11 страница1 мая 2026, 20:01

უძილო ღამეები...

   ზედა სართულზე ჯინი ძილბურანში იმყოფებოდა. ოფლში იწურებოდა, მაგრამ ექიმის მითითების მიუხედავად, კისრიდან სქელ ყელსახვევს არ იშორებდა. აბა, როგორ უნდა აეხსნა კანზე გაჩენილი ორი უცნაური წერტილი, რომელიც კბილებით ნაკბენს ჰგავდა?
უნებლიეთ, გამუდმებით გაურბოდა თითები ამ წერტილისკენ, თითოეული შეხებისას მწვავე, მჩხვლეტავ ტკივილს გრძნობდა, თან ამ დროს მთელ სხეულს ცხელი ტალღა დაუვლიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებოდა, ხოლო თვალს მოხუჭავდა თუ არა, ერთადერთი, რასახ ხედავდა, იყო მუქი იასამნისფერი სივრცე, რომლის შუაგულში შავი წერტილი იყო გამოსახული. ეს იასამნისფერი ბიჭს თავისკენ ექაჩებოდა და ისიც მისკენ მიიწევდა...მერე ყველაფერი წითლდებოდა, თავბრუ ეხვეოდა და ბოლოს, კვლავ ძილის მორევში იძირებოდა. როცა გამოერკვეოდა, გაოცებულს ახსენდებოდა, რომ წინა ღამეს ფანჯრის გაჯახუნებამ გამოაღვიძა. მერე თანდათან უბრუნდებოდა მეხსიერება, რომელსაც ფანნარაზე მსუბუქი კაკუნის ხმა შემოენახა; კაკუნის შემდეგ რაღაც, ჩიტისა თუ ღამურის მსგავსი აჩრდილი გაჩნდა, რომელიც პირდაპირ ფარდაში შეცურდა და ისე გააღწია გარეთ... მერე ესიზმრებოდა, რომ საძინებლის შუაში, ღამის პერანგის ამარა იდგა, ფეხები კი ნისლში ჰქონდა გახვეული. ან იქნებ ეს სულაც არ იყო სიზმარი და რეალობაში მომხდარს იხსენედა?
ნუთუ მართლა გაიღვიძა და ფანჯრები გააღო?

   იმ ღამით ნამჯუნმა არად ჩააგდო მეგობრის რჩევა, დაესვენა, მეუღლის ოთახში დარჩა და სანამ ბიჭს ეძინა, მას თავზე ეალერსებოდა. ჯინი დროდადრო კვნესოდა და ბორგავდა, თუმცა მაინც მთელი ღამე ეძინა და დილით ცოტათი უფრო მომჯობინებული გამოიყურებოდა.
   მისგან განსხვავებით, გუკს ღამით კარგად არ სძინებია. ის ორჯერ გააღვიძა ფანჯარაზე დაკაკუნებამ; როცა ეს მეორედ მოხდა, ბიჭი ადგა და სარკმელთან მივიდა. ბადრი მთვარე იდუმალებით მოცულ შუქს გამოსცემდა. გუკზე მუდამ მომაჯადოებლად მოქმედებდა მთვარის ნათება. ახლაც, ფანჯარასთან მისულმა, საკეტის გახსნა დააპირა, რადგან უეცრად, გარეთ გასვლისა და მთვარესთან მიახლოების, ლამის მისთვის ხელით შეხების დიდი სურვილი მოეძალა... მაგრამ უმალ გამოერკვა, როგორც კი ვეებერთელა აჩრდილმა მთვარის შუქი გადაფარა. ეს მხოლოდ ღამურის უსაშველოდ გაზრდილი ჩრდილი აღმოჩნდა, მაგრამ გუკს ტანში გააჟრჟოლა, რის შემდეგაც მჭიდროდ შემოიხვია მოსასხამი და საწოლში დაბრუნდა.

11 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!