5 страницаОпубликовано: 12.04.2020. 14:50
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 5

სამსახურიდან პირდაპირ კაფეში წავედი.
-ბოდიში დიდხანს გალოდინე?(მე)
-კი, მარა არაუშავს. სანამ მოხვიდოდი შეკვეთა მივეცი იმედია წინაამღდეგი არ ხარ?(თეჰიონი)
-არა(მე)
-გუშინ შენს რეპორტაჟს ვუყურე. რამე ახალი არ ისმის ხანძართან დაკავშირებით?(თეჰიონი)
-აუ რავიცი რა, მეხანძრეებმა ჯერ თვითონაც ვერ გაარკვიეს მიზეზი. მთელი დღეა აქეთ-იქით დავბოდიალობ საშინლად დავიღალე(მე)
-თუ დაიღალე გეთქვა და შეხვედრა გადაგვედო, თან გეტყობა ხასიათზეც არ ხარ(თეჰიონი)
-ხო ცოტა(მე)
-კარგი მაშინ მოდი იცი რა ვქნათ? დღეს ფეიერვერკებს გაუშვებენ და შეკვეთას, რომ მოგვიტანონ ვჭამოთ და საყურებლად წავიდეთ, თან ხასიათზეც მოხვალ. აბა რას იტყვი?(თეჰიონი)
-კარგი აზრია(მე)
მალევე მოიტანეს ჩვენი შეკვეთა, შემდეგ კი ფეიერვერკების საყურებლად წავედით. თეჰიონი დღეს იმაზე მეტს იღიმოდა ვიდერე ჩვენი პირველი შეხვედრისას და ახლა კიდევ უფრო საყვარელი იყო. გზაში სიმღერები ჩართო და თითქმის ყველა ვიცოდი, ამიტომაც რომ არ ავყოლოდი არ შემეძლო, თეჰიონიც მყვებოდა ხანდახან.
-იცი, რომ სიმღერა საერთოდ არ შეგიძლია?(თეჰიონი)
-ხო ვიცი, შენ კი პირიქით კარგად მღერი, ნუ მთლად საოცრად არა მარა ჩემთან შედარებით კარგია-ამაზე თეჰიონს საყვარლად გაეცინა. ცოტახანი ვუყურებდი და მის საყვარელ ღიმილს ვაკვირდებოდი. ვაკვირდებოხი მისი სახის ყოველ მონაკვეთს, ის მართლაც ძალიან მიმზიდველი და საყვარელი იყო.
-რამის თქმა გინდა?(თეჰიონი)
-რაა?(მე)
-რავი ისე მიყურებ ვიფიქრე რამის თქმა გინდოდა(თეჰიონი)
-არა უბრალოდ...(მე)
-რა?(თეჰიონი)
-ძალიან საყვარელი ხარ-ამის გაგონებაზე თეჰიონს ეშმაკურად ჩაეცინა და მე შემომხედა-მადლობა, შენც ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ.
ამის გაგონებაზე ვიგრძენი როგორ ამეწვა ლოყები, ამიტომაც ფანჯარა ჩამოვწიე და თავი ფანჯრიდან გავყავი იმის იმედით, რომ ის ამას ვერ შეამჩნევდა, მაგრამ მას რას გამოეპარებს კაცი, ყველაფერს მიხვდა და ხმამაღლა სიცილი დაიწყო.

როდესაც მივედით უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, რომ ფეიერვერკებისთვის ეყურებინათ, მათ შორის უმეტესობა საყვარელი წყვილები იყვნენ. ყველანი ველოდებოდით ფეიერვერკების დაწყებას, მაგრამ გარეთ საშინლად ციოდა, მე კი აქეთ-იქით დავდიოდი, რომ გავხურებულიყავი. უეცრად მუცელზე ხელები ვიგრძენი, თავის მიტრიალება მინდოდა, მაგრამ თეჰიონმა სახე ჩემს ყურთან ახლოს მოწია, ისე რომ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და ყურში ჩამჩურჩულა-შენ უყურე მე კი გაგათბობ-მითხრა და თავი მხარზე დამადო.
ის მართლაც ძალიან თბილი იყო. მისმა დიდმა ხელებმა თავისთან მიმიზიდეს და გამათბეს, თან ვგრძნობდი მის გულისცემას, ვგრძნობდი თუ რა სწრაფად და ძლიერ უცემდა გული.
-იცი მგონი მართლა ძალიან მომეწონე(თეჰიონი)
-რა?(მე)
-უყურე და არ მოტრიალდე, მე კი ვილაპარაკებ(თეჰიონი)
-იცი არ ვიცი როდიდან მომწონხარ, არ ვიცი ეს მაშინ მოხდა როდესაც პირველად ტელევიზორში გნახე თუ ჩვენი პირველი შეხვედრისას, მაგრამ ვიცი, რომ მომწონს შენთან ყოფნა, მომწონს შენთან ლაპარაკი და სიცილი, მომწონს კომპლიმენტების მოსმენისას, რომ წითლდები და ამის დამალვას, რომ ვცდილობ მაგრამ არ გამოგდის, მომწონს შენთან ერთად სეირნობა, რადგან თავს შენთან ძალიან კარგად და თავისუფლად ვგრძნობ. ნიცა იცი მართლა ძალიან მომწონხარ და იმედი მაქვს, რომ ეს გრძნობა ცალმხრივი არ იქნება.
ახლა რა უნდა ვთქვა? თეჰიონი სიყვარულში გამომიტყდა. ვგრძნობ ჩემი გული რა სწრაფად ცემს და ვგრძნობ მთელი სახე როგორ მიხურს, არადა რამოდენიმე წუთის წინ ვიყინებოდი. მეც მომწონს მასთან დროის გატარება, რადგან მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, მომწონს მისი ღიმილი, მომწონს მისი თაფლისფერი თვალები რომლებიც დიდი სითბოთი არის სავსე. ოღმერთო მე მართლაც მომწონს თეჰიონი? მას მოვშორდი და მისკენ მივტრიალდი. 2წუთი ვიდექი და მის თაფლისფერ თვალებს ვუყურებდი, რომლებიც ისეთი სითბოთი იყო სავსე, რომ მისი შემხედვარეს სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი, შემდეგ ჩამეცინა რადგან მივხვდი, რომ მე ის მართლაც მომწონდა. თეჰიონმა თავიდან გაკვირვებული შემომხედა, შემდეგ მანაც თვალებში ჩამხედა და თბილად გამიღიმა, აი ზუსტად ისე როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას. თეჰიონს ჩავეხუტე და ლაპარაკი დავიწყე.
-თეე იცი მეც მომწონხარ! მეც ძალიან მომწონს შენთან ერთად დროის გატარება, რადგან თავს შენთან ძალიან მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობ, ძალიან მომწონს შენი თბილი ღიმილი და მომწონს ეს თაფლისფერი თავალები, რომლებიც ასეთი სითბოთი და სიყვარულით მიყურებენ. თეჰიონ მე შენ მომწონხარ!!
ამ სიტყვების გაგონებაზე თეს თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა და გულში მაგრად ჩამიკრა. სადღაც 15წუთი ასე ვიდექით და შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ. სეირნობის დროს თემ ხელი ჩამკიდა და ვგრძნობდი ჩემმა გულმა კიდევ უფრო ძლიერ როგორ დაიწყო ფეთქვა.
-ნიცა ანუ დღეიდან ერთად ვართ?(თეჰიონი)
-კი(მე)
-მაშინ ვფიქრობ ამის უფლება მაქვს(თეჰიონი)
-რისი უფ...-სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ თეჰიონმა თავისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ეს რბილი და ჰაეროვანი კოცნა იყო. ვგრძნობდი მის მხურვალე და ამვდროულად ძალიან ფაფუკ ტუჩებს, ვგრძნობდი მის ხელებს ჩემს წელზე, რომლებიც თავისკენ უფრო და უფრო მიზიდავდნენ. არცერთს არ გვინდოდა კოცნის შეწყვეტა, მაგრამ ბოლოს ჰაერის უკმარისობის გამო მაინც მოგვიწია. მე მას კიდევ ერთხელ ვაკოცე მოწყვეტით და გზა გავაგრძელეთ.

დილით ჯერ სახანძროში, შემდეგ კი პოლიციაში წავედი. აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ ხანძარი სპეციალურად გააჩინა, მეხანძრეებმა ბენზინის კვალი იპოვეს. მაგრამ  ვინაობის დადგენა რთული იქნება რადგან იმ ადგილას სადაც ხანძარი დაიწყო კამერები არ ეყენა, ამიტომაც მოწმე უნდა მოეძებნათ, რასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. რეპორტაჟი გავაკეთე და კომპანიაში წავედი.
-აბა როგორ ხარ? გუშინ გწერდი და არ მიპასუხე?(იუნა)
-ააა ხო ბოდიში, ძალიან დაღლილი ვიყავი და მივედი თუ არა მაშინვე ჩამეძინა(მე)
-ააა კაი არაუშავს. შენი და თეჰიონის ამბები როგორაა?(იუნა)
-ნუ იციი...(მე)
-რაა? მოიცა არ მითხრა, რომ...(იუნა)
-ხოო(მე)
ამის გაგონებაზე იუნას თვალები გაუბრწყინდა და სიხარულისგან წივილი დაიწყო, მაგრამ პირზე ხელი სწრაფად ავაფარე.
-ჩუმად!!(მე)
-მართლა ერთად ხართ? როდიდან? მე რატომ არ მითხარი? პირველი კოცნა გქონდათ უკვე?(იუნა)
-ხო და გუშინდელი საღამოდან და იმიტომ ვერ გითხარი, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი და მაშინვე დასაძინებლად დავწექი(მე)
-ბოლო კითხვა გამოგრჩა(იუნა)
-ააა ნუუ...(მე)
-ნიცა გაწითლდი! ანუ უკვე გქონდათ?(იუნა)
-რა ჰქონდათ?-ინტერესით სავსე თვალებით გვკითხა იუნგიმ და გვერდით მოგვიჯდა, ჩვენ კი თავიდან შეგვეშინდა და შევხტით რადგან არ ვიცოდით აქ თუ იყო.
-იუნგი აბა მოემზადე, იცოდე ახლა გაოცდები ისეთს გეტყვი(იუნა)
-რა არის ასეთი(იუნგი)
-როგორც იქნა გვეღირსა(იუნა)
-რა?(იუნგი)
-ნიცა და თეჰიონი ერთად არიან-ამის გაგონებაზე იუნგის ყავა გადასცდა და გაკვირვებული სახით შემომხედა.
-მართლა? როდიდან ხართ ერთად? ჩვენ რატომ არ ვიცოდით?(იუნგი)
-გუშინდელი საღამოდან(მე)
-ძაან მაგარია გილოცავთ! აი ხომ ხედავ არა მე, რომ არა ერთმანეთს ვერ გაიცნობდით-ისე ამაყად თქვა ეს, რომ სიცილი ვერ შევიკავე
-ვინ გამოტყდა პირველი?(იუნა)
-ამას დიდი მნიშვნელობა აქვს?(მე)
-კი(იუნა, იუნგი)
იუნას და იუნგის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი თუ რა როგორ მოხდა, გარდა კოცნისა.
-მოიცა და იუნამ, რომ თქვა ანუ უკვე გქონდათო რა იგულისხმა?-იკითხა იუნგიმ და ეშმაკურად ჩაიცინა
-ის არა რაც შენ იფიქრე გარყვნილო-ვუთხარი და სამივეს გაგვეცინა
-აუ აბა რავიცი საღამოს ამიხსნაო სიყვარულიო, თან იუნამაც გქ...-სიტყვის დასრულება არ დავაცადე, რომ ვუთხარი იუნამ კოცნა, რომ იგულისხმა-ააააა გასაგებია-იუნგის კმაყოფილი და გარყვნილი სახე მაინც არ მოშორებია. საინტერესოა უკვე რა აზრებმა მოასწრეს მის თავში გავლა.
-კარგი და ჩვენ როდის გაგვაცნობ?(იუნა)
-არ ვიცი, დაველაპარაკები და გეტყვით(მე)
-კარგი მოუთმენლად გელით(იუნა, იუნგი)
საქმეები აღარ მქონდა ამიტომაც სახლში გადავწყვიტე წასვლა, როდესაც გზად დირექტორი შემხვდა.
-ნიცა სახლში მიდიხარ?(ბატ. ჩენი)
-დიახ, საქმეები აღარ მაქვს და სახლში წასვლა გადავწყვიტე(მე)
-თუ ასეა, მაშინ ერთად ხომ არ გვესადილა? ნუ სადილობის დრო უკვე აღარ არის მაგრამ მაინც. სახლამდე მე მიგაცილებ.
ბატონ ჩენს უკვე იმდენჯერ ვუთხარი უარი, რომ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ ჯერზე დავთანხმებულიყავი. კომპანიასთან ახლოს ერთი რესტორანი იყო და გადავწყვიტეთ, რომ იქ წავსულიყავით.
-ნიცა რამე ახალი გაიგე ხანძართან დაკავშირებით?(ბატ. ჩენი)
ყველა ჩემთან ლაპარაკს, რომ იწყებს სულ საქმეზე ჯერ რატომ მელაპარაკებიან და მერე სხვა თემაზე რატომ გადადიან? ცოტა მომაბეზრებელიც კი არის ეს უკვე.
-დიახ, გავიგე რომ ეს სპეციალურად იყო მოწყობილი, მაგრამ ვის მიერ ეს ჯერ არ იციან, რადგან იმ ადგილას სადაც ხანძარი დაიწყო კამერები არ არის დაყენებული(მე)
-ააა გასაგებია. ისე რაღაცის კითხვა მინდოდა(ბატ. ჩენი)
-გისმენთ(მე)
-შეყვარებული არ გყავს ხო?-მკითხა და იმედით სავსე თვალებით შემომხედა.
სიმართლე, რომ ვთქვა ძალიან გამიკვირდა როდესაც დირექტორმა ეს მკითხა, ნეტა რაში აინტერესებს?!
-აამ კი მყავს(მე)
-წინაზე ხომ თქვი, რომ არ გყავდა-მითხრა და უცნაურად შემომხედა, თითქოსდა ცდილობდა ჩემს სახეზე ამოეკითხა ვიტყუებოდი თუ არა.
-ხოო, ერთად გუშინდელი დღიდან ვართ(მე)
-ანუ შანსი არ მაქვს?-თავისთვის ჩუმად ჩაუბურტყუნა, რომ ვერ გამეგო, მაგრამ მაიმც გავიგონე.
-რა თქვით?(მე)
-აა არაფერი-მითხრა და სევდიანად გამიღიმა.
-და შეიძლება გკითხოთ ეს რაში გაინტერესებდათ?(მე)
-აა ისე უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ არ მოდუნებულიყავი. ხომ იცი ვისაც შეყვარებული ჰყავს, შემდეგ დაბნეულია ხოლმე და სქმეს ნორმალურად ვერ ასრულებს, იმედია შენს შემთხვევაშიც ასე არ იქნება.(ბატ. ჩენი)
-არა გპირდებით ასეთი რამ არ მოხდება!(მე)
-კარგი, უკვე გვიანია თუ მორჩი წავიდეთ?(ბატ. ჩენი)
-დიახ(მე)
დირექტორმა სახლამდე მიმაცილა და შემდეგ თვითონ წავიდა.

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!