28 страница1 мая 2026, 20:01

ფერფლი ფერფლთან...

   მათი ყურადღება მაგიდაზე მოთავსებულმა საგანმა მიიპყრო.
ეს იყო ხის ყუთი, უფრო სწორად - კუბო, რომლის თავსახური იქვე ახლოს, იატაკზე ეგდო. კუბოში უსიცოცხლო სხეული ესვენა, ეს იყო საქორწინო კაბაში გამოწყობილი, დაახლოებით 25 წლის შვენიერი, ქერათმიანი ქალი აპრეხილი ცხვირითა და დახვეწილი ნაკვთებით.
ქუთუთოები უთრთოდა, თითქოს ეძინა და უნდა გაღვიძებოდა, ამიტომ ჰოსოკი სწრაფად ამოძრავდა.
   მან ჩანთიდან წვეტიანი სარი ამოიღო, კუბოსთან მიირბინა, შანდალი მარცხენა ხელში გადაიტანა, ხოლო იარაღი მარჯვენათ შემართა. ამ დროს ქალმა თვალები გაახილა და გულისწამღებად აკივლდა, რადგან დაინახა, რომ მეორე, ახლა უკვე საბოლოო სიკვდილი უახლოვდებოდა. ჰოსოკმა იარაღი ჩასცა და უცებ ჭრილობიდანვე უკანვე ამოაძვრინა, ყვირილი შეწყდა. გუკმა საკუთარი საქმის შესრულება დააპირა - გვამის პირი ნივრით უნდა ამოევსო, როგორც ჯინის გვამს- ჰოსოკმა, - მაგრამ განზრახვაზე ხელი აიღო, როცა დაინახა, თუ რა ხდებოდა კუბოში.
  ისევე, როგორც ჯინი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალ ჯინს დაემსგავსა, ამ ქალის სიცოცლისდროინდელი იერიც აღდგა და აღმოჩნდა, რომ ის სულ მცირე, ასი წლის მაინც იქნებოდა.
გუკის თვალწინ, მას კანი დაეჭიმა, ძვლებს გადაეკრა, უცებვე დაჭკნა და ბოლოს, სრულიად დადნა. წამიც და გუკის თვალწინ უკვეცარიელი თვალის ბუდეები და ნამდვილი ჩონჩხი იყო, ხოლო კაბა ჩვეულებრივ ძონძად ქცეულიყო. კიდევ რამდენიმე წამის შემდეგ გუკი უკვე მტვრის გროვას დაჰყურებდა.
   "-ფერფლი ფერფლთან,"- ჩაიჩურჩულა გუკმა.
   "- მტვერი მტვერთან",- მხარი აუბა იუნგიმ.
მძიმე ფიქრისგან ორივე, ჰოსოკის შეძახილმა გამოარკვია და მათ სანთლები აღმართეს, რათა თაღოვანი კარი დაენახათ.
   მის ზღურბლზე ორი ფიგურა გამოჩნდა, ორი უმშვენიერესი ქალი - შავგრემანი, ნუშისებრი თვალებით, და ჟღალთმიანი, უფრო დახვეწილნაკვთებიანი. ისინი მომაჯადოებლად მიმზიდველნი იყვნენ, ისიც ცხადი იყო, რომ მტაცებლური მადით გამოირჩეოდნენ.
   ქალები ნელა, მოჩვენებებივიტ მოძრაობდნენ, ბრჭყალებიან თითებს ათამაშებდნენ, ბაგეებს აღებდნენ და ნემსებივით წვეტიან კბილებს აჩენდნენ.
   -" თქვენ მყუდროება დაგვირღვიეთ"- თქვა ჟღალთმიანმა ვამპირმა გაღიზიანებული ტონით.
   -" უფრო უარესიც _წაისისინა შავგრემანმა, _ თქვენ და მოგვიკალით".
   -" ყველაზე ცუდი კი თქვენთვის ის არის, რომ ძალიან გვშია"- დაამატა ჟღალთმიანმა, მოსალოდნელი სიამოვნებისგან ათრთოლებული ხმით.
   გუკმა იუნგის შეხედა, რომელიც სრულიად უემოციოდ იდგა. ჰოსოკი წინ წაიწია, კისრიდან ჯვარცმა მოიხსნა და ლათინური ლოცვის კითხვა დაიწყო. შავგრემანი ვამპირი ასისინდა და ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია.
   ჟღალთმიანმა მაგიდას მოუარა და ბოროტი ღიმილით, იუნგისა და ჯონგუკის მხარეს გაემართა. იუნგი ჯონგუკსა და ვამპირს შორის ჩადგა და მოთმინებით ელოდა მის მოახლოებას ისე, რომ ყურადღებას არ აქცევდა მის მაცდუნებელ მოძრაობებსა და დამცინავ გამომეტყველებას.
   ჰოსოკმა ჯვარცმის აღმართვა სცადა, მაგრამ ის მოსაცმლის საყელოში გაეჩხირა. ამ დროს შავგრემანმა ვამპირმა დაიღრიალა და ჯვარი ხელიდან გააგდებინა, მერე პროფესორის სათვალეს სწვდა, მოაძრო და ძირს დაანარცხა. წარმატებით გახარებულმა შეჰკივლა და დაელოდა, რას მოიმოქმედებდა პროფესორი, რომელიც გაშეშებული იდგა და, უსათვალოდ დარჩენილი, სრულიად უმწეოდ გამოიყურებოდა.
   ჟღალთმიანმა ვამპირმა შემთხვევიფ ისარგებლა და იუნგიზე იერიშის მიტანა სცადა, მაგრამ ის მზად დახვდა - სწრაფად წადგა ნაბიჯი უკან და ნაკურთხი წყალი შეასხურა.
ქალმა გამოუთქმელი ტანჯვისგან დაიკივლა და ხელები სახეზე აიფარა. იუნგიმ სამოსიდან გრძელი, მოკაუჭებული დანა გამოაძვრინა, რომელიც მის ხელში გუკს არასდროს ენახა.
   -" ბოშების ნაჩუქარია", _ თქვა მან ავისმომასწავებელი ღიმილით და ერთი მოქნევით ვამპირს ლამაზი თავი წააცალა. გუკს შიშისგან სუნთქვა შეეკრა, როცა დაინახა, რომ სისხლში ამოსვრილი ვამპირის სხეული კვლავაც მიიწევდა იუნგისკენ, ხოლო თავი, რომელიც პირიდან სისხლს ანთხევდა, მაინც ცდილობდა, ორივეს მისწვდომოდა. გუკმა იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა. თვალები დახუჭა, ორივე ხელით სარი აღმართა და მოახლოებულ სხეულს გამეტებით ჩასცა.
  იუნგი მაშინვე შებრუნდა და პროფესორს შეხედა. ის უძრავად, დამბლადაცემულივით იდგა, ხოლო შავგრემანი ვამპირი სახეზე ეფერებოდა.
  "- საბრალო ახალგაზრდა ყმაწვილი, _ ღიღინებდა იგი, _ საწყალი დაბრმავებული ბიჭუნა, ნუთუ უსათვალოდ დატოვეს?!"
   ახალგაზრდა წყვილი შეძრწუნებული ადევნებდა თვალყურს ამ სცენას და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო მათი ძვირფასი მეგობრის სიცოცხლე, როცა ჰოსოკმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
   "-ვერ ვხედავ, _ თქვა მან საწყალობლად,_ სულ დაბნელდა?"
   შავგრემანმა ვამპირმა თავი უკან გადასწია და სიცილით დაიკივლა, მერე ისევ ჰოსოკს შეხედა და ავამდყოფურად ახითხითდა.
   "- ეს კი მომწონს, _ თქვა მან და ფართოდ დააღო პირი, თითქოს საკბენად მოემზადაო, მაგრამ ეს მხოლოდ ბოროტ ხუმრობას ჰგავდა, რომელსაც ის მოჰყვა, რომ ბლანტი წებოვანი სითხით სახე და ყელი დაეფარა. შხეფებისგან თვალები გაიწმინდა და მერე გაოცებული მიაშტერდა ექიმს, რომელიც თავისი უმწეო მდგომარეობიდან გამოსულიყო დახელში აღმართული შანდლით სახეგანათებული, კმაყოფილი იღიმებოდა.
   "- ვიცი_ თქვა მან._ მოდი, ცოტა უკეთ გავანათოთ აქაურობა".
   ეს თქვა და ჩირაღდანი ვამპირის კაბასთან მიიტანა, რომელიც უცებ კოცონივით აბრიალდა. ის განწირულად აკივლდა და მანამდე წიოდა, ვიდრე ხმის სიმები არ დაეწვა. მერე, ჩაშავებული, დაგრეხილი პირი კიდევ ერთხელ დააღო და ფერფლად იქცა, რომელიც ცოტა ხანში იატაკზე მისი დების გროვას შეერია. იუნგი და ჯონგუკი პროფესორთან მიიჭრნენ. იუნგიმ მხარზე ხელი დაუტყაპუნა, ხოლო ქუქი მაგრად ჩაეხუტა. უეცრად, შავგრემანი ვამპირის ფერფლში რაღაც ვერცხლისფერ ნივთს მოჰკრა თვალი. მის ასაღებად დაიხარა და ოვალური მედალიონი და ჯაჭვი შერჩა ხელში. მასში იმ ქალის სურათი იყო ჩასმული, რომლის უსულო სხეულიც სულ ახლახან გაანადგურეს.
   "- შეინახე, _ უთხრა ჰოსოკმა._ სამახსოვროდ დაგრჩება."
   პროფესორი დაკვირვებით ჩააცქერდა წყვილს. "- ორივემ კარგად იმოქმედეთ, _ უთხრა და გაიღიმა. _ მეომრებად დაბადებულნი!" _ გაიმეორა ისეთივე ხალისიანი სიცილით, როგორც ცოტა ხნის წინ. მერე უცებ დასერიოზულდა და გადაჭრით თქვა:
   "- დასაკარგი დრო არ გვაქვს, დავერისკენ უნდა გავეშუროთ და, როგორც კი მოვახერხებთ, დანარჩენებს შევუერთდეთ. იუნგი, შენ უნდა მოძებნო ეტლი, რომელიც ათ წუთში ლონდონიდან გაგვიყვანს. ამასობაში ჯონგუკი და მე აქაურობას გავწმენდთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის აღარასდროს იქცევა სიბილწის ბუდედ." ამის შემდეგ შემდეგ ის თაღოვანი კარისკენ გაეშურა და მის მიღმა მდებარებნელი ოთახების დავლა დაიწყო. იუნგი შეყოვნდა და პროფესორმა შემოსძახა:
   "- წადით, მისტერ მინ, თითოეული წუთი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჯონგუკს ისევე მოვუფრთხილდები, როგორც საკუთარ ძმას".
   იუნგიმ გულში ჩაიკრა ქუქი და შემდეგ სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეს. ჯონგუკი კი ჰოსოკს დაედევნა.
  "- პროფესორო,_ დაუძახა_ თქვენს სათვალეს რა ეშველება?"
   "- რომელს, ამას?_ უპასუხა და გაუღიმა. _ ჩვეულებრივი მინაა, მხოლოდ თვალის ასახვევად განკუთვნილი, რათა შემმატოს... ულეთ როგორ ვთქვა?.. ჰო პროფესიონალური იერი, სინამდვილეში, თვენსავით კარგი მხედველობა მაქვს."
   შემდეგ ის სიბნელეში გაუჩინარდა, საკუთარი საზრიანობით გამოწვეული, კამყოფილებით.
  

28 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!