15 страница29 апреля 2026, 17:32

ხაფანგი

უკვე მერამდენე საათია წვიმა არ წყდება,ფანჯრის მიღმა მთვარის მოტანილი სიბნელე და მზის თანმხლები სინათლე ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებიან,ნიშნად იმისა,რომ მალე გათენდება

მალე გათენდება,მე კი თვალიც არ მომიხუჭსვს.
უბრალოდ არ შემიძლია...მეშინია ახალი დღის,მეშინია გათენების,მეშინია იმის რაც მოხდება

ქუჩის ლამპიონები ნელ-ნელა დაკისრებულ საქმეს ასრულებენ და ერთი მეორეს მიყოლებით ქვრებიან.
წვიმა კი ისევ მოდის...

ოთახში სამარისებური სიჩუმეა რომელსაც მხოლოდ ჩემი გულისცემა,საათის წიკწიკი წვიმის წვეთების ფანჯრის რაფასთან შეჯახების ხმა და ქერათმიანი ბიჭის მშვიდი სუნთქვა არღვევს.

მთელი ეს დრო გაუნძრევლად ვიწექი,მეშინოდა არ გამეღვიძებინა მაგრამ ახლა ცდუნება მძლევს და მისკენ ნელა ვბრუნდები,ძლიერი მკლავები კვლავ ჩემს სხეულზე აქვს შემოხვეული,ასე მშვიდად,ასე წყნარად...

ხელს მის ქერა თმაში ვაცურებ რომელიც ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივების ქვეშ ოქროსფრად ელვარებს
ურჩ თმას თვალებთან რომ ჩამოჰყრია სახიდან ვაშორებ და მშვენიერი ხედი მეშლება აკურატული ნაკვთების სახით...

ზამთრის ძილით ჩაძინებულ დათვს მიუგავს სახე
ისე მშვიდად ისე წყნარად...
ცდუნება მძლევს და ალუბლისფერი ტუჩებისკენ ვიწევი მაგრამ ვიდრე შეხებას მოვასწრებდე ღრმა თაფლისფერი თვალები ჩემს გამოჭერას ახერხებენ

ბიჭის სახეზე გამარჯვებულის ჩაცინებას ვამჩნევ და როცა აჭარხლებული ლოყებით უკან ვიწევ წელზე ხელის შემოხვევით კვლავ თავისთან მაბრუნებს

-დილამშვიდობისა

ძილიდან ახლად გამოსულს ხმა ოდნავ ჩახლეჩილიაქვს მაგრამ მაინც ჩვეულებისამებრ მის დაბალ ხმაზე ტაოს მაყრის

-დილამშვიდობის

ვცდილობ ღიმილითვე ვუპასუხო მაგრამ დროულად ვერ ვასწრებ რადგან მის თვალებში ვარ ჩაკარგული

-აბა?...

თავს ოდნავ ხრის და ლოყაზე ცხვირით მეხება შემდეგ კი იქვე წამიერ კოცნას მიტოვებს
მე კი მისი ცხელი სუნთქვისგან უკვე კანი მეწვის

-???

ბიჭს კითხვისნიშნით ვუყურებ ნიშნად იმისა რომ ვერ მივხვდი რას გულისხმობს
,,ვერ მივხვდი...,,

-დაასრულებ იმას რისი გაკეთებაც გინდოდა თუ უკან დაიხევ რახან გამოგიჭირეს

ქერას კვადრატული ღიმილით ეღიმება მე კი ახლა სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე არა იმიტომ რომ გამომიჭირეს არამედ იმიტომ რომ მისმა სიტყვებმა არასასიამოვნო აზრები გააღვიძეს ჩემს გონებაში...
,,და შენ გაჩერდებოდი თეჰიონ? იმ დღეს რომ მოვსულიყავი და მეთქვა რომ ეს არასწორია უკან დაიხევდი თუ დაწყებულს დაასრულებდი?,,

-რამოხდა ისეთი სახე გაქვს თითქოს სახრჩობელაზე მიჰყავდეთ

ირონიული ტონი მისი საფირმო იარაღია ადამიანისათვის თავბრუს დასახვევად

-არა არაფერი

ქერათმიანს გამხდარი მკლავებით ვეხვევი და თავს მის გულმკერდზე ვასვენებ
ჩემი ასეთი საქციელით ოდნავ კაგვირვებული წამიერად შეშდება თუმცა მალევე ნიკაპს თავზე მადებს და მისი მშვიდი სუნთქვით ვხვდები რომ კვლავ ჩაეძინა

ნეტავ შეგვეძლოს ადამიანებს დროის მართვა
ასეთ შემთხვევაში ცხოვრება ბევრად ადვილი იქნებოდა
ამ მონენტს გავაჩერებდი და ბოლო ამოსუნთქვამდე თეჰიონის მკლავებში ძილით დავტკბებოდი

***

საათი კვლავ გამაღიზიანებლად წიკწიკებდა ირგვლივ კვლავ სამარისებური სიჩუმე იდგა
მე კი წვიმის ხმას ვუსმენდი

სახლი უკვე რამდენიმე საათია დაცარიელდა
იუნჯი და ბებიამისი როგორცყოველთვის სკოლაში წავიდნენ
ალბათ როგორი გამაღიზიანებელი და არასასიამოვნოა ამ პატარა გოგოსთვის კლასში ბებიასთან ერდათ ჯდომა
მაგრამ რა მისი ბრალია თუ სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილების უფლება არ აქვს,მხოლოდ სახლში თუ გავა ოთახიდან ოთახში დამოუკიდებლად

თავი გავაქნიე რომ შემაწუხებელი აზრები გონებიდან ამომეგდო მაგრამ როდის იყო ეს ვინმეს რამეში ეხმარებოდეს

შემდეგი ვინც სახლი დატოვა თეჰიონი იყო...არც კი მინდა იმაზე ფიქრი თუ სად წავიდა
რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო მშვიდად გძინავს

საათის ისრები ნელ-ნელა შვიდიანს უახლოვდებოდა მეკი მოუსვენრობისგან ბოლთას ვცემდი

რაიქნება იმ ავადმყოფს ჩვენი შეთანხმება დაავიწყდეს??

ხომ ვიცი მისი ხასიათი ისევ რაღაც მახეს მიგებს

მაგრამ სხვა გზა არ მაქვს რომ არ წავიდე თეჰიონს პრობლემები ექნება
დიიდიი პრობლემები

კარზე ზარის ხმა ისმის და მოულედნელობისგან ვხტები

ჩქარი ნაბიჯით მივდივარ კარისკენ და გაღების შემდეგ ჩემზე ოდნავ მაღალ შავ სმოკინგში გამოწყობილ კაცს ვაწყდები
უფრო სწორი იქნება ვთქვა ბიჭს რადგან ჩემზე მხოლოდ 4-5 წლით თუ იქნება უფროსი

უცნობი თავს მიკრავს და უემოციო სახით მიყურებს

-იუ რეიჩელი ბრძანდებით?

-დ..დიახ

-გამომყევით

უცნობი ჩემკენ ზურგით ტრიალდება და რამდენიმე ნაბიჯს დგავს იქვე მდგომი მანქანისკენ დარწმუნებული იმაში რომ უკან გავყვები მაგრამ მე კარის ზღურბლს არ ვშორდები

-და თქვენ...??

-ბატონმა ჯეონმა გამომაგზავნა დანიშნულების ადგილამდე მე მიგიყვანთ

-და თვითონ ბატონი ჯეონი სად არის

სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ამ ადამიანს ზედმეტი კითხვები დიდად არუნდა ეხატებოდეს გულზე ამიტომ პასუხის მიღების გარეშე მანქანის კარს ვაღებ და უკანა სავარძელში ვთავსდები

ფანჯრის მიღმა პეიზაჟები სწრაფად იცვლება პატარა კერძო სახლებს მაღალი შენობები ანაცვლებენ და ღარიბულ ქუჩებს შთამბეჭდავი სკვერები ცვლიან

არ ვიცი ასე რამდენხანს ვიარეთ მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ დიდხანს
იმდენად დიდხანს რომ ჩამთვლიმა კიდეც

-ქალბატონო...ქალბატონო...

ვიღაც მხარზე უხეშად მეხება და ოდნავ მანჯღრევს რომ გამოვფხიზლდე

-ადგილზე ვართ

ძილბურანში მყოფი თვალებს ვისრეს და ფანჯრიდან ვიყურები

-დარწმუნებულიხარ? რაღაც არამგონია ჯონგუკი თავის წვეულებას აქ აწყობდეს

კითხვისნიშნით ვუყურებ ჯერ უცნობს შემდეგ კი ატელიეს რომლის წინაც გავჩერდით

მძღოლს სახეზე პატარა ღიმილი უჩნდება თუმცა მალევე იშორებს და კვლავ რობოტის სახით მპასუხობს

-არა ქალბატონო იუ აქ თქვენი კაბის ასარჩევად მოვედით

-კაბის?

რობოტი თვალებით ჩემს ტანსაცმელზე მანიშნებს მეც ვითომ არ ვიცოდე რომ ჯინსები და ჰუდი მაცვია ჩემს თავს ვათვარიელებ
მაპატიეთ ბატონო ჯეონ რომ როცა სახლიდან ვიპარებოდი წვეულებისთვის შესაფერისი კაბა არ ჩავდე ზურგჩანთაში ნამდვილად დიდი შეცდომა დავუშვი- _ -

რობოტი მანქანიდან გადადის და კარს მიღებს ცივი ნიავი არასასიამოვნოდ მხვდება სახეზე და სწრაფად შევდივარ ატელიეში სადაც ტკბილი სუნამოს რძიანი ყავის და ძვირადღირებული ტანსაცმლის სურნელი ერთმანეთში ირევა

სანამ მე ჩემთვის კარგად ნაცნობ თუმცა უკვე თითქმის დავიწყებულ გარემოს ვათვალიერებ შავ ქვედაბოლოსა და თეთრ ზედაში გამოწყობილი ლამაზი ქალი მიახლოვდება ყურებამდე გაწელილი ღიმილით

-იუ რეიჩელ?

საინტერესოა კიდევ რამდენ ადამიანს გაანდო ჩემი ვინაობა იმ რეგვენმა?! ვინმემ რომ იცოდეს ვინც ვარ მერე რა ვქნა?!

-კი მე ვარ

-გელოდებოდით გთხოვთ გამომყვეთ

ატელიე იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი ქალი რომელიც რამდენიმე წამისწინ მესაუბრა ვიპ ზონისკენ გაგვიძღვა მე და რობოტს

ვიპ ზონა ორნამენტებით მორთული წითელი ხის კარის მიღმა არსებული ფართო ოთახი აღმოჩნდა გასახდელით და კედლის მთელ სიგრძეზე მოთავსებული სარკეებით

ოთახში შესვლისას რობოტმა კარი გაიხურა მე კი მარტო დავრჩი გამაღიზიანებლად მომღიმარი ქალის და შუა ოთახში ჩამოკიდული კაბის გარემოცვაში

***
Pov.jungkook

-დარწმუნდი რომ ჟურნალისტები მზად იქნებიან არც ვინმე ზედმეტი შემოუშვა მხოლოდ გავლენიანი ხალხი გასაგებია?

-გავიგე გავიგე მეათასედ მეუბნები უკვე მივხედავ ყველაფერს და ქერაზე რას იტყვი?

-თეჰიონი? ამ სპეკტაკლზე მას ბილეთი პირველ რიგში ექნება

უნებლიედ მეღიმება და მანქანიდან გადმოვდივარ
ყურმილის გათიშვის შემდეგ მობილურს ჯიბეში ვიდებ და ატელიეს კარს ვაღებ

შესვლისთანავე შორიდან წამოსული ჩხუბის ხმა მესმის
და რაც უფრო ვუახლოვდები ვიპ ოთახს ხმა უფრო და უფრო მკაფიო ხდება

-ქალბატონო ძალიან გთხოვთ კაბას ნუ დააზიანებთ

-ხელები მომაშორეთ და ეს პირსახოციც გაათრიეთ აქედან ამას არ ჩავიცვამ

-გთხოვთ დადეთ ეგ მაკრატელი

-გაეთრიეთ აქედან სანამ არ ამიკუწიხართ ნაფლეთებათ

კარი მოულოდნელად და ძლიერად იღება რის შემდეგაც რამდენიმე თმააჩეჩილი და მაკიაჟ გაუბედურებული ატელიეს მომუშავე გამორბის წივილ კივილით

-ბატონო ჯეონ უკვე მოხვედით? გვაპატიეთ მაგრამ ქალბატონი...ის...

-ეშმაკის მოციქულია არა? ვიცი კარგით შეგიძლიათ წახვიდეთ მე მივხედავ

მომუშავეები ქათმებივით მიქნევენ თავს და სწრაფი ნაბიჯით მიდიან მეკი თითქმის გამოგლეჯილ კარში შევდივარ და შავთმიან გოგოს ვაწყდები რომელიც იატაკზე ზის და წითელ კაბას ნაკუწებად ჭრის

-წყეული კაბა...წყეული ატელიე...წყეული ჯეონი...წყეული წვეულება...

ზურგიდან ვუახლოვდები და მის გვერდით ვიკუზები

-იცი მაინც ეს კაბა რა დამიჯდა?

შავთმიანი მოულედნოლიბისაგან ადგილიდან ხტება და მაკრატელს იარაღივით მიშვერს

-გაწიე საყვარელო ვინმეს თვალს გამოსთხრი

-ვინმეს თვალს გამოსთხრი...

პატარა ბავშვივით მაჯავრებს და ,,სასიკვდილო იარაღს,, იქვა მდგარ ტყავის დივანზე აგდებს

-მაინც რა დაგიშავა ამ კაბამ

ოდნავ იმედგაცრუებულიხმით წითელ დასახიჩრებულ ქსოვილს ხელში ვიღებ და ვცდილობ ერთი მთელი ადგილი მაინც ვუპოვო

-აააა ეს კაბაა?! უკაცრავად მე იატაკის ტილო მეგონა ამ ჩვარს კაბის არაფერი ეტყობა გინდ გცმია გინდ არა ნახევრად შიშველი მე არსად წამოვალ!

-იცი რას გეტყვი პატარა ბავშვივით ნუ იქცევი შენს ასაკში ამაზე ბევრად გახსნილი კაბებით დადიან ნუ გამოხვედი უმანკო ასული

-არ ჩავიცვამ მეთქი!

-ჰო ახლა ნამდვილად ვეღარ ჩავიცვამ

სარკასტული ტონით ვპასუხობ და განადგურებულ ნაჭერს იქვე ვაგდებ

-არაუშავრს სხვა კაბას მოვატანინებ იმედია იმას მაინც არ მოსპობ პატარავ,გაითვალისწინე მონად რომ გაგყიდონ ამ კაბის ფულს მაინც ვერ მოაგროვებ ასერომ გირჩევ ნერვები მოთოკო და ჭირვეული თინეიჯერივით აღარ მოიქცე

შავთმიანი თვალს მარიდებს და ჩემკენ ზურგით ჯდება
ღმერთო რა დავაშავე ეს სასჯელი რით დავიმსახურე

რამდენიმე წუთში იგივე ქალები შემოლაგდნენ რამდენიმე შედარებით უფრო დახურული სამოსით

-აბა რომელი მოგწონს?

რეიჩელი კვლავ გაბუტული ბავშვივით იჯდა და ყოველ ჩემს სიტყვას აიგნორებდა

-კარგი მაშინ მეთვითონ ავარჩევ

ამ ფრაზამ როგორციქნა კაპრიზული ქალბატონის ყურადღება დაიმსახურა
მისდა საუბედუროდ მშვენიერი გემოვნება მაქვს და ზუსტად ვიცი რომელ გოგოს როგორი სამოსი შევურჩიო

ამ ქალბატონის ფიგურას თუ გავითვალისწინებთ იდეალური არჩევანი გავაკეთე რაშიც მაშინ დავრწმუნდი როცა შავთმიანი გასახდელიდან გამოვიდა

42d0f97cd4790d4c558f64bef10ef43c.jpg

Pov.rachel

მანქანაში არსებულ სიჩუმეს არც ერთი არ ვარღვევდით
რობოტი საკმაოდ ნელა ატარებდა რისთვისაც გულში მადლობებს ვუხდიდი

ჯონგუკი თითქმის 20 წუთი ვიღაცას წერდა ისე რომ მობილურის ეკრანს თვალს არ აშორებდა

მეკი ....მე უბრალოდ ფანჯარაში ვიყურებოდი და ვფიქრობდი რას აკეთებდა ახლა თეჰიონი

მანქანა მრავალსართულიან შენობასთან შეჩერდა
გადმოსვლისთანავე ჯონგუკმა მაიძულა ხელკავი გამეყარა

რაღაცეები არასოდეს იცვლება მათშორის მისი სიუხეშე

შესასვლელთან მივდიოდით და ყოველნაბიჯზე გული სალტოს აკეთებდა რადგან არვიცოდი როდის  მკრავდა ხელს შავთმიანი დეტექტივივით ვცდილობდი ამომეცნო რა ჩაიფიქრა მაგრამ მის მშვიდ სახეზე ყალბი ღიმილის მეტს ვერაფერს შეამჩნევდით

შენობაში შევედით
1...2...3...4 ნაბიჯი
სიგარებისა და ძვირადღირებული სასმელის სუნი ცხვირს წვავდა ამ დუეტს იშვიათი სუნამოებიც ერწყმოდნენ და ტრიო მზად იყო.

რასაც ველოდი სწორედ ის მოხდა
იქაურობა სავსე იყო ელიტარული საზოგადოებით მე სულელს კი ეს ბიჭი უბრალო ბარის მეპატრონის შვილი მეგონა აშკარაა მამამისის ქონება პატარა ბარით არ შემოიფარგლება.

არვიცოდი სად მივყავდი უბრალოდ წინ მივიწევდით ყოველი შემხვედრი ჯონგუკს დაბადებისდღეს ულოცავდა ისკი წესიერი ბიჭის როლს ირგებდა და ყოველჯერზე თავს ზრდილობიანად უკრავდა რაც ჩემში ირონიულ სიცილს იწვევდა

ერთ-ერთ მაგიდასთან შევჩერდით,ბიჭმა მაშინვე წითელი ღვინით სავსე ბოკალი გამომიწოდა

-აბა? არ მომილოცავ?

ღვინო უხმოდ მოვსვი და აქეთ იქით ყურება დავიწყე თანაც ისეთი გამჭოლი მზერით დარწმუნებულივარ ვინმეს რომ ჩემთვის შემოეხედა იქიდან გაქცევა მოუნდებოდა

-რამოხდა?

სიცილით მკითხა ჩემი საქციელით გახალისებულმა ბიჭმა

-ველოდები

-რას?

-როდის ჩაიკეტება ხაფანგი

ამ ფრაზის შემდეგ სიცილი უფრო ბუნებრივი გაუხდა არა ისეთი ყალბი როგორითაც გარშემომყოფებს აჯილდოვებდა

-რა? განა იმისთვის არ მომიყვანე რომ კიდევ ერთი სპექტაკლი დაგედგა? ადამიანების გამწარება ხომ შენი ჰობია

სიცილს ნელ-ნელა მორჩა და თვალებში დამიწყო ყურება თითქოს პირველად მხედავდეს

-მოვლენებს ძალიან ნუ გავუსწრებთ

თითქმის დაცარიელებულ ბოკალში სასმელს მიმატებს და ნელი ნაბიჯით მშორდება

-სად მიდიხარ?!

-სტუმრებს უნდა მივხედო ძვირფასო ნუ გეშინია მალე დაგიბრუნდები

ვუყურებდი მის ფიგურას რომელიც ნელ-ნელა ბრბოში უჩინარდებოდა და სასმელს მოწყურებულივით ვეწაფებოდი

-ნეტავ საერთოდ არ გაჩენილიყავი ცალტვინა რეგვენო

კიდევ ერთი ბოკალი გამოვცალე და ვგრძნობდი რომ ისე აღარ ვნერვიულობდი როგორც აქ შემოსვლისას
თითქოს ალკოჰოლმა გამათამამა ახლა უკვე ყველანაირი ოინისთვის მზდ ვიყავი

-იუ რაე?

ნაცნობი ხმის გაგონებაზე გონებამ სიხარულის ყიჟინა შესძახა სახის დანახვის გარეშე მივხვდი რომ აქაურობა ისეთი საშიში აღარ იყო

-აქ რას აკეთებ?!

-ბექიოონნ...

თვალებ გაფართოებულ წითურა ბიჭს მთელი ძალით ჩავეხუტე თითქოს ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს

-ღმერთო როგორ მიხარია რომ აქ ხარ

-აი მეკი შენი აქ ნახვა რატომღაც სულ არ მახარებს აქ რამ მოგიყვანა?!

-გრძელი ამბავია ასე ვერ მოგიყვები

ბიჭმა მზერა მომაშორა და აქეთ იქით მიმოიხედა

-აქ ზედმეტად ბევრი ხალხია გამომყევი

ხელი მაჯაში ჩამავლო და ტერასაზე გავედით სადაც შედარებით ნაკლები სნობი იდგა

-აბა? მოყევი

-აქ ჯონგუკმა მომიყვანა დამემუქრა თუარ წამოვყვებოდი პოლიციას ეტყოდა რომ კანების სახლი თეჰიონმა გაძარცვა თანაც ვფიქრობ ჩემზე რაღაც იცის თორემ რატომ გადამეკიდებოდა ასე

-ღმერთო იუ რაე რა სულელიხარ აშკარაა რომ რაღაცას გიმზადებს

-ვიცი ვიცი მაგრამ...დაიცადე! შენ რაღა გინდა აქ?!

-შენ რა მთვარიდან ჩამოვარდი? ვერ ხედავ რომ აქ მხოლოდ გავლენიანი ხალხია შეკრებილი?

-ჰო მართალიხარ ალბათ მამაშენიც აქაა

-რათქმაუნდა აქაა ისევე როგორც შენი ძმა და ბიძაშენი

ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს მიწა გამომეცალა
ადამიანები რომლებიც ამდენი ხანია არ მინახავს ახლა და ასეთ სიტუაციაში არ უნდა მენახა ახლა გასაგებია რატომ არ გაუხარდა ბექიონს ჩემი დანახვა

-აქედან უნდა წახვიდე თანაც ახლავე

-ხო მაგრამ თეჰი...

ისერომ არაფრის თქმის საშუალება არ მომცა წითურამ ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ წამიყვანა თუმცა მე მე არვიქნებოდი ასე ადვილად რომ დავნებებულიყავი ამიტომ ყველანაირად ვეცადე თავის დაღწევას

ჩვენს ხელჩართულ ბრძოლას შამპანიურმა შეუშალა ხელი რომელმაც გადაწყვიტა ბექიონის ჭიქა დაეტოვებინა და იქვე მდგარი ახალგაზრდა ბიჭის სმოკინგი გაელამაზებინა

-ჯანდაბა ამის...ოჰოოო..აქ ვინ გვყავს ბიონ ბექიონნ...

ქერათმიანი ბიჭი ნელ-ნელა ჩვენკენ შემობრუნდა მეკი მისი დახვისთანავე წითურას ზურგს ამოვეფარე

-გაგიმარჯოს პაკ

გაღიზიანებული ოდნავ მტრული ტონით უთხრა ბექიონმა და მზერა გაუსწორა

-დიდი ხანია არ შევხვედრილვართ

-ჰო რაც მამაშენმა ჩვენი კლიენტი მყარი მტკიცებულების გარეშე მოისროლა გისოსებს მიღმა მას შემდეგ არ შევხვედრილვართ

-დამნაშავე დაისაჯა მეგობარო მამაშენი კრიმინალს იცავდა

-დანაშაული თქვენსკენ მოიკითხე პაკ განა იგივე არ მეორდება ახლაც? შენი ძვირფასი მამიკოს კლიენტი მამაჩემის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანს იმას აბრალებს რაც არ ჩაუდენია

-არაფერი რომ არ ჩაედინა არც დაადანაშაულებდნენ

-მისმინე ჯიმინ...

უკვე ყვირილზე გადავიდა წითურა ქერათმიანი კი ისეთი ღიმილით უცქერდა რომელიც არასდროს მინახავს მის მუდამ თბილ და მეგობრულ სახეზე
ბექიონს პიჯაკზე მოვქაჩე რითაც ვანიშნე რომ ამის დრო არ იყო მაგრამ როგორც ჩანს ამ საქციელით ზედმეტი ყურადღება მივიპყარი

-აქ ვინ იმალება შეყვარებული გაიჩინე ბიონ? არ გამაცნობ?

ვეცადე სახე დამემალა მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა ამიტომ სამალავი დავტოვე და ქერათმიანის წინ დავდექი

-როგორხარ ჯიმინ

-რეიჩელ?? შენ აქ რაგინდა?
და ასე გამოწყობილი რატომ ხარ? ან ამ ადამიანის გვერდით რას აკეთებ ?არაფერი მესმის

-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?!

ახლა უკვე ორ გაოგნებულ სახეს ვუყურებდი ორივეს კითხვების კორეანტელი ჰქონდათ თავში არცერთს ესმოდა რახდებოდა მაგრამ ბოლომდე ხომ არც მე ვიცოდი

-მე...ეს....ძნელი ასახსნელია როგორმე ორივეს დაგელაპარაკებით

ენის ბორძიკით წავილუღლუღე და საკუთარ ხელებს მივაშტერდი

-მართალიხარ კითხვები მერე ახლა აქედან უნდა წავიდეთ

ბექიონს ჩვენი კინკლაობა გაახსენდა და კვლავ ძალდატანებით ცდილობდა ჩემს გაყვანას

-დაიცადეთ მინდა ახლავე გავიგო ყველაფერი

ჯიმინმა ხელებში მომიმწყვდია და ბექიონს ჩემი თავი გამოგლიჯა
წითურა ამან აშკარად გააღიზიანა ისეთი სახე მიიღო როგორიც ბავშობაში როცა სხვა ბავშვებს მივყავდი სათამაშოდ

-მოკლედ რომ გითხრათ ეს შენი მეგობრის დამსახურებაა მან მოათრია იუ რაე აქ

-მეგობრის?

ჯიმინმა კითხვისნიშნით შეხედა ჯერ ბექიონს შემდეგ მე და თითქოს მოჩვენება დაენახოსო თვალები გაუფართოვდა სახიდან კი ფერი გაუქრა

-ანუ...ეს შენზე საუბრობდა ჯონგუკი?! არა არა ეს ცუდია ძალიან ცუდია

-რას გულისხმობ ?

-ტვინი გაანძრიე ბიონ შენც ხომ გესმის რატომ შეიკრიბა აქ მხოლოდ ელიტა და რადღეა დღეს

-ჯეონის დაბადების დღეა...და რეიჩელი...გინდა თქვა რომ?!

-ზუსტად! ასერომ აღარ დააყოვნოთ სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ აქედან

-დაიცადეთ ამიხსენით რახდება

ბიჭები რომლებიც ძალით მიმათრევდნენ გასასვლელისკენ არც კი მისმედნენ ორივე ჩემს ,,დახსნაზე,, იყო კონცენტრირებული თუმცა რისგან ან ვისგან მიცავდნენ ბოლომდე ვერ ვიგებდი

-მანქანა სად გიდგას მე ჩემი მძღოლს გავატანე

-შენობის ფარეხში მყავს გაჩერებული რეიჩელ სწრაფად იარე რეიჩელ....რეიჩელ!

გავშეშდი,ირგვლივ ყველაფერი გაიყინა თითქოს სამყარომ მთელი თავისი სიბრაზე ჩემზე დაანთხია

ხელებს და ფეხებს მოძრაობა აღარ შეეძლოთ უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიაბიჯებდა ნელ ნელა მდიდრულად გამოწყობილ ადამიანებს შორის

ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ქერათმიანს ასე გამოწყობილს ვხედავდი

იგი იმდენად მშვენიერი იყო რომ დანარჩენები მის გვერდით ფონის როლს ასრულებდნენ

ea07e3c482b5ed9f85812f30798a6f7e.jpg


-თეჰიონი...

-რა?

-იქ თეჰიონია...

ჯიმინისთვის ეს სიტყვები მომაკვდინებელი დარტყმა აღმოჩნდა

-რეიჩელ მოგვეფარე არ შეგნიშნოს

მაგრამ მე კვლავ ვერ ვინძრეოდი უბრალოდ არ შემეძლო

მინდოდა მასთან მივსულიყავი და მეთხოვა აქედან წავსულიყავით

შორს წავსულიყავით...

შამპანიურის ჭიქის წკრიალი ბიჭის ხმა რომელიც ყურადღებას ითხოვს და ჯიმინის ფრაზა ,,დავაგვიანეთ...,,

-ქალბატონებო და ბატონებო მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისათვის

ორივე ბიჭმა ხელი ჩამავლო თითქოს ვინმე ჩემს წართმევას უპირებდეთ

-როგორც იცით დღეს ჩემთვის მამაჩემისთვის და ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დღეა ამიტომ მინდა ამ მშვენიერ დღეს ახალი ამბავი მოგახსენოთ რომელიც დარწმუნებულივარ ყველას გაგაკვირვებთ

ვიგრძენი ჯონგუკის მზერა ჩემზე,თითქოს ბოლო სიტყვებს ხალხს კიარა მე მეუბნებოდა

არა ჯეონ შენგან უკვე აღარაფერი გამიკვირდება

-მინდა გაცნობოთ რომ ცოლს ვირთავ...და ჩემი ძვირფასი საცოლე ახლა ამ დარბაზში იმყოფება

შავთმიანის სიტყვებზე ტაომ დამაყარა გონება გამეყინა და ზიზღმა გულში პიკს მიაღწია

ვხედავდი ხალხი როგორ იყურებოდა აქეთ იქით მესმოდა როგორ ჩურჩულებდნენ იმის გამოსაცნობათ თუ ვინ შეიძლობოდა ყოფილიყო ის ,,იღბლიანი,, ახალგაზრდა

-დარწმუნებულივარ ამ გოგონას და მის ოჯახს ყველა იცნობთ...იუ რეიჩელ

მესმის ჩემი სახელი ვგრძნობ ჩემი ,,მცველები,, ხელს როგორ მიჭერენ დამაიდებლად ვგრძნობ ასობით მზერას რომელიც მიყურებს მაგრამ ამ ასში ერთი განსაკუთრებულია...

თაფლისფერი თვალები რომლებსაც ამწამს ცა ჩამოექცათ

ის დგას რამდენიმე მეტრის მოშორებით,დგას და მიყურებს როგორც მოღალატესა და დამნაშავეს

ამის ატანა შეუძლებელი ხდება ამიტომ თავს ვიძვრენ, ხალხს ხელს ვკრავ და გასასვლელისკენ გავრბივარ

მესმის ნაბიჯების ხმა რომლებიც ჩემთან ერთად მორბიან

კარი იღება და სუფთა ჰაერი მინასავით მესობა

ჯიმინს მე და წითურა თავისი მანქანისკენ მივყავართ,მანქანა ადგილს წყდება და ბოლო რის დანახვასაც ვასწრებ ეს შავთმიანის გამარჯვებულის ღიმილი და ტკივილით სავსე თაფლისფერი თვალებია
____________________________________
არ თქვათ ამდენი ხანი გელოდეთ და ეს რა არიო იმიტო ვერ ვდებდი ახალ თავს რომ ვერაფრით გადავწყვიტე გამეგრძელებინა ის სიუჟეტი რომელიც დავაწყე და დავალაგე ფიკის დაწყებისას თუ შემეცვალა იმ სიუჟეტით რომელიც რაღაც დროის წინ მომაფიქრდა
ჰოომმ... რა გადავწყვიტე ვერ გეტყვით ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ესაა👉 დადებით ერსონაჟებს ბოლომდე ნუ მიენდობით მედალს ორი მხარეაქვს უფრთხილდით იმას ვინც ამ ფიკში გიყვართ😉

15 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!