Озвучивание не поддерживается в этом браузере
თავი 13
დილით, რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა. თვალები სულ ჩასიებული მქონდა, ის ფურცელი კი ჯერ კიდევ გულში მქონდა ჩახუტებული. როდესაც დავინახე თვალებზე ცრემლები მომადგა. ცოტახანი ასე ვიწექი და ჭერზე ერთ ადგილს მივშტერებოდი, არაფრის თავი არ მქონდა, საწოლიდან ადგომის სურვილიც არ მქონდა, ამიტომაც იუნას დავურეკე, რომ მეთქვა დღეს არ მივიდოდი.
-გისმენ ნიცა
-იუნა დღეს ვერ მოვალ და შეგიძლია ბატონ კიმს უთხრა? ბატონ ჩენს მეთვითონ ვეტყვი
-კაი და ხმაზე რა გჭირს? ან რატომ ვერ მოხვალ? ყველაფერი რიგზეა?-ტელეფონი გავუთიშე და ისევ ტირილი დავიწყე. ნახევარი საათი ვიჯექი და ვცდილობდი ყველაფრის გააზრებას მაგრამ ჩემი გონება გათიშული იყო, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩენისთვის მიმეწერა და მეთქვა, რომ დრეს ვერ მივიდოდი.
-"ჩენ თავს შეუძლოდ ვგრძნობ და კომპანიაში მოსვლას ვერ შევძლებ, იმედია პრობლემა არ იქნება?"
-"რატომ რა გჭირს? არა არანაირი პრობლემა"
-"მერე მოგიყვები"
-"კაი, გინდა დაგირეკო?"
-"არა, თავი მტკივა და ლაპარაკის თავი არ მაქვს"
-"აა კაი, თავს გაუფრთხილდი"
საწოლში კიდევ ერთი საათი ვიწექი, შემდეგ ადგომა გადავწყვიტე. აბანოში იმის იმედით შევედი, რომ ცხელი წყალი გონს მომიყვანდა, მაგრამ უშედეგოდ. მოვწესრიგდი და მამასთან ოთახში შევედი, მაგრამ იქ არ დამხვდა. შენდეგ სამზარეულოში გავედი და იქ დავინახე, გაზქურასთან იდგა და კვერცხს წვავდა. ეტყობოდა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, თვალები საშინლად ჩასიებული ჰქონდა.
-მამა
-გაიღვიძე?!-პასუხის ნაცვლად მივედი, მაგრად ჩავეხუტე და თავი ვეღარ შევიკავე, ისევ ტირილი დავიწყე. ისიც მაგრად ჩამეხუტა და ხელს თავზე მისვამდა-მამა ის ყოველთვის ჩვენთან იყო. მან...მან მითხრა, რომ ყოველთვის თვალს მადევნებდა, მამა გესმის? მე კი...ამას ვერ ვამჩნევდიი. მამა მან მითხრა, რომ შენც ჯერ კიდევ უყვარხარ, მან ყველაფერი მომიყვა თუ რატომ....რატომ დაგვტოვა, მაგრამ მითხრა, რომ მაშინვე ინანა, მამა მე მასზე აღარ ვბრაზობ, არა არ ვარ ვარ გაბრაზებული, პირიქით ვნანობ, რომ იმედი გადამეწურა, ჯერ კიდევ უნდა მქონოდა იმის იმედი, რომ...-სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყელში რაღაც დიდი ბურთი გამეჭედა, რაც ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ მაინც შევძელი და ლაპარაკი გავაგრძელე-მე..მე ჯერ კიდევ უნდა მქონოდა იმედი, რომ მე მას ვნახავდი. უნ..და მეცადა მისი პოვნა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთეე, უბრალოდ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ის აღარ მოვიდოდა მე..მე..
-ჩშშშშ დამშვიდდი საყვარელო, შენს თავს ნუ დაიდანაშაულებ-მეუბნებოდა ჩახლეჩილი ხმით და თავზე ხელს მისვამდა-მოდი ჭამე-მითხრა და თბილად გამიღიმა. სიმართლე, რომ ვთქვა ჭამის მადა საერთოდ არ მქონდა, მაგრამ არ მინდიდა, რომ მამას ახლა ჩემზეც ენერვიულა, ამიტომაც მისგამო ვცადე რამე მეჭამა, მაგრამ ძალიან რთული იყო. ლუკმას ძლივ-ძლივობით ვყლაპავდი, თან ვცდილობდი თვალებზე მომდგარი ცრემლები შემეკავებინა.
საღამოს ჩემთან იუნა და დანარჩენები მოვიდნენ.
-ნიცა რა მოხდა მოგვიყევი და მოგეშვება-მეუბნებოდა იუნა.
-აი ბავშვებო ჩაი მოგიტანეთ-თქვა მამამ და ცხელი ჭიქები მაგიდაზე დააწყო, ხოლო შემდეგ თავის ოთახში წავიდა.
-ნიცა მალე თქვი რა მოხდა თორე გავგიჟდებით(მინჰო)
-მე...მეე დედა აღარ მყავს-ვთქვი და ისევ ავქვითინდი. დანარჩენები გაოცებულები მიყურებდნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ-იუნა მე დედა საბოლოოდ დავკარგე, ის საბოლოოდ წავიდა-ამის გაგონებაზე იუნას თვალებზე ცრემლები მოადგა და მაგრად ჩამეხუტა. ბიჭები ცრემლებს ძლივს იკავებდნენ. ვიცოდი, რომ მათ საშინლად სტკიოდათ გული ასეთ მდგომარეობაში, რომ მხედავდნენ. ჯოიმ თავი ვეღარ შეიკავა ტირილი დაიწყო და ისიც მაგრად ჩამეხუტა-მან...მ..ე წერილი დამიტოვა. მან მითხრა, რ..ომ სულ ჩემს გვ..ერდით იყო და თვალყურს მა..დევ...ნებდა, მან თქვა, რომ ძალიან ვუყვარვარ-ამის მერე ვეღარაფრის თქმა ვეღარ შევძელი, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი. ბიჭებიც მოვიდნენ და მაგრად ჩამეხუტნენ. ღამის 3საათამდე ჩემთან იყვნენ და მამხნევებდნენ. მერე ბიჭებს წასვლა მოუწიათ, შევთავაზე,რომ დარჩენილიყვნენ მაგრამ ვერ შეძლეს. სამაგიეროდ იუნა და ჯოი დარჩნენ ჩემთან.
ბოდიშით, რომ ასე ძალიან დავიგვიანე. ვეცდები დანარჩენი თავები რაც შეიძლება მალე დავდო. ხო ისე მინდა გითხრათ, რომ ეს ფიკი მალე დამთავრდება😔
ვინც კითხულობთ ყველა ძალიან მიყვარხართ❤❤


Комментарии