15 страницаОпубликовано: 19.06.2020. 15:26
40

Озвучивание не поддерживается в этом браузере

თავი 15

ბოლო ერთი კვირის მანძილზე მე და მამა შევეგუეთ მომხდარს. ბავშვები ყოველდღე მოდიოდნენ და მართობდნენ, ჩენიც გვერდიდან არ მშორდებოდა. დანარჩენებმაც უკეთ გაიცნეს ის. რათქმაუნდა თეჰიონიც სულ ჩემთან იყო რაც ჩენს საშინლად არ მოსწონდა და საშინლად ეჭვიაობდა, მე კი ამაზე მეცინებოდა რადგან ეჭვიანობისას ძალიან საყვარელი და სასაცილო იყო. თეჰიონს ვატყობდი, რომ აინტერესებდა ჩემი უფროსი ჩემი ამბებით ასე ძლიერ რატომ იყო დაინტერესებული, მაგრამ გამოკითხვისგან თავს იკავებდა. მე რათქმაუნდა თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი რადგან სიმართლეს ვმალავდი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ორი ერთ ოთხაში იყო, მაგრამ სამაგიეროდ საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში. საბოლოოდ მივხვდი, რომ კი თაე მიყვარს, მაგრამ როგორც ძმა. ხოლო ჩენის მიმართ კი სულ სხვა რამეს ვგრძნობ უფრო ძლიერს.
სამსახურში ხვალიდან ვბრუნდები. ჩემს არ ყოფნაში იქაც ბევრი რამ მომხდარა. საბოლოოდ პრემიერმინისტრის ღალატი დამტკიცდა, ნუ ჩვენ ისედაც ვიცოდით სიმართლე, მაგრამ ახლა მთელმა კორეამაც გაიგო, ასევე ცოლი დაშორდა. აბა რა ეგონა რომ ღალატობდა?! უარესიც ეკუთვნის. უი და ხო ყველაზე მთავარი როგორც იქნა გვეღირსა და იუნგის შეყვარებული გავიცანით. აბა თუ გამოიცნობთ ვინაა?! ლისა. არავინ არ მოველოდით ამას, მაგრამ გასაკვირი არცაა. ლისა ძალიან საყვარელი, ჭკვიანი და ლამაზი გოგოა ზუსტად იუნგის შესაფერისი. უი ხო კინაღამ დამავიწყდა კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ მოხდა ჯოი მთავარ როლზე დაამტკიცეს ფილმში. სიხარულისგან ჭკუაზე აღარაა. ტავიდან, რომ დაურეკე და უთხრეს რომ ის აიყვანეს ადგილზე გაშესდა და ერთი 5წუთი ასე იდგა, მერე კი იმხელა ხმაზე დაიწყო ყვირილი, რომ სმენა ყველას დაგვიქვეითა.

-მაპატიე, დიდხანს გალოდინე?(მე)
-არა, სანამ მოხვიდოდი უკვე შეკვეთა მივეცი. აბა როგორ ხარ?(თეჰიონი)
-რავიცი კარგად შენ? ხვალიდან სამსახურში ვბრუნდები(მე)
-მართლა? ძალიან კარგი, ტელევიზიას ენატრები-მითხრა და ჩამიცინა
-თე რაღაცაზე მინდა გელაპარაკო
-სიმართლე, რომ გითხრა მეც მინდოდა დალაპარაკება, მიდი შენ დაიწყე
-არა, მოდი შენ დაიწყე
-კარგი. იცი ამაზე უფრო ადრე მინდოდა დალაპარაკება, მაგრამ შექმნილმა პირობებმა საშუალება არ მომცეს-მითხრა და წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი ისევ გააგრძელა-გახსოვს, რომ მკითხე სიყვარული რა არისო?
-კი
-და გახსოვს მე რა გიპასუხე?-წამით ჩავფიქრდი და გავიხსენე ჩვენი საუბარი
-კი, მაგრამ...?!-ინტერესით ვუყურებდი და ველოდებოდი როდის გააგრძელებდა, რადგან ვერ ვხვდებოდი ეს რატომ გაიხსენა
-იცი ჩემმა პასუხმა ძალიან დამაფიქრა?! რადგან ჩემი პასუხი შენდამიდამოკიდებულების სრული საწინაამღდეგოა. მე შენთან თავს კარგად ვგრძნობ, მომწონს შენთან ერთად დროის გატარება და გართობა, მე შენთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ როგორც წინაზე ვთქვი ეს ურთიერთობისთვის საჭირო გრძნობა არაა. ნიცა მაპატიე, არ ვიცი ამაზე თავიდანვე რატომ არ დავფიქრდი და ახლა რატომ მივხვდი ამას, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს არა?-ამ ყველაფერს სწრაფად ამბობდა და ხელს ხან თმებში შეიცურებდა, ხან უბრალოდ მე შემომხედავდა და ჩემს რეაქციას დააკვირდებოდა. ამ ყველაფერზე მე უბრალოდ გამეღიმა, რადგან გავიგე, რომ ორივე ერთ აზრზე ვიყავით მომეშვა. ნამდვილად არ მსურდა, რომ თეჰიონისთვის გული მეტკინა ახლა კი ამის საშიშროება აღარაა-რა მოხდა?-თეჰიონი გაკვირვებული მიყურებდა და ცდილობდა ჩემი ღიმილის მიზეზი გაეგო
-თე იცი, რომ მეც ზუსტად ამის სათქმელად დაგიბარე?-ვუთხარი და მის გაოცებულ სახეზე გამეცინა, შემდეგ მანაც გაიაზრა ჩემი სიტყვების მნიშვნელობა და მასაც გაეცინა
-მართლა? ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომეშვა. არ მინდოდა, რომ გული გტკენოდა და ასე დამეკარგე
-მეც
-ანუ მეგობრებად ვრჩებით?
-კი
-ხოდა ძალიან კარგი
-ისე თე კიდევ ერთი რაღაცაა
-რა?
-ხომ გახსოვს ჩენი არა?
-კი, მერე?
-მე..ნუ მე ის მიყვარს
-დამცინი?-ეს სიტყვები ისე წარმოთქვა გაგრძელების ძალიან შემეშინდა-ღმერთო ნიცა 1წუთიც არ გასულა რაც დავშორდით და შენ უკვე ახალი იპოვე?-მითხრა და სიცილი დაიწყო. მეც ვეღარ შევიკავე თავი და სიცილი ავტეხე-და ის რას გრძნობს?-ეს, რომ მკითხა ვიგრძენი ლოყები როგორ ამიხურდა, ამიტომაც ჭიქა ავიღე და ცივი წყალი დავლიე სწრაფად.
-შენი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ მაშინ ისიც არაა გულგრილი შენს მიმართ-მითხრა და თბილად გამიღიმა-კარგი თუ ასეა მაშინ ბედნიერებას გისურვებთ
-მადლობა
ცოტახანი კიდევ ვისხედით და ვლაპარაკობდით. თეჰიონს აფსოლიტურად ყველაფერი მოვუყევი. ხანდახან წაიხუმრებდა "ესეიგი მღალატობდი არა?!" ან "აი ხომ ვეჭვობდი არა?! რომელი უფროსი იღელვებდა თავის თანამშრომელზე ასე?!" მე კი ამაზე  უბრალოდ მეცინებოდა.

-მაა მოვედი, სად ხარ?
-აქ ვარ, მიდი მოემზადე და წავედით
-კარგი

ავტორის POV.
-დე, მოვედით. როგორც იქნა 16წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. "დედიი" რამდენი ხანია ასე არავისთვის არ დამიძახია. ნახე მე და მამამ შენი საყვარელი თეთრი ვარდები მოგიტანეთ. დედი აი ნახე რა ლამაზი შვილი გყავს-"ნინუცა"(ალბად გახსოვთ, რომ ერთადერთი ადამიანი ვინც ნიცას ნინუცას ეძახდა დედამისი იყო, ნუ ბატონი პარკის გარდა) ფეხზე დგება და ტრიალდება-იცი როგორ მენატრებოდი?-და აი ამ მომენტში ხმა გაებზარა. მის ლოყებზე გზა ნელა გაიკვლიეს მარილიანმა ცრემლებმა, შემდეგ კი მიწის დასველებას შეუდგნენ. ნინუცა თან ლაპარაკობდა თან საფლავის ქვას ეგერებოდა. გვერდით მამამისი იდგა და თავისი ჯერ კიდევ საყვარელი ცოლის საფლავის ქვას უყურებდა, თან იხსენებდა ყველა მომენტს რაც კი მასთან ერთად გადახდენია: პირველი შეხვედრა, პირველი პაემანი, პირველი კოცნა, ქორწილი, ფეხმძიმობა, ნიცას დაბადება, მისი ოჯახიდან წასვლა და ეს მომენტი. იხსენებდა და გულში მადლობას უხდიდა, რომ მართალია წავიდა, მაგრამ სამახსოვროდ მაინც გასაოცარი მოგონებები და მისი რაღაც ნაწილი დაუტოვა ნიცას სახით-დეე იცი მე შენზე გაბრაზებული არ ვარ, პირიქით ყველაფერი გაპატიე და ახლა შენც მაპატიე, რომ იმედი გადამეწურა და შენი მოძებვნა არ მიცდია. ძალიან მიყვარხარ დეე.

ნახევარი გზა არც მე და არც მამას ხმა არ ამოგვიღია. ჩუმად ვისხედით და მუსიკას ვუსმენდით, მაგრამ ერთი კითხვა მთელი ეს გზა მოსვენებას არ მაძლევდა, ამიტომაც სიჩუმე მე დავარღვიე.
-მამ დედა კიდევ გიყვარს?-სახეზე შეეტყო, რომ ამ კითხვას აშკარად არ მოელოდა. ტავიდან დაიბნა, მაგრამ შემდეგ თბილად გამიღიმა
-მე ის ყოველთვის მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება
-მამა შენი აზრით სამუდამო სიყვარული არსებობს?
-ჩემი აზრით კი
-მე არ მჯერა. ადამიანებს ერთმანეთი სამუდამოდ არ უყვართ, დროთა განმავლობაში მათი სიყვარული იცვითება და თავდაპირველ ძალას კარგავს
-ასე რატომ ფიქრობ? შეიძლება იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ადამიანს თავისი მეორე ნახევარი სიცოცხლის ბოლომდე ზუსტად ისე უყვარს როგორც თავიდან და პირიქით შეიძლება ყოველდღე კიდევ უფრო ძლიერ უყვარდებოდეს, აი მაგალითად როგორც მე დედაშენი. იცი ის ამდენი წლის შემდეგ, რომ ვნახე ვიგრძენი რომ ზუსტად ისე მიყვარდა როგორც სულ თავიდან. მივხვდი, რომ სიცოცხლის ბოლომდეც ასე იქნება ან შეიძლება კიდევ უფრო ძლიერადაც მიყვარდეს.
ნიცას ამაზე პასუხი არ გაუცია უბრალოდ ჩუმად იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა იმ სიტყვებზე რაც მამამ უთხრა, შემდეგ კი სახლში, რომ მიიყვანა სადღაც წავიდა.

ჩენის POV.
კარებზე ვიღაც ძლიერად ურტყამს ხელებს, ცოტაც და ჩამოიღებს. გაღიზიანებული მივდივარ და კარების ნორმალურად გაღებას ვერ ვასწრებ, რომ ვიღაც მახტება და მთელი ძალით მეხუტება. თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, მაგრამ როგორც კი ნაცნობი ტკბილი სურნელი ვიგრძენი მივხვდი, რომ ნიცა იყო. ნეტა რა მოხდა? სადაცაა გამჭყლეტს, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე მეც ჩავეხუტე და თავი მის კისერში ჩავრგე, როდესაც რაღაც მომესმა
-მიყვარხარ ჩენ, ძალიან მიყვარხარ. მოდი სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთ კარგი?!
ამის გაგონებაზე გაოგნებული დავრჩი, ნამდვილად არ მოველოდი ამას. უბრალოდ სიტყვებით აღუწერელი ბედნიერება ვიგრძენი ამ მომენტში, ნიცამ მე ამირჩია, მას მე ვუყვარვარ და ჩემთან სიცოცხლის ბოლომდე უნდა დარჩენა. ისეთი ბედნიერი  ვარ მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო და მთელს მსოფლიოს გავაგონო ჩემი სიხარული.
-ამას მართლა მეუბნები?-ის პასუხის ნაცვლად პირდაპირ ჩემს ტუჩებს აცხრება. ეს ტკბილი გემო, ისე მიყვარს. ახლა ის სამუდამოდ ჩემი იქნება და ჩემს გარდა ვერავინ ვერ შეძლებს ამ გემოს შეგრძნებას. მეც არ ვაყოვნებ და იმწამსვე ვყვები, თან კოცნას ნელ-ნელა ვაღრმავებ და ენას ვუცურებ პირში. იმდენად გააფრთრებულად ვკოცნიდით ერთმანეთს ვინმე იფიქრებდა, რომ ეს ჩვენი სიცოცხლის ბოლო დღე იყო, მაგრამ არა ყველაფერი ხომ ახლა იწყება.
-გპირდები სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები! გპირდები 30წლის შემდეგაც ისე მეყვარები როგორც ახლა და ამაზე ძლიერადაც კი. მიყვარხარ ნიცა ახვლედიანო, სიგიჟემდე მიყვარხარ-ვეუბნები და ხელახლა ვკოცნი

2თვის შემდეგ
-დეეე როგორ ხარ? მაპატიე ამდენი ხანია, რომ ვერ ვახერხებდი მოსვლას, მაგრამ ხომ გესმის გადარბენაზე ვარ. აი ნახე, მარტო კი არ მოვსულვარ, ეს იმისთვის, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო. გაიცანი დე ეს ჩენია ჩემი საქმრო-თქვა ნიცამ და ჩემსკენ მოტრიალდა. მეც მის გვერდით დავჯექი და ხელი წელზე შემოვხვიე
-გამარჯობა მე ჩენი ვარ, ნიცას საქმრო. სამწუხაროდ არ გიცნობთ, მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ნიცა ამ ქვეყნად მოავლინეთ, რადგან თქვენ, რომ არა ჩემი ბედნიერების მიზეზი ახლა არ იქნებოდა ჩემთან.  გპირდებით მე მას გულს არასდროს ვატკენ, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება და გავუფრთხილდები-ვთქვი და თეთრი ვარდები საფლავის ქვასთან დავდე და ნიცას მაგრად ჩავეხუტე. აი ესაა ის რაც მჭირდებოდა ამდენი წლის განმავლობაში. მისი სითბო და მისი გულის ხმა, რომელსაც ჩახუტებისას ვგრძნობ.

30წლის შემდეგ
-აქ მოდით, ოჯახური სურათი უნდა გადავიღოთ-ეძახის ნიცა ყველა იქ მყოფს
-მოვდივართ დეე(ჯინი, ნინა)
-საყვარელო მშვენივრად გამოიყურები(ჩენი)
-ოჰ რა კარგად გამოიყურები ნიცა(ჯოი)
-ნუ შენ როგორც ყოველთვის-ვეუბნები და თვალს ვუკრავ რაზეც 32-ივე კბილს აჩენს
-სუჰოო, ლისაა მოდით მალე(იუნგი)
-მოვდივართ მამა(სუჰო)
-ბექიონ, კრის, მინჰო, იუნა, თეჰიონ და დანარჩენებო მოდით ახლა ყველას ცალცალკე უნდა გეძახოთ?(ჩენი)
-მოვდივართ, საყვარელო ხომ კარგად გამოვიყურები?-კითხულობს იუნა და თეჰიონისკენ ტრიალდება
-კი კი, როგორც ყოველთვის(თეჰიონი)
-აუ ორი წამით მოიცადეთ რა ჯიმინმა ისევ ჩაისვარა უნდა გამოვუცვალო, დედა გამომყევი რა-ამბობს როსე და იუნას უყურებს საცოდავი თვალებით
-კარგი მოვდივარ(იუნა)
-კრის, შენს შვილიშვილებს მიხედე ორი წამით მე და მონბულს საქმე გვაქვს და საერთოდ სადაა შენი ქმარი ამდენი ხანი(ჯენი)
-ახლახანს ველაპარაკე იუტას 2წუთში აქაა(მონბული)
-ნეტა დედა და მამაც აქ იყვნენ-ამოიხვნეშა ნიცამ და კედელზე გვერდიგვერდ დაკიდებულ ორ სურათს შეხედა
-ისინიც აქ არიან-უთხრა ჩენმა ნიცას და შუბლზე აკოცა
10წუთის შემდეგ
-კარგით აბა მზად ხართ? 3თვლაზე ვიღებ....1...2...3

ავტორის POV.
აი ასე გავიდა ეს 30წელიც. და როგორც ჩენმა მას ჯერკიდევ ძველებყრად ან შეიძლება უფრო ძლიერადაც უყვარს ნიცა, მან პირობა არ გატეხა და არცერთხელ არ უტკენია მისთვის გული. მას ნიცასთვის სიყვარულისა და სიხარულის მეტი არაფერი არ მიუცია, რაზეც ნიცასგანაც საპასუხოდ ორი შვილი მიიღო. ჯინი რომელიც ცნობილი ბიზნესმენია და ნინა, რომელიც ახლა ცნობილი მსახიობია. ის ხომ პატარაობიდანვე იყო აღფრთოვანებული ჯოის მსახიობური ნიჭითა და მისი ფილმებით. დანარჩენებმაც იპოვეს თავიანთი მეორე ნახევრები და ახლა შვილიშვილებს უვლიან, ზოგი კი დროს იმის ბუზღუნში ატარებს რომ უკვე ბერდებიან და ჯერ კიდევ ერთი შვილიშვილიც არ დააჭერინეს მათმა შვილებმა ხელში. ყოველ კვირას იკრიბებიან და ძველ დროს იხსენებენ. ერთად იცინიან და ტირიან. მათ ხომ ჩენისა და ნიცას ქორწილში პირობა დადეს, რომ სულ ერთად იქნებოდნენ და ყოველ კვირას შეიკრიბებოდნენ, რომ გასახსენებლად უფრო მეტი მოგონება შეეგროვებინათ და რათქმაუნდა ეს პირობაც არ დაარღვიეს. ახლა ისინი ერთი დიდი ოჯახი არიან, რომელიც სულ ბედნიერებით, ბავშვების ჟრიამულითა და სიგიჟეებითაა სავსე.

                     დასასრული

არ მჯერა😭😭მოვრჩი!! ეს თავი ჩემთვის ძალიან ძვიფასი და ემოციური იყო, რადგან ყველაზე დიდი გრძნობით ეს ბოლო თავი დავწერე. მინდოდა, რომ დასამახსოვრებელი და თბილი დასასრული ჰქონოდა და მგონი გამომივიდა კიდევაც💖
ყველას ძალიან დიდი ყველას მადლობა ვინც კითხულობდით, ძალიან მიყვარხართ💜💜აბა მომდევნო ფიკამდე✋❤

Комментарии

0 / 5000 символов
Пока нет комментариев. Будьте первым!