15 страница1 мая 2026, 20:01

3 სექტემბერი, ჯეონ ჰოსოკის ჩამოსვლა...

   3 სექტემბერი საკმაოდ დატვირთული დღე აღმოჩნდა. გუკმა ადრე და უმალ გაახსენდა, რომ ტრანსილვანიაში იუნგის გამგზავრების დღიდან უკვე ოთხი თვე გასულიყო. გუკი სამი დღის წინ დაბრუნდა ლონდონში, თავის პირველ კი ექიმმა პაკმა მიიღო პასუხი თავის დეპეშაზე, რომელიც აგვისტოს ბოლო რიცხვით იყო დათარიღებული.

   《"შენს პასუხს ველოდებოდი. გეთანხმები - ნამდვილად, გადაუდებელი საქმეა. ჩვენ სამ დღეშუ შემოგიერთდებით. ბატონ ჯონგუკს გაუბრთხილდით. ჰოსოკი"》

  პაკი ძალზე იმედგაცრუებული იყო საქმის გაჭიანურების გამო. " სამი დღე, - თქვა და კვამლი გამოუშვა. - ამსტერდამიდან მხოლოდ ერთი დღის სავალია, მე კი ნათლად ავუხსენი, რომ მისი დახმარება სასწრაფოდ გვჭიდება. საინტერესოა, ვის გულისხმობს, "ჩვენ'- ს რომ წერს?"
   გუკმა პასუხის ნაცვლად, მხრები აიჩეჩა. მაგრამ ცოტა ხანში ახალი გზავნილიმოვიდა.

   《"ვატერლოოს სადგურში 3-ში ვიქნებით, ღამის პირველის თხუტმეტ წუთზე. ჯონგუკის წამოიყვანეთ და ოთხადგილიანი ეტლით მოდით. ჯეონ ჰოსოკი"》

   ამ კონკრეტული მითითების მიღებისთანავე პაკს გუნება გამოუკეთდა და მან აუცილებელი საქმეების მაგვარებას მიჰყო ხელი: პირველ რიგში, დეპეშა გაუგზავნა კიმს, რომლითაც ატყობინებდა, რომ ჯოსოკის ჩამოსვლიდან ორ დღეში ყველანი მასთან უიტბიში ჩავიდოდნენ.

   გუკი მზად დახვდა ექიმს, როცა მა  ეტლით მიაკითხა. თან ქაღალდის ფურცელი ჰქონდა, რომელიც გზად წაუკითხა. ეს კიმისგან მოსული დეოეშა იყო; მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ჯონგინი და საკუთარი ნებით მომვლელად ქცეული დედამისი იჩენდნენ, ჯინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდებოდა, არამედ პირიქით - დღითი დღე უარესდებოდა კიდეც.
   ვატერლოოს სადგური გადავსებული იყო ეტლებით, რლებიც ცდილობდნენ, გზა გაეკვალათ აუარება ჩამოსულ თუ წასასვლელად გამზადებულ მგზავრებს შორის. პაკი და ჯონგუკი ხალხს აკვირდებოდნენ, თუმცა გუკს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ ადამიამზე, რომლებსაც თვალებით ეძებდა. ამ საქმით იმდენად გაერთნენ, რომ ვერც კი შეამჩნიეს, როგორ გაიღო მათ ზურგს უკან კარი და გაისმა ხმა, რომელმაც მსუბუქი აქცენტით ინგლისურად წარმოთქვა:
   -" იმედია, ნებას მოგვცემთ, შემოგიერთდეთ, არა?"
  პაკმა ღრმად ამოისუნთქა და მისკენ შებრუნდა; ასევე - გუკიც.
   -" პროფესორი ჰოსოკი!" - წამოიძახა ექიმმა. სახე, რომელიც ახლა მათ წინაშე წამომართულიყო, სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც გუკი ელოდა. ეს კაცი სრულებით არ ჰგავდა ტიპურ პროფესორებს, რომელთა შეაახებაც მასწაუკითხავს ან ლექციებზე უნახავს - ისინი უმეტესად, ჭაღარა, სასიამოვნო, წარმოსადეგი შეახედაობის, წვერიანები იყვნენ. მის წინ კი გამხდარი, აწოწილი და ამასთანავე დაკუნთული, ლოყებჩავარდნილი, მასიური ნიკაპითა და ეკლიანი ცისფერი თვალებით გამორჩეული კაცი იდგა. არც წვერი ჰქონდა და არც თმებში შერეული ჭაღარა. ყველაზე თვალში საცემი მის სახეზე სათვალე იყო, რომელიც პატარა ცხვირის წვერზე დაეკოსებინა.
   -" დიახ, სწორედ ის, - გაიღიმა ჰოსოკმა. - და თუ ნებას მომცემთ, ჩემს მეგობარსაც წარმოგიდგენთ - მან თქვენთან შესახვედრად საკმაოდ დიდი გზა გამოიარა ბუდაპეშტიდან".
   ჰოსოკი გვერძე გადგა და ეტლის კარში გამოჩნდა სახე, რომელიც გუკისთვის ძალზე კარგად იყო ნაცნობი, ოღონდ ახლა ის გაცილებით მოლეული და ნატანჯი გამხდარიყო. სწორედ ეს სახე იყო ბოლო ოთხი თვის მანძილზე მისი ფიქრისა და სიზმრების თანამდევი. სწორედ ამ სახის ხილვაზე ოცნებობდა ყველაზე მეტად. ახლა ძლიერ ფერმიხდილი ნაკვთებით, რომელსაც ღიმილი ამკობდა, მას თავად მინ იუნგი შემოსცქეროდა.
   გუკი ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტად დამახსოვრებოდა ყველაფერი, რაც უახლოესი საათის განმავლობაში ხდებოდა, რადგან ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები იყო. (*ჩახველება, კი როგორ არა გუკ, უბედნიერესი წუთებია, ცოტაც და ნამდვილ ბედნიერ წუთებს მალე ნახავ 😈😈)
ჰოსოკი და ექიმი პაკი ჯინის მძიმე მდგომარეობასა და კრიშჩენტში დატრიალებულ ამბებზე საუბრობდნენ, მაგრამ გუკს თითქმის არაფერი ესმოდა - მას მხოლოდ იუნგის ცქერის უნარი შერჩენოდა.თვალს სჭრიდა მისი გაძვალტყავებული ფიგურა და თვალებში ჩამდგარი ტანჯვისა და შიშის კვალი, რომელიც მის მიერ გადატანილ განსაცდელს დაეტოვებინა; სამაგიეროდ, ის ხომ ცოცხალი გადარჩა!..

15 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!