19 страница1 мая 2026, 20:01

ვამპირები...

   ჰოსოკი ისეთი ენერგიისა და შეუპოვარი ხასიათის პატრონი აღმოჩნდა, რომ ჩამოსვლიდან 24 საათში, იორკშირში კიმის სახლის ყველა მობინადრე მასპინძლად სწორედ მას აღიქვამდა და არა კიმ ნამჯუნს. მან ყველა ოთახი დაიარა, თითოეული კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ შეამოწმა და იმაზეც იზრუნა, რომ უსაფრთხორბასთან დაკავშირებით გაცემული მისი თითოეული მითითება ზედმიწევნით შესრულებულიყო.
   -" პროფესორო, - მიმართა ნამჯუნმა ხანმოკლე შესვენების დროს, - თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რისგან ვიცავთ თავს?"
   ჰოსოკი წამიერად დაფიქრდა, მერე კიმს თავი დაუკრა და სასტუმრო ოთახისკენ გაიყოლა. ჩანიოლი და კიმ ჯონგინიც იხმო და როცა ყველანი დასხდნენ, მტკიცე მზერა მოავლო.
   -" თითოეული თქვენგანი ახალგაზრდა და მამაცია, თავდაჯერებულიცა და უშიშარიც, - თქვა მან. - მეც გულადი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია".
   დანარჩენებმა ერთმანეთს გადახედეს - მათთვის უკვე აღარ იყო უცხო მსგავსი მოკლე ლექციები, რომლებიც ჯეონ ჰოსოკს სჩვეოდა.
   -" აჰა, თქვენ გეცინებათ, - ღიმილით თქვა მან და ხელის აწევით შეაჩერა დამსწრეთა მოსალოდნელი პროტესტი. - იქნებ ასეც უნდა იყოს. შესაძლოა, ჩემი შიში უბრალოდ ჩერჩეტი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, - ის წინ გადაიხარა, თითქოს რაღაც საიდუმლო უნდა გაემჟღავნებინა, და ჩურჩულით თქვა: - რასაც დედები ზღაპრებში გვიყვებოდნენ, იქიდან ყველაფერი ტყუილი როდია. მეცნიერების, ოროგრესის გზაზე მდგომი ჩვენი სამყარო მონსტრებისგან  ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა".
   -" მონსტრებისგან?"- გაიმეორა ჯონგინმა.
   -" დიახ, მონსტრებისგან - თავი დაუკრა ჰოსოკმა. - არსებებისგან, რომლებიც ბნელ ადგილებში დაძრწიან და მაშინ გვსტუმრობენ, როცა გვძინავს. მოჩვენებების თუ გჯერათ ბატონებო?"
   სამივე ახალგაზრდა ყოყმანობდა; მათგან პირველმა ჩანიოლმა უპასუხა.
   -" მსმენია მათ შესახებ იმგვარი წყაროებიდან, რომელთა ნდობაც, ვფიქრობ, შეიძლება, - თქვა ექიმმა, - მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვერც ერთ მაგალითს ვერ მივიყვან, რომელიც მსგავსი მოვლენის რეალურობას დაადასტურებდა".
   -" თქვენ ისინი არეული გონების წარმოსახვად მიგაჩნიათ?- ფეხზე მდგომი ჰოსოკი სამივეს ზემოდან დაჰყურებდა. - ჯენტლმენებო, გვერდზე გადადეთ სკეპტიციზმი. არსებობენ მოჩვენებები, მაქციები და არსებობენ ვამპირები. ნამდვილად არსებობენ, აქ, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და როცა გვძინავს, მაშინ მოდიან და გვითვალთვალებენ".
   ჰოსოკის ხმას თითქოს წინააღმდეგობით გამოწვეული აღელვება დაეტყო და მათრახის ტკაცუნივით აზრიალდა.
   -" ყური დამიგდეთ! - მიმართა მან დანსწრეთ. - მითხარით, რით აიხსნება ის, რომ სრულიად ჯანმრთელი ბიჭი სისხლისგან დაიცალა ყოველგვარი დაავადების რაიმე ნიშნის გარეშე? როგორ გაიღო შუაღამეზე ჩაკეტილი ფანჯარა, თუ აქ რაღაც უხილავი ძალის ხელი არ ურევია?"
   არავინ შეპასუხებია და სწორედ ამას მოელოდა, ამიტომ ცოტათი უფრო დარბილებული ხმით განაგრძო:
   -" ნამჯუნ- მიმართა კიმს და ნაღვლიანი მზერა მიაპყრო.
- შენი მეუღლე დასნეულებულია და სიკვდილს ებრძვის. მის გადასარჩენად, გაათმაგებული სიფხიზლე გვართებს. ის ვამპირის მსხვერპლია, რომელმაც მისი სისხლუთ ორჯერ მოიკლა წყურვილი.თუ კიდევ ერთხელ ჩაუვარდრბა ხელში, მოკვდება ან, უფრო უარესი - შეიძლება, მისნაირად - უკვდავ ვამპირად იქცეს".

19 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!