27 страница1 мая 2026, 20:01

20 სექტემბერი, კარფაქსი...

   იმ ღამეს ყველაფერი როდი დასრულდა.
   ჰოსოკს კარგი გეგმები ჰქონდა შემუშავებული. მან ნაცნობისგან შეიტყო, რომ დრაკულას ლონდონში მოსაგვარებელი სამქეები დაესრულებინა და მომდევნო დღისთვის, დავერიდან მიმავალ გემზე სამი ყუთისთვის შეკვეთა ადგილი. ამ ტვირთის მიღების შემდეგ მცირე ხნით კარფაქსიდან წასვლას აპირებდა, რაც სავარაუდოდ, საღამოს ათი საათისთვის უნდა მომხდარიყო. მომდევნო დღისთვის კიდევ სამი ყუთის გადაზიდვა დაგეგმა. აქედან გამომდინარე, მებრძოლებს კარფაქსში მეორე დღის საღამომდე დარჩენა მოუწევდათ.
   ჰოსოკის გეგმის თანახმად, მათი ეტლი ცხრა  საათიდან უნდა მდგარიყო კარფაქსის მისადგომთან. ეტლში მსხდომნი დაიცდიდნენ, ვიდრე კარფაქსის ჭიშკარი გაიღებოდა, შემეგ, ამავე ეტლით გზას გადაკეტავდნენ და სახლში უპრობლემოდ შეღწევას მოახერხებდნენ.

   როგორც ჩანს, დრაკულასაც მიუღია რაღაც ინფორმაცია, რადგან ცხრა საათზე, ვიდრე ჰოსოკის ეტლი დათქმულ ადგილას დადგებოდა, კარფაქსის ჭიშკარი გაიღო და იქიდან გამოვიდა ეტლი, რომელსაც ფეხზე მდგარი მეეტლე დიდი სიჩქარით მოაქროლებდა. მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მეორე, უფრო დიდი ეტლი, რომელზეც შეიარაღებული ადამიანები ისხდნენ. მათ ისე სწრაფად ჩაიქროლეს და გაუჩინარდნენ მკვეთრ მოსახვევში, რომ ჰოსოკს ეტლის დაძვრაც კი ვერ მოესწრო.
   "- იუნგი, ჯონგუკ, მომყევით! - შესძახა ჰოსოკმა, ეტლიდან გადმოხტა და ჭიშკრისაკენ გაეშურა. - დანარჩენები გრაფს დაედევნეთ, მაგრამ არ შეიპყროთ. ჩვენც გამოგყვებით დავერამდე, როგორც კი აქაურ საქმეს მოვილევთ - თქვენ კი მისი მარშრუტის დადგენას უნდა შეეცადოთ."
    ჩანიოლმა თავი დაუკრა, ჯონგინი, რომელსაც სადავეები მოემარჯვებინა, ეტლი დაძრა და იმ გზით გააქროლა, რომელზეც გრაფი გაუჩინარდა.
   ჰოსოკმა თავს ორ ახალგაზრდა თანამებრძოლს გადახედა და თქვა:" ჩვენ თითქმის ისეთივე საფრთხის წინაშე ვდგავართ, როგორსაც თავად გრაფი დრაკულა წარმოადგენს. მზად ხართ?"
   გუკმა და იუნგიმ თვალებში ჩახედეს და გაუღიმეს ერთმანეთს. მერე ორივემ თვალი გაუსწორა ჰოსოკს და მანაც თბილი მზერით დააჯილდოვა.
ის კარფაქსისკენ გაემართა, გუკი და იუნგი უკან მიჰყვნენ.
   კარფაქსი უზარმაზარი ეზოს შუაგულში აშენებულ დიდ სასახლეს წარმოადგენდა. ჰოსოკი პირდაპირ მთავარი კარიდან შევიდა მისაღებში, რომლის მარცხენა მხარეს კიბე იყო განთავსებული. "- დაბლა უნდა ჩავიდეთ, - თქვა მან, - ეს არსებები ყოველთვის ქვემოთ, ყოველთვის სარდაფებში იმყოფებიან."
   რასაც ეძებდნებ, იმას სამზარეულოში წააწყდნენ. მასიური კარი ქვის კიბეზე გადიოდა, ქვემოთ კი სრული წყვდიადი გამეფებულიყო. ჰოსოკმა ჩანთიდან ორი პატარა სანთელი ამოიღო, აანთო და გუკსა და იუნგის გაუწოდა. თავად შანდალი მოიმარჯვა, რომელიც კარის გვერდით საკიდზე იყო დამაგრებული და ერთ ერთი სანთლიდან მოუკიდა.
   "- აქ ყველაფერს ძალზე პირქუში იერი და შუა საუკუნეების სული დაჰკრავს,  -  თქვა ფიქრიანად, - ვამპირთათვის ზედგამოჭრილი, ძველი ბუნაგია." მერე გაუღიმა ახალგაზრდებს, რომლებიც კვლავაც გაკვირვებული შესცქეროდნენ დიდი საფრთხის მიუხედავად გახალისებულ პროფესორს.
   "- პროფესორო, - გუკს ხმამ კიბეზე ფეხდადგმული ჰოსოკი შეაჩერა. - კონკრეტულად მაინც, რას ვეძებთ?"
   -" ხომ წაიკითხეთ იუნგის დღიური?"- კითხვითვე უპასუხა მან.
   -" დიახ"
   -" სამი ყუთი აქ არის. ვფიქრობ, თქვენთვის ნათელია, თუ რასთან გვაქვს საქმე."
   გუკი ოდნავ გაფითრდა, მერე თავი ხეელში აიყვანა და პროფესორს უკან ამოუდგა. -" მაშ, რაღას ველოდებით?" - იკითხა მან და კიბეს გაუყვა. კაცებიც მიჰყვნენ.
   სარდაფი ცივი, ღვინისა და ნესტიანი ხის სუნით იყო გაჟღენთილი. ცარიელ ღვინის კასრებსა და ბოთლებს შორის, ძველი, დამტვრეული ავეჯის ნატეხები იყო მიმობნეული. ოთახში დიდი, გრძელი ხის მაგიდა იდგა, რომელიც მის მთელ სიგრძეზე გაჭიმულიყო. მაგიდის ბოლოს, იქ, სადაც სანთლის შუქი ვერ აღწევდა, ბუნდოვნად მოჩანდა თაღოვანი კარის კონტური.

27 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!