ტრანსილვანია _ მსხვერპლი...
ბოშებმა სცადეს, ახალგაზრდა უცხოელი ჩამოსვლისთანავე გაეფრთცილებინათ საფრთხის შესახებ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ლაპარაკობდა მის ენაზე, ხოლო თაიგულში, რომელიც გრაფის მიერ გამოგზავნილ ეტლში ჩაჯდომისას ბებერმა მაგდამ გადასცა, მან ვერაფერი უჩვეულო ვერ ამოიკითხა: აბა, როგორ მიხვდებოდი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომ მანანა( მცენარის სახელია), პიტნა და სალბი საფრთხეს ნიშნავდა?!.
მერე, როცა ეტლი ციხე- კოშკის ეზოში შევიდა და დიდი ჭიაკარი ჩაიზარა, მათ აღარაფერი დარჩენოდათ ლოდინისა და თვალთვალის გარდა. ჰოდა, ჯიმინიც იქვე ახლოს იყო ჩასაფრებული და ელოდა მომენტს, როცა გრაფის გეგმების ჩაშლის შანსი მიეცემოდა.
ღამღამობით ის ხშირად ხედავდა ფანჯარაში ახალგაზრდა კაცის ლანდს, რომელიც აქეთ- იქით მოუსვენრად დააბიჯებდა ოთახში.ზოგჯერ გრაფიც გამოჩნდებოდა, თავისი ოთახის ფანჯრიდან გამოძვრებოდა, გიგანტური მწერივით კედელს ცოცვით აუყვებოდა, მერე მოაჯირზე ჩამოჯდებოდა და არემარეს აკვირდებოდა. ჯიმინი, თუმცა საიმედოდ იყო დამალული, მაინც იშმუშნებოდა უსიამოვნო გრძნობისგან, თითქოს ხედავდა მასზე მიშტერებული, იასამნისფერი თვალების მბურღავ მზერას,რომელიც ლამის აიძულებდა, საფრიდან გამოსულიყო... გრაფმა იცოდა, რომ ბოშები მას უთვალთვალებდნენ - მისი დამქაშები და საშინელი შავი მგლები, რომლებიც შინაური ცხოველებივით ჰყავდა გაწვრთნილი, ყოველღამე ტყეში დაძრწოდნენ და მთელ არემარეს ამოწმებდნენ. ხშირად მგელი იმ ხის გარშემოც ყნოსავდა მიწას, რომლის კენწეროზეც ჯიმინს თავი შეეფარებინა - და კაცს უხაროდა, რომ ადამიანი არ გამოსცემს მძაფრ სუნს, რომელსაც მტაცებელი იგრძნობდა. ჯიმინს მკაფიოდ ესმოდა ხანკივილ- წივილი, ხან ქვითინი, რომლებიც დაწყევლილი ციხე- კოშკიდან გარეთ აღწევდა. მან იმდენად შეაჩვია ყური ამ ხმებს, რომ ადრე შემაძრწუნებლად მოქმედ ხმებს ახლა სრულიად მშვიდად ისმენდა.
იმ დღიდან, როცა ჯიმინმა თვალთვალს მიჰყო ხელი, დაახლოებით ერთ თვეში გრაფმა სასახლე დატოვა. მაგრამ მალე ჯიმინმა შეიტყო, რომ არც ერთ ეტლში, რომლებიც ერთ დილას, მცველთა თანხლებით, ციხე- კოშკის ეზოდან გამოვიდა, ახალგაზრდა უცხოელი არ იჯდა; 4 დიდი ეტლი მთლიანად ხისყუთებით იყო დატვირთული, ხოლო მგზავრთაგან ყველაზე ადრე სასახლიდან გრაფი გამოვიდა. ამგვარად, ჯიმინი თვალთვალს განაგრძობდა - და მის მიერ გამოჩენილ მოთმინებას გრაფის გამგზავრებიდან მეოთხე ღამეს შედეგიც მოჰყვა.
იმ ღამითაც ესმოდა საზარელი ხმები, ოღონდ ამჯერად ცოტათი განსხვავებული - მათ შორის, თითქოს ადამიანის ყვირილი გამოიკვეთა. ჯიმინმა სმენა დაძაბა, ცდილობდა, სხვადასხვა ხმა ერთიმეორისგან გაერჩია. უეცრად ზედა ფანჯარა გაიღო და მასში მთვარის შუქზე გამოკვეთილი, აფოფრილი ადამიანის ფიგურა გამოჩნდა. ფანჯარა ჯიმინის ადგილსამყოფლის დონიდან ცოტა უფრო მაღლა მდებარეობდა. ტყის ზოლი პირდაპირ იმ კლდიდან იწყებოდა, რომელსაც ციხე- კოშკის კედელი ებჯინებოდა და ხეების ტოტები კედელს სწვდებოდა.
ჯიმინმა დაინახა, როგორ გადმოაბიჯა კაცმა ფანჯრიდან და როგორ შებრუნდა კედლისკენ. მერე ხელის ცეცებით შეეცადა, რაიმე ხელმოსაჭიდი ეპოვა. ჯიმინს სუნთქვა შეეკრა, როცა კაცი მოანირიდან გადავიდა და ძალების მთელი დაძაბვით, ცოცვით გაუყვა დრაკულას ციხე- კოშკის კედელს. ცდილობდა, ქვედა ფანჯრის ჩარჩომდე მიეღწია და იმდენად მძიმედ სუნთქავდა, რომ ჯიმინმა მისი პირიდან გამოსული ორთქლიც კი დაინახა. ბოლოს და ბოლოს, კაცმა საწალას მიაღწია და თავს ხანმოკლე შესვენების უფლება მისცა.
ჯიმინი საკუთარი გულმავიწყობის გამო თავს შემოწყრა და ხის კენწეროდან ცოტა ქვემოთ ჩამოცოცდა, რადგან ახლა მხილების საშიშროება ნაკლებად ემუქრებოდა. მან ხელები მომუშტა, თავი ტყისკენ მიაბრუნა და სამჯერ ბუსავით დაიბუბუნა, შემდეგ კი მზერა კვლავ უცნობს მიაპყრო, რომელსაც კედელზე ცოდვა გაეგრძელებინა და ცოტათი წინ წაწეულა. ჯიმინმა იცოდა, რომ კაცის მცდელობა ამაო იყო, რაგდან ქვემოთ ერთი ფანჯარა დარჩენილიყო და მას ქვემოთ სრულიად სწორი კედელი მოჰყვებოდა. თან კაცს მოძრაობებზე აშკარად ეტყობოდა, რომ ის არც აკრობატი იყო, არც კლდეზე მცოცავის უნარ- ჩვევებს ფლობდა და მისი განზრახვა ოდენ სასოწარკვეთილი ადამიანის მოქმედება იყო და მეტი არაფერი.
ახალგაზრდამ უკანასკნელი ფანჯრის ჩარჩოს მიაღწია. შესაძლოა, იმიტომ, რომ გზის ყველაზე იოლი მონაკვეთი ჰქონდა გავლილი, ან იქნებ უბრალოდ, თავს მოდუნების უფლება მისცა - უეცრად შეტორტმანდა, ჯერ წინ გადაქანდა, მერე, დამფრთხალი, ფანჯრის ჩარჩოს ჩაეჭიდა, მაგრამ ისევ წინ გადაიხარა, თავი ვეღარ შეიმაგრა და კედელს მოსწყდა, თან ისე, რომ საკმაოდ შორს გავარდა.
ჯიმინის ყურს სიმწრის გმინვა და ხის ტოტებზე სხეულის დაცემის ხმა მისწვდა. ის გულაღმა იწვა, ტანზე ფოთლები და ტოტები ეყარა, ხელებს ინსტიქტურად ამოძრავებდა, რათა ერთი მოზრდილი ტოტი მაინც მოეშორებინა, რომელიც თავზე დასცემოდა. ჯიმინმა ძირს ისკუპა, მიწაზე უვნებლად დაეშვა და უმალ ფეხზე წამოხტა. უცნობი აღარ ინძრეოდა. ჯიმინი მისკენ დაიხარა და მიაყურადა. კაცს გონება დაჰკარგვოდა, მაგრამ ცოცხალი იყო.
გრაფი დრაკულას მიერ მასზე განხორციელებული მაგიური ზემოქმედების ტყვეობისგან თავის დახსნაში მეგობართა და მომხრეთა ფართო წრე დაეხმარა. პირვ ღამეს მათ წინაშე ერთადერთი ამოცანა იდგა - მდინარის ნაპირამდე მგლებზე ადრე რომ არ მიეღწიათ, მთელი ღამის განმავლობაში მათი დევნის ქვეშ უნდა გაეტარებინათ და, ბოლოს და ბოლოს, უეჭველად ხელში ჩაუვარდბოდნენ. იმ ღამემაც, როცა ნავით მგზავრობისას მათ მდინარით საკმაოდ შორი მანძილი გაიარეს, საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა - გრაფს ხომ ყველგან ჰყავდა ჯაშუშები და დაქირავებული დამქაშები.
ბოშებმა არაერთი დღე მოანდომეს იმას, რომ ინგლისელი უნგრეთის საზღვრამდე მიეყვანათ და შემდეგ, თავიანთი მადიარი ნათესავების დახმარებით, ბუდაპეშტში ჩაეყვანათ, სადაც თავს გადახდენილი უბედურებისგან საბოლოოდ უნდა განკურნებულიყო. ახლობლებმა, როგორც იქნა, მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ ის გადარჩა და ქალთა მონასტერში ნელ-ნელა გამოჯანმრთელების გზას ადგა. როგორც კი იქაურებმა მისი ვინაობა დაადგინეს, უმალ ინგლისში, ხელისუფალთ აცნობეს ამის შესახებ. შემდგომ გადაწყვიტეს - რაკი მხოლოდ ჯიმინი იყო პასუხისმგებელი მის გამოხსნაზე, საზღვრამდე ინგლისელის მიყვანის ტვირთიც მას უნდა ეკისრა, რადგან მხოლოდ მან იცოდა ამ კაცის გამოხსნის შემდგომი მარშრუტი.
ბოშებმა იცოდეს, რომ ჯიმინის შესაპყრობად გამოგზავნილი ადამიანები საწადელის მიღწევის შემთხვევაში, წამებით შეეცდებოდნენ მისგან ინფორმაციის მიღებას, მაგრამ მას ცოცხლად ვერ შეიპყრობდნენ. ჯიმინი მზად იყო დაღუპულიყო, რადგან მისი ძალისხმევის შედეგად, მოვლენები იმგვარად ვითარდებოდა, რომ მისი ხალხის გათავისუფლებისა და წყეული გრაფის განადგურების შანსი გაჩნდა. ჯიმინის შესაპყრობად გრაფის რვა მსახური გაემართა; მხოლოდ ხუთი დაბრუნდა ციხე- მოშკში; ერთ- ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, მეორე კი - დანით, რისგანაც დილამდე მოკვდებოდა.ჯიმინმა სახეგაღიმებულმა განუტევა სული.
