მოგონებები...
წყვდიადში ჩაძირული, კლდოვანი და პირქუში პეიზაჟის შემხედვარე იუნგი იმ მოვლენებს იხსენებდა, რომლებმაც ლონდონში ნაქირავები ბინა დაატოვებინა და ამ შორეულ და უცნაურ მხარეს გადმოისროლა. ხელში მოხუცი ქალის ნაჩუქარ თაიგულს ჭმუჭნიდა და თუმცა მისი გონება სხვა ფიქრით იყო დაკავებული, მაინც იგრძნო, რომ მისგან გამოცემული, პიტნის მსუბუქი სურნელი უცნაურ შვებას ჰგვრიდა.
თვეზე ნაკლები გასულიყო იმ დღიდან, რაც მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომ ის - მინ იუნგი უკვე სრულფასოვანი იურისტი გახდა. სწორედ ამ დროს მის ხელმძღვანელს, ბატონ ბინს ევროპიდან წერილი მოუვიდა, სადაც იტყობინებოდნენ, რომ ვიღაც არისტოკრატს ლონდონში სახლის შეძენა სურდა. მათ მალე იპოვნეს შესაფერისი სასახლე- კარფაქს_ ჰაუსი. მათ და კლიენტს შორის მიმოწერა გაიბა და საბოლოო გარიგრბაც შედგა, მაგრამ რადგან ერთობ მოსულ ბაყონ ბინს მგზავრობა ძალზე უჭირდა, გადაწყდა, რომ საბოლოო გარიგების დასადებად, კლიენტთან იუნგი წასულიყო.
იუნგის უხაროდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე მისი კარიერის საწყის ეტაპზევე მიანდვეს და მხოლოდ ეს გარემოება უნელებდა საყვარელ ადამიანთან სულ ცოტა ექვსი თვით განშორებით გამოწვეულ დარდს. გუკის ნატიფი სახის ნაკვთებსა და ნათელ გონებაზე ფიქრი იუნგის უნებლიე ღიმილს ჰგვრიდა. სწორედ ასეთი ღიმილი დასთმაშებდა, როცა ხელი სთხოვა და ბიჭსაც სიხარულისა და მღელვარებისგან სუნთვა შეეკრა.
ქორწინებაზე ფიქრმა გუკის მეგობარი- ჯინი და მისი მოახლოებული ქორწინება გაახსენა. მისი საქმრო - კიმ ნამჯუნი დღე-დღეზე უიტბის მახლობლად მდებარე მდიდრული მამულის პატრონი უნდა გამხდარიყო; სასახლე მის მფლობელობაში ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა გდასულიყო, რადგან მამამისი მძიმედ იყო დასნეულებული და ლამის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. თუმცა ჯონგუკს სურდა, რომ იუნგი ჯინის ქორწილისთვის დაბრუნებულიყო, თავად მინს გულში უხაროდა, რომ ამ დროს შორს იქნებოდა, რადგან ცოტა არ იყოს უცხოდ გრძნობდა თავს კიმისა და მისი მდიდარი მეგობრების გარემოცვაში.
