9 страницаОпубликовано: 29.04.2020. 13:14
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 9

ღმერთო ნეტა ვინ არის ასეთ დროს? ქურდები რომ იყვნენ? ამ ფიქრებში კარები ფრთხილად გავაღე და ნანახმა გამაოცა....

ჩემს წინ მთვრალი დირექტორი იდგა, რომელიც სადაცაა წაიკცეოდა, წინ წამოიწია და მე დამეცა. სწრაფად სახლში შევიყვანე და მდივანზე დავაწვინე. გაოცებული ვიყავი, რადგან პირველად ვნახე ასეთი ბატონი ჩენი, მაგრამ როდესაც გავიაზრე, რომ ის ამ დღეში ჩემს გამო იყო თავი საშინლად ვიგრძენი.
-ამდენი რატომ დალიეთ? აქ რატომ მოხვედით? სახლში რატომ არ წახვედით? სამსახურში რატომ არ მოდიოდით?-უამრავი კითხვა მივაყარე, მაგრამ პასუხი არცერთზე გაუცია, უბრალოდ იწვა და ჭერს უყურებდა. წავედი, რომ მისთვის წყალი მიმეტანა, მაგრამ უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი, მან კედელზე მიმაჯახა და ხელები მაგრად დამიჭირა. ისე შემეშინდა ნორმალურად ვერც კი მივხვდი რა მოხდა, 1-2წუთის უკან ფეხზე ვერ იდგა და ახლა კიდე...
-რას მიშვები?(ბატ. ჩენი)
-რ..რას გულისხმობთ?-იმდენად შეშინებული და გაოცებული ვიყავი, რომ სიტყვებს თავს ძლივს ვუბამდი და ვგრძნობდი გული შიშისგან რა სწრაფად და ძლიერ მიცემდა, მეგონა სადაცაა ამომივარდებოდა. ვგრძნობდი როგორ ძლიერ მიკავებდა ხელებს, რომ არსად არ წავსულიყავი, რაც საშინლად მტკივნეული იყო.
-შენთან შესახვედრად და ახლოს ყოფნისთვის რამდენ რამეს ვაკეთებდი შენ კი?
გაკვირვებული ვუყურებდი და ნორმალურად ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა, შემდეგ როგორც იქნა შევძელი და ამოვღერღე-ვერ...ვერ ვხვდები რას გულისხმობთ
-ნიცა მართლა რა სულელი ხარ, შენ რა გგონია ჩვენი შეხვედრა შემთხვევითობაა? არადა მე ჭკვიანი მეგონე-ბოლოს სიტყვები ცინიკურად წარმოთქვა, რის გამოც თავი კიდევ უფრო ცუდად ვიგრძენი.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობთ და გამიშვით ხელი მტკივა-უკვე მართლა ძალიან მეშინოდა და თვალებზე ცრემლები მომადგა.
-ღნერთო ნიცა მართლა რა გულუბრყვილო ხარ. რა გეგონა აბა დამთხვევა იყო შენი უფროსი ის ადამიანი, რომ აღმოჩნდა ვინც დაგეჯახა? ან ის ავარია შემთხვევითობა გეგონა გეგონა? ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდი, რომ შენთან ახლოს ვყოფილიყავი, შენ კიდევ ვიღაც ნაბიჭვართან ერათად პარკში დასეირნობდი?-ამ სიტყვებში ცინიზმი იგრძნობოდა, ხოლო თვალები? ის თვალები ახლა არაფერს ამბობდნენ, მის შავ თვალებში ვერაფერს ვერ ვხედავდი ვერც ბრაზს, ვერც შიშს და ვერც მწუხარებას ისინი უბრალოდ ისეთი ბნელი იყო, მეგონა ბნელ უფსკრულში ვიხედებოდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე გამახსენდა ის ავარია, ის დღე როდესაც ის როგორც დირექტორი ისე წარგვიდგინეს, როდესაც ვუთხარი, რომ ის ვისაც დაეჯახა მე ვიყავი მან კი გაიკვირვა, ყოველი დეტალი გამახსენდა. გონებაში ყველაფერი აირია და საშინელმა შიშმა ამიტანა, ცრემლები წამსკდა და გახშირებულად ვსუნთქავდი, გული გაგიჟებული ფეთქავდა, ვგრძნობდი რა სწრაფად გადაადგილდებოდა სისხლი ჩემს ვენებში, ძლივ-ძლივობით შევძელი მეთქვა, რომ ხელი გაეშვა ჩემთვის რადგან საშინლად მტკიოდა-გა..გამიშვი გთხოვ, გამიშვი
-რატომ? რომ იმ ს*რთან გაიქცე და დახმარება სთხოვო?-ამ ყველაფერს უკვე ყვირილით მეუბნებოდა და ხელზე კიდევ უფრო მაგრად მიწერდა.
-რა გინდა? გამიშვი გთხოვ
-რა მინდა? შენ მე ამას სერიოზულად მეკითხები?-ეს რომ თქვა ხმამაღლა გაიცინა და შემდეგ განაგრძო-ნიცა შენ მინდიხარ გესმის? შენ!!-თქვა თუ არა მაშინვე ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ეს უხეში, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნო კოცნა იყო. თავიდან წინაამღდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ბოლოს მაინც დავნებდი და ავყევი, რადგან რატომღაც ძლიერ მიზიდავდა და არ მინდოდა, რომ კოცნა შეეწყვიტა. ერთი ხელი სახეზე დამადო, მეორე კი წელზე შემომხვია და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა. შემდეგ ჰაერის უკმარისობის გამო მომშორდა და ახლა ყელზე გადაინაცვლა. ვიგრძენი მისი რბილი და მხურვალე ტუჩები ჩემს ყელზე. რამოდენიმე სველი კოცნა დამიტოვა და შემდეგ ისევ ტუჩებს მოუბრუნდა. შემდეგ წამით გაჩერდა-გამაგიჟე, ნიცა ახვლედიანო სიგიჟემდე მომაწონე თავი გესმის? ახლა იცოდე ვერსად ვეღარ გამექცევი-მითხრა და კოცნა განაგრძო.

დილით ვიღაცის ხელს ვგრძნობ წელზე, ვტრიალდები და ბატონ ჩენს ვხედავ. ისე საყვარლად ეძინა, რომ თვალს ვერ ვაშორებდი, ამიტომაც დრო ვიხელთე და მისი სახის ყოველი ნაკვეთის შესწავლა დავიწყე, თან სახეზე ვეფერებოდი. თმები ისე საყვარლად ჰქონდა აჩეჩილი, რომ გამეცინა.
-არ გასწავლეს, რომ მძინარე ადამიანს არ უნდა უყურო?-მითხრა და თავისთან კიდევ უფრო მიმიზიდა.
-არ გძინავს?
-უკვე აარა
-კარგი, თუ ასეა ადექი სამსახურში დაგვაგვიანდება-ვუთხარი და ადგომა ვცადე.
-აუ ამან ეს მომენტი, რომ არ გააფუჭოს ისე როგორ-ბუზღუნით თქვა და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-აა დამახრჩობ ეგრე, ადექი მიდი!-სიცილოთ ვუთხარი და როგორც იქნა გავაშვებინე და ავდექი.

აბა რას იტყვით? მგონი ძაან უაზრობა თავი გამოვიდა. ბოდიშს გიხდით ცენზურის დარღვევისთვის.
მიყვარხართ❤❤

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!