20 страница1 мая 2026, 20:01

11 სექტემბერი, წყვდიადის მგელი...

   შემდგომი დღეების განმავლობაში ჯინს მუდმივად ადევნებდნენ თვალყურს. მისი მდგომარეობა კვირის განმავლობაში არ გაუარესებულა, თუმცა არც გაუმჯობესებულა. იგი ფერმკრთალი და კატის კნუტივით უსუსური იყო, დროდადრო ციებიანივით აკანკალებდა. უძილო ღამეებმა ისინიც დაასუსტა, ვინც  ჯინის საწოლთან სავარძელში მჯდომი თვლემდნენ, მოძალებულ რულს ებრძოდნენ და გამორკვეულნი, დარწმუნდებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
   ჰოსოკი განაგრძობდა განოძიებას, სხვადასხვა მისამართით დეოეშებს აგზავნიდაზ რათა ახალი ინფორმაცია მოეპოვებინა. მისი ერთადერთი წარმატება იმ ტვირთის გადამზიდავის მიგნება იყო, რომელსაც უიტბის ყურემდე მისი ჩატანა ევალებოდა. სავარაუდო იყო, რომ იდუმალი ყუთები დრაკულას ახალ, ლონდონურ სასახლეში - კარფაქსში იყო გადატანილი. მოგვიანებით ჰოსოკმა ისიც გაარკვია, რომ  კიდევ სამი, უფრო მომცრო ყუთს დრაკულას კოშკიდან კარფაქსამდე ჯერ მატარებლით, მერე კი ეტლით ეზიდებოდნენ და ისინი ორიოდ დღეში უნდა მიეტანათ დანიშნულების ადგილამდე.
   ჩამოსვლიდან რვა დღის შემდეგ ჰოსოკმა გადაწყვიტა, ჩანიოლთან ერთად, მცირე ხნით ლონდონში დაბრუნებულიყო. ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩანიოლის მოკავშირის მეშვეობით, მათ კარფაქსში შეღწევა უნდა მოეხერხებინათ, დაცდილიყვნენ, და ბოლოს ჩატანილუ სამი ყუთის შიგთავსი ენახათ.
   ჰოსოკს ამ გადაწყვეტილების მიღება ლამის სანანებელი გაუხდა.

   იმ ღამეს, როცა ჰოსოკი გაემგზავრა, დაქანცული კიმ ნამჯუნი მეუღლის საწოლთან მოთავსდა. ერთი საათის შემდეგ ის ჯინის ახალჩამოსულმა დედამ გააღვიძა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ნორმალურად უნდა დაესვენა, ჯინის გვერდით კი თავად დარჩებოდა. კიმი - ან თუნდაც ჯონგიჯი მართლაც, წაქცევის პირას რომ არ ყოფილიყვნენ მისული, ასეთ რისკზე არ წავიდოდნენ.
   ისინი ღრმა ძილს მიეცნენ და არ გაუგონიათ მისის ჰიუნას ფუსფუსი და აღშფოთებული ბუტბუტი : "ამ ჩერჩეტი კაცისა და სუნიანი მცენარის" შესახებ, რომელმაც მიმოფანტული ნიორი აიღო და საგულდაგულოდ ჩარაზული დარაბებიცა და ფანჯარაც, "სუფთა ჰაერის შემოსაშვებად", ფართოდ გამოაღო. ბუნებრივია, ისინი არც ფარფის აფრიალების მომსწრენი გამხდარან, როცა ქალი თავის სავარძელს დაუბრუნდა, და არც ფანჯრიდან ვეებერთელა მგლის შემოვარდნის, რომელმაც ჩუმად დაიღრინა... შეშინებულ ქალს სუნთქვა შეეკრა, როდესაც მასზე მიშტერებული, ავისმომასწავებელი იასამნისფერი თვალები დაინახა. მამაკაცებს არც დაგუდული ხმა გაუგონიათ, როცა ქალის უსულო სხეული სავარძელზე გადაესვენა. ცხადია, მათ ყურთასმენას ვერც იმის ხმა მისწვდა, რომელიც ჯინის კისრიდან მაქციის მიერ სისხლის გამოწოვას მოჰყვა. მხოლოდ მაძღარი მგლის აღტაცებული ყმუილი გაიგონეს. უცებ გამორკვეულები, გაშმაგებულები, თოფებით შეიარაღებულები, ისინი ოთახში შევარდნენ, მაგრამ მგელი ამ დროს უკვე სარკმელში გადიოდა და მათ მხოლოდ მბზინავ ბეწვსა და შავ ლაქად ქცეულ მის სილუეტს მოჰკრეს თვალი. ბაღში რომ გაიხედეს, იქიდან დამცინავი, ბოროტი ხარხარი შემოესმათ. ჯინი კი, თეთრი თაბაშირისგან გაკეთებული მშვენიერი ქანდაკებასავით გამოიყურებოდა. მას სახეზე შიში როდი აღბეჭდვოდა - კვლავაც მშვიდად მძინარეს ჰგავდა. მაგრამ მის ბაგეებს თბილი სუნთქვა აღარ ატოკებდა. ჯინი გაყინული იყო და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

20 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!