გულადები...
სახლში დაბრუნებულებს ახალი, შოკისმომგვრელი ამბავი დახვდათ. გუკი მათ შემოსასვლელში ელოდა. ტირილისგან თვალები დასწითლებოდა, თუმცა კი სახეზე სიმტკიცე აღმეჭდვოდა. მან ყელსახვევი მოიხსნა და კისერზე გაჩენილი წერტილები უჩვენა. დამსწრეებს გაოცების ხმა აღმოხდათ, ის კი შემართულად იდგა, თითქოს არად აგდებდა თავს დამტყდარ განსაცდელს. იუნგი მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა ბიჭი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. თვალებზე ცრემლები მოადგა , თუმცა სიამაყის გრძნობა დაეუფლა გუკის გულადობისა და სიმტკიცის გამო.
"- კი, მაგრამ როგორ?"- აღმოხდა მის ზურგს უკან მდგომ ჰოსოკს.
გუკმა ხელი გაიშვირა ყუთისკენ, რონელიც კაბინეტიდან თრევა თრევით გამოეტანა. ჰოსოკი გაფითრდა და ენითგამოუთქმელი სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დააყენა. უძლურებისგან სასოწარკვეთილმა ხელები თმაში შეიცურა, მერე კი მუშტები კედელს დაუშინა.
იუნგიმ ის თავისკენ შემოაბრუნა, ხელები მხრებში ჩაავლო და შეანჯღრია.
"- პროფესორო, - უთხრა მკაცრი ტონით, რათა ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა. - ამაში ვერავის დავადანაშაულებთ. ეშმაკი, თუ მას ვერ შევაჩერებთ, უარესი ბოროტების ჩადენას მოახერხებს."
"- იუნგი მართალია, - მხარი აუბა ჯონგუკმა. - მე უმოქმედოდ არ გავჩერდები და არც საშინელი დრაკულას სათამაშოდ ვიქცევი.
უნდა ვიმოქმედოთ.".
ჰოსოკმა თავი მოთოკა, ახალგაზრდა თანამებრძოლებს აღბრთოვანებით გადახედა და პირველად მთელი ღამის განმავლობაში, სახეზე ღიმილი აუთამაშდა.
-" მართალს ბრძანებთ, ახალგაზრდებო, - თქვა მან. - რა მოგვიტანა ჩემმა საქმეებმა, ხრიკებმა, თავდაცვის ხერხებმა?- ყველას თბილი მზერა მოავლო.
- მადლობელი ვარ, მეგობრებო, იმისთვის, გამოსავალი დამანახეთ. დიახ, უნდა ვიმოქმედოთ. ახალი დღე დადგა და ამაღამ დრაკულას უნდა შევებრძოლოთ."
"- ამაღამ უნდა მოვუღოთ ბოლო",- მტკიცედ დასძინა გუკმა.
"- ამაღამ მოვუღებთ ბოლოს",- გაიმეორეს დანარჩენებმაც, რომლებსაც ამ ბიჭის სიმამაცე აღაფრთოვანებდა და სულის სიმტკიცეს მატებდა.
