16 страница29 апреля 2026, 17:32

ნუ გაამხელ საიდუმლოს

ოთახში გამაღიზიანებელი სიჩუმე იდგა

სამი ადამიანი,სამი ახალგაზრდა,სამი წყვილი თვალი რომლებიც ხან ერთმანეთს უყურებდნენ
ხანაც ერთმანეთს უყურებდნენ მაგრამ ვერც ამჩნევდნენ ამას

კითხვების კორეანტელს მოეცვა ახალგაზრდა ბიჭების გონება თუმცა მათთან შორიახლო მჯდარი მუხლებში თავჩარგული გოგონას გამო ყველა მკაცრ სიჩუმეს იცავდა
(ალბათ ყრუ და მუნჯი ხალხი რომ დაგესვათ ასე უფრო მეტი ხმაური იქნებოდა)

-ჰოოომმმ...

უხერხულობის დასარღვევად წარმოთქვა ქერამ და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა

-ანუუ....

წითურმა ბიჭმა რომელმაც გადაწყვიტა ,,ამხანაგისთვის,, მხარი აება ჯერ ჯიმინს გახედა შემდეგ რეიჩელს რომელიც ამ წამს მათ საერთოდ არუსმენდა და მეტიც,მათ არსებობასაც კი ვერ ამჩნევდა

-ეემმ...ის...შენ....აახხ! დაივიწყეთ წავალ დასალევს მოვიტან

მობეზრებული ხმით ქერა ფეხზე იჭრება და დიდი ხნის ჯდომის შემდეგ მოდუნებულ სხეულის ნაწილებს ბედნიერი შლის

-ბექიონ?

-მე ვისკი

-შეკვეთა მიღებულია რეიჩელ შენ?

უკვე ფეხზე მდგარმა ქერამ შავთმიანს გახედა და როცა მის სახეზე მარტოსული ცრემლი დაინახა შემდეგ კი ბექიონისგანაც მიიღო უხმო ნიშანი ,,ნუ შეაწუხებო,, სამზარეულოსკენ აიღო გეზი

ოთახში სიტუაცია არ იცვლებოდა
ერთადერთი რაც შეიცვალა...ახლა ორი სხეული იჯდა უხმოდ თითქოს ენაგადაყლაპულები

ერთს ჩუმად ყოფნა უნდოდა მეორე კი ენას კბილს პირველის სურვილის გამო აჭერდა

-იუ რაე...არ გინდა რამე ჭამო? გინდა შენი საყვარელი რამიონი მოგიმზადო?

მოუთმენლობით სავსე წითურამ ღიმილით გახედა ბავობის მეგობარს და მხარზე ოდნავ შეეხო დედამიწაზე დასაბრუნებლად

გოგონა ისევ უხმოდ იჯდა ამჯერად ბიჭისკენ ზურგით შებრუნდა თითქოს მარტო ყოფილიყოს

-აი მეც დაგიბრუნდიითთ

ალკოჰოლური სასმლით აღჭურვილი ქერა კვლავ ადგილს დაუბრუნდა და ენაგადაყლაპულ არსებებს გაუწოდა მათი წილი

-იუ რაე არ სვავს ვისკის

მკაცრად დაუბრიალა წითურამ ჯიმინს თვალები როცა ამ უკანასკნელმა შავთმიანს სასმელი დაუდგა წინ

-სიტუაციას სჭირდება ასე

სწრაფად წარმოთქვა ქერამ და მომწარო სითხე სხეულში გადაუშვა მასთან ერთად წითურამაც

1...2...3...4...

ბიჭები მეხუთეჯერ ავსებდნენ ჭურჭელს მძაფრსუნიანი სითხით როცა იქვე მყოფმა გოგონამ (რომლის არსებობაც ყმაწვილებს თითქმის სულ გადაავიწყდათ)
ღრმად ამოისუნთქა,შემდეგ წელში გაიმართა და მეგობრებთან უფრო ახლოს ჩამოჯდა

-ილაპარაკეთ

მბრძანებლური ტონით წარმოთქვა შავთმიანმა და მანაც იგემა ალკოჰოლის თავბრუდამხვევი გემო

ბიჭების დაბნეული მზერის შემდეგ კი სახეზე გაღიზიანება გამოესახა

-თქვენ ხომ იცით რისთვის იყო ეს სპექტაკლი?!

ყმაწვილებმა ჯერ შავთმიანს შეხედეს შემდეგ ერთმანეთს მეხუთე ჭიქა გამოცალეს და ვიდრე მეექვსეზე გადავიდოდნენ ხმის ამოღება იკადრეს

-ბიზნესი ძალიან ბინძური საქმეა

გამოცდილი ბერიკაცივით წარმოთქვა ქერამ და ვარდისფერი ტუჩები რომლებზეც კვლავ იგრძნობოდა ალკოჰოლის გემო ჩვევის გამო გაილოკა

-მართალია

დასტური მისცა წითურამ და თავი ისე ძლიერ დაუქნია ცოტაც და მოსტყდებოდა

-განსაკუთრებით მაშინ როცა გავლენიანი ხარ ოოო...აი ასეთ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყო

-გეთანხმები!!

მეექვსე ჭიქა ჩაიცალა და უკვე შეზარხოშებულმა ყმაწვილებმა წამიერი შესვენება აიღეს აზრების დასალაგებლად

-ჯეონების კომპანიას და მამაჩემის კომპანიას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ

-სწორიხარ! ბიონებიც მასე ვართ

-ხო არა? შენ მიხვდები მაშინ ჩემს აზრებს...ეგ ხალხი არასოდეს მომწონდა

-სწორიხარ სწორი არც მე

შავთმიანი აკვირდებოდა მეგობრებს რომელთა საუბარიც ერთმანეთში ბაას უფრო ჰგავდა

-იქნებ იმაზე გადახვიდეთ რაც მე მაინტერესებს?!ეს რა ოინი იყო ცოლ-ქმრობაზე?!

-დამაცადე ვყვები

გაღიზიანებით თქვა ჯიმინმა და კვლავ ჩაასხა სამ ჭიქაში ვისკი

-ყველა დიდი კომპანიის მფლობელი თავის ძალაუფლებას გადასცემს მემკვიდრეს როცა იგი გარკვეულ ასაკს მიაღწევს

-ეგრეა ეგრე

-დაკეტე ეგ პირი ცოტახნით შენი დადასტურება არ მჭირდება

-პარდონ~~~

წითურამ სერიოზული სახე მიიღო და ხელით პირის როგორც ელვა შესაკრავის შეკვრის იმიტაცია გააკეთა

-მადლობ!ჰოდა რასვამბობდი...ჰო ასაკს რომ მიაღწევენ...მაგრამ ბატონმა ჯეონმა რატომღაც არ მოისურვა ასე და განაცხადა რონ ჯონგუკი კუთვნილ ქონებას და საქმეს მაშინ გადაიბარებს როცა ცოლს შეირთავს რატომ ასეთი პირობები არ მკითხო...

-კარგი

გოგონამ მორიგი ჭიქა გამოცალა და გაგების ნიშნად თავი ოდნავ დააქნია

-მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე?!?!?!

-შავთმიანის მზერა ჯიმინზე შეჩერდა,მისკენ იყო მიმართული აგრეთვე ბიონის თაფლისფერი თვალები

-ეს ცოტა...პირადულია

კეფაზე თმის აჩეჩვით წარმოთქვა ქერამ და დივანის საზურგეს მიეყრდნო

-ამაზე მე არ უნდა გესაუბრო ეს თეჰიონს უფრო ეხება და ჯონგუკს

-თეჰიონს? ის რაღა შუაშია?

ქერათმიანის სახე ყველაფერს მის ნაცვლად ამბობდა,აშკარა იყო იუ რაეს ეს კითხვები უხერხულ და გაურკვეველ სიტუაციაში აგდებდნენ

ახალგაზრდები კიდევ დიდხანს ისხდნენ პატარა ჟურნალების მაგიდის გარშემო,რომელზეც ალკოჰოლური სასმელი და გამოცლილი ჭიქები ედოთ

ხმას არ იღებდნენ,უბრალოდ სვავდნენ

ამბობენ თუ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანი გამოსავალს სასმელში პოულობს ის სუსტიაო...მაგრამ არა ამ შემთხვევაში

ახლა ეს სამი სვავდა არა იმისგამო რომ რეალობას მოწყდომოდნენ,არა მათი პრობლემები ასე ვერ გატეხდნენ

ისინი სვავდნენ სიჩუმის შესანარჩუნებლად

ფხიზელ გონებას ასეთი მდუმარება უხერხულობად მიაჩნია მხოლოდ შეზარხოშწბული გონება აფასებს სიწყნარის ფასს
ასერომ...

ჭიქა ჭიქას მოსდევდა
შავთმიანის გარშემო ყველაფერი ბრუნავდა
რაქნას არიყო ახალგაზრდა გოგონა ალკოჰოლს შეჩვეული,საერთოდ რატომ მისცა თავს უფლება ხლა დაელია?!

-ჰეი იუ რაე არ გეყოფა??

სიზარმაცე დასძლია წითურმა და მაგიდიდან თავი ასწია

-არა!

მტკიცედ განაცხადა შავთმიანმა თუმცა მისი სახე რომელზეც ნათლად ჩანდა უკვე ზიზღი მის წინ მდგარი მომწარო სითხით სავსე ჭიქის მიმართ საპირისპიროს ამბობდა

ქერათმიანი რამდენიმე წამს აკვირდებოდა კომპანიონების გამომეტყველებებს და საბოლოოდ ჩარევა გადაწყვიტა

-კარგი კარგი გვეყო ვფიქრობ ერთი დღისთვის საკმარისად გავილეშეთ

ამის თქმა და მაგიდის ალაგების დაწყება ერთი იყო

-ხო სწორიხარ!

-რიჟიკავ შენ დათანხმების მეტი არაფერი შეგიძლია?! ახლა რომ ვთქვა რომ მახინჯი ხარ მაგაზეც დამთანხმდები?

წითურა რამდენიმე წამს დაჭყეტილი გაოგნებული თვალებით უყურებდა ჯიმინს

-შენგან არ მეწყინება

მიამიტური ღიმილით წარმოთქვა ბექიონმა და ქერას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა

-ახლა გული ამერევა

-რაა?! ჩემი საწინააღმდეგო რა გაქვს?!იცოდე გულს მტკენ ტკბილო

ვიდრე ქერა გულის რევის იმიტაციას აკეთებდა ბექიონი კი ტუჩებს ვნებიანად ილოკავდა რეიჩელი ფეხზე წამოდგა რითიც მეგობრების ყურადღება მიიქცია

-ყველა არანორმალურს მე როგორ უნდა გადავეყარო....კარგით გააგრძელეთ ემმ...რასაც მანდ აკეთებდით მე წავალ დავიძინებ ნამდვილად არ მსურს ამ ყოველივეს ყურება

ბარბაცით თუმცა მაინც მტკიცე ნაბიჯებით შავთმიანი საძინებლისკენ გაუყვა გზას

სახლი სადაც იმყოფებოდნენ ჯიმინის ოჯახს ეკუთვნოდა,რაღათქმაუნდა ინტერიერიც მათი ფინანსების შესაბამისი იყო

ფუფუნებაში გაზრდილ გოგონას აღარც კი ახსოვდა როგორია ძვირადღირებულ თეთრეულზე ძილი

სიმართლეითქვას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა თეჰიონის მკლავებში ძილს ამჯობინებდა ამ ქათქათა ზეწრებს

თეჰიონი...ნეტავ ახლა რას აკეთებს?

***
-არ ამიხსნი?

-რა არის ასახსნელი

შავთმიანი ბიჭი ტყავის სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო

-რავიცი...მაგალითად ის რომ მოულოდნელად ქორწინება გამოაცხადე თან ვიღაც ქუჩის გოგოზე კიარა ჩემს რეიჩელზე

-შენი როდის აქეთ გახდა

ირონიით წარმოთქვა შავთმიანმა და უფროს მეგობარს გახედა

-გაფრთხილებ ჯონგუკ

თეჰიონი მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და ამპარტავანი ეშმაკისაკენ გადაიხარა

-თუ მას რამეს დაუშავებ...თუ რამე ცუდი გაქვს მასთან დაკავშირებით ჩაფიქრებული...ამას ასე არ დავტოვებ

ორი სხეული ერთმანეთს მკვლელი მზერით უყურებდა
თითქოს ამწამს ამ მზერებს შორის განსხვავება არიყო,ორივეს თვალებში სიბნელე ჰქონდა ჩაქცეული,მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით...დაინახავდით რომ ერთის თვალებში მზრუნველობა და საყვარელი ადამიანებისთვის თავგანწირვა მეორესაში კი აზარტი და გამოწვევა იკითხებოდა

პირველი ეს ,,არ დაახამო,, თამაში ქერამ დატოვა,
იგი კაბინეტიდან კარის ჯახუნით გავიდა და ჯონგუკი ბედნიერად გაღიმებული დატოვა

-დამ დამ დადააამ...დამ დამ დადააამ...კარგად გავერთობით

მორიგი ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და მაგიდის უჯრიდან ორი ერთნაირი ბეჭედი ამოიღო

***

-ჯერ არ გაუღვიძია?

-არა ვშიშობ ძალიან ბევრი მოუვიდა დალევა

თავატკიებული ბიჭი მეგობრის გვერდით დაეშვა დივანზე და გამაყუჩებელს მთელი ჭიქა წყალი დააყოლა

-ვატყობ არც შენ შეგიკავებია თავი

ოდნავ სიცილით წარმოთქვა ქერამ და ხელში ლუდის ბოთლი შეათამაშა

-მოკეტე

წაიბუზღუნა ჯიმინმა და ქერას კეფაში ხელი უმტკინვეულოდ წამოარტყა

-არ გინდა გავაღვიძო? გაუხარდება თუ გაიგებს რომ მოხვედი ჰგონია რომ წვეულებაზე მომხდარის შემდეგ სამუდამოდ შეიზიზღე

-არა გაუშვი ეძინოს წვეულებას რაც შეეხება...არ მინდა რომ ამ ჭაობში კიდევ ვინმე ჩავითრიო გესმის? განსაკუთრებით ის

ბიჭმა თეთრ კარს გახედა რომლის მიღმაც ის ადამიანი იყო ვის გამოც ყველაზე მეტად ნერვიულობდა

-არაფრის ახსნას არ აპირებ?
თუ ეს გოგო ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის და სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები მაინც რა ნახე მასში...რატომ არაფერს არ აუხსნი? უფლებააქვს იცოდეს

-უკვე გითხარი ჰიონ! ჩემი პრობლემა მას არუნდა აწუხებდეს ისედაც ძლივს ვიკავებ თავს რომ ის ძაღლიშვილი ჯონგუკი არ გავგლიჯო რეიჩელს ამ ყველაფერში ჩარევის გამო...რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო მშვიდად გძინავს

ამ სიტყვებზე ბიჭი წამოდგა
შუშის ბოთლი მაგიდაზე ხმაურით დადგა და თეთრი კარისკენ გაემართა

-ეი პააკკ!!!!! შენი სააბაზანო ნამდვილი სილამაზის სალონია! ამდენი კრემი და ნიღაბი დედაჩემსაც კიარააქვს არადა დედაჩემს მის კორეის ტიტულის მოგებამდე....

წითურა ადგილზე გაიყინა როცა მის წინ მდგარი თეჰიონი დაინახა

ქერამ ბიონი თმის ღერიდან კოჭებამდე დაათვალიერა
ხალათი...პირსახოცი...სველი თმა...და ბექიონი...ბექიონი ჯიმინის სახლში...

-ამას აქ რაუნდა?!

ერთდროულად წამოიძახეს ბიჭებმა და ჯიმინს გახედეს რომელიც ალბათ იმ მომენტში ყველაზე რთულ სიტუაციაში იყო...

-მე იუ რაესგამო ვარ აქ შენ რისთვის მოხვედი?!

-მეც რეიჩელის გამო მოვედი!

ორი სხეული რამდენიმე წამს დაბნეული უყურებდა ერთმანეთს სანამ ქერათმიანის თვალში ნაპერწკალმა არ გაიელვა

ხელის კვრა, სუნთქვის ჩახშობა ბიონი კედელზეა აყუდებული თეჰიონი კი ბოლო ძალებს იკრებს რომ ხელებმა ცოდვა არ ჩაიდინონ და წითურას ყელს იმ დონემდე არ მოუჭირონ რომ გაგუდონ

-თუ ისევ შენი ,,საცოლის,, წასაყვანად მოხვედი მაშინ ცუდი ამბავიმაქვს შენთვის! რით ვერ გაიგე რომ რეიჩელი ცოლად არ გამოგყვება!!!

-გამიშვი იდიოტო გამიშვი დავიხჩე!!!

-თეჰიონ თეჰიონ დაწყნარდი ამისთვის არ მოსულა ბექიონი დაწყნარდი გეხვეწები გაუშვი ხელი

ჯიმინი რომელსაც თავისი ნაბახუსევი თავის პრობლემებიც ეყოფოდა ქერათმიანთან მიიჭრა და ძალღონეს არ იშურებდა რომ მამამისის მეტოქის შვილი საუკეთესო მეგობრის კლანჭებიდან ეხსნა

რამდენიმე წუთში როგორღაც მოახერხეს ქერათმიანის აგრესიის ჩახშობა და ცოტახნისწინ ,,სიკვდილის პირას მყოფი,, ბიონი ახლა ხველებით, გახშირებული სუნთქვით, თვალწინ გათეთრებული სილუეტების ფონზე ცდილობდა ამ სამყაროს მშვიდობიანად დაბრუნებოდა

-ლამის ფეხები გამაფშეკინა ამ შეჩვენებულმა!

ბოლო ხმაზე იყვირა წითურამ და ქერას პირსახოცი ესროლა

-კარგით დამშვიდდით ახლა ამის დროა?!

-ზუსტადაც რომ ამის დროა ამიხსენით ეს პირუტყვი აქ რას აკეთებს და ამიხსენით წვეულებიდან თქვენთან ერთად რატომ გაიქცა

ბრაზს ვერ თოკავდა თეჰიონი და ამ აყალ მაყალში ვერც შენიშნეს გამოუძინებელი გამხდარი სხეული რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე თვალს ადევნებდა მათ

-რახდება აქ?

ოდნავ მისუსტებული ხმით წარმოთქვა შავთმიანმა და მაშინვე მიიპყრო ბიჭების ყურადღება

-რეიჩელ გაიღვიძე? ბოდიში თუ გაგაღვიძეთ ამ ორ იდიოტს ახლა მოუნდა საქმეების გარჩევა და მე...

ჯიმინის სიტყვები მალევე იგნორის ქვეშ მოექცა ვინაიდან გოგონა თეჰიონს უყურებდა რომელიც მისკენ ნელი ნაბიჯით მიდიოდა თითქოს ეშინოდა მკვეთრი მოძრაობებით არ დაეფრთხო ბექიონი კი ამ ორს უყურებდა,აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას

-როგორხარ პრინცესა?

ჩუმი ხმით წარმოთქვა ბიჭმა და გიშლის თმებს ნაზად შეეხო

რეიჩელს მაშინვე აემღვრა თვალები მარილიანი სითხე რომელიც ბოლოდროს ასე ხშირად იჩენდა თავს მის სახეზე ახლაც გამოვიდა ასპარეზზე

-მაპატიე რომ დავაგვიანე დიდხანს მელოდებოდი?

ოდესმე მოგისმენიათ დამნაშავე ბავშვის არა გულახდილი ბოდიში? აი ისეთი რომ იცის რომ დააშავა თუმცა ამას არც აღიარებს და არც ბოდიშის მოხდის აუცილებლობას ხედავს
უბრალოდ ამბობს ამ სიტყვას იმისთვის რომ სხვებმა იგრძნონ თავი უკეთ

თუ არა მაშინ იცოდეთ...თეჰიონის ეს ,,მაპატიე რომ დავაგვიანე,, ზუსტად ასეთ ,,აღიარებას,, მიეკუთვნება

Pov.Rachel

რატომ იხდის ბოდიშს?

სულ გაგიჟდა?

განა ეს მე არ ვარ ვინც დააშავა?

განა ამ სიტყვებს მე არ უნდა ვამბობდე?

რატომ კიმ თეჰიონ ამას რატომ მიკეთებ?

-გთხოვ წადი...

ძლივს გასაგონად ვამბობ და ვხედავ წამიერად გაკვირვება როგორ გაუკრთის თვალებში

-რატომ გინდა რომ წავიდე?

თმის ბოლოებიდან ხელი ნელ ნელა ჩემს ყელზე გადააგქვს ვერც კი შევამჩნიე..თურმე როგორ მონატრებია ჩემს კანს მისი შეხება

ყელიდან ცივ ხელებს რომლებიც ახლა ვულკანზე ცხელი მეჩვენებიან ჩემს კისერზე დებს და ოდნავი ძალის დატანებით თავს მის მკერდზე მადებინებს

რამდენიმე წამში იგივე ხელები წელზე მეხვევიან და საბოლოოდ მარწმუნებენ რომ მახეშივარ

ვგრძნობ მის სურნელს რომელიც რძესავით თეთრ კანს ასდის

მესმის მისი გულისცემა
ისეთი მშვიდი და თითქმის უხმო

ვგრძნობ მის სუნთქვას ცხელს და თავბრუდამხვევს

რატომ თეჰიონ რატომ მიკეთებ ამას?! მშვენივრად იცი რომ ასე შენი გაშვება გამიჭირდება მეკი ჩემი უპრინციპობის გამო ისე მცხვენია შენთვის თვალის გასწორება...

ნებისყოფის ბოლო ძალებს ვიკრებ და ხელისკვრით ბიჭს ჩემგან ვიშორებ

-კიმ თეჰიონ!! წადი!! გთხოვ...

კვლავ არ ვუყურებ თვალებში

ოთახში ვბრუნდები და ძალაგამოცლილი საწოლზე ვეცემი

რათქმაუნდა დავიღალე მეხომ ყოველდღიურად რაღაც ცუდს ჩავდივარ თქვენიაზრით ადვილია იყო საუკუნის ეგოისტი?!

არა რატომ ეგოისტი მე ხომ იმ დაწყევლილ წვეულებაზე სწორედ იმიტომ წავედი რომ თვითმარქვია ჯეონის შანტაჟმა იმოქმედა!

იმ წვეულებაზე რომ არ მივსულიყავი ახლა თეჰიონი ციხეში იჯდებოდა

თუმცა მივედი და რა გავაკეთე?! ბიჭს გული გავუტეხე

ღმერთო რამდენი დანაშაული მაქვს მის წინაშე ჩადენილი

ალბათ ჯოჯოხეთში უკვე მიმზადებენ ადგილს

ფიქრებში ჩაძირულმა ვერც შევნიშნე როდის მოვასწარი ბალიშის ცრემლებით დასველება,ან როდის მოასწრო მზემ ჩასვლა მთვარემ კი ამოსვლა,როდის გაიღო ოთახის კარი და როდის ვიგრძენი საწოლის მეორე მხარეს ჩაზნექა

-ბექიონ გთხოვ გადი შენი ხუმრობების თავი არმაქვს ეს ხასიათზე ვერ მომიყვანს

რამდენიმე წამს სიჩუმე იყო შემდეგ კი გავიგე როგორ დაიკეტა კარი,ალბათ წითურას ეწყინა და გავიდა...
მშვენიერია ახლა მასაც ვაწყენაინე

არა კიდევ ერთ ადამიანს ნამდვილად ვერ ვატკენ

-კარგი მაპატიე არ მინდოდა

სწრაფად წამოვჯექი რათა მას გავყოლოდი და ბოდიში მომეხადა თუმცა წამოვჯექი თუარა მას შევეჩეხე

მის სახეს, მის აკურატულ ყვრიმალებს თაფლისფერ თვალებს და დამათრობელ ტუჩებს

-მეგონა წახვედი...

ისე რომ პასუხი არ გაუცია ნელ-ნელა ჩემკენ წამოვიდა ვიდრე საწოლზე ჩემს ზემოდან არ აღმოჩნდა

არაფერს აკეთებდა უბრალოდ მიყურებდა

თავის ცხელ სუნთქვას სახეზე მესროდა და მაიძულებდა პომიდორივით წითელი გავმხდარიყავი

მოულოდნელად უბრალოდ...დაეცა...ჩემს გვერდით დაეცა და მთელიძალით ჩამიკრა გულში

-თეჰიონ...

-ვიცი ჯიმინმა მითხრა ყველაფერი
ნუგეშინია ვიცი რომ ეს ყოველივე ფარსი იყო და სხვა არაფერი

იგი მე არ მიყურებდა თველები ჰქონდა დახუჭული და უბრალოდ ჩემს სურნელს ისრუტავდა როგორც გვალვის შემდეგ წვიმას ყვავილი

-ანუ...ჩემზე არ ბრაზობ?

-შენზე არა...მასზე კი! რეიჩელ ბევრი რამ უნდა ამიხსნა

აი ისინიც...
სიტყვები რომლებისაც ყოველთვის მეშინოდა

-ვიცი

-რატომ დათანხმდი ჯონგუკს წვეულებაზე წაყოლაზე?რას აკეთებს ის წითური გაუგებრობა ამ სახლში შენთან ერთად და რატომ არ მითხარი არაფერი წვეულებაზე? რატომ გაიქეცი?

რამდენი კითხვაა მეკი საპასუხოდ ჯერ მზად არვარ

თუმცა როგორც ამბობენ საუკეთესო თავდაცვა ეს თავდასხმაა

-შენც უნდა ამიხსნა რაღაც

არვიცი რატომ ალბათ ,,ყოველიშემთხვევისთვი,  ბიჭს მთელიძალით ავეკარი თითქოს ვაგრძნობინე რომ პასუხის მიუხედავად არ გავუშვებდი

-რაგინდოდა რამდენიმე დღისწინ მდიდრების რაიონში, დაგინახე შენ...დავინახე შავი ფურგონი...დავინახე ჯონგუკი რომელიც შენთან ერთად იყო...თეჰიონ დაბნეულივარ ამბობ რომ გძულს თუმცა მასთან ერთად რაღაცეებს ხლართავ ვერ ვხვდები რატომ...

მომენატრა...მომენატრა მისი ახლოს ყოფნა...თითქოს საუკუნეა ერთმანეთი არ გვინახავსო...როგორ მაკლდა მისი შეხება როგორ მაკლდა ის კოცნა რომლითაც ახლა გამაჩუმა

მისი ნაზი ბაგეები მოწყურებულებივით რომ ეწაფებიან ჩემს ტუჩებს და გრძნობების ტაიფუნი სულსა და სხეულში, უჩვეულო კვანძი მუცელში ბაგეებიდან ნადენი სისხლი და უბრალოდ ის...უბრალოდ თეჰიონი...

-იცი...ჯერ არ ვარ მზად შენი ახსნაგანმარტებები მოვისმინო

ო რა ბავშური მიზეზია პასუხისგან თავის ასარიდებლად

კარგი ჩემო პრინცო იყოს ისე როგორც შენ გსურს ნურაფერს ავუხსნით ჯერ ერთმანეთს ასე უკეთესიც კი იქნება

კატასავით ავიხლართე მის მძიმე მლავებში და მონატრებულ სითბოზე მზად ვიყავი ავკრუტუნებულიყავი კიდეც

მართალია არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის თუმცა ახლა როცა ორივემ ვიცით რომ ერთმანეთისგან რაღაცას ვმალავთ ის ფაქტი რომ სპექტაკლის ბოლოს საიდუმლოს ფარდა აეხდება ურყევი და ზუსტი ხდება

კი დადგება დრო როცა ერთმანეთს ყველაფერს გავუმხელთ მაგრამ მეშინია ჩვენმა საიდუმლოებებმა ჩვენივე ურთიერთობა ნამსხვრევებათ არ აქციონ

Pov.jungkook

მე იქ ვიდექი, ვიდექი და ვაკვირდებოდი ფანჯარაში შუქი როგორ ჩაქრა

ალბათ ახლა ერთმანეთს ეხვევიან და სითბოს უნაწილებენ

ამ აზრის გავლების შემდეგ ირონიულად მეღიმება თუმცა ადგილიდან არ ვიძვრი

-კარგი ჰიონ დღეს დატკბი მისით...დატკბი ამ თაფლით...თუმცა ხვალ...სკიდან გამოგდებული ფუტკარი გახდები.

____________________________________
ჰოომმ...მეთვითონ არვიცი რა მოვჩმახე თუმცა იმედია კარგი გამოვიდა ი მ ე დ ი ა
მადლობთ რომ კითხულობთ💜

16 страница29 апреля 2026, 17:32

Комментарии

0 / 5000 символов

Форматирование: **жирный**, *курсив*, `код`, списки (- / 1.), ссылки [текст](https://…) и обычные https://… в тексте.

Пока нет комментариев. Будьте первым!