6 страница1 мая 2026, 20:01

უცნაური მოვლენები...

  დეპეშის გაგზავნიდან მეორე დღეს იორკშირში საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. გუკი და ჯინი ბაღში სეირნობდნენ და ამინდის გაუარესების გამო ბუზღუნებდნენ, რადგან სახლის თავზე სწრაფად გროვდებოდა შავი ღრუბლები. და უცებ, თითქოს ვიღაც უხილავის ბრძანებით, კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ბიჭები იძულებული გახდნენ, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყვნენ იქვე მდებარე საზაფხულო სახლისკენ, მერე იქიდან, შეშინებულნი და ათრთოლებულნი ადევნებდნენ თვალყურს ქარიშხალს, რომელმაც ისინი კინაღამ წაიღო. ძლიერი ჭექა-ქუხილი ყურთასმენას ახშობდა, ელვა თვალებს უბნელებდა. წვიმის ვეება წვეთები ხმაურით ეხეთქებოდა სახურავსა და ფანჯრებს და მინებზე, თითქოს გოლიათის ცრემლები, ისე მოწურწურებდა.
   ბიჭები ამ მდგომარეობიდან ორმა მსახურმა გამოიხსნა - საწვიმრები მოასხეს და დროებითი თავშესაფრიდან გამოიყვანეს. ქარიშხალი კი მთელი საათი მძვინვარებდა, რის შემდეგაც ნელ-ნელა ზღვის მიმართულებით აიღო გეზი. კიმის დედამ აღელვებულმა უამბო მათ გემის ჩაძირვის შესახებ, რასაც უიტბიდან დაბრუნებისას შეესწრო. კატასტროფის ხილვით შეძრული მოქალაქეები სანაპიროდან ადევნებდნენ თვალს, როგორ აივსო გემბანი წყლით, როგორ გადაიზნიქა ხომალდი, როცა მეხი მის ანძებს მოხვდა და ძლიერ შეტორტმანდა, ვიდრე ბოლოს, აქაფებულ წყალში ჩაძირვას დაიწყებდა. გემი დაცარიელებული ჩანდა, მაგრამ კატასტროფის ბევრი მომსწრე ირწმუნებოდა, რომ დაინახა მაღალი კაცის ფიგურა, რომელიც გემბანზე ხელებაწეული იდგა და თითქოს არად დაგიდევდა გამძვინვარებულ სტიქიას.

   მეორე დღეს კიდევ უფრო დრამატული მოვლენები განვითარდა. ხომალდის ძირითადი ნაწილი ქალაქიდან თითქმის ნახევარი მილის დაშორებით აღმოაჩინეს. მის სიახლოვეს ვერც ერთი გადარჩენილი ადამიანი ვერ იპოვეს, ხოლო სამაშველო ნავები კვლავაც გემბანზე იყო მიმაგრებული.ტვირთიც საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ხის ყუთებში - სულ 46 იყო- არაფერი ეწყო, მაგრამ ისინი სანახევროდ მიწით იყო ამოვსებული.

6 страница1 мая 2026, 20:01

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!