და უცნაური ცნობები...
ზღვაზე მომხდარი ინციდენტი მოქალაქეებს მრავალი კვირისა და თვის განმავლობაში ჰყოფნიდა სალაპარაკოდ, აი, გუკს კი გემის კატასტროფა სრულიად დავიწყა პირადად მისთვის მნიშვნელოვანმა ცნობებმა. ის სასტუმრო ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა, როცა მსახურმა მოახსენა, რომ სტუმარი ეწვია.
"- რა საინტერესოა, - გაიღიმა ჯინმა, რომელიც ფანჯარასთან იჯდა.
გუკს დაუსმელ კითხვას უცებ გაეცა პასუხი, როცა ოთახში პაკ ჩანიოლი შემოვიდა.ჯინი ფეხზე წამოხტა, გახარებული მიეჭრა და გადაეხვია სტუმარს; გუკი მხოლოდ ღიმილითა და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.
"-ახალი ამბები ჩამოგიტანეთ, ჯონგუკ, - თქვა პაკმა, როცა მის პირისპირ სავარძელში მოთავსდა.- თუმცა ეს საკმაოდ უცნაური ამბებია და არც მთლად ისეთი, როგორსაც ელოდით".
დამფრთხალმა გუკმა ჰაერი ჩაყლაპა და რაღაციდ თქმა დააპირა, მაგრამ ექიმმა ხელის აწევით შეაჩერა.
-" არა, ჯონგუკ, რაც თქვენ გაიფიქრეთ, ის არ მომხდარა, ამიტომ გთხოვთ, მაპატიოთ, თუ შეგაშინეთ. სამწუხაროდ, უშუალოდ იუნგის შესახებ ვერაფერი შევიტყვე; ცუდი ამბავი მის ხელმძღვანელს შეეხება."
-" მისტერ ბინს?"
-" დიახ, ვშიშობ - აწ გარდაცვლილ მისტერ ბინს", - უპასუხა პაკმა ჩავარდნილი ხმით და შემდეგ უცანური ამბის თხრობა დაიწყო.
-" თქვენი თხოვნისამებრ, ორი დღის წინ ვუ ბინის ოფისს მივაშურე. ის დაკეტილი დამხვდა, ამიტომ მის მეზობელ ოფისში გავიკითხე და საშინელი ამბავი შევიტყვე - რომ ბატონი ბინი რამდენიმე დღის წინ თავის სამუშაო ოთახში იატაკზე მკვდარი იპოვეს. პოლიციამ საიდუმლო ვითარებაში, გვამი ოფისიდან გაიტანა და ვერავინ ვერაფრი შეიტყო მისი უცნაური სიკვდილის შესახებ. პოლიციაში მეგობრები მყავს და მათ მივმართე, მაგრამ მხრების აჩეჩისა და გაურკვეველი ლუღლუღის გარდა, ვერაფერს გამოვრჩი. მაქსიმუმი, რაც მოვიპოვე, ის არის, რომ ბინს თავსა და სხეულის ზედა ნაწილში ძალზე უცნაური ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ამაზე მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერაფრით შევძელი.
-" საცოდავი ბატონი ბინი, - თქვა შეწუხებულმა ჯონგუკმა. - ძალიან კეთილი კაცი იყო და იუნგისაც ძლიერ ეხმარებოდა".
-" ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ აღსასრულს, - დაეთანხმა პაკი და ვიდრე ბიჭები რაიმეს იტყოდნენ, განაგრძო: - მაგრამ ამით როდი ამოიწურა იდუმალებით მოცული ამბავი. მე შევეცადე შემეღწია ოფისში, რათა მენახა, ხომ არ იყო იქ რაიმე წერილი ბატონი მინისგან..."
გუკმა კვლავ ღრმად ჩაყლაპა ჰაერი დაწელში გასწორდა. და პაკმა დაინახა, რომ მის წინაშე მართლაც ღირსეული და ამასთანავე, თავისი რჩეულის ერთგული მეწყვილე იჯდა. ექიმმა გუკს თბილად გაუღიმა და თხრობა განაგრძო:
-"მხოლოდ ერთი ქაღალდი - მისი ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი, მოკლე ოფიციალური ანგარიში ვნახე. ასევე ვიპოვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ მისთვის დაკისრრბული საზღვარგარეთული მისია შესრულებული იყო. დამკვეთს, ვინმე გრაფ დრაკულას, შეუძენია ლონდონში კარფაქსის სასახლე, რომელიც ქალაქის ცენტრიდან რამდნიმე მილის დაშორებით მდებარეობს. ვნახე ასევე ხომალდის დოკუმენტაცია იმ ყუთების ჩამონათვალი, რომლებიც გრაფი დრაკულას ახალ საცხოვრებლამდე უნდა ჩაეტანათ".
-" და მეტი არაფერი იუნგის შესახებ? - იკითხა შეცბუნებულმა გუკმა.
-"სამწუხაროდ, არა - მიუგო პაკმა, ასევე შეწუხებულმა იმით, რომ უფრო დმაიმედებელს ვერაფერს ეუბნებოდა. - დოკუმენტები მოწმობს, რომ გრაფის ბარგი გადაზიდულია მის ლონდონულ სასახლემდე დულ ცოტა ხნის წინ, რაც შესაძლოა, იუნგის უცნაური დაგვიანების მიზეზს ხსნიდეს.".
-" ვინმეს თუ უნახავს ეს გრაფი დრაკულა მის ახალ სასახლეში? - იკითხა გუკმა. - იქნებ იქ შევიტყოთ რაიმე იუნგის შესახებ?"
-" კარფაქსში? ამაზე მეც ვიფიქრე, მისტერ ჯონგუკ. კარფაქსის მამულის გვერდით მდებარეობს ფსიქიატრიული კლინიკა, რომელშიც ხშირად ვყოფილვარ - ფსიქიკის გადახრები ყოველთვის შედიოდა ჩემი ინტერესის სფეროში. ჰოდა, ვისარგებლე კლინიკაში ვიზიტით, რათა გამერკვია, ცხოვრობდა თუ არა ვინმე კარფაქსში. არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ ბოლო დროს სასახლეში ვიღაცეები ყოფილან, მაგრამ მე იქ არავინ დამხვდა".
