16 страница1 мая 2026, 20:01

გაქცევა აღმოსავლეთიდან...

   როცა ჰოსოკმა იმის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ იპოვა იუნგი, გუკმა თავი ხელში აიყვანა, რათა გულისყურით მოესმინა მისთვის.
   -" მთელ ევროპაში მაქვს კავშირები მათთან, ვინც პირდაპირ და ირიბად არიან ბრძოლაში ჩართული. შემატყობინეს, რომ ბუდაპეშტში, დედათა მონასტერში იმყოფებოდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შავბნელი ძალები სდევნიდნენ და ამ ძალების მიერ გაგზავნილი აგენტების ნაწილს შეიძლებოდა, ძალზე მალე მიეღწია საწადელისთვის".
   -" შავბნელი ძალები? - ჩაეკითხა პაკი. - მეტისმეტად მელოდრამატულად ხომ არ ჟღერს, პროფესორო?"
   -" ეჰ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. შენ გონიერებით გამოირჩევი, ცოდნითაც და რწმენითაც, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება გაკლია. ქვეყნად არსებობს ძალები, ბოროტიც და კეთილიც, რომლის არსი წვდომა არც შენ და არც შენს მეცნიერებას არ ძალუძს".
   -" თქვენ კი ძალგიძთ?"- ჰკითხა პაკმა და წარბები აზიდა.
   -" მათი ახსნა? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა პროფესორმა. - არა და არც არასდროს ვეცდები, რადგან ისინი ადამიანის შემეცნებითი უნარის მიღმაა. მაგრამ ვიცი, რომ ისინი არსებობენ, მათი აღმოჩენის უნარიც შევიმუშავე და მათი მოქმედების მეთოდებიც შევისწავლე, ამიტომაც უფრო კარგად ვარ მათი გავლენისგან თავდასაცავად".
   -" ეს ძალები, - სცადა პაკმა, შეჰკამათებოდა, - რა?.."
   ჰოსოკმა ხელის აწევით გააწყვეტინა.
   -" ყველაფერს თავისი დრო აქვს, ძვირფასო ჩანიოლ. ჯერ ნება მომეცით, დავასრულო ამბავი - რაოდენ წარმოუდგენელიც მოგეჩვენოთ; ბატონი მინი ტყუილის თქმის შესაძლებლობას არ მომცემს."
   პაკმა მინს გახედა, რომელმაც თანხმობის ნიშნად, თავი დაუკრა და ამ ჟესტით თითქოს უთხრა, რომ მისთვის უმძიმესი თემის გამო სიტყვიერი დასტურის მიცემაც კი მეტისმეტად მეტკივნეული იქნებოდა. ექიმი თავის სკამს დაუბრუნდა და მოძრაობით ანიშნა ჰოსოკს, გააგრძელეთო. გუკი იუნგის მიუჩოჩდა, ხელი მოჰკიდა და გამამხნევებლად, ხელი ხელზე მოუჭირა, რის პასუხადაც მისგან, თუმცა თბილი, მაგრამ უზომოდ დაღლილი კაცის ღიმილი მიიღო.
   -" ბუდაპეშტისკენ მივიჩქაროდი, რადგან ყველგან გვესმოდა აღმოსავლეთ ევროპაში უძველესი ბოროტების გააქტიურების შესახებ. უამრავი გადმოცემა არსებობს იმ საშინელების შესახებ, რომელიც ტრანსილვანიაში ტრიალდება და საუკუნეების განმავლობაში ამ უბედურ ქვეყანას მოსვენებას არ აძლევდა. ბედად, დროულად ჩავედი ბუდაპეშტში და მოვახერხე ცხვირწინ ამეცალა იუნგი მისი მდევრებისთვის. წმინდა პეტრას მონასტრის დების ურყევი და ღრმა რწმენა დაგვეხმარა იმაში, რათა დაგვემარცხებინა ის შავბნელი ძალა, რომლის ტყვეობაშიც იუნგი კარგა ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ასე რომ, მათგან დიდად დავალებული ვართ."
   -"გამოდის, ეს ერთადერთია, რაც გვიცავს? მხოლოდ რწმენა?"
- შენიშნა პაკმა ეჭვნარევი ტონით, რადგან ღრმად მორწმუნე არ გახლდათ.
   -" დიახ, - კატეგორიული ტონით უპასუხა ჰოსოკმა. - მაგრამ რწმენაც ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით, ჩანიოლ. მე ღმერთის მწამს, ამ რწმენას გულით დავატარებ და იგი ძალას მმატებს. შენ წიგნებისა და შემეცნების რწმენა გასულდგულებს, რომელიც გულადობასთან ერთად, ძლიერი რამ არის. იუნგის რწმენა კი სიყვარულშია, - ამ დროს მან ჯონგუკს გადახედა და გაიღიმა. - და შესაძლოა, სწორედ ის იფარავს ყველაზე უკეთ. - პაკი წუთით ჩაფიქრდა, მერე კი თავი დაუკრა და ჰოსოკს საუბრის გაგრძელების საშუალება მისცა. - ჩვენი მგზავრობა ნამდვილ ბრძოლად გადაიქცა. მტრები ყველა ღონეს ხმარობდნენ ჩვენს მოსახელთებლათ; ბედად, ვენაში ხელიდან დავუსხლტით და, როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, პრაღის სასტუმროს ნომერი, სადაც მანამდე ვცხოვრობდით, ჩვენი წამოსვლიდან დამდენიმე საათის შემდეგ დაერბიათ. და მხოლოდ მაშინ ვიგრძენით თავი უსაფრთხოდ, როცა გერმანიის საზღვარი გადამოვკვეთეთ და კოლონში, ჩემი მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში აღმოვჩნდით. იქიდან კი ამსტერდამში მივიჩქაროდი, რათა ჩემს ბიბლიოთეკაში მომეძია მასალა, რომრლიც იუნგის განკურნებაში დამეხმარებოდა. სწორედ ამით აიხსნება ჩემი დაგვიანება. ვიფიქრე, უმჯობესი უქნებოდა, იუნგი ბატონი ჯონგუკისთვის გამოჯანმრთელებული ჩამებარებინა, ვიდრე მე და ექიმი პაკი ერთობლივ მოქმედებას განვაგრძობდით."

16 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!