8 страницаОпубликовано: 27.04.2020. 12:02
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 8

დილით, რომ გავიღვიძეთ ყველაფერი საშინლად გვტკიოდა, რადგან ძალიან ცუდად ვიწექით. მე თავი ჯოის ფეხებზე მედო, ჯოის თავი ძირს ედო და ბალიშს ეხუტებოდა, ხოლო იუნას თავი ჩემს მუცელზე ედო, ფეხები კი მდივანზე ჰქონდა დაწყობილი.

როგორც გავიგე დღეს ბატონი ჩენი სამსახურში არ მოსულა. მიზეზი ქალბატონმა როზემაც კი არ იცოდა, მაგრამ მე დაახლოებით ვხვდებოდი რის გამოც შეიძლებოდა არ მოსულიყო და ძალიან მეწყინა.
-გოგო იცი ბატონი ჩენი დღეს კომპანიაში არ მოსულა? შენი აზრით გუშინდელის გამო არ მოვიდა?(იუნა)
-არ ვიცი, შეიძლება-დამწუხრებულმა ვუთხარი.
-ნიცა დარწმუნებული ხარ, რომ...-სიტყვის დასრულება არ დავაცადე, მაშინვე ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვიყავი და წამოვედი. მაგრამ რატომღაც ჩემს სიტყვებში მეთვითონვე მეპარებოდა ეჭვი და გასაკვირი არაა, რომ იუნაც ასე ფიქრობდა. ნეტა რატომ არ მოვიდა დღეს? ნუთუ მართლა გუშინდელის გამო? არაა რა სისულელეა, თუ მართლა? ნეტა ახლა როგორ არის?
ეს ფიქრები მთელი დღე მოსვენებას არ მაძლევდა, რის გამოც ხასიათი გამიფუჭდა.

მომდევნო დღესაც არ გამოჩენილა და ამჯერადაც არ იცოდა მიზეზი ქალბატონმა როზემ, ვერც უკავშირდებოდა და თქვა, რომ სახლშიც არავინ იყო ამიტომაც ცოტა ავღელდი.

ღამით რაღაც ხმაური მაღვიძებს. ვიღაც კარებზე მთელი ძალით აბრახუნებდა ხელებს, საათს რომ დავხედე ღამის 2საათი იყო. ბრახუნი არ წყდებოდა და ვაღიარებ ცოტა შემეშინდა. ფრთხილად მივდივარ კარებთან. ღმერთო ნეტა ვინ არის ასეთ დროს? ქურდები, რომ იყვნენ? ამ ფიქრებში კარები ფრთხილად გავაღე და ნანახმა გამაოცა....

თქვენი აზრით ვინ არის ასეთ დროს? ვიცი პატარაა, მაგრამ დრო არ მაქვს დიდი თავის დასადებად ვეცდები მომდევნო ან დღეს საღამოს დავდო ან ხვალ, და უფრო დიდ თავს დავდებ. მიყვარხართ❤❤

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!