Озвучивание не поддерживается в этом браузере
თავი 3
პირველ ორ დაკაკუნებაზე პასუხი არ გაუცია, ხოლო მესამედ რომ დავაკაკუნე მისი ხმა გავიგე.
-შემოდით!- კარები შევაღე და მაგიდასთან ახლოს მივედი, თან ბატონ ჩენს ვუყურებდი, რომელიც რაღაც საბუთებს დიდი ინტერესით უყურებდა და საკმაოდ მიმზიდველადაც გამოიყურებოდა. მოიცა ნიცა რეებზე ფიქრობ გონს მოდი!! ბატონმა ჩენმა საბუთები გვერდით გადადო, შემომხედა და თბილად გამიღიმა.
-უკაცრავად, საქმეში ისე გავერთე, რომ დაკაკუნების ხმა ვერ გავიგე(ბატ. ჩენი)
-არა, არაუშავს(მე)
-როგორც იქნა მერგო პატივი თქვენი გაცნობის- ეს რომ მითხრა წამოდგა, ჩემს წინ დადგა და მაგიდას მიეყუდა ხელები კი შარვლის ჯიბეში ჩაიდო.
-უკაცრავად?(მე)
-თქვენ ხომ ნიცა ხართ არა? ის უცხოელი ჟურნალისტი, რომელზეც მთელი კორეა საუბრობს. ხალხი ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა უცხოელი ჟურნალისტის ტელევიზიაში ნახვას, თან ყველა ამბობს, რომ საკმაოდ მიმზიდველი და ჭკვიანი ბრძანდებით და ამაში მეც ვეთანხმები-მითხრა და თბილად გამიღიმა. მის ღიმილში ძალიან დიდი გულწრფელობა და სითბო იგრძნობოდა, ამიტომაც ცოტა მოვეშვი.
-ააა გმადლობთ(მე)
-ახლა 19წლის ბიჭის მკვლელობაზე მუშაობთ არა?(ბატ. ჩენი)
-დიახ(მე)
-ახალი არაფერია?(ბატ. ჩენი)
-დიახ, გავიგეთ რომ ეჭვმიტანილი დაიჭირეს მაგრამ....(მე)
-მაგრამ უდროო დროს დაგიძახეთ და ვერ მოახერხეთ წასვლა არა?(ბატ. ჩენი)
-ამმმ...დიახ...უფროსწორედ არა...უკაცრავად(მე)
-არა, პირიქით მე გიხდით ბოდიშს, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი თანამშრომლები უკეთ გავიცნო-თქვა და თავნი დამნაშავესავით ჩახარა.
ამის გამო თავი უხერხულად ვიგრძენი და თემის შეცვლა გადავწყვიტე.
-კარგით მაშინ შეიძლება რაღაც, რომ გკითხოთ?(მე)
-კი რათქმაუნდა(ბატ. ჩენი)
-ამმ...შემთხვევით ერთი თვის უკან ავარიაში ხომ არ მოყევით?(მე)
ამის გაგონებაზე ბატონმა ჩენმა გაკვირვებული სახით შემომხედა, მიყურებდა და თითქოს ფიქრობდა ამან საიდან იცისო.
-დიახ! თქვენ საიდან იცით?(ბატ. ჩენი)
ესეიგი მართლაც ისაა. სიმართლე, რომ ვთქვა იუნას სიტყვებში ცოტა ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მართალი აღმოჩნდა.
-ამმ...იცით მეე...მე ის ადამიანი ვარ ვისაც დაეჯახეთ.
ეს, რომ გაიგო კიდევ უფრო გაოცდა და სახეზე დაბნეულობა შეეტყო, იდგა და ცოტახანი ასე მიყურებდა, მეც თვალი არ მომიშორებია და თითქოს ვცდილობდი გამეგო რაზე ფიქრობდა. არც კი ვიცი რატომ მაგრამ, წამიერად მომეჩვენა, რომ მისი გაოცება ყალბი იყო, მაგრამ ეს ფიქრი მალევე ამოვიგდე თავიდან.
-მართლა თქვენ ხართ ის გოგო ვისაც დავეჯახე?-პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე და დაველოდე, რას იტყოდა.
-wow? რა უცნაურია არა? ნამდვილად არ მოველოდი თქვენთან ასე შეხვედრას და ხო კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, იმ დღეს ისე ვჩქარობდი, რომ ნორმალურად თქვენი სახე ვერც დავიმახსოვრე. მანქანა გააკეთეთ?(ბატ. ჩენი)
-აა დიახ, აღარაფერი არ ეტყობა(მე)
-ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს მომხდარის გამო(ბატ. ჩენი)
-არა არაუშავს, ძალით ხომ არ გინდოდათ(მე)
-არა რათქმაუნდა(ბატ. ჩენი)
-კარგით, ახლა თუ შეიძლება წავალ კიდევ ბევრი საქმე მაქვს(მე)
-კარგით. იქნებ როგორმე თუ მოახერხებთ ერთად ვისადილოთ? მინდა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ბოდუში(ბატ. ჩენი)
-არაა, არაა საჭირო(მე)
-კარგით, მაინც დაფიქრდით(ბატ. ჩენი)
-კარგით(მე)
გამოვედი თუ არა მაშინვე იუნას დავურეკე და ვუთხარი, რომ ის მართალი აღმოჩნდა და ვინც დამეჯახა ის მართლაც ჩვენი დირექტორი იყო.
-აი ხომ გეუბნებოდი არა? შენ კიდევ არ გჯეროდა. რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ ვისაც დაეჯახა 1თვის უკან შენ იყავი?(იუნა)
-გაუკვირდა, ცოტახანი გაკვირვებული მიყურებდა, ბოდიში მომიხადა კიდევ ერთხელ, მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ....
-რომ?-რომ მას არ გაჰკვირვებია, პირიქით იცოდა რომ მე ვიყავი ის გოგო ვისაც დაეჯახა და მისი გაოცება ყალბი იყო-რომ რა?-იუნამ კიდევ ერთხელ გამიმეორა კითხვა
-ააა არა არაფერი. მოკლედ ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ თუ მეცლებოდა ერთად გვესადილა, რადგან მას კიდევ ერთხელ უნდოდა ბოდიშის მოხდა(მე)
-მერე შენ რა უთხარი?(იუნა)
-ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო(მე)
-ნორმალური ხარ? სადილზე დაგპატიჟა და უარი უთხარი? რაიცი იქნებ სად მიჰყავდი(იუნა)
-ოოო არ მინდა რა. კაი ამას შევეშვათ და შენ რა ქენი ნახე ბატონი პარკი?(მე)
-კი, თავიდან არ მიშვებდნენ, მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ შენი გამოგზავნილი ვიყავი შემიშვეს. ისე რა გააკეთე ასეთი შენზე ყველა, რომ გიჟდება და რამე ახალი თუ იქნება მაშინვე, რომ გირეკავენ?(იუნა)
-არაფერი, თავისით მოხდა(მე)
-კარგი. ახლა კომპანიაში მოვდივარ, ნახევარ საათში მანდ ვიქნები, რაც ჩავიწერე გამოგიგზავნე და ნახე(იუნა)
-კარგი(მე)
მე ჩემს მაგიდასთან მივედი და იუნას გამოგზავნილი ინტერვიუ ვნახე.
"ეჭვმიტანილი მისი მშობლების აგარაკზე დავიჭირეთ. როდესაც მის დაპატიმრებას ვცდილობდით მან ერთ-ერთი პოლიციელი დაჭრა. საბედნიეროდ ჭრილობა ღრმა არ იყო და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ მისი ჩასმის. ხოლო მკვლელობას რაც შეეხება ადვოკატის გარეშე არაფერს არმბობს."
-აბა რას შვები?(იუნგი)
-ბატონი პარკის ინტერვიუს ვკითხულობ(მე)
-მერე რაო?(იუნგი)
-ეჭვმიტანილი დაიჭირეს, მაგრამ არაფერს ამბობს. ასევე პოლიციელი დაჭრა. შენ საქმე არ გაქვს?(მე)
-ცოტახანი ვისვენებ(იუნგი)
-გასაგებია. ისე ხო გუშინ შენმა პაემანმა როგორ ჩაიარა? ჯერ კიდევ არ იტყვი ვისთან ერთად იყავი?
-მშვენივრად და არა ჯერ არ ვაპირებ(იუნგი)
-და როდის აპირებ?(მე)
-როდესაც ყველაფერი გამოვა და ერთად ვიქნებით-ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა
-კარგი, წარმატებები(მე)
-და შენ?(იუნგი)
-რა მე?(მე)
-შენ როდის აპირებ ურთიერთობების დაწყებას?(იუნგი)
-არ ვიცი, რათ მინდა?(მე)
-კარგი რა, 3წელია შეყვარებული არ გყოლია. არ გინდა ისევ ვინმე, რომ გყავდეს? აი ჩემს მეგობარს ძალიან მაგარი სიმპატიური ძმაკაცია ჰყავს, თან საკმაოდ ჭკვიანიცაა, პლიუს ამას შენითაა დაინტერესებული უკვე რამდენი ხანია. აბა რას იტყვი?(იუნგი)
-რა უნდა ვთქვა? არ ვიცი რა საერთოდ არ ვარ ამ პაემნების ხასიათზე(მე)
-აუ კარგი რა გთხოვ ერთი შეხვედრა, თუ არ მოგეწონება აღარ შეხვდები. მხოლოდ ერთი ამით რამე ხომ არ დაგაკლდება არა?(იუნგი)
-კარგი დავფიქრდები(მე)
-რაზე დაფიქრდები?(იუნა)
-ნიცას პაემანზე(იუნგი)
-პაემანზე? ვისთან? სიმპატიურია? რამდენი წლისაა? სად მუშაობს? ოჯახი? სად ცხოვრობს? მდიდარია?-იუნამ ყველა კითხვა სწრაფად მოგვაყარა, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და პასუხის ელოდებოდა.
-ჯერ არაფერი გადაწყვეტილა ამიტომაც ნურაფერს ნუ გეგმავთ(მე)
-კარგი-მითხრეს და ორივემ ეშმაკურად ჩაიცინა. რომ გავალ 100%იანი იუნა იუნგის უამრავ კითხვას მიაყრის იმ ბიჭის ვინაობასთან დაკავშირებით. ძალიან მეზარება ახლა პაემანზე სიარული, მითუმეტეს რომ სამუშაო მაქვს ბევრი, მაგრამ ცოტა გავლა და ახალი ხალხის გაცნობა არ მაწყენდა. ანუ წავალ? ოოოოო არ ვიცი რააა. რომ დავთანხმდე იუნა და იუნგი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იქნებიან, რადგან ბოლო 3წლის განმავლობაში მათ მოწყობილ არცერთ პაემანზე არ წავსულვარ.
საღამომ ჩვეულებრივ ჩაიარა. გადავწყვიტე, რომ პაემანზე წავსულიყავი და ჩატში შევატყობინე ბავშვებს. ძალიან გაუხარდათ და საბოლოოდ გადაწყდა, რომ პაემანი შაბათს 5-ზე იქნებოდა. იუნგიმ მითხრა, რომ იმ ბიჭს თეჰიონი ერქვა და ჩემზე 1წლით დიდი იყო. მეტი მეც არ მიკითხავს, რადგან არ მაინტერესებდა ისე დიდად.
ბოლო ორმა დღემ შვეულებრივ ჩაიარა. საბოლოოდ ეჭვმიტანილმა ყველაფერი აღიარა და სამუდამო მიუსაჯეს. სამსახურის შემდეგ იუნა მაღაზიებში დამარბენინებდა, რომ პაემნისთვის გვეყიდა რამე, მაგრამ ვერაფერი ვერ ვნახეთ ამიტომაც ისევ ჩემი გარდერობიდან ავარჩევ რამეს.
შაბათ დილა წარმატებულად დაიწყო. დილის ახალი ამბები მეწავიყვანე და თუ გამიმართლებს შეიძლება ამიერიდან ამით მე დავკავდე. ბევრი საქმე არ მქონია, ამიტომაც კომპანიიდან მალევე წამოვედი და პირდაპირ სახლში წავედი, რომ მოვმზადებულიყავი. დიდი ხანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ასე ჩამეცვა

თმები დავისწორე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და წავედი.
ნახევარ საათში იმ კაფეში ვიყავი სადაც თეჰიონს უნდა შევხვედროდი. იუნგიმ წინასწარ ფოტო მაჩვენა, რომ მეცნო. ყველა შევათვალიერე, მაგრამ თეჰიონს ვერ ვხედავდი. უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი, მივტრიალდი და თეჰიონი დავინახე, იდგა და საყვარლად მიღიმოდა.

ისეთი საყვარელი და თბილი ღიმილი ჰქომდა, რომ რამოდენიმე წამი თვალი ვერ მოვაშორე, მაგრამ გონს მისმა სიტყვებმა მომიყვანეს.
-გამარჯობა თქვენ ნიცა ხართ არა? მე თეჰიონი ვარ, ბოდიშით იმედია დიდხანს არ მოგიწიათ ლოდინი-მითხრა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად, თან სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
-არა, მეც ახლა მოვედი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა თეჰიონ-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-მოდით დავსხდეთ(თეჰიონი)
როგორც კი დავსხეხით ჩვენთან მაშინვე ოფიციანტი მოვიდა და მენიუები მოგვიტანა. საკმაოდ მყუდრო და ლამაზი კაფე იყო, მშვიდი მუსიკა უკრავდა რაც გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. ნეტა აქამდე რატომ არ ვიცოდი ამ ადგილის შესახებ?
-აბა რა გნებავთ?-გვითხრა ოფიციანტმა და შეკვეთას დაელოდა.
მე ცივი ლატე და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე. თეჰიონმაც იგივე შეუკვეთა.
-სანამ შეკვეთას მოიტანენ იქნებ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ?(თეჰიონი)
-ამმმ...კარგით(მე)
-ისე მინდა გითხრათ, რომ რეალობაში იმაზე კიდევ უფრო კარგად გამოიყურებით ვიდრე კამერაშუ, ნუ კამერაშიც ძალიან კარგად გამოიყურებით რათქმაუნდა(თეჰიონი)
-გმადლობთ(მე)
-იცით თქვენი ყველა რეპორტაჟი მაქვს ნაყურები, შეიძლება ითქვას რომ თქვენი ფანი ვარ-მითხრა და ისე თბილად გამიღიმა, რომ ის უხერხულობა სადღაც გაქრა.
-გმადლობთ-ვუთხარი და მეც თბილად გავუღიმე
-გთხოვ შენობით მომმართე კარგი?მეც ხომ შემიძლია ასე, რომ მოგმართო?(თეჰიონი)
-ა კი რათქმაუნდა(მე)
-დღეს დილის ახალ ამბებში გნახე, ამის შემდეგ შენ წაიყვან?(თეჰიონი)
-ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ ამის დიდი იმედი მაქვს(მე)
-წარმატებები(თეჰიონი)
-მადლობა. რაც მოვედით სულ ჩემზე ვსაუბრობთ, შენზეც მომიყევი რამე(მე)
-ჩემზე? სიმართლე, რომ ვთქვა ბევრი არც არაფერი მაქვს მოსაყოლი. ვარ 27წლის, მარტო ვცხოვრობ, მშობლები საზღვარგარეთ არიან. პროფესიით ადვოკატი ვარ NC-ის კომპანიაში ვმუშაობ, თუ გსმენიათ ამ კომპანიის შესახებ?(თეჰიონი)
-NC-ის კომპანია? რათქმაუნდა ვიცი, სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საადვოკატო კომპანიაა-ჩემს პასუხზე ჩაეცინა. ამასობაში შეკვეთაც მოიტანეს. ერთმანეთის უკეთ გასაცნობად ჩვენს შესახებ სასაცილო ისტორიების მოყოლა დავიწყეთ და საკმაოდ ბევრი ვიმხიარულეთ. შემდეგ პარკში გავისეირნეთ და ბოლოს ძალიან ვვიანი იყო ამიტომაც თაემ სახლში მიმაცილა.
-დღეს საკმაოდ კარგი დრო გავატარე, მადლობა ყველაფრისთვის თაე(მე)
-თაე? (თეჰიონი)
-ხო, არ მოგწონს ასე, რომ გეძახი?(მე)
-არა პირიქით. მეც ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედია კიდევ შევძლებთ შეხვედრას(თაე)
-აუცილებლად! ახლა კი ძილინებისა და გმადლობ, რომ მომაცილე(მე)
-ტკბილი ძილი-მითხრა და ლოყაზე მაკოცა. ამაზე ვიგრძენი მთელი სახე როგორ ამიხურდა, რაც თაეს არ გამოპარვია და ჩაეცინა.


Комментарии