11 страницаОпубликовано: 09.05.2020. 13:38
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 11

-ძალიან დავიღალე-ვთქვი და დივანზე დავწექი. ნუ ამას დაწოლას არა უფრო დაგდებას თუ ვუწოდებთ. უეცრად კაკუნის ხმა მომესმა, ადგომა ძალიან მეზარებოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. კარები რომ გავაღე მომღიმარი თეჰიონი დავინახე. ხელებში ლუდითა და სასუსნავებით გატენილი პარკები ეჭირა-თე? აქ რას აკეთებ?
-ეს დღეები ძალიან ბევრს მუშაობ და განტვირთვა არ გაწყენდა, თან დიდი ხანია არ მინახავხარ და ძალიან მომენატრე. არ შემომიშვებ?-მკითხა და თბილად გამიღიმა.
-აა, კი შემოდი
თეჰიონმა ნივთები სამზარეულოში შეიტანა და ამოღება დაიწყო.
-რამდენი რამ მოგიტანია
-ხოო, ზუსტად არ ვიცოდი ახლა რა გენდომებოდა, ამიტომაც ყველაფერი წამოვიღე-და აი ისევ ის თბილო ღიმილი. ღმერთო როგორ მათბობს ეს ღიმილი, როგორ მამშვიდებს. თესთან თავს ისე მშვიდად ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ მასთან ყოფნით ყველანაირი დარდი მიქრება, მასთან ისე თავისუფლად ვარ, მე მას შემიძლია ვენდო, მაგრამ ეს ის გრძნობაა რითითაც მასთან შემიძლია ვიყო? ნუთუ რახან მასთან თავს კარგად ვგრძნობ ესიგი მაასთან ერთად მინდა ვიყო? არა მე ის მიყვარს ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეჭვი მაინც რატომ მეპარება? და ჩენი? მასთან როგორ ვარ? მე მასთან თავს....
უეცრად ფიქრებიდან თეს ჩახუტებამ გამომიყვანა-ის ისეთი თბილია. მის თაფლისფერ თვალებში კი იმდენი სიყვარულია. ღმერთო როგორ არ მინდა, რომ გული ვატკინო, მაგრამ იქნებ არც ვატკინო? არა, ნიცა მალე უნდა გაერკვე გრძნობებში!
-პატარავ კარგად ხარ? თუ ძალიან დაღლილი ხარ ეს ყველაფერი სხვა დროისთვის გადავდოთ.
-არა დალევა არ მაწყენს-ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე, მან კი თავზე მაკოცა და კიდევ უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-მოდი რამე ფილმს ვუყუროთ
-მოდი-ვუთხარი და გავუღიმე ისე, რომ თვალი წამითაც არ მომიშორებია.
-ნიცა რა გჭირს?
-რა მჭირს?
-არ ვიცი, რაც მოვედი თვალს არ მაშორებ და სახიდან ღიმილი არ გშორდება. რაიყო ასე ძაან გაგიხარდა ჩემი ნახვა?-მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-თეე..
-გისმენ
-...არაფერი, მართალი ხარ შენი ნახვა გამიხარდა. მოდი კომედიას ვუყუროთ.
-კარგი
ფილმი ძალიან სასაცილო აღმოჩნა, ნუ თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ თეჰიონი გაუჩერებლად იცინოდა. მე კი ფილმზე კონცეტრაციას საერთოდ ვერ ვახდენდი, ერთადერთი რაზეც ყურადღება მქონდა გამახვილებული ეს ის იყო. ვაკვირდებოდი მისი სახის ყოველ ნაკვეთს. როგორ შეიძლება ბიჭი თან ძალიან მიმზიდველი იყოს და ამავდროულად ძალიან ბავშვური? შეიძლება ადამიანის თვალებში ყოველთვის ამდენი სითბო და სიყვარული იყოს?
-ეგრე რატომ მიყურებ? ასე ძალიან მოგწონვარ?-მითხრა და მაკოცა. ეს კოცნა, მისი თბილი და ფუმფულა ტუჩები, ისეთი სასიამოვნო იყო მაგრამ უეცრად გამახსენდა ჩენი და ჩვენი პირველი კოცნა. გამახსენდა რა სიამოვნებას ვგრძნობდი, როდესაც ის მკოცნიდა, როგორ არ მინდოდა, რომ ის მომენტი როდესმე დამთავრებულიყო.  ამ ფიქრებში თეჰიონს კოცნა შეეწყვიტა, თვალებში მიყურებდა და მეც მის სიყვარულით სავსე თვალებში ჩავხედე. მის თაფლისფერ თვალებში იმდენი სითბო იყო, რომ საკმარისი იყო მათში ჩამეხედა და უკვე ვთბებოდი, მაგრამ რას ვხედავდი როდესაც ჩენის თვალებში ვიყურებოდი?
-პატარავ უკვე გვიანია არ დავიძინოთ?
-კი
-კარგი მიდი შენ შენს ოთახში დაიძინე, მე კი აქ დავიძინებ
-თეჰიონ
-გისმენ
-მოდი დღეს ერთად დავიძინოთ-არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი, მაგრამ რატომღაც საშინლად მომინდა, რომ დღეს მასთან ერთად დამეძინა. თეჰიონი გაკვირვებული მიყურებდა, ნამდვილად არ მოელოდა ასეთ შეთავაზებას, მაგრამ მაშინვე დამთანხმდა.
როდესაც დავწექით მას მაგრად ჩავეხუტე, რომ მისი სითბო მეგრძნო. მე მასთან თავს მართლაც კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ნუთუ სიყვარულია, როდესაც ადამიანთან თავს კარგად გრძნობ? რახან მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ ესეიგი ეს სიყვარულია?

როდესაც გავიღვიძე მაშინვე თაეს სახე დავინახე. რო სძინავს პატარა ბავშვს როგორ ჰგავს. თმები საყვარლად ჰქონდა აჩეჩილი, ტუჩები კი ერთმანეთისთვის ცოტათი დაეშორებინა. ჩუმად ავდექი, რომ არ გამეღვიძებინა და აბაზანაში შევედი. რომ გამოვედი, მაშინვე საჭმლის ძალიან გემრიელი სუნი მეცა. საწოლზე დავიხედე და თე აღარ იწვა. სწრაფად გავიშრე თმები და სამზარეულოში გავედი.
-რამდენი რამ გაგიკეთებია ყოჩაღ-ვუთხარი და გაოცებულმა მაგიდას შევხედე, რომელზეც ბევრი სხვადასხვა საჭმელი ეწყო
-ხო, მოდი დაჯექი
დავჯექი თუა რა მაშინვე ბლინებს ვწვდი.
-მოიცადე ჯერ ტკბილს, რომ მიახტი მაშინვე, კვერცხი ჭამე ჯერ.
-კარგი
-აბა როგორია?
-ძალიან გემრიელია
-ძალიან კარგი
-ისე თე რაღაც მინდა გკითხო
-აბა მიდი
-აამმმ შენი აზრით სიყვარული რა არის?-თეჰიონი ამ კითხვის მოსმენისას გაკვირვებული იყურებოდა, ნამდვილად არ მოელოდა ასეთ კითხვას.
-სიყვარული? რას გულიახმობ ამ კითხვაში?
-შენი აზრით სიყვარულია, როდესაც ადამიანთან თავს კომფორტულად გრძნობ?....
-ჰმმმ....ჩემი აზრით სიყვარულია, მაგრამ არა ისეთი, რომ ორმა ადამიანმა ერთად ყოფნა შეძლოს
-რას გულისხმობ?
-ჩემი აზრით ადამიანი, რომ გიყვარს მასთან თავს კომფორტულად არ უნდა გრძნობდე, ფირიქით 1წამითაც ვერ უნდა იგრძნო თავი მშვიდად. საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნისას უნდა ნერვიულობდე შენს ყოველ სიტყვასა და ქმედებაზე, მასთან სიახლოვისას გული ამოვარდნამდე უნდა გიცემდეს, მაგრამ როდესაც ვიღაცასთან თავს კომფორტულად გრძნობ კი სიყვარულია, მაგრამ მეგობრული. მაშინ შენ ის ადამიანი გიყვარს, როგორც ახლო მეგობარი და არა როგორც ბიჭი ან გოგო, მაგრამ რატომ მკითხე?
-ააა ისე დამაინტერესა-თეს სიტყვებმა ჩამაფიქრეს, ესეიგი მე მის მიმართ მეგობრულ სიყვარულს ვგრძნობ? ანუ მე ის როგორც ბიჭი არ მიყვარს? აუუ დავიბენი, მაშინ ჩენის მიმართ რაღას ვგრძნობ? არა რა მალე უნდა გავარკვიო, თორე გავგიჟდები.

მე იუნა და იუნგი ბატონმა კიმმა პრემიერ მინისტრის სახლში გაგვგზავნა.
-აუ ფეხები მეტკინა, უკვე 3საათია აქ ვდგავართ. საერთოდ აქ არც იქნება, თორე აქამდე ხომ გამოჩნდებოდა არა?!(იუნა)
-ხო შეიძლება, მაგრამ ისიც ხომ შეიძლება  გამოჩნდეს(იუნგი)
-ხოო, აუ ჯანდაბა ძალიან ცივა(მე)
-ხოო აუ ახლა ცხელი ყავა კარგი იქნებოდა(იუნა)
-ხოო, მერე გადავალ და მოვიტან(იუნგი)
-კარგი იქნება(იუნა)
-ისე იუნგი არ აპირებ გვითხრა ვინაა შენი შეყვარებული? ის მაინც გვითხარი ვიცნობთ თუ არა?!(მე)
-კი იცნობთ და ამ დღეებში გაგაცნობთ(იუნგი)
-მართლა? როგორც იქნა გვეღირსა(იუნა)
-ხო(მე)
-ისე საინტერესოა ვინაა(იუნა)
-არ ვიცი, ნეტა ჩვენი კომპანიიდანა?(მე)
-შეიძლება(იუნა)

საბედნიეროდ მალევე შეგვცვალეს და გვიანობამდე არ დავრჩენილვართ. გადავწყვიტე, რომ ჩენი მენახა. მართალია ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ნახვა. სწრაფად დავურეკე, რომ გამეგო სად იყო.
-გისმენ ნიცა, რამე მოხდა?
-ჩენ კომპანიაში ხარ?
-არა, ნიცა სახლში წავედი, რამე გინდოდა?
-არა, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა და...
-კაი, მაშინ ჩემთან მოხვალ?
-აამმ კაი მოვალ
1საათში უკვე ჩენთან ვიყავი.  მივედი თუ არა პირველვე რაც აღმომხდა ეს იყო "WOW". ეს სახლი კი არა სასახლე იყო. გარედან თუ ასეთი დიდი და მდიდრულია, მაშინ შიგნიდან რაღა იქნება.
-მოხვედი? მოდი შემოდი-მითხრა და კარი ფართოდ გამიღო
სახლი შიგნიდან კიდევ უფრო ლამაზი იყო. ყველაფერი თანამედროვედ იყო მოწყობილი. ყველა ოთახი თეთრ, ნაცრისფერ და ღია ცისფერ ფერში იყო.
-ძალიან ლამაზი სახლი გაქვს
-მადლობა. გშია?
-ცოტა
-სპაგეტზე რას იტყვი?
-დიდი სიამოვნებით შევჭამ
-კარგი წამოდი
სამზარეულოში შევედით. საკმაოდ დიდი და ლამაზი სამზარეულო იყო.
-აბა როგორია?
-ძალიან გემრიელია, შენ გააკეთე?
-კი
-ძალიან კარგად ამზადებ
-გმადლობ, ისე რამე მოხდა?
-რაზე ამბობ?
-რავი არ მოველოდი, შენს ზარს. უკვე გარკვიე შენს გრძნობებში?
-ამმ თითქმის
-კარგია
პასუხი აღარ გამიცია, უბრალოდ ჭამა გავაგრძელე და თან ხანდახან ჩენისკენ ვაპარებდი თვალს. ვგრძნობდი გული ნელ-ნელა როგორ უმატებდა ცემას, რაღაცაზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვერ ხვდებოდი რატომ ან რა მქონდა სანერვიულო. ჩენმა შეამჩნია, რომ მისკენ ვიხედებოდი ჩანგალი გვერდით გადადო და ჩემი ყურება დაიწყო. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ჯერად მის თვალებში ვერ ვხედავდი ვერც სიბრაზეს, ვერც წყენას. ახლა ისინი სულ სხვა გრძნობებით იყო სავსე, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდებოდი ეს რა გრძნობა იყო.
-გინდა ფილმს ფილმს ვუყუროთ?(ჩენი)
-კი
სადღაც 15წუთი ვარჩევდით რა ჟანრის ფილმი გვეყურებინა, ბოლოს დრამა ავარჩიეთ.
ფილმი თავიდან ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ შემდეგ ფილმში რა ხდებოდა ვეღარ გავიგე რადგან ჩენისკენ ვაპარებდი ხშირად თვალს და ფილმისთვის სულ აღარ მეცალა.
-აბა რა თქვეს ახლა?-მკითხა და უცბად შემოაბრუნა თავი ჩემკენ
-რ..რა?-ვკითხე დაბნეულმა
-ერთი სიტყვა მაინც გაიგე რათქვეს?-მითხრა და ჩემკენ გადმოიხარა, ისე რომ ჩვენს ტუჩებს შორის დაშორება 1სანტიმეტრი მაინც იქნებოდა. სახეზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, რაც საშინლად მაბნევდა.
-კ..კი-ვუთხარი და ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა სახე, ალბად ახლა საშინლად წითელი ვიყავი, პლიუს ამას არც ჩემი გული არ აკლებდა და გაქანებული ფეთქავდა. შემეშინდა ჩემი გულის ხმა მას არ გაეგო, უკან გაწევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ ადგილს მივეჯაჭვე, ვერ ვმოძრაობდი და ერთადერთი რასაც ვაკეთებდი ეს ჩენის შავ თვალებში ვიძირებოდი.
-აბა რა თქვეს?
-ამმ რა და...
-იცი ძალიან მომწონს თვალს, რომ ვერ მაშორებ. ისიც ძალიან მომწონს, რომ ასე გაბნევ და ჩემს გამო ასე წითლდები-მითხრა და ძალიან მაცდურად ჩაიცინა, რამაც კიდევ უფრო დამაბნია. ის ჩემს ტუჩებს თვალს არ აშორებდა და შევამჩნიე ტუჩზე როგორ იკბინა. ამას ვეღარ გავუძელი და მე თვითონ ვაკოცე. რამოდენიმე წამი გაკვირვებული იყო, შემდეგ კი ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა და კოცნაში ამყვა. თავდაპირველად კოცნა ძალიან ნაზი იყო, შემდეგ კი თანდათან გაუხეშდა. ჩენი ტუჩებზე მკბენდა, რის გამოც თავი ვეღარ შევიკავე და ამოვიკვნესე, ამაზე ჩაეღიმა და მომენტით ისარგებლა და ენა შემომიცურა. იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ვიგრძენი მთელს ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა როგორ დამიარა და თანდათან ძალა მეცლებოდა. არ მინდოდა რომ კოცნა შეეწყვიტა, და მგონი არც აპირებდა. ფილტვებში ჰაერი საბოლოოდ ამომეწურა, მაგრამ ჩენი გაჩერებას არ აპირებდა ამიტომაც კოცნა მე შევწყვიტე. ორივე გახშირებულად ვსუნთქვადით და ერთმანეთს ვუყურებდით-აბა ვისი კოცნა ჯობს? ჩემი თუ იმ ნაბი*ვრის?-ამის გაგონებისას სახე შემეცვალა, რაზეც ჩენს ხმამაღლა გაეცინა.
-კარგი გვიანია, უნდა წავიდე-ვთქვი და მდივნიდან წამოვხტი, მაგრამ მან მაჯაზე მომქაჩა და წამებში მის კალთაში აღვმონდი. ხელები წელზე შემომხვიე და თავისკენ უფრო მიმიზიდა, შემდეგ თავი ჩემს ყურთან მიიტანა. ვგრძნობდი მის ცხელ და გახშირებულ სუნთქვას, რაც ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ მაძლევდა-იქნებ დღეს ჩემთან დარჩე?-იმდენად მაცდურად მკითხა, რომ თავის შეკავება ძალიან რთული იყო-თან ყელზე სველი კოცნების დატოვება დაიწყო, რამაც კიდევ უფრო ძლიერ მომანდომა,რომ მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ  არა, ნიცა გონს მოდი!! არ დათანხმდე!! გამოფხიზლდი!!
-აა...არა ვ..ერ დავრჩები-ვუთხარი აკანკალებული ხმით, თან ჩემს თავს ვწყევლიდი ამხელა გავლენას, რომ ახდენდა ჩემზე, ნორმალურად პასუხსაც კი ვერ ვცემ.
-რატომ?-მკითხა და კოცნა გააგრძელა თანდათან ქვემოთ ჩადიოდა და ახლა ლავიწის ძვალზე დამიწყო კოცნა.
-დ..ღეს მ..მამაჩემი ჩამოდის და უნდა დავხვდე
-ეჰჰ რა საწყენია, არადა გეგმები მქონდა დღეისთვის, მაგრამ არაუშავს სხვა დროისთვის გადავდოთ-მითხრა და იმდენად გარყვნილი სახით შემომხედა, რომ სულ დამაბნია. მისი ასეთი სახე გამომეტყველება პირველად დავინახე, რაც საშინლად მიზიდავდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მაბნევდა და ნაფორიაქებდა.

-მამა სახლში ვარ-სახლში ბედნიერი შევედი და მდივანზე მჯდარი მამა დავინახე, რომელსაც თვალები საშინლად ჩასიებული ჰქონდა და შეწუხებული მიყურებდა-მამა რა მოხდა? კარგად ხარ?
-საყვარელო მოდი დაჯექი-ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მდივანზე თავის გევრდით ორჯერ დაარტყა ხელი.
-მამა ნუ მაშინებ, მითხარი რა მოხდა-უკვე მართლა ძალიან ვნერვიულობდი რადგან პირველად ვხედავდი მამას ასეთ მდგომარეობაში. მაშინაც კი როდესაც დედას გაშორდა იღიმოდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ სახიდან ღიმილს არ იშორებდა, მაგრამ ახლა მის სახეზე საშინელი ტკივილი იყო ასახული.
-საყვარელო....

აბა როგორ მოგეწონათ? თქვენი აზრით რა დაემართა ნიცას მამას? კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ და დავოუთება არ დაგავიწყდეთ.
მიყვარხართ💜💜

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!