6 страницаОпубликовано: 16.04.2020. 09:30
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 6

დირექტორმა სახლამე მიმაცილა, შემდეგ თვითონ წავიდა.

ამ 1კვირამ ჩვეულებრივ ჩაიარა. მე და თე ყოველ დღე სასეირნოდ დავდიოდით, მეგობრებსაც გავაცანი ის და ძალიან მოეწონათ. ასევე ხანძრის საქმის გამოძიებას, რომელსაც მაქსიმუმ 1თვე დასჭირდებოდა მალევე გამოიძიეს, რადგან მოწმე გამოჩნდა და ეჭვმიტანილმაც ყველაფერი აღიარა. ასევე მე საბოლოოდ დილის ახალი ამბების მუდმივი წამყვანი გავხდი, ჯოის გადაღებებიც დორამისთვის დამთავრდა და საშინლად ბედნიერია, ბექიონმა ძალიან რთული საქმე მოიგო და შეიძლება მთავარი ადვოკატის ადგილი დაიკავოს, ხოლო მარკმა და მინჰომ გამოცდებისთვის დაიწყეს მზადება.

ორშაბათს გვიანობამდე მომიწია დარჩენა, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა. სამუშაოში ისე ვიყავი გართული, რომ ვერც შევამჩნიე როგორ დადგა 12საათი. ჩემი ნივთები ავიღე და კომპანიიდან გასვლას ვაპირებდი, მაგრამ გარეთ თავსხმა წვიმა იყო. რა ჯანდაბაა?! მაინცდამაინც ახლა დაიწყო წვიმა, როდესაც არც ქოლგა მაქვს და არც მანქანით ვარ წამოსული? ახლა რა ვქნა?
-გინდა მიგიყვანო?- უეცრად უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა, რომ მივტრიალდი ბატონი ჩენი დავინახე, იდგა და თბილად მიღიმოდა.
-არა გმადლობთ- რაა?ნიცა ნორმალური ხარ? უარი რატომ ვუთხარი? ჩემით ასეთ თავსხმა წვიმაში ნამდვილად ვერ მივალ, მითუმეტეს რომ ავტობუსებიც აღარ დადიან.
-დარწმუნებული ხარ, რომ მიცილება არ გჭირდება? მანქანითაც არ ხარ ასეა? წამოდი მე წაგიყვან-საპასუხოდ უბრალოდ თავი დავუქნიე და უკან გავყევი. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ბატონმა ჩენმა ამინდისთვის შესაფერისი მუსიკები ჩართო, რაც მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
-მიყვარს ასეთი ამინდები-ჩემთვის ჩუმად ჩავიბურტყუნე, მეგონა რომ ბატონი ჩენი ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც გაიგო.
-მეც-მითხრა და თბილად გამიღიმა. ამ ღიმილის დანახვაზე ვიგრძენი რა სწრაფად დაიწყო ჩემმა გულმა ცემა, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი, ეს ხომ უბრალოდ ღიმილი იყო. პასუხი არ გამიცია, უბრალოდ მეც გავუღიმე და ფანჯარაში ყურება გავაგრძელე.
-აი მოვედით-თქვა და მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა.
-კარგით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომაცილეთ და ბოდიშით შეწუხებისთვის-ვუთხარი და მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, როდესაც მაჯაზე მისი შეხება ვიგრძენი, რომელიც მანქანიდან გადასვლის საშუალებას არ მაძლევდა.
-ნიცა უნდა ვილაპარაკოთ!-გაკვირვებული სახით შევხედე, რადგან ვერ ვხვდებოდი რაზე უნდა გველაპარაკა. ალბად საქმესთან დაკავშირებით უნდა ეთქვა რამე, ნუ ხო აბა სხვა სალაპარაკო თემა არც გვაქვს.
-ნიცა ბედნიერი ხარ შენს შეყვარებულთან ერთად?-მკითხა და იმედიანი თვალებით შემომხედა, თითქოსდა უარყოფით პასუხს მოელოდა, მის თვალებში ასევე ძლიერი სევდისა და ტკი ილის დანახვა შეიძლებოდა, მაგრამ მიზეზი უცნობი იყო. რამოდენიმე წამი გაკვირვებული ვიყავი, რადგან ვერ ვხვდებოდი ასეთ კითხვას რატომ მისვამდა, შემდეგ ვუთხარი, რომ თესთან ბედნიერი ვიყავი.
-გიყვარს?-მკითხა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-....ამას რატომ მეკითხებით?(მე)
-რა მნიშვნელობა აქვს რატომ გეკითხები უბრალოდ მითხარი გიყვარს?-მას ხმაში გაბრაზება ეტყობოდა, რამაც უფრო დამაბნია.
-......კი-როდესაც ეს ვთქვი თავი რატომღაც უცნაურად ვიგრძენი, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ, მე ხომ ის მართლა მიყვარს. მაგრამ თავი კიდევ უფრო უცნაურად ვიგრძენი, როდესაც ბატონი ჩენის შეწუხებული თვალები დავინახე. ამ თვალებში იყო რაღაც, რაღაც რაც თავს უცნაურად მაგრძნობინებდა,მაგრამ ამავდროულად ძლიერ მიზიდავდა. როდესაც მის თვალებს ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ამ ნახშირივით შავ თვალებში ძალიან ბევრი რამ იმალებოდა, მე კი ამის გაგება ძალიან მინდოდა.
-ანუ შანსი არ მაქვს?-ამ სიტყვების გაგონებამ სულ დამაბნია, ვერ მივხვდი რატომ ამბობდა ამას, ასე რატომ იქცეოდა ან საერთოდ რა უნდა მეპასუხა.
-უკაცრავად, მაგრამ ვერ ვხვდები რას გულისხმობთ
-ნუთი მართლა ვერ ხვდები? ნიცა რა სულელი ხარ, მომწონხარ გესმის? მომწონხარ!!! აბა რა გეგონა რატომ გპატიჟებდი სავახშმოდ ან სასადილოდ? იმდენჯერ მითხარი უარი, მაგრამ მე მაინც არ ვწყვეტდი შენს დაპატიჟებას, სიამაყე სულ დავივიწყე და ისიც შენს გამო! ნუთი აქამდე ვერ მიხვდი, რომ მომწონხარ? იცი როდესაც მითხარი, რომ შეყვარებული არ გყავდა როგორ გამიხარდა? მეგონა, რომ შანსი მქონდა, მაგრამ როდესაც რესტორანში მითხარი, რომ გყავდა გული იცი როგორ მეტკინა? მაგრამ შენ ესეც ვერ შეამჩნიე. ასეთი გულუბრყვილო რატომ ხარ?
ამ სიტყვების გაგონებაზე სიხარული, მაგრამ ამავდროულად საშინელი ტკივილი ვიგრძენი. გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ მას ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა, მაგრამ როდესაც მითხრა, რომ სულელი ვიყავი რადგან აქამდე მისი გრძნობების შესახებ ვერაფერს მივხვდი, როდესაც მითხრა, რომ გული საშინლად ეტკინა და ამის მიზეზი მე ვიყავი, მაშინ მეც რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ვიგრძენი რომ რაღაც ჩამწყდა და უეცრად ტირილი მომინდა. იმდენად ვიყავი დაბნეული, რომ პასუხი აღარ გამიცია მანქანიდან გადავედი და სახლში გავიქეცი.
სახლში შევედი თუ არა მაშინვე ჩემს ოთახში გავიქეცი და კარებს მივეყრდენი. ვგრძნობდი რა ძლიერ და სწრაფად ცემდა ჩემი გული, ვგრძნობდი რა სწრაფად მოძრაობდა სისხლი ვენებში, ვგრძნობდი რაღაც აუტანელ ტკივილს, რონელიც ნორმალურად ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და პირდაპირ ყელში მიჭერდა. სადღაც 10წუთი ასე ვიდექი, შემდეკ კი ვანაში შევედი. ცხელმა წყალმა ცოტა მიშველა და გონზე მოსვლაში დამეხმარა. კარგი იყო რომ მამაჩემი თავის მეგობართან იყო 1კვირით წასული და შევძლებდი სიმშვიდეში მეფიქრა მომხდარის შესახებ, მაგრამ იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ ვერაფერზე ფიქრი ვერ შევძელი.

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!