17 страница1 мая 2026, 20:01

შესვენება და ძალების აღდგენა...

   უდიდესი დატვირთვის გადატანის მიუხედავად, იუნგის დაბრუნების დღესვე დაუღალავი ჰოსოკი და პაკი ღამის მატარებელში ჩასხდნენ და იორკშირში გასმგზავრნენ. გუკი იუნგისთან დატოვეს, რათა ძალების აღდგენაში დახმარებოდა, რაც მან დიდი სიხარულით იტვირთა. ჰოსოკის თქმით, ახლა იუნგის ყველაზე მეტად, სამი რამ სჭირდებოდა: ცხელი, ტკბილი ჩაი, ძილი და საყვარელი ადამიანის სითბო.
   გუკის მზრუნველობის წყალობით, იუნგი მალე ფერზეც მოვიდა და საგრძნლობლადაც აღიდგინა ძალები. პირველ დღეებში ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და გადატანილი განსაცდელის შეახებ არაფერს ჰყვებოდა. როგორც კი გუკი მის მოგზაურობაზე სიტყვას ჩამოაგდებდა, ან სასაუბრო თემას ცვლიდა, ან უბრალოდ, ცეცხლსა თუ ჭერს მიაშტერდებოდა. გუკი მოთმინებით აღიჭურვა - ჰოსოკს გაბრთხილებული ჰყავდა, რომ იუნგისგან ინფორმაციის მისაღებად ზედმეტად დაჟინებულ მცდელობას შეიძლებოდა, მისი ფსიქიკისთვის ზიანი მიეყენებინა და მისი სრული გამოჯანმრთელების საკითხი სასწორზე შეეგდო.

   პაკისა და ჰოსოკის გამგზავრებიდან ერთი კვირის შემდეგ იუნგიმ და გუკმა ექიმისგან წერილი მიიღეს. ჯინის მდჰომარეობა დიდად არ შეცვლილიყო; მისთვის ორჯერ გადაესხათ სისხლი, ჯერ - კიმ ჯონგინს, შემდეგ - თავად პაკს. ჰოსოკმა ავადმყოფის ოთახში მკაცრი რეჟიმი დააწესა - ფანჯრების რაფებსა და საწოლზე ნიორი მიმოფანტეს, ღამით დარაბებსაც კი საგულდაგულოდ რაზავდნენ, ხოლო თითოეულ კედელზე ჯვარცმა დაკიდეს.
   ამ ცნობის მიღებისას იუნგი გაფითრდა.
   -" ნამდვილად ის არის, - ამოიხვნეშა მან და გუკს ხელები მხრებში ჩაავლო. - ის მოდის, გუკი, და უნდა ყველანი წაგვიყვანოს!" მერე, სავარძელში გადაწოლილი, ერთიანად აცახცახდა და ოფლმა დაასხა. გუკმა შუბლზე ხელი გადაუსვა. რამდენიმე წუთში კაცი წელში გასწორდა და სახეზე სიმტკიცე აღებეჭდა.
   -" მაგრამ ის შენ ვერ წაგიყვანს, გუკ!
- წამოიყვირა იუნგიმ უეცრად.- ვერა, სანამ მე ცოცხალი ვარ." (*იუნგს ჯერ დაველოდოთ მოვლენებს😈😏რაიცი, რა როგორ მოხდება)
   გუკის წინააღმდეგობის მიუხედავად, იუნგი სკამიდან წამოიმართა და საძინებლისკენ წაბარბაცდა; მალე გაცვეთილი, ტყავგადაკრული რვეულით ხელში დაბრუნდა.
   -" მთავარი ის კი არ არის, თუ რას ამბობს ჰოსოკი, - თქვა ცოტათი დამშვიდებულმა იუნგიმ და ბუხრის წინ მოკალათდა. - შენ უნდა იცოდე, რასთან გვაქვს საქმე. შენ ძლიერი და ჭკვიანი ხარ, ჩვენ წინაშე კი მტერია, რომელსაც მთელი არსებით, საკუთარი ძალებით უნდა ებრძოლო, განურჩევლად იმისა, ქალი ხარ თუ მამაკაცი". მერე რვეული გაუწოდა.
   -" ეს ჩემი დღიურია, - თქვა მან. - ამ ყველაფრის მოყოლა ახლა ჩემს ძალებს აღემატება, სამაგიეროდ, შენ შეგიძლია ამის წაკითხვა საყვარელო."

17 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!