18 страница1 мая 2026, 20:01

იუნგის დღიური...

   როცა იუნგის ჩასთვლიმა, გუკი სავარძელში მოკალათდა და მისი დღიური გადაშალა. მას ხელები უცახცახებდა. იცოდა, რომ ნაწერი ააღელვებდა, შესაძლოა, ტკივილიც მიეყენებინა მისთვის, მაგრამ ამასთანავე, ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ აუცილებლად უნდა წაეკითხა, თუკი სურდა, ჩასწვდომოდა იუნგის სულიერ მდგომარეობას და იმ ბოროტების არს, რომლის პირისპირაც ისინი აღმოჩნდნენ.

《10 ივნისი》
გუშინ ჩამოვედი. ამ დილით გრაფმა სასაუზმოდ მიმიწვია. როგორხ წინა საღამოს, გრაფს არც არაფერი უჭამია და არც დაულევია. საუზმის შემდეგ მის კაბინეტში შევედით, რათა საქმეზე გვესაუბრა. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და გრაფმა კმაყოფილება გამოთქვა იმ შეთანხმებით, რომელიც ბინმა მისთვის მოამზადა.მიხაროდა, რომ პირველ დავამებას ასე იოლად გავართვი თავი.მით უფრო გაწბილებული დავრჩი, როცა გრაფმა მითხრა, რომ მას საბუთების სრულყოფილად შესასწავლად გარკვეული დრო სჭირდებოდა. მგონი, ამ უცნაურ ადგილას უფრო ხანგრძლივი სტუმრობა მომიწევს.

《12 ივნისი》
ამ დილით გამაოგნებელი შემთხვევა მოხდა.ჩვეულებისამებრ, სარკით ხელში პირს ვიპარსავდი და, როგორც ყოველთვის, ჩემს ძვირფას ქუქიზე ვფიქრობდი, როცა უკნიდან ხმა მომესმა. თურმე გრაფი ჩემს ოთახში უჩუმრად შემოსულიყო. " აქ ეს იკრძალება", - ჩაისისინა მან; შემოვბრუნდი და წამოვიყვირე - თან, მომეტებულად, რადგან მოულოდნელობით გაოგნებულს, უნებურად სამართებელი ამისხლტა და ნიკაპი გავიჭერი. სანამ გონს მოვიდოდი, გრაფმა ხელიდან სარკე გამომგლიჯა, მკვეთრი მოძრაობით ფანჯარა გამოაღო და გარეთ გადაუძახა.იმდენად შეძრული ვიყავი, ვერაფერი ვუპასუხე და გრაფის განრისხებული სახის შემყურემ, უნებლიეთ უკან დავიხიე.მერე პირსახოცს დავწვდი, რომ სისხლდენა შემეჩერებინა, მაგრამ გრაფი ჩემზე უფრო მკვირცხლი აღმოჩნდა: მისი ხელი ჭრილობას მისწვდა და თითით სისხლის წვეთი მომწმინდა, თან ეს ისე გააკეთა, თითქოს მზრუნველობას იჩენდა.მერე ფერმკრთალ ტუჩებზე ვარდისფერი ენა გადაისვა და ღრმად ამოიოხრა. აშკარა იყო - თავზე დიდი ძალდატანებით გასწია ხელი, მერე მედიდურად წელში გასწორდა და ხსმისამოუღებლად გავიდა.
წუთით ჩამოვჯექი და, გრაფის უჩვეულო საქციელით გაოგნებული და აკანკალებული,მომხდარის გააზრება ვცადე. ჯერ იმან გამაოცა, თუ როგორ შემოვიდა ჩემთვის შეუმჩნევლად - რატომ ვერ დავინახე? კარისკენ ზურგშექცევით ვიდექი და სარკეში მისი გამოსახულება ხმის გაგონებამდე კარგა ხნით ადრე უნდა შემემჩნია. ან კიდევ, რატომ მანამდე არ მომხვდა  თვალში ის ფაქტი, რომ სასახლეში არც ერთი სარკე არ შემხვედრია? უნდა გამოვტყდე - ნაფიქრალმა საკმაოდ შემაშფოთა.

《13 ივნისი》
წუხელ კოშკში უკვე მესამე ღამე გავატარე და ისიც უცნაურად დაიწყო, როგორც წინა ორი. ვისადილე გრაფთან ერთად, რომელსაც სტუმართმოყვარე მასპინძლის მანერები დაჰბრუნებოდა.
ვახშმის შემდგომ,როცა ჩემს ოთახამდე მიმაცილა,გონება ათასგვარი შიშითა და ეჭვით მქონდა დამძიმებული. ძილი არ მეკარებოდა, ისევე, როგორც ადრე, ხოლო გამაყრუებელი კაკაფონია, რომელიც დღისით სრულიად წყნარ კოშკში ღამღამობით ისმოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა.ლოგინში ვბორგავდი და ჩხუბის, კივილისა და გიჟური სიცილის ხმებში უეცრად სიმღერა გამოვარჩიე. ეს აქ მოსმენილი პირველი ჰარმონიული ხმა იყო, რომლისგანაც ჟრუანტელმა დამიარა. ამ მშვენიერ ჰანგებს დაძაბულმა მივაყურადე და ანგარიშმიუცემლად, ავდექი და გავუყევი დერეფანს, რათა გამეგო,თუ ვინ გამოსცემდა ამ საუცხოო ხმას.
მახსოვს მაღალი, ორფთიანი, თაღოვანი კარი, რომელიც მკვეთრი მოძრაობით შევაღე და შიგ შევიხედე. ჩემ წინ სამი მომღერალი ქალი იყო; ისინი,როგორც ერთი მთლიანი, ხმაშეწყობილად მღეროდნენ კრიალა, ჰაეროვანი ხმით. მახსოვს, როგორ მოვექეცი მათ მკლავებში - და იმდენად მომაჯადოებლი ძალა ჰქონდა მათ ჩახუტებას, რომ ჩემი ნებით დავმორჩილდი გარეგნულ მშვენიერებასაც და ჟრუანტელის მომგვრელ ხმასაც. ერთ-ერთი მათგანი, შავთმიანი ქალი სახეზე მეალერსებოდა და შუბლზე ხელს მისვამდა. დანარჩენები კი ხელს ხელზე მითათუნებდნენ და ტანსაცმელზე მებღაუჭებოდნენ. დაყვავებით მელაპარაკებოდნენ, დროდარო კი ერთმანეთში ხითხითებდნენ. მახსოვს, ერთ-ერთმა იკითხა: " გშიათ, დებო? ვჭამოთ?"
საფრთხე სრულიად დამავიწყდა და მახსოვს, როგორ გამიცრუვდა იმედი, როცა უეცრად, ხვევნა- ალერსისა და ნეტარების მორევში ჩაფლულმა, მჭახე, მკაცრი ხმა გავიგონე.
"შეწყვიტეთ! _ ბრძნა გრაფმა ( ნამვილად მისი ხმა იყო) _ როგორ ბედავთ ჩემს საქმეში ჩარევას?! მოშორდით აქედან!"
შავთმიანმა ქალმა ჩაისისინა და ძაღლის ეშვებივით არაბუნებრივად წაგრძელებული ზედა კბილები გამოაჩინა. წითური კატასავით კნაოდა და ბრჭყალებივით ბასრი და მოკაუჭებული ფრჩხილები გამოაჩინა.
"მეურჩებით? - დაიღრიალა გრაფმა. - დამეკარგეთ აქედან!"
მახსენდება საშინელი ფიგურის გაელვება, რომელსაც თვალები ანთებოდა, მოსასხამმოსხმულს ფართოდ გაეშალა მკლავები, რითაც გიგანტური ღამურას დამსგავსებოდა, პირი დაეღო და გაემოეჩინა უზარმაზარი ეშვები, რომლებიდანაც წითელი წებოვანი სითხე წვეთავდა.მეტი არაფერი მახსოვს;ამის შემდეგ მეხსიერებას შემორჩა დილა, როდესაც საკუთარი ოფლის მძაფრი სუნით გაჟღენთილ ზეწარზე მწოლიარემ გავიღვიძე.ოთახის კარი დაკეტილი იყო.

ყველაფერი ძლაზე ბუნდოვმად მახსოვს.დილა კვლავ იმდენად უშფოთველია, რომ მიჭირს, საკუთარ თვალებს დავუჯერო.ვლოცულობ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი ამ წყეულ ადგილს.

《18 ივნისი》
ჭკუიდან ხომ არ ვიშლები? წინა ღამეს სარკმელში გავიხედე და ნამდვილად დავინახე, როგორ გამოძვრა გრაფი ოთახის ფანჯრიდან და ციხე- კოშკის კედელზე ბუზივით როგორ გაცოცდა.ნეტავ რა რჯულის დემონია?

《27 ივნისი》
ყოველ დილით შეშინებული ვიღვიძებ. ფხიზლად მძინავს და ირგვლივ გამეფებული საშინელებები მესიზმრება. არ მასვენებს დაუბანელი სხეულის შეგრძნება, თითქოს მთელი ღამის განმავლობაში მასზე ბინძური არსებები დაცოცავდნენ. გამუდმებით გონებადაბინდული ვარ, თითქოს ტვინზე რაღაც თხელი საფარი მაქვს გადაკრული, ხოლო სისხლი ხან მეყონება, ხან მიდუღს, თითქოს რაღაც უცნობი ციებით ვარ შეპყრობილი.
დღები უშფოთველად მიედინება, მაგრამ როგორც ჩანს, ტუსაღად ვიქეცი. გრაფი იმის ღირსადაც არ მთვლის, რომ დამელაპარაკოს; ყველა გარე კარი ჩარაზულია. ღამით ჩემი ოთახის კარსაც კეტავენ, მაგრამ რომც არ ჩაკეტონ, დაღამებულზე ბნელ დერეფანში სიარულს ვერც გავბედავ, რადგდან შიშის ზარს მცემს ის, რაც კარს მიღმა ხდება.გრაფს შინ გასაგზავნი წერილები გადავეცი, თუმცა ვეჭვობ, ოდესმე მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე.

《5 ივლისი》
გრაფი წასულია და მე მარტო დავრჩი, ოდენ ღამეულ არსებებთან ერთად.აზროვნების უნარი თითქმის მთლიანად დაკარგული მაქვს - გონება ძრწოლისგან დამიჩლუნგდა. ინგლისში ცხოვრების დროინდელი მოგონებებიც დაიფანტა და გაუფერულდა; მათი ადგილი სისხლისა და ვნების ამსახველმა სურათებმა დაიკავა. ვშიშობ, ვიღუპები, ამიტომ ამ ჯოჯოხეთიდან თავდასაღწევად, რაღაც უკიდურესი, სარისკო ნაბიჯი უნდა გადავდგა. მხოლოდ გამბედაობა და ჩემს ძვირფას ქუქთან დაბრუნების იმედი, რომელიც ჩემში იშვიათი გამონათებების დროს კიაფობს, მიფარავს იმისგან, რომ საბოლოოდ არ შევიშალო ჭკუიდან.

《8 ივლისი》
ეს ამაღამ უნდა მოხდეს. ციებიანივით მაკანკალებს, გონებას კი ეჭვები მოსძალებია. ამაღამ აქაურობას დავტოვებ, ცოცხალი თუ მკვდარი - დანამდვილებით ვერ ვიტყვი.

იუნგის სავარძელში ეძინა, როცა გუკმა დღიურის კითხვა დაასრულა. ის გაუნძრევლად იჯდა და მეწყვილის სუნთქვას აყურადებდა.მას არ შესწევდა უნარი, სრულიად წაეშალა ის დაღი, რომელიც იუნგის თავს გადახდენილმა განსაცდელმა დაასვა, მაგრამ დაიფიცა, რომ ყველაფერს იღონებდა, რათა მსგავსი ტანჯვა მას აღარასოდეს გადაეტანა. აკი თქვა ჰოსოკმა - შენი სიყვარული იუნგის ფარად ექცევაო.

18 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!