17 სექტემბერი, მეშვიდე დღე...
ჯინის გარდაცვალებიდან ექვსი, ხოლო დაკრძალვიდან სამი დღე გავიდა. ის ლონდონში, კიმების საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს.
ექვსეული - ჰოსოკი, ჩანიოლი, ნამჯუნი, ჯონგინი, იუნგი და გუკი - კიმის ლონდონის სახლში, ჰოსოკის განაკრგულებების მოსასმენად შეიკრიბა. ტრაგედიის შემდგომ, როცა პირვრლმა შოკმა უკვე ცოტათი გადაიარა, ჰოსოკმა მათ სთხოვა, ამ სულთა მტაცებლის - გრაფი დრაკულას დასამარცხებლად გამართულ ბრძოლაში დახმარებოდნენ. დამსწრეთა შორის არც ერთს იოტისოდენა ყოყმანიც კი არ ეტყობოდა.
ჯეონ ჰოსოკმა თვალი მოავლო მაგიდას, რომელსაც ისინი სავახშმოდ მისხდომოდნენ, და ამ ღირსეული საკრებულოს ცქერით, კმაყოფილმა, თავი დაუკრა.
-" დასაწყისი ბევრი თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე იქნება, - თქვა მან და ნამჯუნს მიაბყრო მზერა. - ხვალინდელი ღამე მეშვიდეა ჩვენი ძვირფასი ჯინის გარდაცვალებიდან. თუ ის, როგორც ვვარაუდობ, ეშმაკისეული სენითაა შეპყრობილი, სწორედ მეშვიდე ღამეს გაცოცხლდება და უკვდავთა რიგს შეუერთდება".
კიმს ტუჩები აუტოკდა. აშკარა იყო, რომ ძალზე უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება. ჯონგინმა ხელი მხარზე დაადო.
-" გამაგრდი, მეგობარო", - ჩასჩურჩულა ამერიკელმა.
-" ოთხი ჩვენგანი ჩავა აკლდამაში, სადაც ჯინია დასვენებული", - განაგრძო ჰოსოკმა.
-" ოთხი?"- იკითხა იუნგიმ.
-" მეგობარო, - მიმართა მას პროფესორმა, - მტკიცე ნებისყოფის პატრონი ხართ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოსულხართ კოშკში თქვენს თავს დამტყდარი განცდის ტყვეობიდან".
იუნგიმ თვალი თვალში გაუსწორა.
-" ხუთნი წავალთ, პროფესორო, - მშვიდი და მტკიცე ტონით თქვა მან. - ამ ბრძოლის ჩემი ნაწილი ჯერჯერობით არ დასრულებულა".
ჰოსოკს ხმა არ ამოუღია და მხოლოდ მისთვის ჩვეული თავის დაკვრით უაპსუხა. შემდეგ თქვა:
-" დაე, ასე იყოს. ხუთეული. ბატონებო, თითოეულმა თქვენგანმა თან უნდა იქონიოს იარაღი - რევოლვერი, შაშხანა, - რასაც თავად აირჩევთ. ვინც მენდობა, მან ჯვარი უნდა ატაროს ან ნაკურთხი წყალი იპკუროს. რაც შეეხება მეცნიერებს... - და მან ღიმილით გახედა პაკ ჩანიოლს. - მათ ნივრის სუნს უნდა შეეგუონ!"
-" კარფაქსიდან რა ისმის, პროფესორო? - ჰკითხა ჯონგინმა. - იქ ჩასვლისას თქვენ და ჩანიოლს ჩვენთვის სასარგებლო რაიმე ხომ არ შეგიტყვიათ?"
-" ვშიშობ, რომ არა, - უოასუხა პროფესორმა. - კარფაქსი ცარიელი დაგვხვდა. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ ნაკურთხი წყალი ვაპკურე გრაფის თითოეულ ყუთს, რომელსაც მივაგენი. ამ ყუთებდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია - ვამპირისთვის აუცულებელია, სადმე თავი შეიფაროს დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დასვენებასა და ძალების მოკრებას ვერ მოახერხებს. სულ ორმოცდაათი იყო გაგზავნილი, ბევრი გავანადგურეთ და, ჩვენი ანგარიშით, სულ ეავსზე მეტი არ უნდა დარჩენილიყო. სახლს ვუთვალთვალებდი და ვიცით, რომ ეტლი - რომელშიც უეჭველია, გრაფი იჯდა - სამი დღის წინ შევიდა ეზოში. კარფაქსში შეღწევის ნებისმიერი მცდელობა ახლა სრული სისულელე იქნება. ჩვენი ექიმი მოგიყვებათ, თუ რას წააწყდა ფსიქიატრიულ კლინიკაში - მაგრამ მსგავსი ამბავი მხოლოდ დანაყრებულზე და ჭიქა ვისკისთან ერთად შეიძლება მოისმინო".
ბოლო სიტყვების წარმოთქმისას, ჰოსოკს თვალში ჭინკები აუთამაშდა და გვერდით მდგომი პატარა მაგიდისკენ გადაიხარა, რომელზეც სასმლით სავსე გრაფინი იყო შემოდგმული.
დანაყრების შემდეგ ყველანი ექიმის მოსასმენად მოემზადნენ. ჩანიოლმა თვალები მილულა და მინჰოსთან კვირის დასაწყისში შემდგარი საზარელი შეხვედრის შესახებ თხრობა დაიწყო.
