4 страницаОпубликовано: 12.04.2020. 12:48
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 4

სახლში ავედი თუ არა შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი, მარა ვინ დამაცადა. თვალები დავხუჭე თუ არა ტელეფონის ზარის ხმა მომესმა, 100%იანი იუნა და იუნგი იქნებიან. ტელეფონს, რომ დავხედე ნუ თითქმის გამომიცნია. ჩვენს ჯგუფში რეკავდნენ, როგორც ჩანს ყველას ძალიან აინტერესებს როგორ ჩაიარა ჩემმა პაემანმა.
-გის...
-აბა რა ქენით? როგორი იყო? სიმპატიურია? სახლამდე მოგაცილა? მხიარულია? საყვარელია? რაზე ილაპარაკეთ?-სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ ჯოიმ და იუნამ კითხვები მომაყარეს.
-კითხვების დასმას თუ შეწყევტთ და ერთი სიტყვის თქმას მაინც თუ დააცდით ყველაფერს მოყვება(ბექიონი)
-მადლობა(მე)
-აბა მოყევი(იუნგი)
-კარგი, ვისაც რა გაინტერესებთ სათითაოდ მკითხეთ და მოგიყვებით, ოღონდ სათითაოდ!!(მე)
-გოგო იუნგიმ ფოტო გვაჩვენა და ფოტოში ძაან სიმპატუირია და რეალობაშიც მართლა ასეთია?(ჯოი)
-კი! რეალობაშიც ისეთივე სიმპატიურია როგორც ფოტოში(მე)
-რაზე ლაპარაკობდით(მინჰო)
-რავიცი, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად საკუთარ თავზე სასაცილო ისტორიების მოყოლა დავიწყეთ(მე)
-მოგეწონა? კარგი დრო გაატარე?(იუნა)
-კარგ დროს გაატარებდა, უბრალოდ ნახე რა სიმპატიური ბიჭია, ასეთთან კარგ დროს როგორ ვერ გაატარებდა?(ჯოი)
-ჯოი მართალია, კარგი დრო გავატარე. კაფედან პარკში წავედით, შემდეგ კი სახლამდე მიმაცილა(მე)
-მიგაცილა? ძალიან კარგი(კრისი)
-კარგი და ნომრები გაცვალეთ? კიდევ აპირებთ შეხვედრას?(ჯოი)
-კი ნომრებიც გავცვალეთ და კი შეიძლება კიდევ შევხვდეთ(მე)
-ძალიან კარგი(იუნა)
-კარგი ჩემზე ლაპარაკს მოვრჩეთ. თქვენ რას შვებით? ჯოი შენი გადაღებების საქმე როგორ არის?(მე)
-როგორც ყოველთვის ძალიან დამღლელია-თქვა და ამოიხვნეშა
-ბიჭებო თქვენი სწავლის საქმე როგორ არის?(იუნა)
-აუ რავიცი დღეს პრაქტიკაზე ვიყავით და საშინლად დავიღალეთ, თან ახლა სტაჟიორებიც, რომ ვართ უფრო გადატვირთულები ვართ(მინჰო)
-ააა კარგით აბა მეც წავედი მაშინ, დღეს მეც ძალიან დავიღალე(მე)
-კარგი მიდით, ტკბილი ძილი(კრისი)
-უი ისე ბეკჰიონ(მე)
-გისმენ(ბექიონი)
-იცი თეჰიონიც ადვოკატია. NC-ის კომპანიაში მუშაობს(მე)
-მართლა? მოიცა NC?(ბექიონი)
-ხო(მე)
-ვააა მაშინ გირჩევ ეგ ბიჭი ხელიდან არ გაუშვა, იცი იმ კომპანიაში მოხვედრა რა რთულია?(ბექიონი)
-.....კარგი, ძილინებისა(მე)

დილით ახალი ამბები ისევ მე წავიყვანე. იმედია მომეცემა შანსი და ამ ადგილს საბოლოოდ მე დავიკავებ.

შუადღეს სეულის უმაღლეს უნივერსიტეტში მომიწია წასვლა, რადგან იქ ხანძარი დაიწყო.
"მოგესალმებით, მე ვარ ნიცა ახვლედიანი და ახლა ვიმყოფები სეულის უმაღლეს უნივერსიტეტში. მოწოდებული ცნობების თანახმად შენობაში დაახლოებით 20ადამიანია. ამ დროისთვის მათი გამოყვანა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, მაგრამ მეხანძრეები ყველანაირად ცდილობენ, რომ იქ მყოფები რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოდ გამოიყვანონ. ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. როგორც კი ახალ ინფორმაციას მივიღებთ შეგატყობინებთ. თქვენთან იყო ნიცა ახვლედიანი, სასიამოვნო დღეს გისურვებთ."
-ვსიო, კარგი იყო(ბატ. პარკი)
-გმადლობთ(მე)
6საათამდე დაახლოებით 25ჟურნალისტი იქ ვიცდიდით. ამინდიც საშინელი იყო, რაც არც მეხანძრეებს აწყობდათ და არც ჩვენ.

"მოგესალმებით მე ვარ ნიცა ახვლედიანი და სეულის უმაღლეს უნივერსიტეტში გაჩენილ ხანძარზე გაწვდით ინფორმაციას. საბოლოოდ მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა და ადამიანების შენობიდან გამოყვანა. შენობაში სულ 22ადამიანი იყო, მათგან 7მიიღო დაზიანებები, მაგრამ საბედნიეროდ ისინი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ხანძრის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, ხოლო რაც შეეხება ზარალს უნივერსიტეტის ნახევარი ჩამოინგრა, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტი თანხა თუ რა დაჯდება ამ ზარალის აღდგენა. დღეისთვის მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, გმადლობთ ყურადღებისთვის."

უნივერსიტეტიდან პირდაპირ კომპანიაში წავედი.
-ო ღმერთო, კვამლის საშინელი სუნი აგდის(იუნგი)
-რა გიკვირს? 3საათი იქ ვიყავი და იქ ვაკეთებდი რეპორტაჟებს სადაც საშინელი ხანძარი იყო(მე)
-ნუ ხო და რატომ დაბრუნდი?(იუნგი)
-რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი(მე)
-ქალბატონო ნიცა დირექტორი თავისთან გეძახით(ქალბ. როზე)
-ახლა?(მე)
-დიახ(ქალბ. როზე)
ჩემი ნივთები  იუნგის მივეცი, მე კი დირექტორთან წავედი. ნეტავ რატომ უნდა ჩემი ნახვა? ამ ჯერზე დავაკაკუნე თუ არა პასუხი მაშინვე გამცა.
-გამარჯობათ, მეძახდით?(მე)
-გამარჯობა მოდი დაჯექი-მითხრა და ხელით სკამზე მიმითითა
-შენს რეპორტაჟს ვუყურე კარგი გამოვიდა.(ბატ. ჩენი)
-გმადლობთ(მე)
-ალბად ძალიან დაიღალე, დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე(ბატ. ჩენი)
-აამმ კარგით მადლობა(მე)
-ისე ჩემს შემოთავაზებაზე დაფიქრდი?(ბატ. ჩენი)
შემოთავაზებაზე? რაზ..? ააა ედთად სადილზე ამბობს?
-დიახ(მე)
-კარგი მაშინ როცა გეცლება ერთად ვისადილოთ?(ბატ. ჩენი)
.....სიმართლე, რომ ვთქვა არცისე ძალიან მინდა, მაგრამ უარს ვერ ვეტყვი მაინც ჩემი დირექტორია-...კი
-ძალიან კარგი ახლა მიდი დაისვენე(ბატ. ჩენი)
-კარგით ნახვამდის(მე)

მეორე დღეს კიდევ ვიყავი ხანძართან დაკავშირებით რამის გასაგებად წასული, მაგრამ ჯერ არაფერს არ ამბობდნენ.

კომპანიიდან სახლში წასვლას ვაპირებდი, როდესაც ბატონი ჩენის მესაიდუმლე მოვიდა და მითხრა, რიომ თავისთან მიბარებდა.
-მეძახდით?(მე)
-ნიცა მოდი. აბა როგორ არის საქმე? ხანძართან დაკავშირებით რამე ახალი გაიგე?(ბატ. ჩენი)
-არა ჯერ არაფერს ამბობენ(მე)
-აააა გასაგებია. დღეს გცალია? იქნებ ერთად გვევახშმა?(ბატ. ჩენი)
-ააა იცით დღეს გეგმები მაქვს-ხო დამავიწყდა მეთქვა, გუშინ სანამ დავიძინებდი თაემ მომწერა და შეხვედრა შემომთავაზა და ნუ მეც რათქმაუნდა დავთანხმდი.
-ააა გასაგებია. შეყვარებულთან ერთად აპირებ დროის გატარებას?(ბატ. ჩენი)
-უკაცრავად?(მე)
-გეგმები მაქვსო და შეყვარებულთან ერთად თქო?(ბატ. ჩენი)
-აა არა, ის ჩემი შეყვარებული არაა(მე)
-აა გასაგებია-თქვა და შევამჩნიე როგორ ჩაეცინა
-რა არის გასაგები?(მე)
-აა არაფერი შეგიძლია წახვიდე, არ დაგაგვიანდეს(ბატ. ჩენი)
-კარგით, ნახვამდის(მე)

ეს თავი შედარებით პატარა გამომივიდა, მაგრამ დღეს ხასიათზე არ ვიყავი. შემდეგი დიდი იქნება მადლობა ყველას ვინც კითხულობთ. დავოუთება არ დაგავიწყდეთ💜

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!