Озвучивание не поддерживается в этом браузере
თავი 7
დილით ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს, დავხედე და თე იყო.
-გისმენ(მე)
-პატარავ როგორ ხარ? ხომ არ გაგაღვიძე?(თეჰიონი)
-კი-ბუზღუნით ვუთხარი
-უი მაპატიე, უბრალოდ გუშინსმერე ვერ გიკავშირდებოდი და ვინერვიულე-და აი ისევ მომხდარი დამიდგა თვალწინ.
-აააა უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მქონდა და სახლში მივედი თუ არა პირდაპირ დასაძინებლად დავწექი(მე)
-ააა გასაგებია, მაშინ მიდი მოემზადე და სამსახურში მე წაგიყვან კარგი?(თეჰიონი)
-კარგი(მე)
უნდა ვუთხრა თეჰიონს გუშინ რაც მოხდა? არა ნიცა სულ გადაიერიე? რა უნდა უთხრა, რომ გუშინ შენმა უფროსმა სახლამდე მიგაცილა და სიყვარულში გამოგიტყდა? ნორმალური ხარ? ჯერ შენთვითონ ვერ გაერკვიე ნორმალურად ვერაფერში და ეს თეჰიონს როგორ უნდა უთხრა?
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა.
სწრაფად ავდექი და მზადება დავიწყე, მალევე თეჰიონიც მოვიდა. დამინახა თუ არა ჩამეხუტა და მოწყვეტით მაკოცა.
-მომენატრე-მითხრა და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-მეც(მე)
-რომელზე გამოგიარო?(თეჰიონი)
-ააა არ ვიცი ზუსტად როდის მოვრჩები, მოგწერ(მე)
-კარგი-მითხრა და შუბლზე მაკოცა.
მივედი თუ არა ჩემთან მაშინვე ქალბატონი როზე მოვიდა და მითხრა, რომ დირექტორი თავისთან მიბარებდა. ამ სიტყვების გაგონებაზე ვიგრძენი ჩემმა გულმა გიჟივით როგორ დაიწყო ფეთქვა. ახლა მისი ნახვა საშინლად არ მინდოდა, მაგრამ უარს ვერ ვიტყოდი.
იმედი მაქვს იმ თემაზე არ დაიწყებს ლაპარაკს, მაინც სამსახურში ვართ.
როდესაც კარებზე უნდა დამეკაკუნებინა გავჩერდი, გული სადაცაა ამომივარდებოდა, საშინლად ვნერვიულობდი და გადავწყვიტე სამ თვლაზე დამეკაკუნებინა : 1 2...ნიცააა რა განერვიულებს ასე? დამშვიდდი ღრმად ჩაისუნთქე და მიდი...3
-შემოდით(ბატ. ჩენი)
-გამარჯობათ, მეძახდით?(მე)
-კი დაჯექი-ისე მითხრა, რომ არც შემოუხედავ და მდივანზე ხელით მიმითითა. ეტყობოდა, რონ გაღიზიანებული იყი, რის გამოც კიდევ უფრო ვნერვიულობდი.
-ნიცა-ჩემი სახელი ძალიან გამოკვეთილად წარმოთქვა, რაზეც უცნაური შეგრძნება დამეუფლა-ალბად იცი რატომაც დაგიბარე არა?-საბუთები გვერდით გადადო, მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა-ნიცაააა....-ბოლოში ჩემი სახელი ძალიან გაწელა, თვალებში შემომხედა და ცალი წარბი ასწია-გუშინ რატომ გაიქეცი?
არც კი ვიცოდუ რა მეპასუხა, ან ახლა საერთოდ რა ვქნა? აუცილებელი იყო ამაზე მაინცდამაინც ახლა ლაპარაკი? ახლა რა ვუთხრა?
არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომაც ბლუყუნით ვლაპარაკობდი.
-ამმ..იც..იცით..მე..მეე
-ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ?-ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ წარბიც არ შეურხევია. მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ შეამჩნევდით ვერც წყენას, ვერც ბრაზს, უბრალოდ ქვასავით იჯდა და პასუხს ელოდებოდა, მაგრამ მისი თვალები, ოოო ღმერთო მისი თვალები, სწორედ მათ გასცეს თუ რას გრძნობდა ის. მის თვალებში დიდ სევდასა და ტკივილს ამოიკითხავდით და ამავდროულად იმედის ნაპერწკალს.
-იცით მე...მეე მაპატიეთ, მაგრამ მე თქვენს მიმართ არაფერს არ ვგრძნობ-ეს ვთვქი თუ არა მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც ჩამწყდა, ვიგრძენი რომ ამ სიტყვებმა ბატონ ჩენზე მეტად მე მატკინა გული, მაგრამ რატომ? რატომ ვგრძნობ თავს ასე? მაგრამ ყველაზე მეტად გული იცით რა მატკინა? როდესაც მის თვალებში საშინელი იმდეგაცრუება და ტკივილი დავინახე თავი საშინელი ადამიანი მეგონა.
-მაშინ რატომ გაიქეცი?
ამაზე პასუხის გაცემა ვერ შევძელი, უბრალოდ თავი ჩავხარე და ერთ წერტილს მივაშტერდი.
-კარგი გადი-ცივად მითხრა და თავის მაგიდასთან დაჯდა.
დანარჩენმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, იმ გამონაკლისით, რომ აღარაფრის ხალისი არ მქონდა. რატომღაც ძალიან მინდოდა, რომ მეტირა, ბოლო ხმაზე მეყვირა და ყველაფერი დამენგრია, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი, რაც კიდევ უფრო მაგიჟებდა.
-ნიცა კარგად ხარ? დღეს მთელი დღეა მოწყენილი დადიხარ და ხმას არ იღებ, დირექტორი გეჩხუბა? ნიცააა!!! გესმის ჩემი?-ფიქრებიდან იუნას სიტყვებმა გამომიყვანეს, შეწუხებული სახით მიყურებდა და პასყხს ელოდა.
-კარგად ვარ-ვუთხარი და ყალბდა გავუღიმე.
-დარწმუნებული ხარ? რამე მოხდა? მითხარი გთხოვ, თორე ვნერვიულობ.
-ყველაფერი რიგზეა, ნუ დარდობ!
-კაირგი, ამმ მოდი დღეს პიჟამო ფართი მოვაწყოთ მე შენ და ჯოიმ რას იტყვი?
-კარგი მოდი
-პიჟამო ფართი? მეც მინდა(იუნგი)
-არა!(იუნა)
-რატომ?(იუნგი)
-იმიტომ, რომ მხოლოდ გოგოები ვიქნებით(იუნა)
-ოხხხ კაი-გვითხრა და თვალები აატრიალა, რაზეც მე და იუნას გაგვეცინა.
-ისე იუნგი როდის გაგვაცნობ იმ გოგოს ვისთან ერთადაც პაემანზე იყავი? საერთოდ რა ხდება მასთან?(მე)
-აააა რა ხდება და ერთად ვართ-ისეთი ამაყი და ბედნიერი სახით მითხრა, რომ ჩამეცინა.
-მერე როდის გაგავაცნობ? სახელი მაინც გვითხარი(იუნა)
-მალე, მალე(იუნგი)
-ოხხხ კარგი.....ნიცა ჯოის მივწერე და თანახმაა, ესეიგი დღეს შენთან?(იუნა)
-კი(მე)
სანამ სახლში მივიდოდით მანამდე მაღაზიაში გავიარეთ და ბევრი სასუსნავები ვიყიდეთ, შემდეგ კი პირდაპირ ჩემთან ავედით. როდესაც ავედით თეს მივწერე,რომ დღეს გოგოები პიჟამო ფართის ვაწყობდით და გამოვლა საჭირო არ იყო და გავაფრთხილე, რომ შეიძლებოდა ვერ მეპასუხა თუ დამირეკავდა.
პიჟამოები ჩავიცვით და ლოჯში ფუმფულა ხალიჩაზე მოვკალათდით.
-ნიცა აბა თეჰიონთან რას შვები?(ჯოი)
-რავი ვართ რა, შენთან რამე ახალი ხდება?(მე)
-რავიცი, ახლა ვფიქრობ მთავარ როლზე ხომ არ ვცადოთქო, თან ზუსტად ახალი ფილმი გამოდის და ვფიქრობ ქასტინგზე ხომ არ წავიდე(ჯოი)
-სცადე, რას დაკარგავ. იქნებ ბედმა გაგიღიმოს და მთავარი როლი მიიღო(იუნა)
-ხო ვნახოთ(ჯოი)
-ნიცა რა გჭირს? დღეს მთელი დღეა რაღაცაზე ფიქრობ არ იტყვი რა მოხდა?(იუნა)
-ნიცა თეჰიონთან ხომ არ იჩხუბე? ტუ გაწყენინა გვითხარი და ავაშპალიერებთ-თქვა ჯოიმ და იუნას გახედა.
-არა უბრალოდ...(მე)
-უბრალოდ...(იუნა, ჯოი)
ამოვიხვნეშე და გოგოებს ყველაფერი მოვუყევი და თან მათ გაოცებულ ვაკვირდებოდი, რომლებიც შოკოლადებს ერთი მეორე მიყოლებით ჭამდნენ და ინტერესით სავსე თვალებით მიყურებდნენ, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე.
-რა გაცინებს გოგო? ესეიგი შენი დირექტორი სიყვარულში გამოგიტყდა? შენ კიდევ გაიქეცი და დღეს უთხარი, რომ მის მიმართ არაფერს არ გრძნობდი?(ჯოი)
-აიი თურმე სულ თავისთან კაბინეტში რატომ გიბარებდა....კარგი და თუ არაფერს გრძნობ მის მიმართ მთელი დღე უცნაურად რატომ იქცევი?(იუნა)
-ნიცა დარწმუნებული ხარ, რომ მის მიმაღტ მართლა არაფერს გრძნობ?-იუნა სახეზე მაკვირდება თითქოსდა ჩემი აზრების წაკითხვას ცდილობსო.
-კი, ხომ ვთქვი, რომ მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობ(მე)
-რავიცი, უბრალოდ მგონია, რომ არიდ რაღაც რასაც მალავ(იუნა)
-ღმერთო ჩემო რას უნდა ვმალავდე?(მე)
-კაიი ააფეი და ას აპიებ ააა?-ჯოი შოკოლადებით გამოტენილი პირით მეკითხებოდა და თან კიდევ იტენიდა შოკოლადს პირში, რაზეც მე და იუნამ სიცილი ვერ შევიკავეთ.
-ჯოი აღარ გაქვს ადგილი და სადღა ტენი მაგ შოკოლადს?-სიცილით ეკითხება იუნა.
-აუ აა ო სეაოთ?-ძლივს ამოღერღა და ის ის შოკოლადიც შეიტენა, რის გამოც პირს ვეღარ ხურავდა.
ამაზე კიდევ უფრო დავიწყეთ სიცილი, ჯოისაც უნდოდა გაცინება, მაგრამ პირი ისე ჰქონდა გატენილი, რომ ვერ იცინოდა, ცდილობდა რომ როგორღაც შეეჭამა პირში რაც ჰქონდა და ცოტა გათავისუფლებულიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა.
-მოიცადე ჯოი აი აქ გადმოყარე-სიცილით ვუთხარი და სალფეთკი მივაწოდე.
-უფფფ არ დავისვენეე, ხოდა რას ვამბობდით?-ისე იკითხა თითქოსდა არაფერი მომხდარიყოს. ამაზე კი სამივეს სიცილი აგვიტყდა და სანამ სიცილისგან მუცელი არ აგვტკივდა იქამდე არ გავჩერდით. მერე საშინელებათა ფილმს ვუყურეთ და თან ერთმანეტზე ვიყავით გადახლართულები, რადგან საშინლად გვეშინოდა და ასე ჩაგვეძინა.
აბა როგორი იყო? ბოდიშს გიხდით, რომ დადება დავიგვიანე ამის შემდეგ დროულად დავდებ. ვინც კითხულობთ ყველას დიდი მადლობა და ძალიან მიყვარხართ❤❤
კომენტარებში დაწერეთ რა მოგწონთ და ისიც დაწერეთ რა არ მოგწონთ, რადგან მე ეს ძალიან მეხმარება.


Комментарии