12 страницаОпубликовано: 19.05.2020. 11:28
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 12

-მამა ნუ მაშინებ, მითხარი რამე-უკვე მართლა ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პირველად ვხედავდი მამას ასეთ მდგომარეობაში. მაშინაც კი როდესაც დედას გაშორდა იღიმოდა, მართალია ძალიან უჭირდა, მაგრამ სახიდან ღიმილს არ იშორებდა, მაგრამ ახლა მას სახეზე საშინელი ეტყობოდა.
-საყვარელო....ხომ იცი ჩემს მეგობართან, რომ ვიყავი წასული...?!
-ხო მერე-შევამჩნიე ცრემლები როგორ მოადგა თვალებზე რამაც კიდევ უფრო ამაღელვა
-საყვარელო, როდრსაც ჩემს მეგობართან ვიყავი-აქ გაჩერდა თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებდა, რომ ეთქვა. ღრმად ჩაისუნთქვა და განაგრძო-მაშინ მე....მეე... დედაშენს შევხვდი.
ამის გაგონებაზე სახე შემეცვალა, ადგილზევე გავშესდი და ვცდილობდი გამეაზრა ის რაც ახლა მან მითხრა.
-საყვარელო ის...-ვხედავდი როგორ უჭირდა ლაპარაკი, როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავრბას მაგრამ არ გამოსდიოდა-...ის..ძალიან ცუდად იყო და...3დღის უკან გარდაიცვალა-ძლივს თქვა და ის ცრემლები, რომლებსაც აქამდე ძლივ-ძლივობით იკავებდა წასკდა და გაუჩერებლად უსველებდნენ მთლიან სახეს. ამის გაგონებაზე ვიგრძენი, როგორ გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ჩემს ლოყებზე და ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოდიოდნენ. ვერ ვიჯერებდი იმ ფაქტს, რომ დედა აღარ იყო, მართალია დიდი ხანია არ მინახავს და მისი ნახვის სურვილი აღარ მქონდა, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ ის ცოცხალი იყო და ახლა თავის ახალ ოჯახთან ბედნიერი იყო. მაგრამ იმის გააზრებამ, რომ ის აღარ იყო აუტანელი ტკივილი მომაყენა, ვერ ვიჯერებდი, არა! დაჯერებაც არ მინდოდა ამის.
-მამა...რას ამბობ?
-...აი ეს მან მომცა. გთხ..გთხოვა, რომ წაგეკითხა და გადმომცა, რომ მეთქვა, რომ...რომ მას ძალიან უყვარხარ-ეს თქვა და ხელის კანკალით კონვერტი გამომიწოდა.
1-2წუთი კონვერტს თვალს არ ვაშორებდი. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო, საშინელი კოშმარი და როგორც კი გავიღვიძებდი ჩემს გვერდით დედასა და მამას დავიანახავდი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა. წერილი ავიღე, ჩემს ოთახში წავედი და მაშინვე კითხვა დავიწყე.

"ჩემო პატარა თუ ამას კითხულობ ესეიგი მე აღარ ვარ. ვიცი ბოდიშის მოხდას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ეს ერთი სიტყვა იმდენი წლის ტკივილს ვერ გააქრობს, რაც ჩემივე არჩევნით მოგაყენეთ. მაგრამ მინდა იცოდე მიზეზი იმისა თუ რატომ დაგტოვე, მინდა იცოდე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მე მაინც შენთან ვიყავი. მართალია, როდესაც 10წლის იყავი მიგატოვეთ შენ და მამაშენი ჩემი ეგოისტური სიყვარულის გამო. ხო მე სხვა შემიყვარდა და ჩემი ბედნიერება თქვენსაზე წინ დავაყენე, რაც მალევე ვინანე. ვერ შევასრულე ის ფიცი, რომელიც მამაშენს მივეცი ჩვენი ქორწინების დღეს რასაც საშინლად ვნანობდი, მთელი ამ დროის განმავლობაში. შენ გგონია, რომ მე წავედი და დაგივიწყე? რომ აღარ მიკითხავს როგორ იყავი? მაგრამ ეს ასე არაა. როდესაც გავიგე, რომ შენ და მამაშენი კორეაში გადმიხვედით საცხოვრებლად, მეც უკან გამოგყევით. მე შენ წამითაც არ დამიტოვებიხარ მარტო. ვიცი როგორ მელოდებოდი ყოველ ღამე და ფანჯარაში იყურებოდი იმის იმედით, რომ მე დამინახავდი. ვიცი, რომ ბოლოს იმედით სავსე თვალებით 16წლის სანამ გახდებოდი მაშინ გამოიხედე და საბოლოოდ იმედი გადაგეწურა, რამაც გული საშინლად მატკინა, მაგრამ არ გამტყუნებ რადგან 6წელი მელოდებოდი, მე კი ამის მცირედ მიზეზსაც კი არ გაძლევდი. გული საშინლად მტკიოდა ჩემი უგუნური საქციელის გამო. მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა შენთან მოსვლის რადგან არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა, მეშინოდა რომ ჩემი ნახვაც კი არ გენდომებოდა და ამიტომ უბრალოდ შორიდან გიყურებდი და ვნატრობდი, რომ ერთი დღე მეღირსებოდა, როდესაც გულში ჩაგიკრავდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს დღე არ დადგა. ვერ შევძელი ჩაგხუტებოდი და თავზე ხელი გადამესვა. მე შენ მაშინ დაგტოვე, როდესაც დედა ასე ძლიერ გჭირდებოდა, დაგტოვე მაშინ როდესაც ვჭირდებოდა ჩემი რჩევა-დარიგებები, რადგან იყო რაღაცეები რაშიც მამა ვერ დაგეხმარებოდა. იცი მე შენს ყველა ზეიმზე და ოლიმპიადაზე ვიყავი და შორიდან ვტკბებოდი შენი სილამაზით. გიყურებდი და ვამაყობდი, რომ ასეთი ჭკვიანი და ლამაზი გოგო იზრდებოდი. მე მაშინაც შენთან ვიყავი, როდესაც შენს პირველ შეყვარებულთან ერთად პარკში სეირნობდი, ვიყავი შენს გამოსაშვებზეც. ვიყავი შენთან როდესაც ჩააბარე და დაამთავრე უნივერსიტეტი. მე შენი ცხოვრების არცერთი მომენტი არ გამომიტოვებია. ვიცი ამაზე ლაპარაკს ახლა არანაირი აზრი აღარ აქვს მაფრამ მინდოდა გცოდნოდა, რომ მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ და არასდროს არ დამიტოვებიხარ. იმედი მაქვს ოდესმე მაპატიებთ იმ ტკივილს რაც მოგაყენეთ. მიყვარხარ ჩემო პატარავ და მამაშენს გადაეცი, რომ ისიც ძალიან მიყვარს და მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან მენატრებოდა."

არა, დედა არაა!!! ტავი ვეღარ შევიკავე და გამწარებული ავქვითინდი. ნუთუ ის მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან იყო, მე კი ვერ შევამჩნიე, რომ ის ჩემთან ასე ახლოს იყო. ვტიროდი და წერილს გულში ვიკრავდი.

იმედია ძაან მოსაწყენი თავი არ გამოსულა. ბოდიშით დაგვიანებისთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ვერ ვასწრებ დადებას, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ახალ თავებს კვირაში ორჯერ ოთხშაბათს და შაბათს დავდებ. თუ ტექსტში შეცდომები იქნება ბოდიშს გიხდით, რადგან მეჩქარება და გადამოწმებას ვერ ვასწრებ. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ამ თავზე და დავოუთება არ დაგავიწყდეთ. მიყვარხართ🌻💛

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!