კიდევ ერთი შეხვედრა...
მომდევნო დღეს უკვე ჯინმა თქვა უარი დილით გასეირნებაზე, რაც დაღლილობით ახსნა. საწოლიდან არც ამდგარა. გუკმა წიგნი აიღო და მაღლობისკენ ჩვეულ გზას გაუყვა. ისევე, როგორც წინადღეს მისმა მეგობარმა, გუკმაც შემოუარა მაღლობს გარშემო და უეცრად, ზღვისკენ მომზირალი მაღალი კაცის ფიგურა დაინახა. უცნობი მისკენ მიბრუნდა, როგორც კი ბიჭი მიუახლოვდა, და იშვიათი, იასამნისფერი თვალები მიაპყრო.
-" დილა მშვიდობის, მისტერ- მიესალმა და თვალი თვალში გაუყარა. ოდნავ დამფრთხალმა, მაგრამ ამასთანავე, უცხო აქცენტით მოსაუბრე უცნობის თავხედობით აღშფოთებულმა გუკმა მის მზერას თავისი მტკიცე მზერა შეაგება.
-" დილა მშვიდობის, სერ"- უპასუხა მან იმ იმედით, რომ მის ხმას სისუსტე და აღელვება არ დასტყობია, მამაკაცის აწოწილი, ვეებერთელა ფიგურა შეათვალიერა. უცნობმა რაღაცის თმა დააპირა, მაგრამ უეცრად გადაიფიქრა, ამის ნაცვლად, თავი დაუკრა და დიდი ნაბიჯებით, უიტბის მიმართულებით მიმავალ ბილიკზე დაეშვა.
სახლში ჯონგუკის დაბრუნებამდე, ლონდონიდან კიმ ნამჯუნი ჩამოსულიყო, რომელსაც სამქე დაგეგმილზე ადრე დაესრულებინა. ის სასტუმრო ოთახში, პაკ ჩანიოლს ესაუბრებოდა. ბიჭმა ყური მოჰკრა მათ დიალოგს, ვიდრე მის შემოსვლას შეამჩნევდნენ და უდარდელი ტონით საუბარს შეეცდებოდნენ.
-" კი, ჩანიოლ, მაგრამ ისეთი გაფითრებულია", - თქვა წარბშეკრულმა კიმმა.
-" გეთანხმები, ნამჯუნ, - უპასუხა პაკმა მისთვის ჩვეული, მშვიდი ტონით. - მაგრამ ბევრს, ეს სრულიად უმნიშვნელო უგუნებობის დროს ემართება. ჯინი კი თავადაც ფიქრობს ,რომ უბრალოდ გადაღლილია და მეტი არაფერი. ერთი- ორი დღე დაისვენოს და დაინახავ - ისევ კარგად იქნება".
სწორედ ამ სიტყვების თქმისას შეამჩნია კიმმა ჯონგუკი და მასთნა შესაგებებლად წამოდგა. სახეზე ისეთი ღიმილი აიკრა, რომელსაც მისი განზრახვით, ჯინის გამო მოძალებული დარდი უნდა დაეფარა... მერე მათ ჩაის სმას მიჰყვეს ხელი და ორიოდე საათის განმავლობაში ბიზნესზე, მოგზაურობასა და ყურეში მომხდარ, საიდუმლოებით მოცულ კატასტროფაზე საუბრით იქცევდნენ თავს.
