14 страницаОпубликовано: 07.06.2020. 12:47
30

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 14

-აბა გამაგრდი, ხომ იცი შენს გვერდით ვართ?! თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დაგვირეკე და იმ წამსვე შენთან გავჩნდებით-მითხრა კრისმა და მაგრად ჩამეხუტა. შემდეგ დანარჩენებიც ჩამეხუტნენ და წავიდნენ.

დილით ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს, რომ დავხედე თეჰიონი იყო.
-ნიცა გუშინ ბიჭებმა ყველაფერი მომიყვეს, როგორ ხარ? გინდა შენთან მოვიდე?-ახლა თაეს აქ ყოფნა ნამდვილად გამახარებდა, რადგან ის ის ადამიანი იყო, რომელთანაც თავს მშვიდად ვგრძნობდი, ამიტომაც ვუთხარი, რომ მოსულიყო. სადღაც ნახევარ საათში უკვე აქ იყო.
-გმადლობ, რომ ჩემთან ხარ-ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე
-რა მადლობა? ხომ იცი მიყვარხარ და ყოველთვის შენთან ვიქნები. ისე გოგოები სად არიან?
-იუნას სამსახურში წასვლა მოუწია. ჯოისკიდე ქასტინგი ჰქონდა და გავუშვი. მართალია არცერთს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ჩემს გამო საქმეებს ხომ არ გადადებდნენ.
-რა კარგია, რომ მე დღეს უსაქმურად ვარ-მითხრა და თბილად გამიღიმა-ნიცა ვიცი ამის კითხვა არ ღირს, მაგრამ არ აპირებ დედაშენის სასაფლაოზე წასვლას?
-ჯერ არა, ჯერ მზად არ ვარ
-კარგი პატარავ, მაშინ მოდი ფილმს ვუტუროთ რას იტყვი?
-კარგი-სიმართლე, რომ ვთქვა ფილმის ყურების ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ისე საყვარლად მკითხა, რომ უარი ვეღარ ვუთხარი.
ვცდილობდი, რომ ფილმზე მომეხდინა კონცენტრირება, მაგრამ არ გამომდიოდა. ფიქრებით მაინც სულ სხვაგან ვიყავი, რაც რათქმაუნდა თეჰიონს არ გამოპარვია.
-ხომ არ გავისეირნოთ? როგორც ვატყობ ფილმმა არ დაგაინტერესა, წამოდი გინდა გავიდეთ? გარეთ კარგი ამინდია
-კარფი, ჩავიცვამ და წავიდეთ-ოთახში, რომ შევედი ტელეფონზე 10გამოტოვებული და 20მესიჯი დამხვდა.
ჩენი
"ნიცა იუნამ ყველაფერი მომიყვა, როგორ ხარ?"
"მოვიდე გინდა?"
"იცოდე როდესაც დაგჭირდები მაშინვე დამირეკე კარგი?"
"მიყვარხარ"

იუნა
"რას შვები? მარტო ხარ? როგორც კი საქმეებს მოვრჩები მოვალ"

ჯოი
"აბა რას შვები? ახლა ქასტინგზე ვარ, მალე ჩემი ჯერიც მოვა და მერე შენთან მოვალ"

დანარჩენი მესიჯები ბიჭებისგან იყო, მათი აღარ მინახავს. არც დანარჩენებისთვის არ დამიბრუნებია პასუხი, უბრალოდ ტელეფონი საწოლზე დავაგდე და მზადება დავიწყე.

პარკში ვსეირნობდით. თაე სასაცილო ამბებს მიყვებოდა, რომ გავემხიარულებინე, რაც ვაღიარებ და გამოუვიდა. ღამის 10საათამდე ასე ვსეირნობდით. ბევრი ვიცინეთ. თეჰიონი გაუჩერებლად ლაპარაკობდა ხან რას იხსენებდა, ხან რას და მეც წამითაც მოწყენის საშუალებას არ მაძლევდა. შემდეგ სახლამდე მიმაცილა და წავიდა. სახლში გაჩერება მაინც ვერ შევძელი, თან მამას უკვე ეძინა ამიტომაც ისევ გარეთ გავედი. ცივი სიო ქროდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა. თითქოს ფიქრები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ და შიგნიდან მჭამდნენ თან მიჰქონდა. ერთი საათი ვსეირნობდი, ბოლოს გადავწყიტე, რომ ჩენთან წავსულიყავი.

-ვინ არის?-მესმის კარებს მიღმა ჩენის ხმა. კარებს აღებს და გაკვირვებული მიყურებს. შემდეგ მოდის და მაგრად მეხუტება. მეც თავს მის კისერში ვრგავ და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ. 15წუთი ასე ვიდექით. შემდეგ სახლში შევედით. ჩენმა ცხელი შოკოლადი და პლედი მომიტანა ახლაღა შევნიშნე, რომ პიჟამო ეცვა და თმები საშინლად აჩეჩილი ჰქონდა, ისეთი საყვარელი იყო. ისიც გვერდით მომიჯდა და ცხელი შოკოლადის დალევა დაიწყო.

-ჩენ მე იმედი არ უნდა გადამწურვოდა. იცი დედამ რა მითხრა?! მითხრა, რომ როდესაც გაიგო იმედი საბოლოოდ გადამეწურა, გული საშინლად ეტკინა. მე იმედი არ უნდა დამეკარგა მე ის უნდა მომეძებნა, უბრალოდ მეცადა მაინც-ვთქვი და თვალევზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე. ჩენმა ჭიქები გადადო და გულში ჩამიკრა. მესმოდა მისი გულის ცემა, რაც ძალიან მამშვიდებდა. მომწონდა ის სითბო, რომელსაც მისი ჩახუტებისას ვგრძნობდი. როდესაც მის მკლავებში ვიყავი ჩამალული თავს დაცულად ვგრძნობდი. იმ მომენტში მეგონა, რომ მისი გრძელი და ძლიერი ხელებით დამიცავდა ამ სასტიკი სამყაროსგან. მეგონა, რომ აქ ვერავინ მომაგნებდა ვერავინ ვერ შეძლებდა ჩემთვის გულის ტკენას და სწორედ ამ ფიქრებში ჩამეძინა.

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!