. _ საშინელი კაცები ამ გოგონასათვის ზიანის მიყენებას აპირებდნენ და მე დავეხმარე".
   ნამჯუნი ჯინს ჩაშტერებოდა, ის კი უახლოვდებოდა, ოღონდ არა იმდენად მოაბიჯებდა, რამდენადაც საფლავის ქვაზე მისრიალებდა. ნამჯუნს სახეზე სასოწარკვეთილება, ტკივილი და იმით გამოწვეული ძრწოლა აღბეჭდვოდა, თუ რად გადაიქცა მისი საყვარელი მეუღლე.
   "- დაბრუნდი!" - შესძახა ჯონგინმა და შაშხანა შემართა. - ნამჯუნ, ეს ჯინი არ არის!"
   "- ჯინი არა ვარ? - ჩაიღუღუნა მონსტრმა. - ჯონგინ, ამას თქვენ ამბობთ! კაცი, რომელიც ერთხანს სიყვარულს მეფიცებოდა, ისევე, როგორც ჩემი ძვირფასი მეუღლე. - ახლა ის ჯონგინისკენ დაიძრა, ხელები მხრებთან მიიტანა და გახდა დააპირა. - შენ წინაშე ვარ, ჯონგინი; ალბათ შენ უნდა გამოგყოლოდი და არა ჩემს ქმარს. შენ გაცილებით ვაჟკაცური ხარ, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა".
   ჯონგინი დამბლადაცემულივით იდგა  - ახლა ის, და არა ნამჯუნი, მზად იყო, ესროლა ბიჭისთვის რომელიც ერთ დროსუყვარდა. როცა ჯინმა სცადა, ჩახუტებოდა, გაისმა ტანჯვის, განრისხებისა და სასოწარკვეთის გამომხატველი კივილი და ჯინი რაღაც ძალამ ჯონგინის მკლავებში მიაგდო. ნამჯუნს მისთვის ზურგში პირბასრი სარი უძგერებია, რომელმაც გულისფიცარი შეუნგრია და წინა მხარეს გამოვიდა. ჯინი მუხლებზე დაეცა, პირი სისხლით გავსებოდა და მუდარით სავსე თვალებით შეჰყურებდა ყოფილ მეუღლეს. ჰოსოკი ორივე ახალგაზრდა კაცს წინ აეტუზა, ხელში სამართებელი ეჭირა. მან ხელი აღმართა  და ერთი მოქნევით ვამპირს თავი მოაწყვიტა.
ნამჯუნი მიწაზე დაეცა და საწყლად აქვითინდა, ჯონგინი შებრუნდა და იქაურობას გაეცალა.
   იუნგი და ჩანიოლი პროფესორს ჯინის გვამის კუბოში გადასვენებაში დაეხმარნენ. ჰოსოკმა მის სხეულში ჩარჩენილი სარი ისეთნაირად გადატეხა, რომ მისი ამოღება შეუძლებელი ყოფილიყო. თავი სხეულს მიადეს, ხოლო პირის ღრუ ნივრით ამოუვსეს. ამ მეორე, საბოლოო სიკვდილის დადგომისას, ვამპირის ეშვებიც ბაგეებს მიღმა ჩაიმალა.
  რიტუალი დასრულდა, რაზმი კიმის სახლში დაბრუნდა. პატარა ბიჭუნდა გზად, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩააბარეს, იმედოვნებდნენ, რომ მისი უმანკო სული ნანახი საშინელებით მიყენებულ  სტრესს მოკლე ხანში დასძლევდა. არავინ იყო ხალისიან გუნებაზე და არც საკუთარი მოქმედების შედეგით კმაყოფილების საფუძველი ჰქონდათ, ამიტომ ყველა დუმილს ამჯობინებდა.

25 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!