29 страница1 мая 2026, 20:01

დასასრული... არა ეს მხოლოდ დასაწყისია

მხოლოდ შუაღამისას მოახერხეს ჰოსოკმა, იუნგიმ და ჯონგუკმა, ჩანიოლს, ნამჯუნსა და ჯონგინს დასწეოდნენ. ისინი დაღონებული დახვდნენ, რადგან დავერში გრაფის დამქაშების განადგურების შესახებ შეიტყვეს, თუმცა ჰოსოკმა მისთვის ჩვეული პრაგმატულობით შენიშნა, რომ დრაკულას ვამპირებად სხვა მსახურების გადაქცევაც იოლად შეეძლო, ამიტომ სანამ თავად გრაფს არ მოუღებდნენ ბოლოს, სხვების მოკვლას აზრი ეკარგებოდა.
,, ეს ჭადრაკს ჰგავს, მეგობრებო. მხოლოდ პაიკების დახოცვა მას უმნიშვნელო სირთულეებს უქმნის. თამაშის მოსაგებად კი თავად მეფე უნდა მოვკლათ"._ თქვა პროფესორმა.
"- სრულებით ვეთანხმები პროფესორ ჰოსოკს_ წარმოთქვა ექიმმა ჩანიოლმა. _ სანამ მას არ გავანადგურებთ, ვინც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო, მაშინ ფუჭად ენერგიის ხარჯვას აზრი არ აქვს."
რამდენიმე წუთი ყველა დუმდა. მათ იცოდნენ, რომ პროფესორი მართალს ამბობდა. თუმცა დაუპირისპირდე არსებას რომელსაც მათი განადგურება, ერთი ხელის მოსმით შეუძლია, არც თუ ისე მარტივ გზას წარმოადგენდა.
თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, სიჩუმის დარღვევა ისევ პროფესორს მოუხვდა.
"- შეიძლება ის ყველა ჩვენთაგანზე აშკარად დიდ ძალას ფლობს, თუმცა თავისი ძალის მიუხედავად მასაც აქვს სუსტი წერტილი..._ უეცრად სიტყვა ჰოსოკს იუნგიმ გააწყვეტინა
-" იმედია პროფესორო მის განადგურებას ისევე არ აპირებთ, როგორც ეს იმ არსებებს გავუკეთეთ, რომლებიც სასახლეში დაგვხვდნენ. რადგან ამჯერად საქმე არა უბრალო, არამედ თვით გრაფ დრაკულასთან გვაქვს.
"- მართალი ხართ ბატონო მინ, თუმცა სწორედაც, რომ მაგ გზით ვაპირებთ გავანადგუროთ გრაფი. მაგრამ არა ისე, როგორც ეს წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, ამჯერად მოგვიწევს შევადგინოთ გეგმა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, გრაფი დრაკულა ფერფლად ვაქციოთ, შემდეგ კი ყოველი ჩვენთაგანი უკან სახსალამათი დავბრუნდეთ."
"- ვფიქრობ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდება_ საუბარში ჩაერთო ჯონგუკი_ დავგეგმოთ გრაფი დრაკულას მკველობა, ეს არ არის წინა ვამპირების მსგავსი.
"- მართალია,_ თქვა პროფესორმა_ და სწორედ ამიტომ მოგვიწევს ჯერ ყველაფერი კარგად ავწონდავწონოთ, და შემდეგ ვიმოქმედოთ.
სიტყვის დასრულების შემდეგ, პროფესორ ჰოსოკს ყველა იქ მყოფმა დაუჭირა მხარი, და შეუდგნენ ერთიანად გეგმის შედგენას.
თითოეული მათგანი თავიანთ იდეებს აწვდიდა, პროფესორს, ის კი იქვე მაგიდაზე დადებულ, არც თუ ისე დიდი ზომის ბლოკნოტში აკეთებდა ჩანაწერებს, რომლებსაც შემდეგ შეკრავდა და ერთიანად გამოიტანდა მთავარ აზრს.

რამდენიმე საათიანი, ბჭობის შდეგ საბოლოოდ პროფესორმა შეადგინა გეგმა რომლის მიხედვითაც, ისინი შეძლებდნენ დრაკულას განადგურებას.

ჰოსოკი ფეხზე წამოდგა. ხელში თავისი მომცრო ზომის ბლოკნოტი აიღო და მსმენელებს თავისი გეგმა წარუდგინა.

"- როგორც უკვე ავღნიშნეთ, საქმე არაადამიანურ, და ამავდროულად ძალიან ძლიერ არსებასთან გვაქვს. ამიტომ იმისათვის, რომ საბოლოოდ ის გავანადგუროთ, უნდა გამოვიყენოთ ის იარაღები, რომლებიც წინა ჯერზე დაგვჭირდა.
თუმცა ამისათვის საჭიროა ძალიან ბრთხილად ვიმოქმედოთ, სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მოწოდებული აზრი ერთმანეთთან დავაკავშირე, და შედგა გეგმა რომლის მიხედვითაც მოგვიწევს მოქმედება...

"- მართალია პროფესორო, _ საუბარში ჩაერთო იუნგი_რომ გრაფი დრაკულას დასამარცხებლად მოგვიწევს გავისარჯოთ, ამისთვის კი მოგვიწევს ძალიან დიდ რისკზე წასვლა... არ მინდა ცუდად გამიგოთ მაგრამ, თუ გეგმის ერთ ერთი მონაწილე ჯონგუკია, აჯობებს თუ მას უსაბრთხოდ დავტოვებ... იმედია გამიგებთ

"- რასაკვირველია ბატონო მინ_ დაეთანხმა ჰოსოკი_ მართალია გეგმა შედგენილია, და თითოეულ თქვენგან ძალიან დიდი როლი გაკისრიათ თუმცა, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჯონგუკი ამჯერად თამაშ გარეთ დავტოვე. გავითვალისწინე წინასწარ შესაძლო საბრთხეები. ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვთ.

იუნგისა და ჰოსოკის საუბარის დასრულების შემდეგ, როდესაც ჯონგუკმა გაიგო, რომ ამჯერად მას საქმეში ვეღარ ჩართავენ, სკამიდან წამოდგა და მათი ნათქვამის გაპროტესტება დაიწყო.

-" თქვენ გინდათ, რომ როდესაც თქვენ წახვალთ, მე უმოქმედოდ ვიჯდე!მართალია არც ერთ თქვენგანზე მეტი ძალა შემწევს, თუმცა არ ვაპირებ, ტყუილ უბრალოდ ცდას, მაშინ როდესაც მეცოდინება თუ როგორ სახიფათო მდგომარეობაშიც ხართ!

იუნგი ჯონგუკისკენ წავიდა. მასთან გაჩერდა სახეზე თბილად და ნაზად ჩამოუსვა ხელი და გაუღიმა.

-" ვერ დავუშვებ, რომ რაიმე ცუდი შეგემთხვას, მირჩევნია იქ ვიყო და გული დავიმშვიდო, იმით რომ ყველაფერი რიგზე გაქვს, და არა მუდმივარ ვინერვიულო, რაიმე არ მოგივიდეს, თუ ჩვენთან ერთად წამოხვალ.

-" იუნგი მართალია, გუკ _ საუბარში ჩაერთო ნამჯუნი_ ჯობია აქ დარჩე, და დაელოდო ჩვენს, დაბრუნებას. ჩვენც გავუმკლავდებით, მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება._ ბოლოს მკრთალი თუმცა, მაინც შესამჩნევი ღიმილი გამოესახა ნამჯუნს სახეზე. იმისათვის, რომ მიეცა ჯონგუკისთვის იმედი, მათ ყველაფერი რიგზე ექნებოდათ. მაგრამ იცოდა, თუ ეს რაოდენ სახიფათო საქმე იყო. თუმცა არამარტო ნამჯუნი, ყველა იქ მყოფთაგანი ღელავდა, რადგან არავინ იცოდა თუ რა ელოდათ წინ.

როდესაც ნამჯუნმა საუბარი დაასრულა, ჯონგუკს აღარ გაუგრძელებია შეწინააღმდეგება, რადგან იცოდა მაინც ვერაფერს გახდებოდა მათ წინაშე, უფრო კი იუნგის, რომელიც ნამდვილად არ დაუშვებდა გუკს რაიმე მოსვლოდა.

"- პროფესორო, შეგიძლიათ განაგრძოთ საუბარი გეგმასთან დაკავშირებით? _ განაგრძო ნამჯუნმა._ უმჯობესია თუ ყველაფერს მალე დავიწყებთ და მელე მოვრჩებით.

"- დიახ, რათქმაუნდა, განვაგრძობ. ჩვენი გეგმა შემდეგნაირია: ერთ ერთმა ჩემმა ნაცნობმა, შემატყობინა თუ სად გაჩერდა გრაფი. ჩვენგან არც ისე მოშორებით, სულ რაღაც 20 წუთის სავალი გზაა. ყველას გეცოდინებათ, ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული სასახლე, სადაც ნომრებს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლებს უთმობენ.
სწორედ ამიტომ მოგვიწევს წავიდეთ დღეს, შებინდებისას. ღამით ეჭვს ნაკლები ადამიანი თუ აიღებს. შესვლასთან დაკავშირებითაც, პრობლემა მოგვარებულია, კავშირები მაქვს, დაწესებულების ხელმძღვანელებთან ამიტომ უპრობლემოდ შევალთ.
შემდეგ მოგვიწევს ჯგუფებად დაყოფა....

ჰოსოკი განაგრძობდა გეგმის გაცნობას შეკრებილი საზოგადოებისათვის.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მათგანმა იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა, ახლა ისღა დარჩენოდათ მოსაღამოებას დალოდებოდნენ.

"- ვფიქრობ მშვენიერი გეგმაა_ თქვა ჯონგინმა_ მთავარია ყველამ ჩვენი თავის მაქსიმუმი გავაკეთოთ.

"- მართალია, მეც ვეთანხმები ჯონგინს_ განაგრძო ჩანიოლმა_ ახლა კი ისღა დაგვრჩენია, შებინდებას დაველოდოთ.

ყველა მათგანი კმაყოფილი ჩანდა, როდესაც პროფესორმა გეგმა გააცნო.
დაბნელებას დიდი დრო აღარ აკლდა, ამიტომ ყველამ საჭირო იარაღების მომზადება დაიწყო.

ჯონგუკი კი მისაღებ ოთახში იყო, და იუნგის ეხმარებოდა საჭირო ნივთების ჩალაგებაში.

"- დარწუნებული ხარ, რომ ჩემი წამოსვლა არ არის საჭირო?_ თქვა ჯონგუკმა.

"- ქუქ, იცი, რომ შენზე ძვირფასი არავინ მყავს ამ ქვეყნად. თუ შენ რაიმე დაგიშავდება თავს ვერ ვაპატიებ, მითუმეტეს არავინ იცის იქ რა გველოდება._ იუნგი მის წინ მდგარ სხეულთან ახლოს მივიდა და გადაეხვია, გუკმაც მალევე მოხვია ხელები. არ უნდოდა აღიარება, ჯონგუკს, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც მოხდებოდა... მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს კარგის მანიშნებელი იყო თუ ცუდის. ამიტომ უბრალოდ თვალები დახუჭა და თავს არ მისცა უფლება ცუდზე ეფიქრა.

ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

"- შემოდით_ გასძახა იუნგიმ.

კარები გაიღო და იქედან, უკვე გამზადებული ჰოსოკი გამოჩნდა.

"- იუნგი, თუ მზად ხარ, დროა უნდა გავიდეთ.

"- დიახ, პროფესორო მზად ვარ, ახლავე გამოვალ.

იუნგისგან დასტურის მიღების შემდეგ ჰოსოკი უკან გაბრუნდა. მისაღებში ისიც სხვებთან ერთად მხოლოდ იუნგის გამოჩენას ელოდებოდნენ.

"- ეცადეთ, რომ მალე დაბრუნდეთ უკან._ თქვა ჯონგუკმა და იუნგის მაგრად გადაეხვია.

"- ვეცდებით, მალე დავბრუნდეთ, არც მე მსურს დიდი ხნით შენი მარტო დატოვება_ იუნგიც გადაეხვია საპასუხოდ.

რამდენიმე წუთიანი გამომშვიდობების შემდეგ, იუნგი და ჯონგუკი მისაღებში გავიდნენ.
მათ დანახვაზე უმალ ფეხზე წამოდგნენ, ჯონგუკს გამოემშვიდობნენ და გასასვლელისკენ აიღეს გეზი.

"- არ ინერვიულო, ჯონგუკ შენ საქმროს უვნებელს დავაბრუნებ._ გასავლამდე უთხრა პროფესრომა ჯონგუკს, რომელმაც ღიმილით დავი დაუკრა.

მართალია მათი სავალი გზა არც ისე შორს იყო, თუმცა მაინც ეტლით ამჯობინეს წასვლა.
სანამ ჰორიზონტს არ ამოეფარებოდა მათი ჩრდილი, იქამდე ადევნებდა თვალს ჯონგუკი. მაგრამ რამდენიმე წუთში ისინი ტყეს ამოეფარნენ და ჯონგუკმაც გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო.
იმედოვნებდა, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაიარდა და უკან ყველანი საღსალამათნი დაბრუნდებოდნენ.

უკვე როდესაც საკმაოდ დაბნელდა, სადილობის შემდეგ გუკმა დასაძინებლად წასვლა გადაწყვიტა.
მაგრამ როდესაც თავის ოთახში შევიდა, ორივე ფანჯარა ღია დახვდა, რაც ძალიან ეუცნაურა, რადგან აშკარად ახსოვდა ოთახიდან გასვლამდე ისინი საგულდაგულოდ ჩაკეტილი დატოვა.

საბოლოოდ გულმავიწყობა გადაღლილობას დააბრალა, და მათ დასაკეტად გაეშურა, მაგრამ სანამ დაკეტავდა უეცრად ოთახში რაღაც დიდი ზომის, გუკის აზრით ღამურა შემოფრინდა. იქვე ფარდის ზემოდან ჩამოეკიდა და იასამნისფერი თვალებით დაუწყო ცქერა. ჯონგუკს ამის დანახვაზე ძალიან უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, რადგან არსება რომელიც მის პირდაპირ იყო, თითქოს ცდილობდა გუკის სულს ჩასწვდომოდა და დაენახა მისი ყველაზე დიდი შიში. ( თუმცა როგორც ჩანს, ამ არსების მცდელობა ყოვლად ფუჭი აღმოჩნდა).

უეცრად ჯონგუკის ოთახი მთლიანად ნისლმა მოიცვა, რამაც მასში აშკარა შიში გამოიწვია.
მან დაინახა ნისლში რაღაც პატარა არსება, როგორ გარდაიქმნებოდა ადამიანად.
ბოლოს კი ნისლიდან მან ყველაზე გამოკვეთილად შენიშნა, ისევ ის იასამნისფერი თვალი, რომლებიც მას უმზერდნენ.

თანდათან ნისლი იფანტებოდა და უფროდაუფრო შესამჩნევი ხდებოდა ჯონგუკის წინ მდგარი, მაღალი სხეული. რომელსაც კმაყოფილი იერი დასთამაშებდა სახეზე.

"- არ მეგონა თუ არსებობდა, ვინმე ვინც, ჩემს ჰიპნოზს გაუმკლავდებოდა._ ეს ხმა სხვებს ალბათ შიშის ჟრუანტელს დაუვლიდა ტანში, მაგრამ არა ჯონგუკს. მასში რაღაც განსაკუთრებულობა იგრძნობოდა, რაც პირველივე შეხვედრისთანავე იგრძნო მაღალმა სხეულმა._ მაგრამ როგორც ჩანს, ისიც კი არ გაშინებს, რომ შენს წინ გრაფი დრაკულა დგას😈

ამ სახელის გაგონებაზე თითქოს ჯონგუკი გონზე მოვიდაო. თვალები გაუფართოვდა და ახლა მართლაც რომ იმაზე მეტად იყო შეშინებული ვიდრე იმჩნევდა.

ესეიგი ახლა, მის წინ ზუსტად ის დგას ვინც ჯინს ბოლო წვეთამდე გამოწოვა სისხლი, შემდეგ კი ისიც მისნაირ ურჩხულად იქცა. ის არის მიზეზი, ყველა უბედურებისა რაც ამ დღეების მანძილზე გადახდა თავს.

ჯონგუკი ისე იყო ფიქრებში გართული, რომ ვერც კი შენიშნა მის წინ, ძალიან ახლოს მდგარი სხეულის არსებობდა.
მაგრამ, უკვე როდესაც გააცნობიერა გუკმა იმწამინდელი რეალობა უკვე გვიანი იყო, რადგან ყველაფერი სიბნელეს მოეცვა. მან უეცრად გონება დაკარგა, თუმცა სანამ ბოლომდე მიეცემოდა უკუნით სიბნელეს გააცნობიარა, რომ მიწაზე არ დაცემულა.

_____________________________

- იქნებ უკვე დროა დავიწყოთ გეგმის სისრულეში მოყვანა_ თქვა უკვე მოთმინება დაკარგულმა ჩანიოლმა, რომელიც უკვე სხვებთან ელოდა პროფესორის გამოჩენას

- სანამ ჰოსოკისგან არ მივიღებთ ნებართვას, მანამდე ვერაფერს გავაკეთებთ ჩანიოლ_ უპასუხა ჯონგინმა

- აი ისიც _ თქვა იუნგიმ_ მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ცუდად გამოიყურება

- მართალია_ განაგრძო ჩანიოლმა_ იმედია ისეთი არაფერია რაც ჩვენს გეგმის სისრულეში მოყვანას შეუშლის ხელს

- ვიმედოვნებ_ დაასრულა წინადადება იუნგიმ.

   რამდენიმე წუთის შემდეგ მათ ჰოსოკი მიუახლოვდა, რომელსაც სახეზე აშკარა ბრაზი აღბეჭდვოდა.

- ბატონებო, ახლა რასაც შეგატყობინებთ ნამდვილად არ მოგეწონებათ_თქვა პროფესორმა ბრაზნარევი ხმით

- რამოხდა პროფესორო, ნუთუ შეშვებაზე აქვთ პრობლემა_ თქვა ანერვიულებული ხმით ჯონგინმა.

- არა, ბატონო კიმ, უფრო ცუდი რამ მოხდა_ ჰოსოკი იქვე ახლოს მდგარ სავარძელში მოთავსდა და საუბარი განაგრძო_ ჩვენი ბატონი დრაკულა...
აქ არ არის

- მოიცადეთ ეგ როგორ? ჩვენ ხომ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ამ სასტუმროში გაჩერდა?_ თქვა გაურკვევლობაში მყოფმა იუნგიმ._ თან, როგორც ვიცით დაცვის რამდენიმე წევრის ინფორმაციით, მას აასტუმრო არ დაუტოვებია.

- მართალი ხართ ბატონო მინ,_ განაგრძო პროფესორმა_ მაგრამ როდესაც, ვიკითხე თუ რა საქმით იყო ის ამჟამად დაკავებული, ვითომ მისი ერთ ერთი ადვოკატთაგანი, მომსახურე პერსონალმა მითხრა, რომ ის ამჟამად სასტუმროში არ იმყოფებაო. ჯერ რაღა თქმა უნდა ეს მისი მორიგი ბლეფი მეგონა, თუმცა როდესაც ინფორმაცია გადავამოწმე მართალი აღმოჩნდა. დაცვის ერთ ერთ წევრს, რომელიც სასტუმროს უკანა კართან იდგა, დაუნახავს გრაფი, რომელიც ეტლით ქალაქ გარეთ გასვლას აპირებდა.

- ალბათ ის ფაქტი, რომ მან ჩვენი გეგმის შესახებ გაიგო უნდა გამოვრიცხოთ ხომ?_ აღელვება დაეტყო ხმაში ნამჯუნს.

- შეუძლებელია_ ჩაერთო საუბარში ჯონგინი_ ამ გეგმის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, არანაირი მტკიცებულა არ არის იმისა, რომ ჩვენმა გეგმამ გაჟონა.

  რამდენიმე წამი ყველა დუმდა. ყველა ფიქრობდა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გრაფის ასეთი უჩვეულო გაუჩინარების მიზეზი.
  პროფესორი რამდენიმე წამი ჩაფიქრდა, მაგრამ უეცრად სახეზე შეშფოთება აღებეჭდა.

- მეგობრებო, შემახსენეთ დღეს რა რიცხვია?

- 25 სექტემბერი პროფესორო, რამოხდა? _ იკითხა გაკვირვებულმა ნამჯუნმა.

   ჰოსოკმა ორივე ხელი თმებში შეიცურა. თითქოს უეცრად გაგიჟდაო. ყველა გაკვირვებული შეჰყურებდა და ვერ გაეგოთ რახდებოდა.

- ჰოსოკ რამოხდა, შეგიძლია აგვიხსნა რა ხდება? _ თითქოსდა ბრაზნარევი ხმით განაგრძო საუბარი ჩანიოლმა.

პროფესორმა თავი წამოწია და შეშინებილი, მაგრამ ამავდროულად გაბრაზებული მზერით შეხედა მათ.

- ჯონგუკი... ის მარტოა კიმების სასახლეში?

  იქვე მყოფმა საზოგოგადოებამ ერთმანეთს გაკვირვებული მზერით გადახედეს. მაგრამ როდესაც ჰოსოკმა ჯონგუკის სახელი ახსენა, იუნგის ნერვიულობა აღებეჭდა სახეზე.

- დიახ, როგორც ვიცი როდესაც წამოვედით, მასთან არავინ დაგვიტოვებია. თუმცა იმედი გქონდეთ პროფესორო, რომ უსაფრთხოდაა, რადგან შეუძლებელია ჩემს სახლში შეღწევა თუ ის შიგნიდან არ გააღებს საკეტებს._ განაგრძო ნამჯუნმა.

   შეიძლება ის მართალს ამბობდა, და იქ მყოფნი ამ ამბის მოსმენის შემდეგ მშვიდად იყვნენ, თუმცა მხოლოდ ჰოსოკმა იცოდა თუ რაშიც იყო საქმე.

- ნეტავ მას საკეტები აკავებდეს...

   ამის თქმის შემდეგ, ყველა მიხვდა თუ რასაც გულისხმობდა პროფესორი, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ ბრდავდა აღიარებას.

- ძველად დადიოდა ასეთი ლეგენდა _ განაგრძო ჰოსოკმა_ თუ სისხლის მწოველი არსება მსხვერპლს, 25 სექტემბერს, ღამით სავსე მთვარეობისას უკბენდა, ამით მას თავის მეწყვილედ მონიშნავდა, და უსასრულო ცხოვრებით იცხოვრებდნენ ერთად. მას დაავიწყდებოდა წარსული... ახლო ნათესავები, საყვარელი ადამიანები... ერთადერთი რაც დარჩებოდა ეს მისი სახელი და გვარი იქნებოდა. ისინი მანამ იცოცხლებდნენ სანამ ვამპირად მოქცეული ადამიანი არ მოკვდებოდა.
  დღემდე ეს ყველაფერი ლეგენდად რჩებოდა, რადგან არავის ჰქონდა მტკიცებულება და ფაქტები იმისა, რომ დრაკულას სისხლით მეწყვილე ჰყავდა...._ რამდენიმე წამი დადუმდა შემდეგ კი განაგრძო_ სისხლით მეწყვილეობა ეს ვამპირებისათვის, ერთმანეთისთვის თავგანწირვას ნიშნავს. რადაგან როდესაც ისინი სისხლით უკავშირდებიან ერთმანეთს, ისინი ფაქტიურად ერთად განიცდიან ტკივილს, სიხარულს... და იმ შემთხვევაში თუ ვინმე ერთ ერთ მათგანს მოკლავდა
ზუსტად იმავე სიკვდილით მოკვდებოდა მეწყვილე.
   იმედი მაქვს ეს ყველაფერი ისევ ლეგენდად დარჩება, და ჩემი ფიქრები მხოლოდ ფიქრებად...

  ამ ისტორიამ ყველა ძალიან შეაშფოთა, განსაკუთრებით კი იუნგი, რომელსაც ნერვიულობისაგან სახეზე ფერი დაჰკარგვოდა.

- პროფესორო_ ჯონგინმა ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო_  იმედია ამით იმის თქმას არ აპირებთ, რომ....

   ჰოსოკმა თავი მაღლა წამოსწია და მზერა ჯონგინს გაუთანაბრა.

- დიახ ბატონო კიმ... დღეს 25 სექტემბერს, სავსე მთვარეობისას... თუ დროულად ვერ მივუსწრებთ, დრაკულა ჯონგუკს, თავის მეწყვილედ აქცევს.

- კი მაგრამ საიდან გვაქვს, მტკიცებულება იმისა, რომ მან ნამდვილად ჯონგუკი აირჩია მეწყვლედ და არა სხვა?_ იმედიანი ხმით დასვა კითხვა ნამჯუნმა.

- იქედან, რომ მისი მეორე ,, მსხვერპლი,, ჯინის შემდეგ, ჯონგუკი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, დრაკულა არა მის მოკლვას, არამედ მეწყვილედ გახდომას უპირებს. ამის მტკიცებულება კიარის ჯონგუკის ლავიწზე არსებული შავი ლაქა, როდესაც მაშინ შევამჩნიე, როდესაც კარფაქსში ვაპირებდით წასვლას.

- კი მაგრამ მაშინვე რატომ არ თქვით, რისი ნიშანიც იყო ეს?!_ უკვე ძალიან გაბრაზებული ხმით წამოიყვირა იუნგიმ._ ეს ყველაფერი თავიდანვე, რომ გვცოდნოდა აქამდე არ მივიდოდით და ჯონგუკიც უსაბრთხოდ იქნებოდა!

   იუნგისთან ნამჯუნი მივიდა, ანიშნებდა დამშვიდებულიყო.

- ახლა ასე უბრალოდ ყოფნა და კამათი ვერ დაგვეხმარება._ ჩაერთო ნამჯუნი._ ჯობია სწრაფად წავიდეთ, და მანამ მივუსწროთ სანამ პროფესორის სიტყვები არ გამართლებულა.

- მოიცადეთ_ უეცრად ფეხზე წამოდგა ჰოსოკი_ ახლა ჩვენ არა ნამჯუნის არამედ დრაკულას სასახლეში წავალთ. ვიცი, იქ წაიყვანდა ჯონგუკს.

- ჯერ საერთოდ არც კი ვიცით, ჯონგუკის მდგომარეობა. შეიძლება არც კი მისულა ჯერ მასთან?_ თქვა ჩანიოლმა.

- მაშინ უმჯობესია გავიყოთ_ განაგრძო პროფესორმა._ მე და ჯონგინი კარფაქსი წავალთ. დანარჩენები კი ნამჯუნს გაჰყევით.

- კარგი. ჯობია საქმეს ახლავე მივხედოთ_ ფეხზე წამოდგა ჯონგინი. და მასთან ერთად დანარჩენებიც. როგორც პროფესორმა თქვა ყველა მის მითითებას მიჰყვა.

კარფაქსი(დრაკულას ციხე-სიმაგრე)

- ნეტავ იცოდე რამდენი წელი ველოდი ამ დღეს_ საწოლზე, მძინარე სხეულს ლოყაზე რბილად ჩამოატარა ხელი ვამპირმა. შუბლზე ჩამოყრილი თმა ბრთხილად გადაუწია უკან, თითქოს ეშინოდა, ერთი ზედმეტი შეხებით მისთვის რაიმე არ დაეშავებინა._ ახლა კი როდესაც საბოლოოდ ჩემს ხელში ხარ, ვერავინ და ვერაფერი შეძლებს შენი თავის წართმევას._  სხეულთან ახლოს დაიხარა და შუბლზე ეამბორა.
  ასეთ შეხებაზე სხეული ოდნავ შეიშმუშნა და თვალები გაახილა. როდესაც მას ზემოთ დაინახა ორი იასამნისფერი თვალი, რომლებიც მას დასცქეროდნენ, უეცრად შეკრთა, თუმცა ზედმეტი მოქმედებები არ გაუკეთებია.
   ვამპირმა ისევ წაიღო ხელი მისი სახისკენ, თუმცა შეყოყმანდა როდესაც დაინახა შიშისგან მოცახცახე სხეული. მასთან ახლოს, საწოლის გვერდით მუხლებზე დაემხო, რამდენიმე წამი ერთმანეთს შეჰყურებდნენ თვალებში. შემდეგ კი როდესაც ჯონგუკი ოდნავ დამშვიდდა, ვამპირი მისკენ გადაიხარა და სხეული გულში ჩაიკრო.

   ჯონგუკს მის შეხებაზე ისევ დაუარა შიშის ჟრუანტელმა. ვერ გაეგო ვამპირის ასეთი საქციელი რას მოასწავებდა.
   დრაკულას ისე ჰყავდა მკლავებში მომწყვდეული სხეული, რომ მიხვდებოდით, ის არასდორს არავის დაუთმობდა მის თავს.
   რამდენიმე წუთის შემდეგ, სხეულისგან ოდნავ გამოიწია, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა

- ერთადერთი ვისაც ეკუთვნი ეს მე ვარ.

   ჯონგუკს მოსმენილისგან თვალები გაუფართოვდა. როგორ შეიძლება უწოდო ადამიანს შენი საკუთრება როდესაც მას უკვე ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი.

- არა... შეგიძლია მომკლა. სისხლი ბოლო წვეთამდე გამომწოვო, თუმცა შენი საკუთრება არასოდეს გავხდები! ბატონო გრაფ დრაკულა!

  გრაფმა მის ნათქვამზე ოდნავ ჩაიღიმა. და ჯონგუკს სახე გაუსწორა.

- შეგიძლია დღეიდან შეწყვიტო ჩემთვის გრაფი დრაკულას დაძახება, რადგან როგორც ნორმალურ ,,ადამიანს" მეც სახელი მაქვს ქუქ._ ისევ ჩაღიმება.

  ბიჭმა თითქოს და ვერ გაიგო გრაფის ნათქვამი და ჩუმად, თავისთვის ჩიაჩურჩულა-" სახელი?"_ თუმცა ვანპირის ყურებს მაინც მისწვდა მისი ნათქვამი.

- დიახ, სახელი. ისეთივე როგორიც შენ გაქვს ჯონქუქ_ სხეულთან ახლოს დაიხარა_ აქამდე გეგონა, რომ ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი გრაფი დრაკულა იყო?_ჩაღიმება._ პატარა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი, მაგრამ არაუშავს წინ მთელი უსასრულობა გვაქვს ასე,რომ თანდათან ყველაფერს ისწავლი._ გრაფი ხედავდა, მის წინაშე არსებული სხრულის თვალებში ჩამდგარ შიშს, და გაურკვევლობას. საწოლიდან წამოდგა და გასასვლელისაკენ გაეშურა. სანამ გავიდოდა, ქუქისკენ შემობრუნდა, ოდნავ გაუღიმა და უთხრა

- თეჰიონი... კიმ თეჰიონი_ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო, მაგრამ ამჯერად უფრო სერიოზული ტონით_ სრულ დაბინდებამდე ცოტაღა დარჩა. 10 წუთში შენთან შემოვლენ, რომ მომზადებაში დაგეხმარონ. იმედი მაქვს ორჯერ არ დამჭირდება ერთი და იმავეს განმეორება_ ეს ღა თქვა და ოთახის კარები გაიხურა.

   ჯონგუკს კი გული შიშისაგან გამალებით უცემდა. ჯერ ბოლომდე გარკვეულიც კი არ იყო თუ რახდებოდა. ან რას გულისხმობდა დრაკულა მომზადებაში.
ძალიან ბევრი კითხვა უტრიალებდა თავში, თუმცა პასუხის გაცემა ვერცერთი მათქგანისთვის შეძლო.
   რამდენიმე წუთიანი უშედეგო ფიქრის შემდეგ საწოლიდან წამოდგა, და ფანჯრისკენ აიღო გეზი, რომელიც თითქმის ნახევარ კედელს იკავებდა.
  როდესაც გადაიხედა ნორმალურად, ვერაფრის დანახვა ვერ შეძლო, ირგვლივ ყველაფერი ნისლს მოეცვა. თუმცა კარგი დაკვირვების შემდეგ ეცნო შენობა, რომელშიც ახლა იმყოფებოდა. ეს ის ციხე კოშკი იყო, სადაც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ.
  ამის გააზრების შემდეგ, კი უფრო მეტად დაუარა სხეულში შიშის ჟრუანტელმა.

   მაგრამ უეცრად ფიქრებიდან ჯონგუკი, კარზე კაკუნისა და გაღების ხმამ გამოიყვანა. საიდანაც ოთახში 4 ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, რომელთაც მოსამსახურის ფორმები ეცვათ.
   ერთ ერთი მათგანი მასთან ახლოს მივიდა

- ბატონო ჯონქუქ, გთხოვთ აქეთ მობრძანდეთ_ გზა დიდი კარადისკენ უჩვენა.

- კი, მაგრამ მე არ მსურს.._ ხმაში მღელვარება და ბრაზი დაეტყო.

- გთხოვთ ბატონო ჯონქუქ, თქვენ მას არ იცნობთ როგორია და რისი გაკეთება შეუძლია... გთხოვთ უბრალოდ მას დაემორჩილოთ_ მოსამსახურე შეშინებული და ასევე ნერვიული ხმით საუბრობდა.

- ვიცი როგორი ურჩხულიცაა, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებ მოვიქცე ისე როგორც მას სურს... მე არ დავთმობ ჩემს ოჯახს... და მას არ დავემორჩილები!_ დაიწყო ყვილი მან.

   მის წინ მდგომი მოსამსახურეები შიშისგან კანკალებდნენ, რადგან ჯონქუქმა არ იცოდა, რომ მის ზურგს უკან ვამპირი იდგა, და ყველა მისი ნათქვამი მოისმინა. თეჰიონის ერთი ხელის აწევაც საკმარისი იყო, ყველამ ოთახი დატოვა. ჯონქუქი კი ისევ იმ მდგომარეობაში იდგა, თითქოს და არც კი აპირებდა შებრუნებას.

- ესეიგი ურჩხული ვარ არა😈_ აი ამ ხმის გაგონებაც კი საკმარისი იყო, რომ ჯონქუქი უმალვე შებრუნდა მისკენ._ როგორც ვხედავ მშვიდი ნათქვამი არ ჭრის... ჰმმ რას ვიზამთ, უკვე დადგა სავსემთვარეობა, და როგორც ჩამს ყველაფრის გაკეთება ჩემით მომიწევს😈_ესღა თქვა და უმალ აღმოჩნდა ჯონქუქის პირისპირ.

_________________________

კარფაქსში, დრაკულას სასახლესთან მისულ პროფესორსა და ჯონგინს, უჩვეულო სიმშვიდე დახვდათ.
  რადგან როგორც წესი, ჰოსოკის თქმით ამ დღეს, დრაკულას სასახლესთან უამრავი მტაცებელი ცხოველი იყრის თავს, რომ ხელი შეუშალოთ მათ, ვინც სასახლეში შესვლას გადაწყვეტს.
მაგრამ ახლა, იქაურობა ისე გამოიყურებოდა თითქოს და მათი ბოლო ვიზიტის შემდეგ, არც ერთ სულიერს არ დაუდგამს ფეხი.

- პროფესორო, დანამდვილებით იცით, რომ აქ იმყოფებიან? ძალიან მშვიდ ადგილს ჰგავს აქაურობა._ დაიწყო საუბარი ჯონგინმა._ პირადად მე მეეჭვება აქ საერთოდ ვინმე იყოს.

  პროფესორმა ჩაფიქრებული სახით დაუწყო თვალიერება სასაკლის კარმიდამოს.

- უკვე დანამდვილებითაც კი აღარ შემიძლია რაიმეს თქმა, ბატონო ჯონგინ_ განაგრძო ჰოსოკმა._ თუმცა უმჯობესია, რახან აქ ვართ ყველაფერი გულდასმით შევამოწმოთ. რატომღაც გული ცუდს მიგრძნობს და ძალიან არ მინდა ის მოხდეს რასაც ვფიქრობ.

  ჯონგინს აღარ უკითხავს რა ხდებოდა, თუ რა საბრთხე ელოდათ წინ. ისიც კი არ სურდა, გამართლებულიყო პროფესორის სიტყვები, რაც დღევანდელ დაბინდებაზე ისაუბრა.

- კარგი... ჯობია გზა განვაგრძოთ._ ესღა თქვა ჰოსოკმა და გზა დრაკულას სასახლისაკენ აიღო. ჯონგინიც მას გაჰყვა.

ნამჯუნის(კიმების)
სასახლე.

ნამჯუნის სასახლესთან მისულნი, უშედეგოდ ცდილობდნენ შიგნით შესვლას. რადგან როგორც სასახლის მეპატრონემ აღნიშნა, თუ შიგნიდან არ გააღებს ვინმე კარებს, გარედან შესვლა შეუძლებელია.
   ბევრი ცდის შემდეგ, კარის მეორე მხრიდან, ნაბიჯების ხმა მოისმა. ამ დროს კი ყველას, ჰქონდა იმედი, რომ ეს ჯონგუკი იქნებოდა. თუმცა იმედები მალევე გაუცრუვდათ, როდესაც კარს იქეთ მდგომი, ერთ ერთი მსახურის წევრი დაინახეს.

- ბატონო ნამჯუნ, რახდება? ასეთ დროს აქ რას აკეთებთ?_ დაიწყო საუბარი მოსამსახურემ.

- ჯონგუკის შესამოწმებლად მოვედით_ განაგრძო იუნგიმ.

- ბატონი ჯონქუქის?_ გაკვირვებული სახით დაიწყო საუბარი მოსამსახურემ._ მას რაიმე სჭირს?

- მოიცადეთ_ საუბარში ჩაერთო ნამჯუნი_ ანუ ის აქ არის? თავის ოთახში? არსად წასულა?

   ყველა მათგანმა ყურადღება მოსამსახურე პერსონალ ქალს მიაბყრეს.

- დიახ ბატონო, თავის ოთახშია, არსად წასულა. კარებიდან, რომ გასულიყო ხმას გავიგებდი, ან თუნდაც თავისი ოთახიდან, რომ გამოსულიყო. _ განაგრძო ქალმა.

   მაგრამ რატომღაც ამის გაგება დიდად არ გახარებიათ იქ მყოფთ.
რადგან ყველას გაახსენდა პროფესორის ნათქვამი ,,ნეტავ მას საკეტები აკავებდეს...,,
 
- იუნგი ჯობია მის ოთახში ავიდეთ და შევამოწმოთ, ნამდვილად იქ არის თუ
საუბედუროდ პროფესორი მართალი აღმოჩნდა..._ ყველა ხვდებოდა თუ რასაც გულისხმობდა ჩანიოლი. ამიტომ ყველა ჯონქუქის ოთახისკენ გაეშურნენ. მაგრამ ოთახში შესულებს, განსაკუთრებით კი იუნგის , შიშისგან და ნერვიულობისგან ადგილზევე გაშეშდა.

- დავაგვიანეთ..._ თქვა ნამჯუნმა. რადგან ოთახში შესულებს, იქაურობა ცარიელი ხოლო ფანჯარა ღია დახვდათ.


კარფაქსი
დრაკულას სასახლე

ჯონგინი და პროფესორი გულდასმით ამოწმებდნენ, სასახლის თითოეულ კუთხე კუნჭულს. თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვნეს.
  მაგრამ უეცრად მათი ყურადღება ფეხის ნაბიჯის ხმამ მიიქცია, რომელიც კიბეებიდან მოდიოდა.
   თუმცა ხმა მალევე შეწყდა, რაც უცნაურად მოეჩვენა ორივეს. მაგრამ მალევე გაგრძელდა, თუმცა ამჯერად მათ ზურგსუკან.

- პროფესორო თქვენს ვიზიტს ნამდვილად არ ველოდი ჩემს სასახლეში_ გაისმა მათ უკან დრაკულას ხმა.

  ჯონგინს შიშის ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში, თუმცა ჰოსოკს პირიქით, წარბიც კი არ შეხრია.

- ჯონგუკი შენ გყავს არა_ განაგრძო პროფესორმა_ ახლავე გვითხარი სად არის!

- ნწ ნწ ნწ, როგორც ვხედავ ძალიან გამბედავი ყოფილხართ პროფესორო, მაგრამ ვშიშობ იმედები უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ,_ დრაკულა მათკენ ახლოს დაიხარა_ დაგაგვიანდათ.

  ყველაფერი მოესმინა ოღონდ ეს არ ყოფილიყო, იმედდებოდა პროფესორი. თუმცა ფიქრებიდან ისევ დრაკულამ გამოიყვანა.

- იქნებ თქვენი თვალით გენახათ, თქვენი საყვარელი ჯონქუქი. იმედი ჰქონდა, რომ მისი საყვარელი საქმრო და თქვენ მოხვიდოდით და გადაარჩენდით, ეჰჰ როგორ შეცდა_ განაგრძო ჩაღიმებით საუბარი დრაკულამ. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ვამპირის უკან, თითქოს და უეცრად ვიღაც გაჩნდა, მაგრამ ვერ შეძლეს დროებით სახის დანახვა, მანამდე სანამ დრაკულა, ერთი ნაბიჯით გვერდით არ გადადგა.
_ პატარავ, ნახე სტუმრები გვყავს😈

  
     პროფესორსა და ჯონგინს დანახულისაგან თვალები გაუფართოვდათ. ეს ყველაფერი თითქოს და რეალურად არც კი ხდებოდა.
  
   რადგან მათ წინაშე, არა ძველი, სიცოცხლით სასვე ჯონგუკი, არამედ
მკვდარივით თეთრი, თითქოსდა უსულო არსება იდგა. მას აღარც კი შერჩენოდა ძველი იერი. არაფრისმთქმელი თვალებით შეჰყურებდა ორივეს ჯონქუქი.

მათ ვერ შეძლეს... ის უკვე ისეთივე ურჩხული გახდა, როგორიც გრაფი დრაკულაა.

არავინ ელოდა ყველაფრის ასე მალე დასრულებას.

არავინ ელოდა ჯონქუქის ასეთ მდგომარეობაში ნახვას.

პროფესორმა უიმედო თვალებით გახედა გვერდით მყოფს და თქვა _ დავაგვიანეთ...

The and...

__________________________

არ მჯერა ხალხოოოო დამთავრდაა🥺🤧🤧🤧 ესეც ბოლო თავიი🤧

მიყვარხართ ყველა ვინც ბოლომდე მოყევით ამ ფიკს და წაიკითხეთ🤧🥺

იმედიაა არ გაგიცრუათ გული დასასრულმა🥺 და მოგეწონათ🤧🤧

აუცილებლად კომენტარები დაწერეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ🥺

სხვა ფიკებიდან განსხვავებით ჩემთვის ეს ცოტათი მარტივი საწერი აღმოჩნდა❤ რადგან წიგნის მიხედვით იწერებოდა, თუმცა არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ დასასრული შეცვლილია😁 იყო მიზეზები რატომაც შევცვალე🥺❤ რადგან წიგნის მიხედვით თეჰიონი უნდა მომკვდარიყო და საბოლოოს იუნგი და ჯონგუკი რჩებოდა ერთად🤧 ამიტომ როგორც დრამის არამოყვარულმა ავტორმა ცოტათი კარგი დასარული (იმედია🥺) გამოვიდა საბოლოოდ🤧❤

და ბოლოს კინაღამ დამავიწყდა😁 რათქმაუნდა ეს ფიკი აქ არ სრულდება...😌❤🤧 აქვს მეორე ნაწილი რომელსაც ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით როდის დავწერ🤧😅

საბოლოოდ კიდე❤ მიყვარხართ ყველააააა🥺🥺🥺🤧🤧🤧

 

29 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!