10 страницаОпубликовано: 06.05.2020. 12:22
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 10

კომპანიაში მალევე მივედით. მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, როდესაც ჩენმა შემაჩერა.
-რა არის?(მე)
-იმ ბიჭთან რა აპირებ?-ძალიან სერიოზული ხმით მკითხა.
ღმერთო ჩემო თაე. ის აღარც მახსოვდა, ახლა რა ვქნა? მე ის მართლა მომწონს, მაგრამ ჩენი ის...მის მიმართ რასაც ვგრძნობ ეს ჩვეულებრივი მოწონებისგან სრულიად განსხვავდება. ვგრძნობ, რომ მასში რაღაც ძლიერ მიზიდავს და მხიბლავს, მაგრამ არ ვიცი რა. ვგრძნობ, რომ ჩემს რაღაც ნაწილს მასთან უნდა მაგრამ თე? მე ხომ მას ასე გულს ვერ ვატკენ.
-ნიცაა!! რას აპირებთქო?-მის ხმაში უკვე გაბრაზება იგრძნობოდა, მართალია ამის დამალვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-ამმ მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი?(მე)
-ნი..-სიტყვის დასრულება არ დავაცადე, სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და კომპანიაში გავიქეცი.

მივედი თუ არა მაშინვე ჩემთან ლისა მოვიდა და მითხრა, რომ სასწრაფო თათბირი იყო. მეც დაუყოვნებლივ სათათბირო კაბინეტში გავიქეცი სადაც უკვე ყველა შეკრებილიყო, მათ შორის იუნა და იუნგიც.
-რა ხდება?(მე)
-არ იცი? გოგო ვიღაცას პრემიერმინისტრი დაუნახავს საყვარელთან ერთად და მათი ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა(იუნა)
-ააა გასაგებია(მე)
მალევე კაბინეტში ბატონი კიმი შემოვიდა და მაშინვე საქმეზე დაიწყო ლაპარაკი.
-ალბად ყველამ იცით თუ რატომ შეგკრიბეთ აქ?! ტუ ვინმემ არ იცით გეტყვით. გუშინ ვიღაცამ ანონიმურად ატვირთა პრემიერ მინისტრი პაკისა და მისი საყვარლის ფოტოები. ახლა უკვე ათობით ჟურნალისტი იქნება მის სახლთან და სამსახურთან, ამიტომაც არ დავაყოვნებ და ახლავე გეტყვით ვინ რა უნდა გააკეთოს.
-ლისა და ჯენი გაიგეთ ვინ ატვირთა ეს ფოტოები და მასთან ინტერვიუს ასაღებად წადით. ადგილი მითითებულია ფოტოში, ამიტომაც იუნგი წადი იმ ადგილას და ეცადე პერსონალისგან რამე გაიგო. ვიდეო კამერების ჩანაწერები ხელში უნდა ჩაიგდო და გაიგე ვინაა ის ქალი და მასთან მიდი. სუჰო და ჩანიოლ თქვენ პრემიერ მინისტრის სახლში წადით. იუნა და ნიცა თქვენ პოლიციაში წადით და ეცადეთ რამე გაიგოთ. საჩივარს ამ ფოტოების სიყალბეზე აუცილებლად შეიტანდნენ. აბა ყველამ ყველაფერი გაიგო? იცოდეთ სენსაცია მჭირდება fighting!(ვინც არ იცის კორეაში ამ ტერმინს მაშინ იყენებენ, როდესაც ახალ პროექტს იწყებენ)
-fighting!-ყველამ ერთად დავიყვირეთ და საქმეს შევუდექით.
საბედნიეროდ პოლიციასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა, ამიტომაც ინფორმაციის გაგება არ გაგვჭირვებია.

-ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ფოტოები ყალბი არაა?-თქვა იუნამ და კმაყოფილი სახე მიიღო.
-ნუ თუ იმას ჩავთვლით, რომ უფროსმა დაგვაბარა გვეთქვა, რომ ფოტოები ყალბი იყო მაშინ კი ფოტოები ყალბი არაა(??)
-ძალიან კარგი, ეს ზუსტად ისაა რაც ჩვენ გვჭირდება. კარგი გმადლობ კრის, ვერც კი წარმოიდგენ როგორ დაგვეხმარე(მე)
-არაფრის, ოღონდ არ უნდა გაიგონ, რომ ინფორმაცია მე მოგაწოდეთ(კრისი)
-ამაზე არ იღელვო(იუნა)
ამის შემდეგ ბატონ კიმს დავურეკეთ და ყველაფერი მოვუყევით. მას ამის გაგება ძალიან გაუხარდა, მე და იუნა შეგვაქო და გვითხრა, რომ კომპანიაში დავბრუნებულიყავით.
როგორც კი დავბრუნდით საშინელი აურზაური დაგვხვდა. ყველა აქეთ-იქით დარბოდა, ტელეფონების რეკვის ხმა არ წყდებოდა, ნამდვილი ქაოსი იყო.
-აი ნახავ, პრემიერი ყველა ტელევიზიის მოსყიდვას შეეცდება-ცინიკურად წარმოვთქვი ეს სიტყვები და ამ აურზაურს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.
-აბა სხვა რა უნდა ქნას? კარგი, კარგი წამოდი ბატონი კიმი გველოდება(იუნა)
-ქალბატონო ნიცა-უეცრად უკნიდან ქალბატონი როზეს ხმა მომესმა.
-გისმენთ(მე)
-დირექტორი თავისთან გიბარებთ(ქალბ. როზე)
-ახლა? კი მაგრამ მე...-სიტყვის დასრულება ვერ მოვახერხე, რადგან იუნამ გამაწყვეტინა-მიდი, მიდი მე ბატონ კიმთან წავალ-თავი დავუქნიე და კაბინეტისკენ გავეშურე.
-მეძახდით?(მე)
-კი მოდი-გახარებული წამოხტა.
-რამე მოხდა?(მე)
-ამ ამბის გამო ყველა აჟიოტაჟშია არა? იმედია სენსაციას მოიპოვებთ-მითხრა და თბილად გამიღიმა.
-აუცილებლად, მაგრამ აქ ამის გამო დამიბარეთ?(მე)
-არა და თქვენობით ნუ მომმართავ რა, უბრალოდ მომენატრე და შენი ნახვა მინდოდა-მითხრა და ჩასახუტებლად წამოიწია, მაგრამ საშუალება არ მივეცი-რა მოხდა?-გაკვირვებული სახით მიყურებდა.
-ბატონო ჩენ
-ნიცაა!!
-კარგი ჩენ დრო უნდა მომცე. ჩემს გრძნობებში უნდა გავერკვე, თორე ასე არ შემიძლია.
-რას გულისხმობ?-მკითხა და ცალი წარბი ასწია-გუშინ ღამით ყველაფერი არ გავარკვიეთ?
-არა, ამიტომაც გთხოვ დრო მომეცი, რომ გავერკვე კარგი?
უკმაყოფილო სახით შემომხედა და უბრალოდ თავი დამიქნია. მეც აღარ გავჩერებულვარ და პირდაპირ ბატონ კიმთან წავედი, მაგრამ როდესაც მივედი იუნა იქ არ დამხვდა.
-ბატონო კიმ იუნა სად არის?
-ის იუნგისთან გავუშვი. შენ სუჰოსთან და ჩანიოლთან წადი.
-კარგით.

12საათამდე იქ ვიდექით. საშინლად ციოდა. საბედნიეროდ ჩვენს შესაცვლელად მოვიდნენ, თორე სადაცაა ლოლოდ ვიქცეოდი. სახლში მივედი თუ არა პირდაპირ დასაძინებლად დავწექი, მარა ვინ გაცდის. მაინცდამაინც, რომ ვიძინებ ან მძინავს მაშინ უნდა დამირეკონ აბა ისე როგორ. ტავიდან დავაიგნორე და არ ვუპასუხე, მაგრამ ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა და სხვა რა გზა მქონდა და ვუპასუხე, ისე რომ არც დამიხედავს ვინ იყო.
-გისმენთ
-ნიცა რას შვები? ხომ არ გაგაღვიძე?-როდესაც თეს ხმა გავიგე მაშინვე წამოვხტი, სადღა მახსოვდა ძილი ისე ავნერვიულდი.
-ააა თ..თეე შენ ხარ? რავიცი ახლა მოვედი სახლში შენ? და  არა არ გაგიღვიძებივარ.
-რავიცი არაფერს. სად იყავი აქამდე? მთელი დღეა გირეკავ და არ მპასუბოდი.
-ააა იცი პრემიერ მინისტრზე ახალი ამბავი, რომ გამოვიდა? მაგაზე დავრბივარ მთელი დღეა.
-ააა გასაგებია. ეტყობა ძალიან დაიღალე, მიდი მაშინ დაისვენე, მიყვარხარ პატარავ.
-ამმ მეც და უი თე!
-გისმენ
-რატომ რეკავდი? რამე გინდოდა?
-არა, უბრალოდ მომენატრე და შენი ხმის გაგოენა მინდოდა. კარგი აბა მიდი
-კაი მიდი
ღმერთო რაღა დამაძინებს. მაინცდამაინც ახლა მოუნდა დარეკვა? ცოტახანი საწოლში ვიწრიალე, მაგრამ ვერ დავიძინე ამიტომაც ვანაში შესვლა გადავწყვიტე. ცხელი წყალი ძალიან მესიამოვნა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი დღის დაღლილობა მომაშორა, მაგრამ თეჰიონსა და ჩენზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტდი. რა უნდა ვქნა? ან საერთოდ რას ვგრძნობ? ნიცა კიდევ ეს გინდოდა? მალე უნდა გავერკვე ვერცერთს ვერ ვატკენ გულს, თან ძალიან მრცხვენია თაეს, რომ ასე ვექცევი.

ბატონმა კიმმა კიდევ ერთხელ გაგვგზავნა პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ სამწუხაროდ ახალი ვერაფერი ვერ გავიგეთ. იუნგიმ შეძლო და კამერების ჩანაწერები იშოვა და იმ ქალის ვინაობაც დაადგინა. ლისამაც შეძლო გაგება თუ ვინ დადო ფოტოები და მისგან ინგერვიუ აიღო, ხოლო დანარჩენებმა კი ფრემიერ მინისტრის გამოჭერა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. დღესაც გვიან მომიწია სახლში მისვლა.
-ძალიან დავიღალე-ვთქვი და მდივანზე დავწექი, ნუ ამას დაწოლას ვერა უფრო დაგდებას ვუწოდებთ. კარებზე კაკუნის ხმა მომესმა. ადგომა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. კარები, რომ გავაღე...

თქვენი აზრით ვინ არის? ბოდიშით დაგვიანებისთვის და მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.
მიყვარხართ❤

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!