13 страница1 мая 2026, 20:01

დახმარების მოხმობა...

   მოგვიანებით ისინი მაგიდას მისხდომოდნენ და ნამჯუნი შემწვარი ხორცითა და ჭიქა ღვინით, დახარჯული ენერგიის აღდგენას ცდილობდა, ხოლო პაკი შემდგომი მოქმედების გეგმას აცნობდა.
   -" ამაღამ, ნამჯუნ, შენ აუცილებლად ჯინის გვერდით უნდა დარჩე".
   კიმმა უპასუხა, რომ გვერდიდან არ მოშორდებოდა და თქვა:
   -" ხვალ ჩემი მეგობარი, კიმ ჯონგინი ჩამოდის; უთუოდ გემახსოვრებათ ჩვენი ქორწილიდან - ის ამერიკელი ჯენტლმენია, რომელსაც უცნაური ბაკენბარდები ჰქონდა. - გუკმა და ექიმმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრეს. - კარგა ხანია, ჩვენთან ჩამოსვლას აპირებს. ჰოდა, ერთად მივხედავთ ჯინს. ჯონგინი ძალზე სანდო ადამიანია და ყველაფერში დაგვეხმრება. სხვათა შორის, ერთხანს თავადაც სთხოვდა ჯინს ხელს. ვფიქრობ, მისთვის სულსაც არ დაიშურებს."
   პაკმა კიმს გასამხნევებლად, ხელი ხელზე დაადო:
   -" შენც ძალზე სანდო ხარ, ნამჯუნ. ჯინი საიმედო ხელშია".
   -" ხომ მალე დაბრუნდები? - ჰკითხა კიმმა თხოვნითა და იმედით სავსე ტონით. - ჩამოხვალ და რაღაც სამკურნალო კურსსაც ჩამოიტან, ხომ ასეა?"
   -" ეს სნეულება ჩემი ცოდნის ფარგლებს სცდება, - გულახდილად თქვა პაკმა და დარდით სავსე თვალები მიაპყრო. - ბევრი რამ, რასაც აქ შევესწარით, მედიცინას ჯერჯერობით არ აუხსნია".
   კიმმა ხელი უშვა დანა- ჩანგალს და შეშფოთებული შეხედა:
   -" ამით რისი თქმა გსურს, ჩანიოლ?"
    ექიმმა პირდაპირი პასუხი გასცა:
   -" ვცდილობ, სწორად შევაფასო შექმნილი მდგომარეობა. ჯინმა სისხლი დაკარგა - ბევრი სისხლი და არა ერთი ან ორი წვეთი, - მაგრამ როგორ? ამაზე პასუხი არ გვაქვს: არც სისხლის ლაქები, არც რაიმე ძალადობის კვალი არ შეინიშნება; არც საეჭვო ხმაური გაგვიგონია. როცა მომხდარის გონივრული ახსნა არ არსებობს, რაღაც სხვა უნდა ვიფიქროთ".
   -" მერე, რა ალტერნატივა არსებობს? - იკითხა კიმმა, რომელიც ძალზე შეშფოთებული იყო იმით, თუ რა მიმართულებით წარიმართა მათი საუბარი. - ფიქრობ, რაღაც ჯადოქრებისა თუ ოკულტური მოქმედების შედეგთან გვაქვს საქმე?"
   პაკმა წარბები აზიდა.
   -" მაგრამ შენ ხომ ყოველთვის ქილიკობდი მსგავს რაღაცეებზე, ჩანიოლ; ყოველთვის ამბობდი, რომ ისეთი არაფერი არსებობს, რასაც მეცნიერება ვერ ახსნის".
   -" კი, ასე იყო, - დაეთანხმა პაკი, - მაგრამ როცა მეცნიერება უკან იხევს, რა დაგვრჩენია?"
   კიმი აშკარად გაწბილებული იყო: მას ყოველთვის სწამდა მეგობრის განსწავლულობის და ახლა დააბნია იმ გარემოებამ, რომ პაკი თავის უმწეობას აღიარებდა.
   -" გულს ნუ გაიტეხ, ნამჯუნ. არსებობს სხვა გზა, რომელმაც შეიძლება, გამოსავალი გვაპოვნინოს. ერთ კაცს ვიცნობ, რომელიც ერთხანს ამსტერდამში მასწავლიდა. მეცნიერია, შეუცნობელ, იდუმალებით მოცულ მოვლენებს იკვლევს. კარგი ადამიანია და როცა რაღაც არაორდინარულს ვაწყდები, მას მივმართავ ხოლმე. ვფიქრობ, ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა".
   -" ჰოდა, მისწერე!დღესვე! - უცებ წამოენთო კიმი. - მზად ვარ, ამ საქმეში ნებისმიერი ადამიანი ჩავრთო, რაოდენ უცნაურიც ან არაორდინარული იყოს, ოღონდაც ჯინს უშველოს. რა ჰქვია ამ შენს ოკულტურ ექიმს?"
   -" ის პროფესორია, ექიმი არ არის, - მიუგო პაკმა. - ჯეონ ჰოსოკი ჰქვია".

13 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!